წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისს
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი - სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისს
იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამი უბნობისა, ძმანო ქრისტიანენო! გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო ჩვენი უბნობა მას ზედა და ნაცვლად ერთისა ენისა ასი ენა რომ გვქონდეს პირში და თითოეულითა ათასჯერ გვეთქვას მასზედა, ვგონებ არ იქმნებოდა მომატებული. ეგოდენ საჭირო არს გაფრთხილება ჩვენი ფარისევლობისაგან! როგორ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ხშირად ფარისევლობაზედა, როგორ არ უნდა ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა საშინელისა ამის სულიერისა სენისაგან, როდესაც გარემოს ჩვენსა ვხედავთ ათასთა ნიშანთა ფარისევლობისასა; ვხედავთ, რომელ ურიცხვნი ქრისტიანენი შთაფლული არიან ამ საშინელ ცოდვაში.

ფარისეველი იგი, რომლისა უგუნური ლოცვა აღწერა მაცხოვარმან ჩვენდა გასაფრთხილებლად, წარსდგა რა ტაძარს შინა, მადლობასა შესწირვიდა ღმერთსა, რომ იგი არ არის ცუდი კაცი, იგი ასრულებს ბეჯითად სჯულსა, იგი არ არის მსგავსი ცოდვილისა მეზვერისა, მაშინ როდესაც იგი, ფარისეველი, იყო ამპარტავანი, ანგაარი და არ მოერიდებოდა არცა ერთს ცოდვასა. მსგავსად ამისა ახლაც ზოგიერთნი ქრისტეანენი ისე მოგვაჩვენებენ თავსა, ისე ერთგულად ლოცულობენ და ისე ვითომც ერთგულათ ასრულებენ ყოველთა სჯულის მოთხოვნილებათა, რომ მოინდომებ მადლობა შესწირო ღმერთს მათთვის; გარნა განსაცვიფრებელად და სამწუხაროდ მალე შეიტყობ, თუ დაუკვირდები, მათსა ყოფაქცევასა, რომელ ესე ყოველი იყო ერთი მხოლოდ მოჩვენება და გული მათი არის სავსე ბოროტებითა და იგინი არ ერიდებიან არცა ერთს ცოდვასა.

გმადლობ შენ, ღმერთო, რამეთუ არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე! ესრეთ ლოცულობდა ფარისეველი! ხოლო მეზვერე, მისგან დაწუნებული, შორს სდგა, იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! ორთავე ამათ კაცთა თვის ლოცვაში გამოაჩინეს თავისი ხასიათი და უღრმესი გულის გრძნობა. ფარისეველი აქებს თავის თავს, იგი კმაყოფილი არის თავის თავისა, იგი მოხარულ არის, მას ჰგონია, რომ იგი არის სრული კაცი. გასაოცარი არის, ძმანო, ესრეთი მისი ჭკუის დაბნელება! როგორ მოხდა, რომ იგი არ ხედავდა თავის შემცოდაობას? როგორ არ ჰგრძნობდა, რომ იგი იყო ამპარტავანი და თვით ამ სიტყვებში გამოუჩნდა მას სულიერი ამპარტავანება, რომელი არის ყოველთა უსაშინელესი ცოდვა? ეს მოხდა მისთვის, რომ იგი სჯულს არსრულებდა გარეგანითა სახითა და თავის გულს და ყოფაქცევას არ განიკითხავდა. რადგანაც იგი საყდარში დადიოდა დაწესებულს დროს და ლოცულობდა გარეგნობით, რადგანაც დაწესებულს დღეებში მარხულობდა, სჯულისაგან ბრძანებულს ათეულს შესწირვიდა და ამის გვართა გარეგან მცნებათა ასრულებდა, ამით მოტყუვდა იგი და თავის თავი დიდად მიაჩნდა. ამის მსგავსნი მრავალნი არიან ახლაც რადგანაც ზოგიერთნი ქრისტიანენი ზოგიერთთა გარეგანთა, ადვილთა მცნებათა ასრულებენ ბეჯითად, დიდათ კმაყოფილი არიან და თავი თვისი დიდათ მიაჩნიათ.

გეშინოდეს ამისა ძმაო! იცოდე, რომ კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არაოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდება იგი, არამედ სურს, რომ კიდევ უმჯობესი რაიმე ქმნას. თვით ღმერთმა კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცოცხალი, გონიერი და ცხოველი, ვერაოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა. რამდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიიღოს კაცის ჭკუამა, იგი მაინც არის ხარბი და გაუმაძღარი და მიესწრაფება უმაღლესისა მეცნიერებისა ხარისხისადმი. ეგრეთვე გული ჭეშმარიტისა, ღვთის მოყვარისა კაცისა, ვერაოდეს ვერ გაძღება, თუგინდ მრავალნი სათნოებანი აღასრულოს. მაშასადამე კაცი, რომელი იქადის თვისითა სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისისა უგუნურებისა. არა ესრეთ იქცეოდა მეზვერე. მოკლე მისის სიტყვებისაგან სჩანდა, რომ მან კარგა იცნო სულიერი თვისი მდგომარეობა და თუ კი კაცმა ერთხელ იცნო მისი ნაკლულევანება, მისი მოქცევა ადვილი არის.

ღმერთო, მოგვეც სიმდაბლე მეზვერისა ამის და განაძე გულთა ჩვენთაგან ყოველი ფარისევლობა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat