დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
3. წმინდა გადმოცემისა და წმინდა წერილის ურთიერთმიმართება
3.4. წმინდა გადმოცემის სხვა ფორმები

წმინდა გადმოცემას, მოციქულთა ქადაგების დასაწყისში, ზეპირი სიტყვის სახე ჰქონდა და წმინდა წერილიც სწორედ ამ ქადაგებების საფუძველზე შეიქმნა. აქვე უნდა ითქვას, რომ წმინდა წერილი არასოდეს ყოფილა ერთადერთი ფორმა, რომელშიც ღვთივგანცხადებული წმინდა გადმოცემა განხორციელდა, მის გაჩენას წინ უძღოდა და შემდეგ მასთან ერთად მინიმუმ ორი სხვა ფორმა მოქმედებდა, ესენია: რწმენის წესები (რეგულა ფიდეი) და ეკლესიურ ღვთისმსახურებასთან და ლიტურგიულ პრაქტიკასთან დაკავშირებული ლიტურგიული გადმოცემა. მოგვიანებით სხვა ისეთი ფორმებიც გაჩნდა, რომლებშიც წმინდა გადმოცემა სრულიად ბუნებრივად განთავსდა. მათ შორის ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ქმნილებებს ენიჭება.

3.4.1. რწმენის წესები
ისტორიულად რწმენის წესები ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას უკავშირდება და იგი პირველ ეტაპზე, რწმენის საკითხებში ეკლესიის თვითგამოხატვის თავისთავადი საშუალება იყო.

ეკლესიაში ამ წესების მოქმედების შესახებ თავად ახალი აღთქმა მიგვანიშნებს. მოციქული პავლე ასე მიმართავს ქრისტიანებს: "მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაი, შევიკრძალოთ აღსარებაი იგი მისა მართლ" (ებრ. 4:14) ასევე მოციქული თავის მოწაფე ტიმოთეს ახსენებს და მოუწოდებს: "მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაი, შეიტკბე საუკუნოი იგი ცხორებაი, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაი წინაშე მრავალთა მოწამეთა" (1 ტიმ. 6:12).

ტერტულიანე ამტკიცებდა, რომ "იესო ქრისტემ რწმენის ზუსტი და უცვლელი წესები ყველა ხალხისათვის იქადაგა და ამიტომ ეს წესები ყველამ უნდა გაითავისოს".

უძველეს ეკლესიებში მოციქულთა მიერ ნათლისღებასთან დაკავშირებული აღმსარებლობის გარკვეული ფორმულირებების შინაარსში არსებული უმნიშვნელო განსხვავებების მიუხედავად, ასახული იყო თავად იესო ქრისტესგან მომდინარე ერთიანი სამოციქულო რწმენა. უდავოა, რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოსაც, რომელიც I და II მსოფლიო კრებებზე ჩამოყალიბდა, საფუძვლად სწორედ ეს წესები დაედო. ისტორიულად, ეკლესიის საჭიროებიდან გამომდინარე, ქცევის წესები თანდათანობით ვითარდებოდა და ივსებოდა. მას მუდმივად ემატებოდა მსოფლიო კრებებზე სარწმუნოებრივი საკითხების დამაზუსტებელი ახალი წესები. ამდენად, რწმენის წესებში შემავალი დოგმატური შინაარსის ყველა განსაზღვრება ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული და ისინი ერთიან ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას შეადგენენ.

ასევე საერთო შინაარსი აქვთ რწმენის წესებსა და წმინდა წერილს, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ფორმით განსხვავდებიან. თუ წმინდა წერილი ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას, გამოხსნის საიდუმლო განგებულების ისტორიად წარმოგვიდგენს, რწმენის წესებში "ჭეშმარიტების რწმენა", ანუ "ძველ და ახალ აღთქმაში აღწერილი ღვთივმოსაობა, მოკლე და ლაკონური ფრაზებით არის მოწოდებული".

3.4.2. ლიტურგიული გადმოცემა
რადგან ეკლესიის არსი სწორედ ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებში ვლინდება, ამიტომ სწორედ საიდუმლოებები და ღვთისმსახურებაა ეკლესიური ცხოვრების გული და ფილტვები, ხოლო ლიტურგიული ცხოვრება ის იდუმალი ეკლესიური წიაღია, რომელშიც ქრისტიანული წმინდა გადმოცემა მთლიანად არის გადმოცემული. ქრისტეში ცხოვრების მადლი მორწმუნეებს უწყვეტად და მთელი სისრულით სწორედ ეკლესიაში მიეწოდებათ. საიდუმლოში მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ქრისტიანის სულიერი ცხოვრების სწორად ორგანიზება, რადგან რწმენის სიწმინდის გარანტია საიდუმლოში მონაწილეობაა. ამ თვალსაზრისის საერთო პრინციპი, ჯერ კიდევ III საუკუნეში, რომის პაპმა კალესტინემ ჩამოაყალიბა და მასში:

"რწმენის კანონი ლოცვის კანონით განისაზღვრება".

ეკლესიური საიდუმლოებები და მღვდელმსახურება, ლოცვა და გალობა სარწმუნოებრივი შინაარსით არის აღვსილი. ამიტომ, ლიტურგიულ გადმოცემაში მხოლოდ მადლმოსილებით კურთხევის მემკვიდრეობითობა და ამ მემკვიდრეობითობის უწყვეტად მოქმედება არ უნდა ვიგულისხმოთ. ქრისტიანული ღვთისმსახურების ხასიათის შესახებ მამა გიორგი ფლოროვსკი წერდა: "ქრისტიანული ღვთისმსახურება თავისი ბუნებით, საწყისშივე დოგმატურია და იგი არ არის ლირიკული ხასიათის მატარებელი..., ხოლო ადამიანური თვალსაზრისით, ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა, აღმსარებლობითი და სარწმუნეობრივია"...

შინაარსით ლიტურგიული გადმოცემა არც მოციქულთა გადმოცემისა და არც წმინდა წერილისგან არ განსხვავდება. წმინდა ირინეოს ლიონელი აღნიშნავდა, რომ "ჩვენი... სწავლება ევქარისტიასთან არის თანხვედრილი და თავის მხრივ ევქარისტია, სწავლებას ადასტურებს".

წმინდა ბასილი დიდი წერდა: "ჩემი რწმენა... ყოველთვის უცვლელია, რადგან... როგორც გვწამს, ისევე ვადიდებთ".

მართლმადიდებლურ საეკლესიო ლიტერატურაში და "აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქების ეპისტოლეში მართლმადიდებლური რწმენის შესახებ", ნათქვამია: "ყველა წიგნი შეიცავს საღსა და ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას და აერთიანებს ჰიმნებს, რომლებიც ან გამოკრებილნია საღვთო წერილიდან, ანდა შექმნილნია სულიწმიდის შთაგონებით, ასე რომ, ჩვენი საგალობლები მხოლოდ სხვა სიტყვებით გვამცნობენ იმას, რასაც თავად საღვთო წერილი, და ჩვენც ფაქტობრივად იმავეს ვგალობთ, რასაც წერილი".

3.5. წმინდა წერილი, როგორც წმინდა გადმოცემის უმთავრესი ფორმა
ამრიგად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდა წერილი, რწმენის წესები და ლიტურგიული გადმოცემა წმინდა გადმოცემის ურთიერთშემავსებელი ნაწილებია, ესენი ერთიანი გადმოცემის ურთიერთშესატყვისი შინაარსის მქონე, ერთმანეთთან განუყრელად დაკავშირებული ფორმებია. შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წერილი ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას გვახარებს, რწმენის წესები თავისი დოქტრინული ფორმით გვმოძღვრავს, ხოლო ღვთისადმი ლოცვა და ღვთის დიდება ეკლესიაში ლიტურგიული ცხოვრების პროცესში მიმდინარეობს.

ყველა ფორმასთან შედარებით, რომელშიც გადმოცემის ხორცშესხმა ხდება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წმინდა წერილია. არქიმანდრიტი სოფრონი წმინდა წერილის უპირატესობის ორ მიზეზს ასახელებს:

"ეს ფორმა, როგორც შენახვის, ისე გადმოცემის თვალსაზრისით, ყველაზე მოხერხებულია"...

წმინდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით: "ყველაზე უცვალებელი და ღვთის სულის გამორჩეულად შემნახველი, გადმოცემის მყარი სახე - ღვთივსულიერი წმინდა წერილია".

წმინდა წერილი "სარწმუნოებრივი სწავლების ერთადერთი ფორმაა, რომლის შესახებაც სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ჭეშმარიტების სისრულესთან ის არანაირად არ სცოდავს. ყველაფერზე უფრო სრულად და სწორად მასშია გამოხატული ღვთის მიერ განხორციელებული ადამიანის გამომხსნელი ქმედება".

"ვრცელი კატეხიზისის" მიხედვით, წმინდა წერილი იმისთვის მოგვეცა, რათა "ღვთაებრივი გამოცხადება სრულად და უცვლელად შენახულიყო".

ამიტომ "მას შემდეგ, რაც ქრისტიანული სწავლება წმინდა წიგნებში განთავსდა, იმისათვის, რათა ამ ღვთივსულიერ სწავლებაში არსებული საგნებისა და ნაწილების არა მხოლოდ შინაარსი, არამედ სიტყვები და გამოთქმებიც სწორად და უცვალებლად შენახულიყო, წმინდა ეკლესიამ გარკვეული ტრადიცია და წესი გამოიმუშავა და ეს წესი საშუალებას იძლევა, ყოველივე სწორედ ამ წმინდა წყაროდან იქნეს აღებული".

გარდა ამისა, წმინდა წერილის საშუალებით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სისწორის "შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს".

3.6. მაშინ, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია წმინდა წერილი,
რატომ უნდა მივსდიოთ წმინდა გადმოცემას?
დაწერილია: მაშინაც კი, როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გაგვაჩნია, სამი მიზეზის გამო უნდა "შევიკრძალოთ აღსარებაი".

ა) წმინდა გადმოცემა ისეთ მასალასაც მოიცავს, რაც შეუძლებელია ჩაიწერო, ესენია: სულიერი გამოცდილება, რომელიც პირადი მაგალითით გადაიცემა და მადლმოსილებით აღვსილი კურთხევა, რაც საიდუმლოთა მიმდინარეობის პროცესში ხორციელდება.

ბ) "წმინდა წერილის სწორად გასააზრებლად": სადავო არ არის, წმინდა წერილი თავის თავში სრულად მოიცავს ყველა ელემენტს, რაც აუცილებელია ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტი რწმენის შესანარჩუნებლად. თუმცა იმისათვის, რომ წმინდა წერილში თავმოყრილი საგანძურის გამოყენება შევძლოთ, მხოლოდ დაზუსტებული ტექსტი საკმარისი არ არის, წმინდა წერილი სწორად უნდა გვესმოდეს, ამიტომ საჭიროა მისი შესაბამისი განმარტება ხელმისაწვდომი იყოს.

წმინდა წერილის სიღრმეების შესაცნობად მხოლოდ ადამიანური გონი საკმარისი არ არის, ამის ნათელი დასტური პროტესტანტიზმის ისტორიაა. მათ უარყვეს წმინდა გადმოცემის ავტორიტეტი და მრავალრიცხოვანი პროტესტანტული დენომინაციები ერთი და იგივე წმინდა წერილის ტექსტის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო სხვადასხვა დასკვნებამდე მივიდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

წმინდა გადმოცემის ფორმები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. რწმენის წესები წმინდა წერილთან მიმართებაში სახელმძღვანელოს, განმარტებისათვის აუცილებელ გასაღებს წარმოადგენს (ტრადიტიო ინტეპერატა). ლიტურგიულ ცხოვრებაში, ღვთაებრივი მადლი საიდუმლოებების განხორციელებების პროცესში გადაიცემა და როგორც დაწერილია: მაშინ იხსნება გონება, რათა შეცნობილ იქნეს წერილი (ლუკ. 24:45). წმინდა მამების ქმნილებების სახით ჩვენ გაგვაჩნია ბიბლიის ტექსტების განმარტების უწყვეტი ტრადიცია.

ამიტომ: როდესაც "გონს წმინდა წერილის შემეცნებისკენ მივაპყრობთ", უნდა გვახსოვდეს, რომ "წმინდა წერილი ერთიანი წმინდა გადმოცემიდან არის აღებული და მისი ნამდვილი შინაარსის გაგება, თუ არა წმინდა გადმოცემის დახმარებით, არანაირი მეცნიერული გამოკვლევებით არ იქნება შესაძლებელი".

წმინდა ბასილი დიდი წერდა:

"თუ გავბედავთ და უარს ვიტყვით, თითქოსდა არც თუ მნიშვნელოვან დაწერილ ტრადიციებზე, უმთავრესად უეჭველად სახარება დაზარალდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოციქულთა ქადაგებიდან მხოლოდ სახელწოდება შემოგვრჩება".

გ) "იმისათვის, რომ სწორად აღვასრულოთ საიდუმლოებები, იმ წმინდა სახით უნდა შევინარჩუნოთ წმინდა წესები, როგორც ისინი დასაწყისში მოგვეცა".

საეკლესიო საიდუმლოებები და წმინდა მღვდელმოქმედებები ფორმისა და შინაარსის ერთობლიობას წარმოადგენენ. საიდუმლოებების განხორციელებების დროს, რაც ხილულ ფორმაში ან წესში მიმდინარეობს, მორწმუნე მადლმოსილ ძღვენს იღებს და ეს პროცესი ამ საიდუმლოს შინაგანი უხილავი მხარეა. მიუხედავად ამისა, წესი არ უნდა იქნეს აბსოლუტიზებული. უნდა გვახსოვდეს, რომ წესი დოგმატი არ არის. წესი შეიძლება იცვლებოდეს. მაგრამ წესის ფორმა თავისთავად საიდუმლოა და იგი შინაარსთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამიტომ წესის შეცვლასაც თავისი გარკვეული საზღვრები გააჩნია: ერთი და იგივე საიდუმლო შეიძლება სხვადასხვა წესით შესრულდეს, მაგრამ არ შეიძლება მას ნებისმიერი სახე მიეცეს. წესს ორმაგი მნიშვნელობა აქვს:

- წესის საშუალებით მორწმუნე ღვთაებრივი მადლის მოზიარე ხდება;

- საიდუმლოს განხორციელების პროცესში ღვთაებრივი მადლის მიღებისა და გათავისებისათვის წესმა მორწმუნის სამშვინველი, ანუ პიროვნული სული უნდა შეამზადოს.

თუ წესში განხორციელებული ცვლილება დასაშვებ ნორმებს გასცილდა, საწესო ფორმასა და მის დანიშნულებას შორის კავშირი გაწყდება და საიდუმლოს დარღვევა დაიწყება. ამ მდგომარეობაში წესი ვეღარ შეასრულებს თავის დანიშნულებას და პირიქით, საიდუმლოს აღსრულებისა და, შესაბამისად, ადამიანის მიერ მადლის მიღებისა და გათავისების პროცესის ხელისშემშლელი გახდება. წესის შემდგომი დეფორმაცია საიდუმლოს და მის ქმედითუნარიანობას საბოლოოდ ანგრევს. მაგალითად, თუ ნათლობის საიდუმლოს განხორციელების დროს არ განხორციელდა წყალში სამჯერადი შთაფლვა, აზრს დაკარგავს მომდევნო სიტყვები ("ინათლება მონა ღვთისა (სახელი). სახელითა მამისათა. ამინ. და ძისათა. ამინ. და სულისა წმინდისათა. ამინ") შესაბამისად, საიდუმლო ვერ აღესრულება.

შემდეგ: ღვთაებრივი გამოცხადება და ეკლესია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat