სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წინამძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავსებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი.
წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ, ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრთელი ქრისტიანობა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
***
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.ილია II