ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე თავისი თავიდან უნდა დაიწყოს
ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე თავისი თავიდან უნდა დაიწყოს
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია. ორივე საგანი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ის მოვლენები, რომლებიც ხდება ქვეყანაზე ან ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრებაში სულიერი და საღვთისმეტყველო კუთხით გაიაზროს. აი, ეს ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება" (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II) ისტორიული საწყისისა და დასასრულის პრობლემა ქრისტიანულმა ისტორიოგრაფიამ და ისტორიულ-ფილოსოფიურმა აზროვნებამ ასე გადაჭრა: ისტორიის საწყისი ადამამდე და ნოემდე მიდის, ხოლო დასასრული მეორედმოსვლამდე. რა საზრისი აქვს ისტორიას? რა ძალები წარმართავენ ისტორიის კლაკნილ, მაგრამ მაინც წინამავალ მოძრაობას? როგორ ვლინდება ისტორიაში ღვთის განგება? როგორ მოქმედებენ და რა როლს ასრულებენ ადამიანები ისტორიული მოვლენების განვითარებაში? რას ნიშნავს პროვიდენციალიზმი? დაბოლოს, როგორ უნდა შევაფასოთ ბაგრატიონთა გვარის და, ზოგადად, საქართველოში მონარქიის აღდგენის მნიშვნელობა? - ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ისტორიის ღრმა გააზრებას, რაც მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას ეკუთვნის. ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი. ბატონ ფარნას გამოქვეყნებული აქვს 250 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, სამტომიანი სახელმძღვანელო "ისტორიის ფილოსოფიის ისტორია".

- ბატონო ფარნა, ამ წიგნის დასაწერად თქვენ უდიდესი შრომა გასწიეთ. ისტორიის ფილოსოფიის დარგში, რამდენადაც ვიცი, ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონდა არავითარი სახელმძღვანელო. ამასაც, ალბათ, თავისი, გარკვეული მიზეზები ჰქონდა. რამ გადაგაწყვეტინათ ამ მეტად რთულ საქმესთან შეჭიდება?

- ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორე - ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. მხოლოდ ფაქტების აღწერამ არ უნდა დაიკავოს მთავარი ადგილი ისტორიაში. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ როგორ თავსდება ესა თუ ის მოვლენა ამ ქვეყნის ისტორიაში, ასევე, სხვა, მეზობელი ქვეყნების ისტორიაში, მთლიანად მსოფლიო ისტორიაში... ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც. ეს წიგნი დაიწერა ისტორიისა და ფილოსოფიის მიჯნაზე. თანამედროვე პირობებში, სამწუხაროდ, ისტორიაში ემპირიზმი მძლავრობს, ხოლო ფილოსოფოსები ისტორიის თეორიულ გააზრებას ნაკლებად ცდილობენ. თეორიულ-ფილოსოფიური საფუძვლების სისუსტე და ემპირიზმის მოძალება, საზოგადოდ, ქართული საისტორიო მწერლობის ნაკლია. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს უამრავი საინტერესო გამოკვლევა ეროვნული თუ მსოფლიო ისტორიის თითქმის ყველა ძირითად საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ისტორიოგრაფია ამ მხრივ სათანადო დონეზე დგას, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ქართული ისტორიოგრაფიის თეორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში "ისტორიის ფილოსოფიის" ზოგადი კურსიც "იშვიათი ხილია", და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თითქმის ყველა დამხმარე ისტორიული დისციპლინის (არქეოლოგიის ფილოსოფია, ეთნოლოგიის თეორია და სხვ.) სპეცკურსები ისწავლება. თანაც, ჩვენი ისტორიული ლიტერატურის ნახევარზე მეტი გამოცემულია სწორედ ბოლშევიკური იდეოლოგიის განუყოფელი ბატონობის პერიოდში და, ცხადია, ცალმხრივობისა და დოგმატიზმის დაღს ატარებს. ასეთ ვითარებაში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გამოდიოდეს ისეთი ახალი ლიტერატურა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს.

მე მიზნად არ დამისახავს არც ისტორიის ფილოსოფიის ახალი სისტემის შექმნა, არც რომელიმე სისტემის მიხედვით მსოფლიო ისტორიის გამართვა. ჩემი პრეტენზია მხოლოდ ისაა, რომ შევეცადე მეჩვენებინა, რა კონკრეტულ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ-ფილოსოფიური აზროვნების პროგრესი ისტორიოგრაფიაზე. ჩემი სამეცნიერო მუშაობის საფუძველზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველ ისტორიულ-ფილოსოფიურ კონცეფციაში შეიძლება ვიპოვოთ ის მეტ-ნაკლებად რაციონალური მარცვალი, რომელიც შორეული თუ ახლო წარსულის ისტორიულ მოვლენათა გაგებაში, წლების განმავლობაში თავსმოხვეული იდეოლოგიის დაძლევაში და შემოქმედებითი აზროვნების შემდგომ განვითარებაში დაგვეხმარება.

- ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებში რამდენად გამოვლინდა ისტორიის ამგვარი გაგება, ანუ ქრისტიანულ-პროვიდენციალისტური მრწამსი?

- ჩვენს ისტორიოგრაფიაში, "ქართლის ცხოვრება" იქნება ეს, თუ "ასწლოვანი მატიანე" და ა. შ., რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით იმ ღვთისგანგანდგომილ სამოცდაათწლიან პერიოდს, ყოველთვის ბატონობდა ქრისტიანული პროვიდენციალიზმი. ანუ ამ გაგების თანახმად, ისტორიის მოძრაობას წარმართავენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები. უკანასკნელნი ეფუძნებიან ცოდვილი კაცობრიობის დაცემულ ნებას. ეს ძალები ამოძრავებენ ცალკეულ ადამიანებსაც და ერსაც. ამ ძალების მიერ წარმართულ ქმედებებს ჟამთააღმწერელი ერთი ფრაზით გამოხატავს: "უწესოდ ნებისა მიდევნებანი". ქართველი ისტორიკოსების პროვიდენციალისტური მრწამსი გამოიხატება ფრაზებით: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყნა", "დავივიწყეთ მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი" (იოანე საბანისძე), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისუფლება დაინახა არა ჭეშმარიტების არჩევანში, არამედ იმაში, რომ საბოლოოდ დამორჩილებოდა დემონურ ძალებს და შერწყმოდა მათ.

- დღეს საქართველოს მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას. ასეთი ავბედითი ჟამი არაერთხელ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. ქრისტიანული შეგნება შორსაა სასოწარკვეთილებისაგან, მასში მრავლად მოიპოვება ოპტიმიზმის მიზეზები. პირადად თქვენ რა გაძლევთ მომავლის იმედს?

- ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. უკვე ოცი საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ეკლესია გვამხნევებს და გვეუბნება: ნუ გეშინიათ, ჩვენ არ დავიღუპებით. რამდენი ქვეყანა ყოფილა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, მაგრამ ფეხზე წამომართულა და როგორც ფენიქსი, ისე აღმდგარა ფერფლისაგან. კითხვაზე, თუ რაშია ჩვენი ხსნა, ეკლესიას აქვს ცალსახა პასუხი - სულიერებაში. ყველა ქართველი პასუხისმგებელია უფლისა და მთელი ერის, ასევე საკუთარი სულის წინაშე. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე უნდა დაიწყოს თავისი თავიდან. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი. უწმინდესი და უნეტარესი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "უფალი მეფობს", ვკითხულობთ ბიბლიაში. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ზოგჯერ გვავიწყდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვმეფობთ და ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ; მაგრამ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთისა და ადამიანის ენერგიის გაერთიანება. უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას... განგება ღვთისა ხელმძღვანელობს ადამიანს, ერს, მაგრამ ადამიანსაც და ერსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ღვთის ნების ქვეშ!"

- რა აზრის ბრძანდებით საქართველოში მონარქიის აღდენის თაობაზე?

- თქვენმა შეკითხვამ, უნებურად, ვაჟას ეს სიტყვები გამახსენა:

"ვეღარას ვამბობ, ენა სდუმს,
თავზედ დამჩხავის ყორანი.
გაღმა გასვლისა მსურველთა
უკუღმა მოგვყავს ბორანი.
გაგვიბატონდა, მგოსანო,
სირეგვნე შეუწონარი".


მონარქიულ წყობილებაზე თუ ვისაუბრებთ და საქართველოს ისტორიას მივუსადაგებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ, უდავოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დინასტია გვყავდა თავისი გამორჩეული და ფრიად მოსაწონი ფიგურებით. რა უნდა ვთქვათ, იგივე ვახტანგ გორგასალზე, გიორგი ბრწყინვალეზე, დავით აღმაშენებელზე... თუნდაც, დამარცხებულ ერეკლე მეორეზე. უძლიერესი ხალხი და ჯიშია, მაგრამ თვითონ მოვლენაა მოძველებული. მე ასე მიმაჩნია, რომ "გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა არ უნდა მიგვყავდეს ბორანი", ჩვენ ამ დღეში არ უნდა ჩავვარდეთ. კაცობრიობის განვითარებას რომ დავაკვირდეთ ბოლო საუკუნეებში... რას დავინახავთ? დემოკრატიული იყო და მონარქიისკენ წავიდა? თუ პირიქით?! თითქმის ყველგან ლიკვიდირებულია მონარქიული სისტემები და დინასტიები და დამყარდა დემოკრატიული წესები. ახლა, გააჩნია ამ დემოკრატიულ წესებსაც. რაღა თქმა უნდა, დახვეწა და განვითარება მათაც სჭირდება. ავიღოთ, თუნდაც, ესპანეთი, სადაც, ვიცით, რომ კონსტიტუციური მონარქიაა. ესპანეთის მეფეს არავითარი უფლება არა აქვს კონსტიტუციის თუნდაც ერთი პუნქტის დარღვევისა. ახლა თავად კონსტიტუციური მონარქიის შიგნით შევიდეთ. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფოს წესრიგი მივანდოთ მხოლოდ ერთ კაცს?! თანამედროვე ოჯახშიც არ გამოდის ეს. ტომში, გვარში, მით უმეტეს, სახელმწიფოში არ შეიძლება ამ გზით წასვლა. მე ასე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა კი არაა საჭირო, არამედ ჩვენ გვჭირდება ნამდვილი დემოკრატიული სისტემა, სადაც ცენტრში იდგება პიროვნების უფლებები, პიროვნება, მისი ღირსების ხელშეუხებლობა... და თავისთავად გადაწყდება სხვა დანარჩენი. ასე იდეალურად კი ეს არსად კეთდება. ჩერჩილი ამბობდა, მაჩვენეთ უკეთესი და ავირჩევო. დემოკრატიულ წყობილებასაც აქვს თავისი ნაკლი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე არა მჯერა, რომ ივარგოს მონარქიულმა სისტემამ და მით უმეტეს, საქართველოსთვის. ჩვენ ხომ მაინც თავისებურად ჩამოვყალიბდით, თავისებური ხალხი ვართ. ცუდნი და ვინმეზე ნაკლებნი კი არა ვართ, მაგრამ ჩვენმა მწერლობამ, ისტორიოგრაფიამ შექმნა საოცარი განწყობა მონარქიის მიმართ. რომ თითქოსდა აბა, ჩვენ გვყავდა დინასტია, თუ გვყავდა. სამარყანდში რომ ჩავედი და თემურ ლენგის მუზეუმში შეგვიყვანეს, ის ხალხი თავის პირსისხლიან მმართველს უმაღლეს პატივს სცემს და აღმერთებს. არადა, ვიცით, რომ ეს იყო კაცი, რომელმაც ბაღდადის აღების შემდეგ 100 ათას კაცს მოსჭრა თავი და თავის ქალებისგან ააგო პირამიდა. თუნდაც შაჰ აბასი რასაც გვიკეთებდა. ჩვენ ის ცოფმორეულ დამპყრობლად მიგვაჩნია, მაგრამ თავისი ქვეყნისთვის უმაღლესი რანგის მმართველი იყო. ესენი იყვნენ მართლაც გამორჩეული ერთპიროვნული მმართველები. თემურ ლენგმა და შაჰ აბასმა უზარმაზარი იმპერიები შექმნეს. მაგრამ რა მოუტანა მათმა მოღვაწეობამ კაცობრიობას?! თუნდაც თავიანთ ქვეყნებს?! აბსოლუტურად არაფერი! თემურ ლენგმა წაიყვანა თავისი ქვეყანა ომებისა და ურთიერთჟლეტის მიმართულებით, რის შედეგადაც ამოწყდნენ უზარმაზარი მონღოლური მასები. შაჰ აბასმაც ვერაფერი უშველა თავის ქვეყანას. მუჰამედმაც შექმნა სახელმწიფო, მაგრამ დაამკვიდრა, რომ თუ მოკვდებოდი მუჰამედისთვის, ესე იგი, შენი სული ზეცას წავიდოდა. შოთა წერდა: "ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან". ეს ჩვეულებრივი ფეოდალური სამყაროსთვის დამახასიათებელი მრწამსია. ისტორია რომ ჩერდებოდეს რაიმე ვარიანტებზე, მაშინ თავად ისტორია აღარ იარსებებდა. ისტორია ცვალებადი პროცესია. მე შეუვალი პროგრესისტი ვარ. პროგრესი ხდება. ისტორია პროგრესისკენ მიდის. ადამიანი, საზოგადოება, ერი ცხოვრობს და ვითარდება და საითაც კაცობრიობა მიდის, მიმაჩნია, რომ შენც იქით უნდა წახვიდე.

- რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს გაუქმების ფაქტს როგორ აფასებთ?

- ეს იყო საზიზღარი დაპყრობა. ჩემი სახელმძღვანელო იყო პირველი, რომლითაც ვამაყობ.Aიქ მე გავიმეორე ივანე ჯავახიშვილის ფორმულა: "დაპყრობა!" დღევანდელ სახელმძღვანელოებში მოიგონეს "შეერთება", ახლა მკვიდრდება "ინკორპორაცია". როგორ? განა რუსეთის კუთვნილება ვიყავით? მან ჩვენ დაგვიპყრო. თან ისე, რომ სახელმწიფო წყობილება არ შეგვინარჩუნა. ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა და დანერგა აბსოლუტურად რუსული სახელმწიფოებრიობა, რომელიც ჩვენი ადამიანისთვის გაუგებარი იყო. ბევრი ისეთი სასჯელი შემოიღეს, რომელზეც ქართველს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ენა არ გვესმოდა. რა თქმა უნდა, რუსეთს ჰქონდა იმპერიული ინტერესი. აბა, რატომ მოდიოდა? რატომ ხოცავდა თავის ჯარისკაცებს? რატომ გვიპყრობდა, თუკი სარგებლის გამორჩენაზე არ ფიქრობდა?! მარქსი წერს: "რუსებმა თავიანთი პირველადი ტერიტორია გაადიდეს 60-ჯერ". ზოგმა ქვეყნებმა სულ დაკარგეს ტერიტორიები, ზოგმა მხოლოდ ნაწილი. რუსებმა კი გაზარდეს. ამ მოვლენის დადებითად შეფასება როგორ შეიძლება?! 1901 წელს, როდესაც აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 100 წლისთავი, ილიამ შენიშნა: ხალხო, მთლად ასე გინება კი არ შეიძლება. იქ იდო რაღაც პროგრესული მხარეცო. ჩვენ ხომ დაგვშალა იმ სამყარომ, რომელიც გარშემო გვერტყა. იგივე ირანულ-თურქული და ჩრდილო-კავკასიური ერთად და ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენივე ძალებით ვეღარ ვუმკლავდებოდით გარს მომდგარ მტერს, რუსეთმა გვერდზე გაწია ირანიც და თურქეთიც. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას?! სამაგიეროდ, წაგვართვა სახელმწიფოებრიობა, რომელიც არის ყველაზე დიდი სიკეთე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს. ეს იყო პოლიტიკური დაპყრობა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური, მერე კი იდეოლოგიური დაპყრობა და დაკაბალება. ბოლოს, ეკლესიის გაუქმება. ჩვენ გვყავდა პატრიარქი, რომელიც მსოფლიოში მეექვსე ადგილზე ჯდებოდა. პეტრე პირველმა რუსეთში გააუქმა პატრიარქობა და მის ნაცვლად, ვინმე სინოდის პროკურორი, ანუ მეფის მოხელე, საშუალოზე დაბალი დონის "ნაჩალნიკი" განაგებდა საეკლესიო ამბებს. რა მოიტანა ამ ყველაფერმა? ილიამ სამართლიანად თქვა: "დადუმდა ხმალი!" ომარ-ხანი რომ მოვიდა 20 ათასი კაცით, ერეკლეს ხარკი დაადო. ვიღუპებოდით. მაგრამ სამაგიეროდ, იმ ტერიტორიებიანად, რომელთა დაკარგვის საფრთხე არსებობდა, რუსეთის ქვეშევრდომობაში შევედით. ჩვენთვის რუსეთმა მეფის ნაცვლის თანამდებობაც ვერ გაიმეტა. რუსი მეფის ჯარისკაცი ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო და ჩვენ საერთოდ არ უნდა გვყოლოდა ჯარი. სასამართლო კანონები გაგვიუქმეს. აღარაფერი, სახელმწიფოს მსგავსი, ჩვენ აღარ დაგვრჩა.

სამეფო გვარის წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლეს. ერთადერთი, რის უფლებაც მისცეს, ის იყო, რომ თუკი რაიმე ქონება ჰქონდათ, ფულად გადაექციათ. ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის დროს, როდესაც თავისი ამალით ჩავიდა რუსეთში, იქ მთელი ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა. ვსეხსვიატსკოეში ეკლესიები და სასახლეები ააშენეს ქართველმა ემიგრანტებმა. გიორგი მეთორმეტის შვილი დავითი რუსებმა გაამასხრეს. ვითომ ორი თვე ამართვინეს საქართველო. სინამდვილეში არაფერი უკითხავთ მისთვის, რუსი გენერლები განაგებდნენ ჩვენს ქვეყანას. ბოლოს კი დავით ბატონიშვილი საერთოდ გააძევეს საქართველოდან. იგი აღმოჩნდა უნიჭიერესი კაცი. თექვსმეტ მეცნიერებაში სცადა ბედი. რვა ენა იცოდა. წერდა, ფილოსოფოსობდა, მსჯელობდა, იურისტობდა, საქართველოს მმართველობის რეორგანიზაციის გეგმებს ადგენდა და ა. შ. ასე რომ, თითქმის ყველამ რაღაც კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ოქროპირ ბატონიშვილმა, გიორგი მეთორმეტის შვილმა, ერთ-ერთმა პირველმა წამოიწყო 1832 წლის შეთქმულება. ეს იყო დიდი აჯანყების მზადება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და ისიც ვიცით, რომ ეს აჯანყება ჩაიშალა. ასე რომ, ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლებს დიდი ღვაწლი მიუძღვით ერის წინაშე, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ თავად მმართველობის სისტემაზე, ერთპიროვნულ მმართველობაზე, რომელიც, ჩემი აზრით, მოძველებულია. დღეს თუ ჩვენ რამე გვესმის, უნდა ვიფიქროთ მმართველობის დემოკრატიული ფორმის დახვეწაზე, რომელსაც, თავის მხრივ, დრო, გამოცდილება, ჭკუა-გონება, აწონ-დაწონვა და წინსვლა სჭირდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
16.01.2014
წერილი ეძღვნება ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ისტორიკოსის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ ცაცა ჩხარტიშვილის ხსოვნას. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat