წმინდა გრიგოლ პალამა
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!
წმინდა იოანე ოქროპირი
უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმინდა ისააკ ასური
ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ, პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ".
მიტროპოლიტი ფილარეტი