წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი
(ველიმიროვიჩი)
ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო!
* "ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება".
ღირსი გაბრიელი
შევიცნოთ, ძმებო, ჩვენი თავები; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურც ჩვენი თავების და ნურც სხვების წინაშე. არამედ გულწრფელად ვაღიაროთ ღმერთის წინაშე ჩვენი ნაკლოვანებები. ვევედროთ ღმერთს, რომ თავისი მადლით განაქარვოს და აღმოფხვრას ყოველი ფარისევლობა ჩვენს გულებში და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.
* ძმანო ჩემნო საყვარელნო, საშინელია ცოდვა ფარისევლობისა. რატომ? იმიტომ, რომ ფარისეველი, თავისი ცხოვრებით, თითქმის ბილწავს სათნოებებს. იგი ზოგჯერ სხვებს აძულებს ღვთისმსახურებას; აუქმებს ღვთის მოყვარეობას და მრავალ ადამიანს აბრკოლებს სულის ცხონების გზაზე. "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლად" (მთ. 24.14). რა სახით? იმ სახით, რომ გულწრფელი ადამიანი, ფარისევლური ყოფა-ქცევის შემხედვარე, ხშირად ემიჯნება ღვთისმსახურებას.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)