"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა"
"დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა"
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზე გარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გუაქვს უთვალავი ფერითა"


და რომ

"მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა".

ანუ პოეტი ყურადღებას შესაქმის ორ მომენტზე ამახვილებს:

ერთი, რომ კაცთა შორის "მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა".

ცხადია, რუსთველი გულისხმობს, რომ "ვეფხისტყაოსნის" მკითხველმა კარგად იცის "ბიბლია", მაგრამ მაინც გვიბიძგებს მისი მეტი გულისყურით შესწავლისა და სათანადო სწავლებათა აქტიური გამოყენებისაკენ.

ბიბლია იწყება სიტყვებით "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქვეყანა".

წმინდა ბასილი დიდი კი გვასწავლის ("ჰომილიები ექვსი დღისთვის" ძველბერძნულიდან თარგმნა გვანცა კოპლატაძემ, 2006): "როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, რომელიც ჩვენი გონებისთვის თუმცა მისაწვდომია, მაგრამ როგორც შეუფერებელი ახლად განსწავლულთა და გონებით ჩვილთათვის, გადმოცემაში შეტანილი მაინც არაა, სამყაროს დაბადებაზე ადრე იყო რაღაც, ზეციური ძალებისთვის შესაფერისი მდგომარეობა: ზედროული, საუკუნო და სამარადისო... (გვ. 14-15).

ღვთიური წადილის სრულქმნაში კაცის მონაწილეობა არის გადამწყვეტი, რადგან მხოლოდ ის შექმნა ღმერთმა ღვთის ხატად, მას დაუსახა ღვთის მსგავსობის ამოცანა, რაც საერთოდ მთელი შესაქმის ძირითადი ამოცანაა.

კაცის არჩევანი გადამწყვეტია იმიტომ, რომ ღვთის მსგავსად მხოლოდ მას აქვს თავისუფალი ნებაც და არჩევანის თავისუფლებაც, ემსგავსოს თუ არ ემსგავსოს ღმერთს (გვ. 27).

არაერთი ათასი წლის განმავლობაში გონიერი ადამიანები აკვირდებოდნენ ცაზე სასწაულად მოძრავ მნათობებს და ამ უმნიშვნელვანესი ღვთიური ხილული ნიშნებიდან ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას კრებდნენ. თავის ეპოქის ამგვარ ცოდნას ფლობდა, ცხადია, რუსთაველიც და იგი სათანადოდ არის ასახული პოემაში (გვ. 107).

შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პარმენ მარგველაშვილის 2010 წელს გამოცემული წიგნიდან "რუსთველის მსოფლმხედველობა". ახლახან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ჩვენ მას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვესაუბრეთ, რომელიც ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის.

- ბატონო პარმენ, თქვენ რამდენიმე წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვენით ქრისტიანული კულტურის კვლევასა და რუსთველოლოგიას. ბოლო წლებში თეოლოგიაც თქვენი ინტერესის სფეროში მოექცა, პროფესიით ფიზიკოსი რატომ დაინტერესდით ამ საკითხების მეცნიერული კვლევა-ძიებით?

- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, თუ არ ვცდები, 1976 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკელი კოლეგები. სტუმრებს დავუახლოვდი, გავაცანით ჩვენი ქვეყანა. ეს ცოლ-ქმარი ერთი წლით იყვნენ ჩამოსული და ბევრი რამ ნახეს, მაგრამ სადაც არ წავედით, ყველგან რუსთაველზე იყო ლაპარაკი. "როგორც ჩანს, რუსთველის პოემა თქვენი ღირებულებითი სისტემის შემადგენელი ნაწილიაო", - გვითხრა ამერიკელმა ქალბატონმა და დიდი ინტერესით წაიკითხა "ვეფხისტყაოსანი", რის შემდეგაც, როცა რუსთველზე თავის შეხედულებას მიზიარებდა, რამდენიმე ისეთი კითხვა დამისვა, გამიჭირდა მათზე პასუხის გაცემა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ რუსთველი არ მესმოდა ისე, როგორც წარმოედგინა და გამიჩნდა სურვილი, თავიდან წამეკითხა "ვეფხისტყაოსანი", რის შემდეგაც მივხვდი, რომ რუსთველი ჩვენ მივიწყებული გვყავს და არც ვიცით, თუ რა სიღრმეებია ამ ნაწარმოებში. სწორედ იმხანად გამოცემლობა "ნაკადულის" საბავშვო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა შემომთავაზა, როგორც ფიზიკოსს, პოპულარულ ენაზე განმემარტა ბავშვებისთვის სინათლის არსი. ვინც ფიზიკაში ერკვევა, დამეთანხმება, რომ ამ ტერმინის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე განმარტება ერთობ რთულია. სინათლე ხომ ორბუნებოვანი ობიექტია - ერთდროულად არის ტალღაც და კორპუსკულაც (ნაწილაკი), ზომებსა და ფორმებში არსებული მოცემულობაც და ამავე დროს განრთხმული რეალობაც, რაც აღსაქმელადაც რთულია და გასაგებადაც. შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც კი სინათლის ფიზიკურ აღწერილობას სჭირდებოდა, მოვიტანე უამრავი მასალა სხვადასხვა მოვლენიდან. შევეცადე, განმარტება ქართულ სინამდვილესთან დამეკავშირებინა და ლიტერატურიდან რაიმე ციტატა გამომეყენებინა, რადგან ჩვენი ბუნება ხომ ამაზეა დაფუძნებული. პირველყოვლისა, რუსთველს მივმართე, გადავშალე თუ არა "ვეფხისტყაოსანი", შორს წასვლა არ დამჭირვებია. დასაწყისშივე "როსტევან არაბთა მეფის ამბავში" პირდაპირ იმ სტროფს მივადექი, სადაც სინათლეზეა ლაპარაკი:

"რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია".


აქ კი დავბრკოლდი, ახლა უნდა გავიაზრო, რა ხდება, "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! "რა საიდუმლოს მოიცავს ეს სიტყვები, ეს ხომ ეწინააღმდეგება რეალობას, მატერიალური გარესამყაროს ხილულ გამოვლენას, საქმე ისაა, რომ ამ კითხვას თუ მტკიცებას სინათლის ფიზიკურ ბუნებასთან შევაჯერებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი უსაგნოა და არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. რუსთაველის ეს ფრაზა საჯილდაო ქვა აღმოჩნდა ჩემთვის, იმ დღიდან დაესვა წერტილი ჩემს ფიზიკოსობას. პირველი წერილი ჟურნალ "ცისკარში" 1978 წელს გამოვაქვეყნე, რომელშიც ამ ფრაზას ჩემეული ახსნა მოვუძებნე, რასაც შემდეგ მოჰყვა სხვა შრომები და გამოცემები რუსთველოლოგიაში. რუსთველში მე დავინახე არსებითი ელემეტები, რომელიც ადრე არ იყო შემჩნეული და გამოვლენილი. მიუხედავად ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარულისა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, როგორ გვიშველის ჩვენ "ვეფხისტყაოსანი", თუ მას საფუძვლიანად ჩავწვდებით. ამ პოემის ფუნდამენტია "ათი მცნება", რამაც, ბუნებრივია, ბიბლიასთან მიმიყვანა, ბიბლიის პირველ წინადადებაში კი წერია: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა". ლაიტმოტივი პოემისა, არის შეწევნა, რაც სიყვარულსა და მეგობრობაშია გამოვლენილი.

- გამოდის, რომ ბიბლიასთან რუსთველმა მიგიყვანათ?

- ბიბლია თავის დროზე, არ მქონდა ისე წაკითხული, მანამდე მე ვიცოდი მაცხოვრის სასწაულების შესახებ, რაც სახარებაშია აღწერილი: მკვდრის გაცოცხლება, ავადმყოფის განკურნება თუ სხვა, მაგრამ პირველი სასწაული, რაც უფალმა მოახდინა, მხედველობიდან მქონდა გამორჩენილი, ეს მოხდა სამყაროს შექმნის მეოთხე დღეს; "და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქვეყანისა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად და იყვნედ განმანათლებლად სამყაროსა ცისასა, რაითა ჩნდეს ქუეყანასა ზედა! და იქმნა ეგრეთ".

ანგელოზები უხილავნი არიან, ჩემთვის უცნობია მათი ბუნება. ადამიანი, რომელიც ხილული სამყაროს ნაწილია, მხოლოდ ხილულის საშუალებით მსჯელობს, ხილულად გადის კაცობრიობა გზას ამ სამყაროში, რაც უფლის განზრახულობაა და ეს ხაზგასმულია შესაქმეში. მოსეს ტექსტი გვამცობს, რომ მეოთხე დღეს ხილული სასწაული მოავლინა ღმერთმა, როდესაც შექმნა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ცაზე დასხა თვალისათვის ხილულად: "და შექმნა ღმერთმან ორი მნათობნი. დიდნი მნათობი დიდი მთავრობად დღისა და მნათობი უმრწემესი მთავრობად ღამისა და ვარსკვლავნი და დაასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რაითა ჩნდეს ქუეყანასა ზედა". დაუკვირდით, როგორ არის ზემოთ განმარტებული: დროებად, წამებად, წელიწადებად, ანუ ხილული ნიშანი დროისა, არის ცა და ვარსკვლავები. "და ჰმთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეოთხე". მე, როგორც ფიზიკოსი, ამას ასე განვმარტავ შესაქმის მიხედვით: ჯერ არის სივრცე, ანუ მასალა, ხილული სამყაროს შესაქმნელად, როდესაც ამის მოწესრიგება იწყება, ქმნა ღმერთმა მანძილი თავის სიცარიელით, რომელსაც ცა უწოდა, სივრცე რომ შექმნა, ჩართო დროის წამმზომი - ცით, ვარსკვლავებით, მათი მოძრაობა თვალნათლივ გვიჩვენებს დროის მდინარებას, რაც არსებითად არის მიბმული მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებასთან, მისი განკაცება, კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილას მოხდა. ღმერთმა სასწაული, ხილული ნიშანი დროის სახით ჩვენს აღსაქმელად, მისაღებად და განსაცდელად შემოიტანა და ჩვენთვის საყურადღებო გახადა კოსმოსი. ალბათ, გაჩნდება კითხვა, "სხვა მხრივ, კიდევ რით არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?" - იმით, რომ დრო ჩვენშიც შემოდის პერიოდული მოძრაობის საშუალებით (ვგულისხმობ მზის სისტემას, ეტლებს, ზოდიაქოებს და ა.შ.) შეიქმნა სამყარო, რომელიც, როგორც უზარმაზარი ბორბალი, ისე ტრიალებს ცის კაბადონზე, წარმოუდგენელი მასშტაბურობით. ეს წრე შემოდის გათენებით, დაღამებით თავისი წელიწადის ოთხი დროით და ყოველწლიური თორმეტთვიანი ციკლით. გარდა დროის ხილული განცდისა, დრო უხილავადაც აღწევს ჩვენში. ეს არის ფიზიკური, იგივე ბიოლოგიური დრო, რომელიც ასევე განცდითია. დავაკვირდეთ, რა ხდება: არის დრო ხილული სახით, რომელსაც ვხედავთ, ან მასშტაბით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ვთქვათ, როდის გათენდება ან დაღამდება, ვიცით, ციური მნათობი, რომელსაც ვხედავთ, დავუშვათ მთვარე, რამდენ ხანში გადაკვეთს ცის კაბადონს, ანუ დინამიკა, მოძრაობა, მდებარეობა, ხანგრძლივობა, რომელიც ხილულ ან წარმოდგენით დროის შეცნობას უკავშირდება და გარკვეულ მეცნიერულ ლოგიკამდე მივყავართ. მაგრამ არის დრო, რომელიც შენშია (ბიოლოგიური დრო), საიდან მოდის ბიოლოგიური დროის განცდა? - ისევ მოძრაობიდან, დინამიკიდან - სისხლის წრებრუნვა, გულისცემა, პულსაცია, სუნთქვა, სიცოცხლე, რაც შიდა და გარე კოსმოსის ერთიანობის გამოვლინებაა. როდესაც კოსმოსს, ხილულ გარემოს ვაკვირდებით, ეს ერთი მხარეა დროის მოცემულობისა, როდესაც დრო ჩვენში შემოდის, შინაგანად განიცდება კავშირი მათ შორის. სულ სხვა რამ არის შიგა და გარე დროის ურთიერთმიმართება. წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ხილულსა და უხილავს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, როდესაც შინაგანი უკავშირდება რეალური დროის განცდას, პრაქტიკულად ჩვენ ამით აღვადგენთ კავშირს შემოქმედთან. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ სულისა და ხორცის მთლიანობა და ერთობლიობა და სხეული არის ჩვენი სულის იარაღი, საშუალება ხილული და უხილავი გარესამყაროს შესამეცნებლად, მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ, როგორც სულიერ და გონებრივ არსებებს, რომლებიც სენსორულადაც ვამყარებთ კავშირებს გარესამყაროსთან, სულიერი განჭვრეტის უნარიც მოგვეცეს.



სვეტიცხოვლის ზოდიაქოს დისკო

ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიას გადის, თავდაპირველად ის დედის მუცელში, ჩანასახობრივ მდგომარეობაშია, 9 თვის შემდეგ, როდესაც იბადება, მანამდე თუ წყალში იმყოფებოდა, დაბადების შემდეგ ძალიან სწრაფად გადადის სხვა მდგომარეობაში, მან პირველად უნდა ჩაისუნთქოს ჰაერი, ახალ გარემოს უნდა შეეგუოს, თავიდან ეს ეძნელება და ტირის. აქამდე თუ დედაზე იყო დამოკიდებული, ახლა დამოუკიდებლად უნდა იარსებოს, იგი ხილულ სამყაროში თავისი გენეტიკით შემოდის, ადამიანადაც ყველაფერი აქვს შეთვისებული და სენსორული გრძნობითი ორგანოებით უკავშირდება ახალ სამყაროს. თანდათანობით ვითარდება მასში სისხლის მიმოქცევა, გულისცემა, ნივთიერებათა ცვლა, პერიოდულად იკვებება, იძინებს, იღვიძებს, ენერგიებს გასცემს და აღიდგენს, საკვებს გადაამუშავებს, ასეთია სიცოცხლის დინამიკა და კანონი. თავიდან თუ რიგიანად სივრცესაც ვერ აღიქვამდა (ჩვილი ბავშვი სათამაშოსაც ვერ გრძნობს, რა მანძილითაა მისგან დაშორებული) იწყებს საგნებთან შეხებასა და ფერებისა და ხმების გარჩევას. შემეცნებითი პროცესი მართალია, უფრო და უფრო რთულდება, თუმცა გონი იმდენად მომზადებულია ახლის ასათვისებლად, იწყებს რაციონალურ აზროვნებას, ყალიბდება მისი მსჯელობა, აზროვნება: "ერთი მიდის და სხვა მოდის ტურფასა საბაღნაროსა", კარგად ამბობს შოთა რუსთაველი. მის პოემაში შესანიშნავად არის დანახული თაობათა ცვლისა და დროის წარმავლობის განცდა:

მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ესე მქმნელია".


შემეცნების საფუძველზე ჩვენ ჩამოგვიყალიბდა განცდები, რაღაცა გვახარებს, რაღაც გვასევდიანებს, ვტირით, ვიცინით, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები, ვრეაგირებთ სხვადასხვა ფაქტსა და აზრებზე. სევდა იქნება თუ სიხარული, ეს ჩვენი სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, ვცდილობთ, იქ მივიდეთ, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ და ვერიდებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თავიანთი ქცევითა და მოქმედებით ჩვენთვის მიუღებლები არიან, თანდათანობით ვითარდება მისტიკური წვდომის უნარიც, რაც ჩვენი სულიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ პროცესში იწრთობა და ყალიბდება კაცი - როგორც ხატი ღვთისა. მაგრამ როდის იწყებს ის ღვთის მიმსგავსებას? - ეს უკვე მისი წინასწარგანზრახული მოქმედებაა, რომელსაც გააზრებულად აცნობიერებს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს მისკენ.

აქ, დედამიწაზე იბადება ადამიანისთვის საუკუნო ცხოვრება, აქ იწყება და იჭედება ის, რასაც ჩვენ უნდა ვეძიებდეთ და ვესწრაფოდეთ. უფლის ნებაა, ეს ცა და ქვეყანა იყოს ადამიანისთვის როგორც ღვთის ხატის საუკუნო ცხოვრების დასაბამი. ღმერთი იმ ხილული მასალისაგან, რასაც ადამიანი ქვია, აგებს ხატს ღვთისას, რომელსაც ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ თავის შემოქმედს მიემსგავსოს. თუმცა კაცი მიემსგავსება თუ არა მას, ეს ადამიანის არჩევანის თავისუფლებაზეა დამოკიდებული. არჩევანის თავისუფლება უდიდესი რამ არის, რაც ადამიანს ღვთისგან აქვს ბოძებული.

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
16.01.2014
წერილი ეძღვნება ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ისტორიკოსის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ ცაცა ჩხარტიშვილის ხსოვნას. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat