მეცხრე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ანტიოქელთა მიმართ
მეცხრე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ანტიოქელთა მიმართ
ეგნატი ღმერთშემოსილი, ეკლესიასა შეწყალებულსა ღმრთისაგან და1 გამორჩეულსა ქრისტეს2 მიერ, რომელი-ეგე მკჳდრ ხარ ანტიოქიას შინა ასურეთისასა და რომელმან პირველ ყოველთაჲსა მიიღე სეხნაობაჲ ქრისტესი (საქმე 11.26), ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა გახარებ.

აღმიმცირნა და აღმისუბუქნა უფალმან საკრველნი ჩემნი, რამეთუ ვცან მშჳდობაჲ თქუენი და სულიერად და ჴორციელად, ერთობით და ღმრთივშუენიერად ქცევაჲ თქუენი ყოველსა შინა.

[594]გლოცავ და გევედრები მე, კრული ესე უფლისა მიერ: ღირსად ვიდოდეთ ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (ეფეს. 4.1) და დაიცვენით თავნი თქუენნი შემოსრულთა მათგან3 წვალებათა მაცთურისათა საცთურად და წარსაწყმედელად მორჩილთა მათთა, და შეესაკუთრენით მოძღურებასა მოციქულთასა და გრწმენინ შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი და ერჩდით მათ, და ყოველივე ჰურიული4 და წარმართული საცთური განაგდეთ, და ნუცა სიმრავლესა ღმერთთასა შემოიყვანებ და ნუცა ქრისტესა უვარ-ჰყოფ მიზეზითა ერთისა ღმრთისაჲთა.

რამეთუ მოსე, სარწმუნომან მონამან ღმრთისამან, ესრეთ თქუა: "უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს" (II შჯ. 6.4; მარკ. 12.29) და ერთ ხოლო მხოლოჲ ღმერთი ქადაგა, გარნა მეყსეულად აღიარა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და თქუა, ვითარმედ: "აწჳმა უფალმან უფლისა მიერ ცეცხლი და წუნწუბაჲ სოდომსა ზედა" (დაბ. 19.24; და კუალად, ვითარმედ: "თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა"; და ვითარმედ: "შექმნა ღმერთმან კაცი ხატად, (II) ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (დაბ. 1.26-27; დაბ. 5.1 და 9.6); და ვითარმედ: "ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი". და, რამეთუ განკაცნეს ესრეთ თქუა, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა ესე მე" (II შჯ. 18.15; საქმე 3.22 და 7.37).

ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა პირისაგან ღმრთისა ესრეთ თქუეს, ვითარმედ: "მე ვარ ღმერთი პირველი და შემდგომად მისა მევე ვარ და ჩემსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა არს" (ის. 44.6), და ესე თქუეს მამისათჳს; და უფლისა ჩუენისათჳს ესრეთ თქუეს, ვითარმედ: "ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა არს და ჰრქჳან მას - დიდისა ზრახვისა ანგელოსი, საკჳრველი თანამზრახველი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე" (ის. 9.6), და ვითარმედ: "აჰა, ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ" (ის. 7.14; მათე 1.23; ლუკა 1.31). ხოლო ვნებისათჳს თქუეს: "ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუვე[595]ლისა თჳსისა უჴმობელად" (ის. 53.7; საქმე 8.32), და ვითარმედ: "მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგუარასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ" (იერ. 11.19).

და მახარებელთა თქუეს მამისათჳს, ვითარმედ: "ერთი მამაჲ, მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი" (იოანე 17.13); და უფლისა ჩუენისათჳს დაწერეს, ვითარმედ: "პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა" (იოანე 1.1-3). და განკაცებისათჳს, ვითარმედ: "სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის" (იოანე 1.14); და ვითარმედ: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი" (მათე 1.1). და მოციქულმან, ვითარმედ: "ერთ არს ღმერთი" (I კორ. 8.4,6; გალ. 3.30); და მანვე თქუა, ვითარმედ: "და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე" (ეფეს. 4.5-6; I ტიმ. 2.5). და ვითარმედ ივნო ჩუენთჳს არა უარყვეს, არცა სირცხჳლ იჩინეს, არამედ ჴმამაღლად ქადაგეს, ვითარმედ: "რომელმან მისცა თავი თჳსი ცხოვრებისათჳს სოფლისა" (შდრ. იოანე 6.51); და ყოველნი ძალნი და საკჳრველებანი სახელითა ჯუარცმულისაჲთა აღასრულნეს. და ესევითარნი წამებანი ბევრეუ[ლნი (V) ი]პოვებიან [წერილთა შინა], რომელნი განცხადებულად წამებენ მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა.

ვინაჲცა ყოველი, რომელი ერთსა ღმერთსა ქადაგებდეს დამჴსნელად ღმრთეებასა5 ძისასა, იგი ეშმაკი (იოანე 6.70) არს და მტერი ყოვლისა სიმართლისა.

რომელი ქრისტესა არა ძედ ღმრთისად აღიარებს, არამედ სხუასა რასმე ჰგმობდეს, და რომელი-იგი შჯულმან და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს - უვარჰყოფდეს, იგი ორღანოჲ არს მისვე ეშმაკისა და ჭურჭელი სატანისაჲ.

რომელი განკაცებასა უვარჰყოფდეს და ჯუარი სირცხჳლ-უჩნდეს (რომლისათჳს ესე შეკრულ ვარ), იგი ანტიქრისტე არს (I იოანე 2.22; 4.43; II იოანე 7).

რომელი ლიტონად კაცად უწოდეს ქრისტესა, წყეულ იყავნ [596]სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, რამეთუ არა ესავს იგი ღმერთსა უკუდავსა, არამედ კაცსა მოკუდავსა, და არს იგი უნაყოფო, ვითარცა გრიკი6 ველური (იერ. 17.5-6).

ამას მივსწერ თქუენდა, ჵ, ახალნო და რჩეულნო ერნო ქრისტესნო, არა თუ რამეთუ შემიცნობიეს რაჲმე თქუენდა ესევითარი გონებაჲ, არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ, ვითარცა მამაჲ თჳსთა შვილთა. ეკრძალენით უკუე ბოროტადმორბედთა მუშაკთაგან და მტერთა ქრისტეჱს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს და დიდებაჲ მათი სირცხჳლსა შინა მათსა (ფილიპ. 3.18-19).

ეკრძალენით ძაღლთა მათგან განცოფებულთა (შდრ. ის. 56.10) და გუელთა მსტჳნვარეთა და მეთრევანთა და ქრთამის მოყუარეთა ვეშაპთა და ასპიტთა და იქედნეთა და ბასალიკონთა და ღრიაკალთა, რამეთუ იგინი არიან მჴეცნი წამლეანნი და კაცისსახენი ქიანი7 და მსახრვალნი8 და მოგუნი და გრძნეულნი.

პეტრეს და პავლენსი ხართ მოწაფენი, ნუ წარსწყმედთ ვედრსა მას, რომელი გარწმუნეს თქუენ. მოიჴსენეთ ევვოდოს, ღირსი ნეტარებისაჲ მწყემსი თქუენი, რომელსა პირველ ერწმუნა მოციქულთა მიერ მწყემსობაჲ თქუენი. ნუ(II)მცა ვარცხუენთ მამასა ჩუენსა, ვიქმნეთ შვილ საყუარელ და სასურველ და ნუ ნამონებ და ნატაც და მორყუნილ. არა უმეცარ ხართ, თუ ვითარ იქცეოდა იგი ჩუენ შორის და რომელსა-იგი მან, და რაჲ ვიყავი და გეტყოდე, მასვე აწ შორით მივსწერ თქუენდა: რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ იგი შეჩუენებულ (I კორ. 16.22).

რაჟამს იესუს მივემთხჳო, მვედრებელ და მეოხ ვიქმნე სულთა თქუენთათჳს, უკუეთუ ოდენ ღირს მყოს უფალმან. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი (კოლ. 4.18).

მღდელნი მწყსიდით სამწყსოსა ქრისტესსა (I პეტრე 5.1), ვიდრემდის გამოაჩინოს ღმერთმან, რომელსა-იგი ეგულების მთავრობაჲ თქუენ [597]ზედა, რამეთუ მე, აჰა, ესერა შევიწირვი (II ტიმ. 4.6), რაჲთა ქრისტე შევიძინო (ფილიპ. 3.8).

დიაკონთა უწყოდეთ თუ ვითარისა პატივისა ღირსქმნულ არიან და ისწრაფედ, რაჲთა უბრალო იყვნედ, რაჲთა იქმნენ მობაძავ ქრისტესა.

ერი დაემორჩილედ მღვდელთა და დიაკონთა და ერჩდით მათ.

ქალწულთა უწყოდეთ თუ ვისა შეუწირვან თავნი თჳსნი.

ქმართა უყუარდეთ ცოლნი თჳსნი და ნუცა დაუვიწყებიეს ამისი ჴსენებაჲ, რამეთუ ერთი მიეცა ერთსა დაბადებასა შინა9 და არა მრავალნი.

ცოლნი პატივსცემდეთ ქმართა, ვითარცა თჳსთა ჴორცთა და ნუცაღა თუ სახელით კადნიერ იქმნებიან წოდებად მათდა. და სიწმიდე შეიტკბედ და უწყოდეთ, რამეთუ ქმართა ხოლო მეუღლებაჲ რწმუნებულ არს მათდა, რომელთა-იგი ნებითა ღმრთისაჲთა შეეყვნეს (ეფეს. 5.25; კოლ. 3.19; მათე 19.4).

მშობელთა შვილნი განსწავლენით სწავლითა სულიერითა (შდრ. ეფეს. 6.4).

შვილნი პატივსცემდით მშობელთა, რაჲთა კეთილი გეყოს თქუენ (ეფეს. 6.1-3).

უფალნი ნუ ფრიად ჰმაღლოჲთ მონათა ზედა, ნუცა შეურაცხჰყოფთ მათ, არამედ მობაძავ იქმნენით მართლისა იობისა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "უკუეთუ (423) გან[ვაცრუე საშჯელი მონისა], გინა მჴევლისა ჩემისა, განიშჯებოდიან რაჲ წინაშე ჩემსა, რამეთუ ვიტყოდე მე გულსა ჩემსა, ვითარმედ: "რაჲ ვყო, რაჟამს განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი?" (იობ. 31.13-14) და შემდგომი.

მონანი ნუ განარისხებთ უფალთა თქუენთა ნურაჲთა სახითა, რაჲთა არა ექმნნეთ მიზეზ ბოროტთა თავთა თქუენთა10 .

ნუმცა ვინ ჭამს პურსა თჳსსა უქმად (II თეს. 3.10), რაჲთა არა მიმოტაცებულ იქმნეს და მემრუშე და განმცდელ მეძავთა.

სიმთვრალე, რისხვაჲ, შური, გინებაჲ, გმობაჲ, ღაღადებაჲ და [598]ყოველივე საქმე, რომელი არა სათნო არს ღმრთისა, ნუცამცაღა11 სახელ-ედების თქუენ შორის (ეფეს. 5.3).

ქურივნი ნუმცა იშუებენ უჯეროჲთა შუებითა, რაჲთა არა მოკიცხარ ექმნენ სიტყუისა მას ცხორებისასა უწესოჲთა აღბორგებითა (I ტიმ. 5.6).

კეისარსა დაემორჩილენით, სადა-იგი მიზეზ ვნებისა არა იქმნებოდის მორჩილებაჲ მისი. მთავართა ნუ აღძრავთ განრისხებად, რაჲთა არა ექმნნეთ მიზეზ ვნებისა თქუენისა მათ, რომელნი-იგი მიზეზსა ეძიებენ თქუენ ზედა.

ხოლო გრძნებისათჳს და მამათმავლობისა და კაცისკლვისა ნამეტნავ მიჩნს მიწერად თქუენდა, ვინაჲთგან წარმართთაცა შორის არა იპოვებიან ესევითარნი საძაგელობანი.

და ამას არა ვითარცა მოციქული გიბრძანებ, არამედ ვითარცა თქუენთანა მონაჲ მოგაჴსენებთ თქუენ.

მოვიკითხავ წმიდათა მღდელთა. მოვიკითხავ უბიწოთა დიაკონთა, სასურველთა მათ ჩემთა სახელთა და საქმეთა, რომელთა ჩემ წილ ჰმწყსისმცა სული წმიდაჲ და აღ-მცა-ავსებს მის მიერითა მით მადლითა. და რაჟამს ღირს ვიქმნე მიმთხუევად ქრისტესა, ღუაწლი ჩემი მიუპყრა თქუენთჳს სავედრებელად.

მოვიკითხავ კერძოდიაკონთა, წიგნისმკითხველთა, მგალობელთა, (II) მეკარეთა, მშრომელთა, მაფუცებელთა და აღმსარებელთა, მოვიკითხავ მცველთა საუფლოთა ბჭეთასა.

მოვიკითხავ ღირსთა დედათ-დიაკონთა და ქრისტეს ნების მყოფელთა ქალწულთა, რომელთა მადლითა შემზღუდენ მე უფალმან, რომელნი-იგი ქრისტესა დაუწინდენ.

მოვიკითხავ ერსა ქრისტესსა მცირითგან, ვიდრე დიდადმდე და ყოველთავე დათა ჩემთა უფლისა მიერ.

მოვიკითხავ კასიანესა და მეუღლესა მისსა და საყუარელთა შვილთა მისთა.

მოგიკითხავს თქუენ პოლიკარპოს, ყოვლად შუენიერი ეპისკოპოსი, რომელიცა ზრუნავს თქუენთჳს და ეურვების თქუენთჳს; რომელსაცა-იგი შეგვედრენ თქუენ უფლისა მიერ. და ყოველივე კრებული ზმირნელთაჲ გაჴსენებს თქუენ ლოცვათა შინა უფლისა მიმართ.

[599]მოგიკითხავს თქუენ ონისიმე, ეფესელთა ეპისკოპოსი. მოგიკითხავს თქუენ დიმა, მაღნისისსა ეპისკოპოსი. მოგიკითხავს თქუენ პოლივიოს, ტრალელთა ეპისკოპოსი. მოგიკითხვენ თქუენ ფილონ და აღათოპუს დიაკონნი, ჩემთანა მავალნი.

მოიკითხევდით ურთიერთარს ამბორისყოფითა სიწმიდისაჲთა (II კორ. 13.12).

ესე ფილიპიაჲთ მივწერე თქუენდა.

დაგიცვენინ თქუენ მამამან დაუსაბამომან და უშობელმან (რომელი-იგი არს მარადის და არს და იყოს მხოლოჲ იგი მარადის არსი) ძისა მიერ თჳსისასა თანადაუსაბამოჲსა და თანასწორისა, წინა საუკუნეთა მისგან შობილისა და სულისა ყოვლადწმიდისა მშჳდობით და ცოცხლებით სულით და ჴორცით. და მიხილავთმცა ქრისტეს სასუფეველსა.

მოვიკითხავ ჩემ წილ დადგინებადსა მწყემსსა თქუენსა, რომელი-იგი მიხილავსმცა სრული ყოვლითა სათნოებითა, აღმასრულებელი ქრისტეს მცნებათაჲ. და ჰგიეთმცა საკუთრებასა შინა (V) და მონებასა ღმრთისასა ქრისტეს მიერ, განათლებულნი სულითა წმიდითა.
.............................................................................................................................................................

შენიშვნები:

1. ხელნაწერში: [და].

2. ხელნაწერში: ქრისტესა.

3. ხელნაწერში: მათ[გან].

4. ხელნაწერში: ჰ[უ]რიული.

5. ასეა.

6. გრიკი - ჭაობის ბუჩქოვანი მცენარე; (იხ. იერ. 17.6).

7. ქია - მაიმუნი.

8. მსახრვალი - გრძნეული, მისანი, ჯადოქარი.

9. დაბადებასა შინა შექმნისასა - ἐν τῆ κτίσει, ინ ცრეატიონ; იგულისხმება დაბ. 1.18-25.

10. A 66: თქუენთა] თჳსთა.

11. ხელნაწერში: ნუცამცა[ღა].

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat