თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე
თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე
"არ განურისხდე არავის და არც არავის გამო მრისხანებდე, არამედ ყველას შეუნდე შეცოდებანი".

***
"ნუ გეშინია ადამიანთაგან გაკიცხვისა და განქიქებისა, თუნდ უსამართლოდ".
წმინდა ანტონი დიდი

"როდესაც გვლანძღავენ, ჩავთვალოთ, რომ არა ვართ ქების ღირსნი. ქების ღირსნი რომ ვყოფილიყავით, თაყვანს გვცემდნენ".

***
"მდუმარებით დაითმინე, როდესაც შეურაცხგყოფენ და უფალს გაუხსენი შენი გული".
ღირსი სერაფიმე საროველი

"როდესაც უსამართლოდ გექცევიან, არა თქვა: "ღმერთმა მიუზღოს", რადგან ამ დროს უნებურად თავს იწყევლი".
ბერი პაისი ათონელი

"არასოდეს ეცადო შენი ნების გატანას, რადგან აქედან იბადება მრისხანება".
წმინდა ბარსონუფი და იოანე

"თუკი ვინმესგან გინებული განრისხდები და შენც საპასუხოდ აგინებ, ამით დაამტკიცებ, რომ მართლაც უგუნური ხარ და შენი მაგინებლის სიტყვები ჭეშმარიტია. ჭეშმარიტი რომ არ ყოფილიყო, განა განრისხდებოდი?"
წმინდა იოანე ოქროპირი

"როდესაც ნაწყენი ხარ ვინმეზე ან დამცირებული ხარ, ერიდე მრისხანებას, რათა მან არ განგაშოროს სიყვარულს და არ გიბიძგოს სიძულვილისაკენ".
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

"მრისხანებას, ამ გაშმაგებულ ვნებას, სულიერი ადამიანებიც კი ადვილად გამოჰყავს მდგომარეობიდან. იგი სულს ამძვინვარებს და მეგობრული ურთიერთობებისგან განაშორებს".

***
"გაღიზიანებულის ლოცვა საზიზღარი საკმეველია, განრისხებულის ფსალმუნება კი უსიამოვნო ხმა".

***
"თუ სიყვარულში მყარი საფუძველი გაქვს, მასზე უფრო მეტად იფიქრე, ვიდრე შენს შეურაცხმყოფელზე".
ღირსი ნილოს სინელი

"ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს".
სულხან-საბა ორბელიანი

მშვიდი, ძმანო ჩემნო, არს კაცი იგი, რომელი არ აწუხებს, არავის არ აწყენს, არამედ ყოველთა შეძლებისამებრ სათნო ექმნება, ყოველს კაცს აამებს, ყოველთა შეიყვარებს და შეეწევა, - მოკლედ, რომელსა აქვს კეთილი და სახიერი გული. წინააღმდეგ მშვიდისა ითქმის კაცი ამაყი, მოუსვენებელი, რომელთან ვერავის ვერ შეუძლიან ქონდის კეთილგანწყობა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე

სულის გონიერების ნიშანია, როდესაც კაცი საკუთარ გულში იკეტება და იქ ლოცულობს... თუ ვინმეს სულის მშვიდობა აქვს მოპოვებული, ის თითქოს ჩამჩით ხაპავს სულიერ ძალებს... წმინდა მამები, რომლებიც ფლობდნენ ამ მშვიდობას და ღმერთის მადლით იყვნენ განათლებულნი, დიდხანს ცოცხლობდნენ. ეგევე მშვიდობა, როგორც ფასდაუდებელი საუნჯე, უფალმა დაუტოვა თავის მოწაფეებს სიკვდილის წინ ამ სიტყვებით: "მშვიდობასა დაგიტოვებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე 14:27).

***
მთელი ძალ-ღონით ეცადე, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და კაცთაგან მომავალმა შეურაცხყოფამ არ შეგაშფოთოს. ამისთვის ყველანაირად უნდა ესწრაფო მრისხანების დაოკებას, გულისა და გონების დაცვას განუწყვეტელი განბნევისაგან.
...სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია აგრეთვე როგორმე გაექცე კაცთა განკითხვას; არგანკითხვით და მდუმარებით სულის მშვიდობას დაიცავ, ხოლო ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს საღმრთო გამოცხადებები ევლინება. იმისთვის, რომ არ განიკითხო, თვალყური უნდა ადევნო საკუთარ თავს, არავისგან მიიღო გარეშე აზრები და ყველაფრის მიმართ გაუცხოვდე. უფრო ხშირად უნდა განმარტოვდე საკუთარ თავთან და იკითხო: სადა ვარ?

***
ყველასთვის ყოველდღე ილოცე, მოიპოვე სულის მშვიდობა, რათა არავინ შეურაცხყო და არც შენ თვითონ გეწყინოს ვინმესგან შეურაცხყოფა. მაშინ კი ღმერთი მოგცემს სინანულის ცრემლს.

***
ღმერთი უთმენს, ღმერთმა იცის - იქნება კიდევ დიდხანს მოუთმინოს. შენ კი ასე მოიქეცი: თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე. სულის მშვიდობა შეინარჩუნე, რათა ოჯახში ჩხუბი არ იყოს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისააკი, აბრაამის ძე, არავისზე წყრებოდა, ჭებს მიწით რომ უვსებდნენ, არამედ განზე დგებოდა; მერე კი, როდესაც უფალმა ქერის ასმაგი მოსავლით აკურთხა, იგივე ხალხი ევედრებოდა, სტუმრად გვეწვიეო.
ღირსი სერაფიმ საროველი

მოამზადა
შალვა კეკელიამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat