წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა ით-ს კვირიაკესა ზედა
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა ით-ს კვირიაკესა ზედა
და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით მათ (ლუკ. ვ, ლა)

ზნეობითსა მოვალეობასა, ანუ თანამდებობასა კაცისასა, საღმრთო წერილი გაყოფს ორ ნაწილად: ერთი არის მოვალეობა კაცისა ღვთისა მიმართ. სიტყვათა მათ შინა, რომელნი ჩვენ გვესმა დღეს წაკითხული სახარებითგან, მაცხოვარი მოკლედ გამოსთქვამს, რა სახით შესაძლო არს აღსრულება მეორისა მოვალეობისა, ესე იგი, მოყვასთა მიმართ: და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით. ესე იგი, რაც შენ გინდა გიყოს კაცმა, შენც ის უყავ მას. აჰა, აღსრულება ყოვლისა მოვალეობისა მოყვასთა მიმართ!

უწინდელს მდგომარეობასა შინა ვიდრე ქრისტეს სოფლად მოსვლამდე ცხოვრება კაცისა იყო დაფუძნებულ თავმოყვარებასა ზედა. წარმართთა ახსოვდათ მხოლოდ თავის თავი; იგინი მოყვასთა თვისთა ხმარობდენ მხოლოდ თავის სარგებლობისათვის; ურიანიცა, თუმცა სჯული მათი იყო ღვთისაგან გამოცხადებული, იტყოდენ და იქცეოდნენ ესრედ: კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ. რასაკვირველია, რომ ვითარცა წარმართთა, ეგრედვე ურიათა შორის იქნებოდა რაოდენიმე სიყვარულიცა, გარნა მათ უყვარდათ მხოლოდ მახლობელნი, მონათესავენი და მოყვარენი; იგინი კეთილსა უყოფდნენ მხოლოდ კეთილმყოფელთა თვისთა და მტრისა ანუ ყოვლის მოყვასის შეყვარება არ იყო მათ შორის გაგონილი. ჩვენ, ქრისტიანეთა, მაცხოვარმან გვასწავლა უმჯობესად და მოგვცა უმაღლესი მცნება: მოყვასი უნდა გვიყვარდეს ჩვენ, ვითარცა თავი ჩვენი. რასაც ჩვენის თავისათვის ვისურვებთ, ის მოყვასისათვის უნდა ვისურვოთ; რაც გვინდა, რომ გვიყოს ჩვენმა მოყვარემა, ჩვენც ის უნდა ვუყოთ მას.

იწყე, ძმაო, აღსრულება მცნებისა ამის პირველად მით, რომელ არა ჰქმნა არცა ერთი საქმე მავნებელი და შემავიწროვებელი შენისა მოყვასისა. იცხოვრე შენცა და ნურც სხვას უშლი ცხოვრებასა. ფრიად გეწყინება შენ, თუ ვინმე დაგიშალა შენ რომლისამე შენთვის სასარგებლო საქმისა; ნურც შენ დაუშლი მოყვასსა შენსა ნურცა ერთსა კეთილს საქმესა. დიდად სჯავრობ, როდესაც ვინმე მოყვასთა შენთაგან, სთქვა შენზედ ცუდი რამე: ნურცა შენ განიკითხავ და იტყვი ცუდს მოყვასსა შენსა ზედა. მოიშალე ის ცუდი ჩვეულება, რომელ ყოველთვის პირმოთნეობით და მოფერებით ლაპარაკობ მოყვასთა შენთა ზედა. ვინც შენი მოყვარე არის ანუ მეგობარი, იმაზედ კარგად ლაპარაკობ, თუმც ცუდი იყოს იგი; ვისთანაც გაქვს შენ უკმაყოფილება, იმაზედ ყოველთვის ცუდად ლაპარაკობ, თუმცა კარგი კაცი იყოს იგი, გარნა უმტესად ყოვლისა ის უნდა გახსოვდეს, რომელ ყოველი შენი ცოდვა, ყოველი სჯულის გარდახდომა არის მავნებელი და წამახდენელი მოყვასთა შენთათვის. ეცადე, რომ შენის ცუდის ცხოვრებითა არ დააბრკოლო სულიერი წარმატება და ცხოვნება მოყვასისა შენისა, ვინაითგან ყოველი შენი ცოდვა არის მავნებელი მაგალითი და მითუმეტეს მავნებელი, რაზომადცა უმაღლესი არის ამ ქვეყანაში ხარისხი და მდგომარეობა შენი. ერთი სიტყვით, ნურცა ხორციელად, და უმეტესად ნურცა სულიერად ნუ დააბრკოლებ ცხოვრებასა მოყვასისა შენისასა. გარნა ეს იქნება მხოლოდ პირველი და უმდაბლესი ხარისხი ამ მცნების აღსრულებისა: არა თუ არ უნდა დააბრკოლო და დაუშალო ცხოვრება მოყვასსა შენსა, არამედ უნდა შეეწირო მას ყოვლითა შენით ღონისძიებითა: და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით. რა ზომა უნდა იხმაროს აქ კაცმა, ესე იგი, სადამდის მივა შენი შემწეობა და სიყვარული, ამას გეტყვის შენი შინაგანი გრძნობა. როდესაც შენ, ძმაო, ვისმე განიკითხავ და ემდური ვისმე, განკითხვასა ამას და სანდურავსა იმაზედ დააფუძნებ, რომ იმ კაცმა, რომელსაც შენ ემდური, არ აღასრულა თვისი მოვალეობა შენდა მიმართ, არ მოიქცა ისე, ვითარცა თანამდებ იყო მოქცევად; მაშასადამე, უწინარეს ყოვლისა კაცი მას უნდა ჰცდილობდეს, რომ თვისი მოვალეობა აღასრულოს მოყვასისა მიმართ თვისისა. მრავალ-ფერი არის მოვალეობა კაცისა საზოგადოებასა შინა; მაშასადამე, მრავალფერნი არიან მისნიცა მოვალეობანი მოყვასთა მიმართ მისთა. ვსთქვათ, რომ შენ ხარ კაცი მაღლისა ხარისხისა. გაქვს ხელში უფლება და მართლმსაჯულება მოყვასთა შენთა ზედა. როგორ უნდა იქცეოდე შენ და რა უნდა უყო მოყვასთა შენთა, ამას გეტყვის გული შენი: თვითონ შენ გსურს, რომ, ვინც არის შენი უფროსი, ანუ ნაჩალნიკი, იყოს შენთვის მოწყალე, მართლმსაჯულ, ტკბილ, შენც ეგრედ იყავ ქვეშევრდომთა შენთა მიმართ: ვითარცა იგი შენ გნებავს, რათა გიყოს უფროსმან შენმან ეგრედვე მსგავსად შენ უყავნ უმცროსსა შენსა. ან იქმნება შენ ხარ კაცი ვაჭარი: ვაჭარსა ხშირად შეემთხვევა საჭიროება შემწეობისა სხვათა მოვაჭრეთაგან; თუ თავის დროზედ არ მიიღო შემწეობა, თუ ხელი ვინმემ არ გაუმართა, წახდება და დავარდება; ეს უნდა ახსოვდეს მოვაჭრესა, და როგორც მას სურს, რომ მიიღოს ამხანაგთაგან შემწეობა, ეგრედვე თვითონ უნდა შეეწეოდეს ამხანაგთა. ერთი სიტყვით, ბრძენი და ღვთაებრივი ზომა მოგვცა ღმერთმან: და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით მათ.

გარნა მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან კიდევ ამაზედ უმაღლესსა სისრულესა და სათნოებასა: იგი გვამცნებს ჩვენ, რათა ესოდენ სავსე ვიყოთ სიყვარულითა და მოწყალებითა, რათა ვაჩვენებდეთ მოყვასსა ყოველსა მოწყალებასა და შემწეობასა მაშინაც, ოდესცა მათგან არ მოველით ნაცვლად-გებასა. უკეთუ კეთილის მყოფელსა თქვენსა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ყოფენ; ხოლო თქვენ გიყვარდენ მტერნი თქვენნი და კეთილსა უყოფდით... . იყვენით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. აჰა, ვითარსა სისრულესა მოითხოვს ჩვენგან მაცხოვარი!

ვრცელი გზა გვიჩვენა, ძმანო, ჩვენ მაცხოვარმან. ქრისტიანეთათვის არ არის საკმაო ის, რასაც ყოფენ ცოდვილნიცა და ურწმუნონი: ჩვენ უნდა ვეძიებდეთ სულიერსა სისრულესა, და არ უნდა ვიქმნეთ კმაყოფილნი ერთითა მხოლოდ გარეგანითა აღსრულებითა მცნებათა. წარმართსაც და ყოველსა ცოდვილსაც ახსოვს კეთილმყოფელნი თვისი და ცდილობს მსგავსი მიაგოს. წარმართიც შეიყვარებს მოყვარესა თვისსა, გარნა ჩვენ, ქრისტიანენი, ვართ, და მტერნიცა ჩვენნი უნდა შევიყვაროთ. ესოდენი ძალა უნდა ქონდეს სიყვარულსა და სათნოებასა ჩვენსა, რომ მტრის გული დაალბოს და მოყვრად გარდააქციოს. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat