დიდი და ჩინებული ადამიანი თავისი დროისა
 დიდი და ჩინებული ადამიანი თავისი დროისა
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი , თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თვისი ხელმწიფე და არაოდეს არ იყო მოკიდებულ სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცა აწ არს მამული ესე ჩვენი. ჩვენი ხმა და სახელი, მხნეობა და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთ დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთ შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა? რაისათვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?! ნუ უკვე ჩვენ არ ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა, ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესე ოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა, მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?" - ეს პროკლამაცია სოლომონ დოდაშვილს ეკუთვნის. მას ქართველი ერის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხანმოკლე (31 წელი) სიცოცხლის მანძილზე ერის საკეთილდღეოდ იმდენის გაკეთება შეძლო, რომ რამდენიმე სიცოცხლე კი არა, იქნებ მთელი თაობაც კი გაინაწილებდა. "მისი ცხოვრების მიზანი ერის უკეთესი მომავლისთვის სამსახური იყო, ამიტომაც საქართველოში ახალი ერის დაწყების მესაძირკვლედ მოგვევლინა." (ვ. ქორიძე).

სოლომონ დოდაშვილი გახლდათ კაცი, რომელსაც მიზნად ჰქონდა "სამშობლოს სიყვარულის გავრცელება;" რომელიც კრეფდა "სიბრძნეს მამულისათვის"; მუშაკობდა "არა თავისა თვისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის", არამედ "სიყვარულისათვის მამულისა"; კაცი, რომელმაც უწყოდა "რომელ სწავლასა შინა დიდის კაცისა და მცირისა ერთი და იგივენი არიან, ესე იგი, ერთად შესარაცხ არიან მასწავლებლისა თანა"; კაცი, რომლის გაგებით "განათლება არს უუმტკიცესი და უუსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა... საზოგადოება, შემდგარი კეთილაღზრდილთა წევრთაგან, შეიქმნების განმწმენდელს წყაროდ საეროთა კეთილმოქმედებათა, დიდებისა და შემძლეობისა. მას შინა სცნობს წმინდა ეკლესია ჭეშმარიტთა ძეთა, მოქალაქეობა - მამულის მოყვარეთა, ხოლო მშობელნი - თავისსა ნუგეშსა"; კაცი, რომელმაც იცოდა, რომ "წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებულებასა ერისასა."

სოლომონ დოდაშვილი დიდი და ჩინებული ადამიანი იყო თავისი დროისა. მისი ფართო ნიჭი და ერუდიცია ვერ თავსდებოდა რომელიმე ერთი სფეროს ფარგლებში. ფილოსოფოსიც იყო და მწერალიც, კრიტიკოსიც და პუბლიცისტიც, ისტორიკოსიც და საზოგადო მოღვაწეც.

სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1822 წელს დაამთავრა.

1824 წელს, გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. 1824 წელს 18 მანეთით ჯიბეში გაუდგა გზას შორეული პეტერბურგისაკენ და საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი გახდა. მას მიჰყვნენ სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი ახალგაზრდობის მთელი თაობები, რომელთაც შეისისხლხორცეს და გადმონერგეს ყოველივე დადებითი და პროგრესული. ამიტომაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დოდაშვილი "თერგდალეულთა" მიმართულების მოთავეა.

დოდაშვილი იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და მოაზროვნე ახალგაზრდამ. სხვათა შორის, აქ დაწერა მან თავისი ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომი "ლოგიკა". ამ ნაშრომზე ნ. პოლევოი წერდა: "აქამდე ჩვენ სრულიად არ გვქონდა კარგად დალაგებული ლოგიკა, წიგნი, რომელიც ესოდენ აუცილებელია აღზრდისათვის... ეს წიგნი ფართო ნაშრომის მხოლოდ დასაწყისია. მას სურს ფილოსოფიის სრული კურსის გამოცემა. ღმერთმა ქნას, რომ ბატონ მაგარსკის (ასე უწოდებდნენ ს. დოდაშვილს) თავის თანამემამულეებსა და მოსწავლეებს შორის მრავალი მიმდევარი ეპოვნოსო." პეტერბურგში ს. დოდაშვილი დაუახლოვდა თეიმურაზ, ბაგრატ და იოანე ბაგრატიონების ოჯახებს.

რუსეთსა და საქართველოში დოდაშვილს იცნობდნენ, როგორც მრავალმხრივ განათლებულ მოაზროვნეს, ფილოსოფიისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულ კვალიფიციურ სპეციალისტსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას. 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. დოდაშვილი ფართო და ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა პედაგოგიურ ასპარეზზე. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში. პეტერბურგიდან დაბრუნებული კი ახალგაზრდობას ზრდიდა კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა.

ასწავლიდა ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას, ადგენდა ლექსიკონს, წერდა სახელმძღვანელოებს და საჟურნალო სტატიებს. მის სახლში მისი უშუალო ზრუნვითა და დახმარებით იზრდებოდა მრავალი ახალგაზრდა, განსაკუთრებით - იონა ხელაშვილის ნათესავები. ს. დოდაშვილის გაკვეთილებს თბილისის გიმნაზიაში უთუოდ ღრმა ფილოსოფიური ხასიათი უნდა ჰქონოდა. ს. დოდაშვილი თავის მოსწავლეებს დიდი მამულიშვილური საქმიანობისთვის ამზადებდა. ხოლო მთავარი იარაღი, რომელიც მათ ამ სარბიელზე უნდა გაეტანათ, მისი რწმენით, იყო მოწინავე მეცნიერული, ფილოსოფიური განათლება. "განათლება არს უუმტკიცესი და უუსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა", - წერდა იგი. სოციალური პროგრესის, განახლების წინაპირობად მას მიაჩნდა ის გარემოება, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიგნო ეს ჭეშმარიტება: "აწინდელსა განსვენებითსა მდგომარეობასა შინა მამულისა ჩვენისასა ყოველმან კაცმან მიაქცია ყურადღება განათლებასა ზედა; მაშასადამე, ყოველი წოდება, ყოველი მდგომარეობა უნდა მოელოდეს, რომელ მათ ეყოლებათ კაცთმოყვარენი, სარწმუნონი და ერთგულნი თანმეშრომენი, შემწენი და მფარველნი", - წერდა ს. დოდაშვილი.

სოლომონ დოდაშვილი გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში და გარკვეული წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ ბარათაშვილის აღზრდასა და აზროვნების მიმართულების ჩამოყალიბებაში.

სწორედ მის ხელში გაიარა მომავალმა პოეტმა რაციონალიზმისა და კრიტიციზმის სკოლა და ეზიარა იმ იდეებს, რომლებიც ევროპული განმანათლებლობის ეპოქიდან მომდინარეობდნენ. სოლომონ დოდაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპარეზი თბილისი იყო. თანამედროვეთა გადმოცემით, არ მოიძებნებოდა რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მას თავისი სიტყვა არ ეთქვას.

ამიტომაც იყო, რომ ორბელიანთა უბანში მთელ ღამეს არ ქრებოდა შუქი მის ფანჯრებში - სტამბა და სხვადასხვა ხასიათის მასალების დამუშავება, გაზეთი და ლიტერატურული ჟურნალი, მეცნიერული და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი მოღვაწეობა, სახელმძღვანელოების შექმნა, მოსწავლეთა მიღება და "მამულის ბედნიერებისათვის დამოძღვრა", თანამოაზროვნეებთან ერთად საქართველოს მომავალზე სჯა-ბაასში გატეხილი ღამეები მხოლოდ სამშობლოსა და ხალხის სამსახურისთვის თავგადადადებულ კაცს შეეძლო. აკი აფრთხილებდნენ თურმე ახლობლები და მეგობრები. "ცოტა მორიდებულად მოიქეცი და ილაპარაკე, თორემ ციმბირისაკენ გიკრავენ თავსო." ნიკოლოზ ბარათაშვილის მამაც ხშირად ეჩხუბებოდა თურმე თავის მასწავლებელზე უზომოდ შეყვარებულ შვილს: თავი გაანებე დოდაშვილს, თორემ გაგთოკავენო. სწორედ დოდაშვილმა გაუღვივა 14-15 წლის ჭაბუკ ბარათაშვილს მიუწვდომლისა და ამაღლებულის, კაცობრიობის მარადიული პრობლემების წვდომის წყურვილი. პოეტის ბიძა, ვახტანგ ორბელიანი შენიშნავდა: "ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოიწვრთნა სოლომონ დოდაშვილთანო."

ბევრი საქმის მოთავეობა არგუნა ბედმა ამ დიდ მოღვაწეს. მრავალ საქმეთა შორის უწინარესად აღსანიშნავია ის, რომ სოლომონ დოდაშვილი გახლდათ პირველი ქართული ჟურნალის ("სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათაგანი") დამაარსებელი. აქ მას მრავალი დაბრკოლებისა და სიძნელის გადალახვა დასჭირდა, მაგრამ უტეხმა ნებისყოფამ ყოველივეს სძლია და ჟურნალმაც სიცოცხლე დაიწყო. იგი იყო წინამორბედი ყველა იმ ჟურნალ-გაზეთისა, რომელიც კი გამოდიოდა საქართველოში შემდგომ პერიოდში. ძირითადად მასში გაიშალა დოდაშვილის, როგორც ჟურნალისტის, პუბლიცისტის, ისტორიკოსისა და კრიტიკოსის ნიჭი; დოდაშვილი არა მხოლოდ სხვათა შრომებს უწევდა რედაქციას, არამედ თვითონაც ბევრს წერდა და თარგმნიდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. ჯერ კიდევ 1830 წელს დაიბეჭდა მისი სასკოლო გრამატიკა სათაურით ,,შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" (1827წ.). წიგნის მიზანი იყო, გამართული წერა-კითხვისა და სწორი მეტყველების სწავლება. იგი შეიცავდა შემდეგ დისციპლინებს: მორფოლოგიას, სინტაქსს, ორთოგრაფიას. ს. დოდაშვილის გრამატიკა გამორჩეულია მასალის მწყობრი და თანმიმდევრული განხილვით, ნათელი მსჯელობით, მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით. დახასიათებულია ბრუნვათა სინტაქსური ფუნქციები.

დოდაშვილმა ჟურნალში "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი" გამოაქვეყნა წერილი: "მოკლე განხილვა ქართულისა, ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა". ეს წერილი მიმართული იყო იმ "თეორეტიკოსების" წინააღმდეგ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქართული ენა ნაკლებად განვითარებული, ხოლო ლიტერატურა ღარიბი იყო ძეგლებით. განსაკუთრებით მკაცრად გაამათრახა ისინი, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ქართულმა ლექსიკამ და დამწერლობამ სომხურის გავლენა განიცადა. წერილში "შენიშვნა დამარხვის წესსა ზედა უკანასკნელთა მეფეთა საქართველოისათა" დოდაშვილმა ამხილა რუსი ავტორი გორდიევი, რომელიც თავისი სახელით აქვეყნებდა ვახტანგ მეფის ნაშრომიდან ამოკრეფილ მასალებს და თანაც ამახინჯებდა მათ.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე სახელმძღვანელოს შექმნაც მოასწრო ქართველი ახალგაზრდობისათვის. ამ მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ყოვლისა, საგულისხმოა მისი "ლოგიკა" ქართულ და რუსულ ენაზე ქართველი ახალგაზრდობის დასახმარებლად. მაშინ ავტორი 22 წლის ჭაბუკი იყო. რუსეთის საზოგადოება და პრესაც ამ წიგნის გამოცემას აღტაცებით შეხვდა. მაღალი შეფასება მისცეს დოდაშვილის წიგნს "მოსკოვსკი ტელეგრაფმა", "მოსკოვსკი ვესტნიკმა" და "სევერნაია პჩელამ".

"ლოგიკის" ქართულ ენაზე გამოქვეყნების საკითხი დოდაშვილმა განმეორებით დააყენა 1832 წელს, თავისი ძმის სტეფანეს, მეშვეობით, რომელიც იმ დროს პეტერბურგში მსახურობდა. ამჯერად წიგნის გამოცემას მისმა დაპატიმრებამ შეუშალა ხელი და ეს საკითხი სამუდამოდ მოუგვარებელი დარჩა. "ლოგიკის" ქართული ვარიანტები ჩარჩა სადღაც, "პეტერბურგის საცენზურო კომიტეტსა" და "აზიის დეპარტამენტს" შორის.

უკეთესი ხვედრი ხვდა წილად მეორე სახელმძღვანელოს "შემოკლებულ ქართულ გრამატიკას", რომელიც დოდაშვილს ისევ და ისევ ქართველი ახალგაზრდობის სახელმძღვანელოდ ჰქონდა გამიზნული. წიგნის ხელნაწერი და თხოვნა მის გამოქვეყნებაზე დოდაშვილმა "პეტერბურგის საცენზურო კომიტეტში" გაგზავნა 1830 წლის 30 იანვარს. ამჯერად რეცენზენტი აღმოჩნდა ვინმე ჯაფარ მირზა ტობჩიბაშევი, რომელმაც მხარი დაუჭირა წიგნის გამოქვეყნებას.

დოდაშვილს დაწერილი ჰქონდა მესამე სახელმძღვანელოც. ეს იყო "რიტორიკა" რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ მჭევრმეტყველების, არამედ საერთოდ, ლიტერატურის თეორიის თითქმის ყველა არსებით საკითხს. "რიტორიკის" ტექსტი მიკვლეულ იქნა ხელნაწერების ინსტიტუტში და გამოქვეყნდა კიდეც ჟურნალ "მნათობის" ფურცლებზე. ს. დოდაშვილის ფილოსოფიური შრომებია აგრეთვე ,,ლოგიკის მეთოდოლოგია" და ,,რიტორიკა". მეცნიერის აზრით, ფილოსოფიის ობიექტი არის ადამიანის შინაგანი სამყარო ანუ ,,სამყარო ჩვენში". ლოგიკის ობიექტად კი ,,საერთო აზროვნების წესებს" ანუ ,,გონებისა და აზროვნების საყოველთაო და უცვლელ კანონებს" მიიჩნევს.

ეს დიდი მოღვაწე ქადაგებდა განათლების ფართოდ დანერგვას. მისი განმანათლებლური იდეები პატრიოტიზმით იყო ნაკარნახევი. ს. დოდაშვილის იდეებმა, როგორც აღვნიშნეთ, საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო თერგდალეულთა მოღვაწეობას.

***
დოდაშვილის ფართო და მრავალმხრივი მოღვაწეობა შეწყდა 1832 წლის შეთქმულების აღმოჩენასთან დაკავშირებით. 1832 წლის დეკემბერში იგი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ხოლო 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში და იქ დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე. წლინახევრის პატიმრობამ შეურყია ჯანმრთელობა და 31 წლის ახალგაზრდა ფილოსოფოსი ჭლექით გარდაიცვალა 1836 წლის 20 აგვისტოს.

***
ასე დაესვა წერტილი ქართველი მამულიშვილების თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

გულმხურვალე მამულიშვილის უკანასკნელი მცირედი სურვილი - დაეკრძალათ სამშობლოში თუ არა, სადმე მის მახლობლად, განუხორციელებელი დარჩა.

სამაგიეროდ, უნაყოფოდ არ დარჩა მის მიერ დარგული ნერგი. მადლიერი შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს მის სახელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat