აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც
აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც
ივნისის შუა რიცხვებში საბერძნეთში და წმინდა მთაზე იმოგზაურეს და იქაური სიწმინდეები მოილოცეს ქართველმა მოძღვრებმა: დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა, მღვდლებმა მიქაელ წულუკიძემ და დავით ბურდულმა მორწმუნეებთან ერთად.

მამა არჩილმა თავის მრევლს გაუზიარა მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები. მისივე ნებართვით, გთავაზობთ ამონარიდებს ამ მონათხრობიდან:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ვიდრე ჩვენს ბერძნულ-ათონურ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან განცდებსაც, მსურს, მრავალმოწყალე ღმერთს შევსწირო მადლობა მისი სულგრძელობისა და კაცთმოყვარეობისათვის. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ მშვიდობით დაგვაბრუნა სამშობლოში. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიცა და იერუსალიმიც. მსგავსივე განცდები მქონდა, როცა ხუთი წლის წინ მერგო ბედნიერება პატრიარქთან ერთად წმინდა მიწის მოლოცვისა. ამ ახალი მოგზაურობისას უცხო ჩვენ იქ არაფერი გვინახავს, უჩვეულო და განსაკუთრებული იყო მხოლოდ განცდა და ეს განცდები მიედინებოდა (თუ შეიძლება ასე ითქვას) ჩვენი სამშობლოს მონატრების ფონზე. ერთ-ერთი უდიდესი ნაყოფი ჩვენი იქ ყოფნისა, ჩემდათავად ვიტყვი, ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რამდენად ძვირფასია საქართველო. მაშ, ამ მოგონებებს, არცთუ შორეულს და ჯერ კიდევ თბილს, ვიწყებ ჩემი მამულის, ჩემი და თქვენი საქართველოს დიდებითა და ქებით!

ახლა - რაც შეეხება იქ წასვლას. ჩემთან მოვიდა ჩემი სულიერი შვილი, მღვდელი მამა მიქაელ წულუკიძე და მთხოვა, მასთან ერთად ათონზე მოსალოცად წავსულიყავი. თუმცა მე მოგზაურობა არ მიყვარს, მაგრამ მამა მიქაელს უარი აღარ ვუთხარი. ყველა დაბრკოლება, ღვთის მადლით, გადაილახა და ღვთისმშობლის ნებით და პატრიარქის კურთხევით გავემგზავრეთ საქართველოდან.

როცა გავცდით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, აჭარას, და გადავედით იქ, სადაც უწინ და დღესაც ქართველები ცხოვრობენ, გული აგვიტირდა. არაფრით, მთა-გორებით თუ ბუნებით, ეს მხარე არ განსხვავდება აჭარისგან. ამბობენ, რომ იქ სამიდან შვიდ მილიონამდე ლაზი ცხოვრობს.

როცა უკან ვბრუნდებოდით, გზად, საკმაოდ შორს საქართველოს საზღვრებიდან, ერთ სოფელში წყაროსთან გავჩერდით პურის საჭმელად. ხალხი მიმოდიოდა, ხელს გვიწევდნენ, გვესალმებოდნენ. ერთ-ერთი მოვიდა წყაროსთან წყლის ასაღებად. შევხედე - ქართველია სახით! უნდა მეკითხა: "ქართველი ხარ, ბიჭო?!" - და მან დამასწრო, ქართულად მითხრა: "გაგიმარჯოსო". თურმე ამ სოფელში ლაზები ცხოვრობენ, იციან, რომ მათი წინაპრები ოდესღაც ქრისტიანები იყვნენ, ამიტომ როცა შესამოსლით გვხედავდნენ, გახარებულნი გვესალმებოდნენ...

დავუბრუნდეთ მოგზაურობის დასაწყისს: აი, ასეთი გრძნობთ, სევდით, ტკივილით და დიდი სისწრაფით (კიდევ ამიტომაც) გადავლახეთ თურქეთი და მეორე დღეს შუადღისას თესალონიკში აღმოვჩნდით. იქ ერთი ბერძენი გოგონა დაგვხვდა. ჩვენი მრევლი იყო, რამდენიმე წლის წინ დატოვა საქართველო. ჩვენი იქ ყოფნისას, რაც შეეძლო, დაგვეხმარა, დაგვაბინავა... თესალონიკში მასთან ერთად მოვილოცეთ წმინდა დიდმოწამე დიმიტრის მირონმდინარე წმინდა ნაწილები. ძალზე შთამბეჭდავია ტაძარში შემორჩენილი ძველი მოზაიკა. ერთ-ერთი ნიშის მოლოცვისას ვნახეთ წმინდა იოანე რუსის ხატი. როგორც სოფიომ განგვიმარტა (ასე ჰქვია იმ გოგონას), წმინდა იოანე იქ განსაკუთრებით უყვართ.

თესალონიკიდან გავემგზავრეთ წმინდა მეტეორებში. ეს არის მონასტერთა მთელი კომპლექსი: მიწიდან ამოტყორცნილი ვეებერთელა სალი კლდეები, რომლებზედაც თითქოს ბუნებრივად ამოზრდილია მონასტრები. სულ თორმეტი მონასტერია. რამდენიმე მათგანი უკვე დარღვეულია და დაქცეული. მლოცველები ძირითადად ექვს მონასტერში დადიან. ჩვენ აქედან ხუთი მოვილოცეთ. თავდაპირველად მივედით წმინდა სტეფანე პირველმოწამის მონასტერში. ეს ვეებერთელა, მთავარი მონასტერია. მის შესასვლელში მონასტრის დამაარსებელი ორი ღირსი მამაა გამოსახული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძველებურ ხატთან გადავიხადეთ პარაკლისი. შემდეგ სხვადასხვა ტაძარი მოვილოცეთ და მივუახლოვდით წმინდა ბარბარეს მონასტერს. იქამდე ციცაბო კლდეზე ხვეული, ვიწრო ბილიკი მიდიოდა. ადრე საერთოდ ბადეებით უშვებდნენ ხოლმე ბერებს და ბადეებითვე აჰყავდათ ხალხი, აჰქონდათ პროდუქტი, ახლა კი სახელმწიფო დიდ მოგებას ნახულობს იმით, რომ მონასტრამდე გაიყვანეს ვიწრო ბილიკები, კიბეებით, საფეხურებით და იქ ზღვა ტურისტი მიედინება.

ავედით ამ დამქანცველი ბილიკით მონასტრამდე. მონასტრის დედებმა დიდი სიყვარული გამოიჩინეს. პატარა მყუდრო ოთახში შეგვიყვანეს, რომელიც სენაკივით იყო. არ მომწონს, რომ გავრცელდა ქართულში სიტყვა "კელია". რატომ "კელია", როცა არსებობს მშვენიერი ქართული სიტყვა "სენაკი"?

ათიდან ოთხ საათამდე ღიაა მეტეორის მონასტრები, მოდის უამრავი ტურისტი... რაოდენ ძნელი ასატანი იქნება ეს მონაზვნებისთვის! რამდენიმე ახალგაზრდა მონაზონს აქვს მორჩილება მათთან ურთიერთობისა, მაგრამ ამის გამო მათ სახეს არანაირი ამღვრევა არ ეტყობა. ეს მონაზვნები უდრტვინველად ასრულებენ თავიანთ მორჩილებას. როცა ვინმე მორწმუნეს ნახავენ, დიდი სიხარულით ივსებიან. ოთხი საათიდან კი, როცა მონასტრები ტურისტებისთვის იკეტება, აი, მაშინ იწყება ჭეშმარიტად მონასტრული ცხოვრება, არის სრული ჰარმონია, ზედმეტი სიტყვა არ ისმის.

წმინდა მეტეორის მონასტრებიდან, გამდიდრებულნი შთაბეჭდილებებით, გავემგზავრეთ კუნძულ კერკირაზე. ეს ის კუნძულია, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი განისვენებს. მთელი ჩვიდმეტი საუკუნეა, მისი სხეული უხრწნელად არის შენარჩუნებული. ამ კუნძულზე რომ გადავედით, ერთგვარი ლათინური გავლენა შევამჩნიეთ. როგორც აღმოჩნდა, ეს კუნძული ერთ დროს იტალიელების ხელში ყოფილა. როცა მოვიძიეთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი, აღმოჩნდა კათოლიკურად მოხატული, კათოლიკური იერისა შიგნით. წმინდა სპირიდონი - ეს ის მამაა, რომელმაც ეკლესიის პირველ მსოფლიო კრებაზე სასწაული მოახდინა, რათა დაერწმუნებინა ურჯულო არიოზი, რომ ღმერთს გმობდა: წმინდანმა მოითხოვა აგური, ჯვარი გადასახა, ხელი მოუჭირა და აგურიდან ცეცხლი და წყალი გამოვიდა, თვითონ აგური კი ქვიშად იქცა. მაგრამ ამანაც ვერ მოიყვანა გონს არიოზი... წმინდა მამამ წმინდა ცხოვრებით იცხოვრა. როდესაც ასეთ წმინდანს მიეახლები ამბორსაყოფად, ბუნებრივია, ყველაფერი გაინტერესებს: იერი, სამოსელი... აი, ქუდი-თავსარქმელი, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული და ბავშვის ქუდის მაგვარია. მონაზვნების კუნკულ-ბარტყული აქედან მოდის. სხვათა შორის, ნაქსოვი ფაჩუჩები აცვია, ოქრომკედით შემკული.

ტაძარში მივედით ცხრა საათისთვის. ისე დაემთხვა, რომ ამ დროს წირვა დასრულდა და ლუსკუმა ახადეს. პარაკლისის გალობის შემდეგ მოკრძალებით ვემთხვიეთ წმინდა სპირიდონს, შევავედრეთ ჩვენი პატრიარქი, მრევლი, ყველა, ვისთვისაც ლოცვა დაგვაბარეს. თავისებური შიში მაინც მოგიცავს, როცა წმინდანს ემთხვევი და თუ ეს - შემდგომად სიკვდილისა, რაღა ითქმოდა სიცოცხლეშივე!..

კერკირის შემდგომ გზად ქალაქი პატარი გავიარეთ. ამ ქალაქში დაასრულა მოწამებრივად თავისი ცხოვრება ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ანდრია მოციქულმა. შორს მოჩანდა დიდი ტაძარი წმინდა ანდრია მოციქულის სახელობისა და იქ უეჭველად იქნებოდა რომელიმე წმინდა ნაწილი, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა მისვლა და შორიდანღა ვლოცულობდით იმ ტაძრის მიმართ.

განვაგრძეთ გზა. უამრავი მთაგრეხილი გადავლახეთ, რაც კიდევ უფრო დამღლელს ხდიდა ჩვენს მოგზაურობას, მაგრამ ღირდა წვალებად. კუნძულ ევბეაზე ჩვენი მორწმუნის დის ბინაში გავათიეთ ღამე და მეორე დღეს, დილით, გავეშურეთ დაბა ნეოპროკოპიონში, სადაც ტაძარში დასვენებულია წმინდა იოანე რუსის უხრწნელი სხეული. წმინდა იოანე 1690 წელს დაიბადა უკრაინაში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1711 წელს წმინდა იოანე რამდენიმე ათას რუსთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს თურქებმა. იგი მონად იყიდა ერთმა თურქმა აღამ. აღა წარმოშობით კაპადოკიიდან იყო და ახალი მონაც თავის სამშობლოში წაიყვანა. თურქები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ მას, სცემდნენ, თავის კანს უტრუსავდნენ, უწმინდურებაში აგდებდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაიყოლიეს სარწმუნოების ღალატზე. ბოლოს, რომ ნახეს მისი რწმენის ურყევობა, თავი ანებეს და ცხოვრების დანარჩენი წლები ნეტარ აღსასრულამდე მისთვის განკუთვნილ ადგილას - საჯინიბოში - გაატარა.

იმ მხარეში ბერძენი მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ და წმინდა იოანეც მათთან ხშირად ამბობდა აღსარებას, ეზიარებოდა, იყო დიდად მოღვაწე. მორჩილებისა და მოთმინებისთვის ღმერთმა მას სიცოცხლეშივე საკვირველთმოქმედების მადლი მიანიჭა: ერთხელ, როცა მისი აღა მექაში იყო წასული მოსალოცად, მის ოჯახში აღას საყვარელი ფლავი შემოიტანეს. მეუღლემ საჭმელი თავისი ქმრისთვის ინატრა. წმინდა იოანემ გამოართვა მას ლანგარი, ილოცა და კაპადოკიიდან მექაში ფლავი გაუგზავნა. აღას, სასტუმროში მისულს, მაგიდაზე ცხელ-ცხელი ფლავით სავსე ლანგარი დახვდა... უკან მობრუნებულმა ჩამოიტანა საგვარეულო ლანგარი და ყველას უყვებოდა ამ სასწაულზე.

1730 წელს წმინდა იოანე აღესრულა. ქრისტიანებმა გამოითხოვეს მისი წმინდა სხეული და იმავე დაბაში, პროკოპიონის ეკლესიაში დაკრძალეს. სამწელიწად-ნახევრის შემდეგ წმინდა იოანე ერთ ბერძენ მართლმადიდებელს გამოეცხადა და უთხრა: გახსენით ჩემი საფლავი და იხილავთ ჩემს სხეულს გაუხრწნელსო. თურქული ხელისუფლებისგან მიიღეს ნებართვა, გათხარეს სამარე... მისი სხეული სავსებით გაუხრწნელი აღმოჩნდა და აწ უკვე საყოველთაო თაყვანისცემისთვის დაასვენეს ტაძარში.

გამოხდა ხანი და იმ მხარის ერთ-ერთი ფაშა აუჯანყდა თურქეთის სულთანს. გაიმართა მათ შორის ბრძოლა. სულთანმა, წყენა რომ მიეყენებინა ქრისტეანებისთვის, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ადგილობრივ ფაშას უჭერდნენ მხარს, გადაწყვიტა, წმინდა იოანე რუსის ნეშტი შეურაცხეყო. მისი ბრძანებით უზარმაზარი კოცონი დაანთეს და ამ ცეცხლში წმინდა იოანეს სხეული ჩააგდეს. მაგრამ მოხდა სასწაული - მიცვალებულის სხეულმა ცოცხალივით დაიწყო კოცონში მოძრაობა. შეშინებული თურქები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ იქიდან. როცა ცეცხლი ჩაქრა და იქ ქრისტიანები მივიდნენ, ნახეს, წმინდანის სხეული უვნებლად დარჩენილიყო. მხოლოდ სახის ზედა ნაწილია დამწვარი და იმ ადგილას დღემდის ოქროს ნიღაბი აფარია. სხეულის დანარჩენი ნაწილები მხოლოდ შავად გაირუჯა. შემდგომში, 1924 წელს, ბერძნები საშინლად დამარცხდნენ თურქებთან ომში, საზავო ხელშეკრულებით გაიცვალა მოსახლეობა - მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო მათი ადგილი საბერძნეთიდან წამოსულმა თურქებმა დაიკავეს. პროკოპიონის მოსახლეობა კუნძულ ევბეაზე დასახლდა, სოფელ აჰმედ-აღაში, რომელსაც სახელი გადაარქვეს და ახალი პროკოპიონი უწოდეს. პროკოპიონის მცხოვრებლებმა იქ თავიანთი საყვარელი წმინდანის, წმინდა იოანე რუსის, სხეულიც გადაასვენეს და შემდგომში მის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგეს.

ძალზე თბილად მიგვიღეს წმინდა იოანეს ტაძარში, წინამძღვარიც მოვიდა საგანგებოდ, მოგვცა პარაკლისის გადახდის უფლება. წმინდანის ხატის შეძენა მინდოდა, წმინდა იოანეს ცხოვრებისა, - არაფერში თანხა არ გამომართვეს. ადამიანური მხარეა, მაგრამ ამაშიც ხომ იგრძნობა სითბო.

როდესაც პარაკლისს ვიხდიდით, მე ახლოს ვიდექი და ხელი მედო ლუსკუმაზე. არ დაგიმალავთ, ისეთი გრძნობა დამეუფლა, უახლოესი ადამიანის კუბოსთან რომ დგახარ და დასტირი. ტირილი მახრჩობდა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა გარდაიცვალა. რომ დახედავთ, ნატანჯი სახე აქვს, დამწვარი. სიბრალულის გრძნობა გიჩნდება. მე საშუალება მქონდა, უკეთესად დამეთვალიერებინა მისი სხეული - ხელებზე, ფეხებზე როგორ ჰქონდა გაუხრწნელი ხორცი. სამი საუკუნე გავიდა მას შემდეგ. ყელი აქვს ოდნავ გახსნილი, - ეტყობა, მაშინ გაიხსნა, კოცონში რომ ჩააგდეს. და თვით ყელზეც ხორცი აქვს ცოცხალი. ადამიანურად ეს შენზე მოქმედებს, მეტ მოწიწებას, მოკრძალებას იწვევს და ღმერთი გაძლიერებს სარწმუნოებაში.

როცა დასრულდა პარაკლისი და თავი დავადე მის ლუსკუმას, ქვითინი მინდოდა მის სხეულთან მრავალი მიზეზის გამო. ჩემდათავად გულში ესეც დავძინე და პარაკლისზე ხმამაღლაც ვთქვი: შენი რუსეთი და ჩვენი საქართველო დალოცე, მათ შორის ქრისტესმიერი, წმინდა სიყვარული იყოს და დასაყრდენნი გამხდარიყვნენ-მეთქი უკანასკნელი ჟამის მართლმადიდებლობისა დედამიწაზე. ლუსკუმიდან კეთილსურნელება ვიგრძენი. ამის შესახებ წინამძღვარს დავეკითხე. მიპასუხა, როდესაც მასთან მოდიან და გულით ლოცულობენ, განსაკუთრებით მაშინ იწყებს კეთილსურნელების გამოცემასო. ალბათ, ეს თავისებური ლოცვა-კურთხევა იყო ამ წმინდანისგან და სიყვარულის ამბორი.

ამავე ტაძარში არის დაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც 1609 წელს განითქვა. კერძოდ, როცა ეს ხატი დროთა განმავლობაში მოძველდა, წინამძღვარმა გადაწყვიტა, განეახლებინათ. მოიწვია მხატვარი სხვა ქალაქიდან. მანაც ეს ხატი სხვა ტაძარში გადაასვენა, დააბრძანა მღვდელმთავრის კათედრაზე, კარგად დაათვალიერა და გონებაში გეგმა შეადგინა, რა უნდა აღედგინა ამ ხატზე. მეორე დღეს ამ ტაძრიდან საშინელი გრგვინვა მოისმა. შეშინებული მრევლი მიეახლა ტაძარს, კარი გააღეს და რას ხედავენ: ღვთისმშობლის ხატიდან ჭექა-ქუხილის ხმა გამოდის. უხილავმა ხელმა ჰაერში აამაღლა ხატი და ძველ ტაძარში დააბრუნა განუახლებელი. მას შემდეგ მისთვის ხელი აღარ უხლიათ.

ამის შემდეგ გავეშურეთ კარდიცის დედათა მონასტერში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler