როგორ მივიღეთ რუსთველის პოემის სრულყოფილი ტექსტი
როგორ მივიღეთ რუსთველის პოემის სრულყოფილი ტექსტი
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.

მისი სტუდენტი, ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე იგონებს: "ჩემი თაობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს გვქონდა ბედნიერება, გვენახა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე. როცა ჩვენ ვსწავლობდით უნივერსიტეტში, 1980-იანი წლებში, ის ლექციებს, მგონი, აღარ კითხულობდა. მაგრამ, ერთხელ ჩვენი ლექტორი, ასევე შესანიშნავი მკვლევარი, აწ გარდაცვლილი ლევან მენაბდე ვერ მოვიდა უნივერსიტეტში და მის მაგივრად, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ლექცია წაგვიკითხა ლევან მენაბდის მასწავლებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ. მაშინ I კურსზე ვიყავით, სულ ახალი დაწყებული იყო სასწავლო წელი. რა თქმა უნდა, ალექსანდრე ბარამიძის შესახებ გაგონილი გვქონდა. ვიცნობდით მის გამოკვლევებსაც, მაგრამ, მისმა ნახვამ და მოსმენამ მაინც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე.

მახსოვს მისი შემოსვლა აუდიტორიაში და ღიმილი, მოსალმება. საოცარი კეთილგანწყობა და სიხარული იკითხებოდა მის თვალებში. რატომღაც, როგორც ბავშვებს ისე გვიყურებდა, ეს მისი პირველივე ფრაზიდან ვიგრძენი: "ბავშვებო, იცოდეთ, რომ "ვეფხისტყაოსანი" შოთა რუსთველის დაწერილია". მაშინ გუნებაში გამეცინა, ვიფიქრე, უკვე სტუდენტები ვართ ფილოლოგიის ფაკულტეტისა და ეს როგორ არ გვეცოდინება-მეთქი. მხოლოდ წლების მერე მივხვდი, ამ ფრაზით რამდენიმე რამე გვითხრა: 1. ჯერ გამოხატა თავისი დამოკიდებულება "ბავშვებო"; 2. "იცოდეთ" - ეს მისი სტილი იყო, ალბათ (იცოდეთ, ისწავლეთ); 3. გაგვაგებინა, რომ "ვეფხისტყაოსანი" დაწერილია რუსთველის და არა რუსთაველის მიერ. სპეციალისტმა, ფილოლოგმა ეს უნდა იცოდეს.

გავიდა ხანი, მას იშვიათად ვხედავდით. მხოლოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მკაფიოდ ჩვენი თაობის ცხოვრებაში, როცა აკადემიკოსებმა პროტესტი გამოთქვეს 9 აპრილს წითელი არმიის მიერ ჩადენილი მხეცობის გამო: "მე ვიცი, ვინც გააკეთა ეს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ალექსანდრე ბარამიძე დაიბადა სოფელ ჯუნჯუათში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1936 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი. 1960 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1962-1970 წლებში იყო თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. 1966 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ალექსანდრე ბარამიძე იკვლევდა XI-XVIII საუკუნეების ქართულ საერო მწერლობას. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთველს, ჩახრუხაძეს, იოანე შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაჰ-ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილასა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია "შოთა რუსთველი და მისი პოემა" (1966).

აკადემიკოს კორნელი კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის კურსისა. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ჯილდოებით. მიღებული ჰქონდა ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემიები.

ალექსანდრე ბარამიძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ალექსანდრე ბარამიძის შესახებ ლევან მენაბდე წერდა: "აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე აღიარებული რუსთველოლოგი იყო. იგი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ნაყოფიერად იკვლევდა რუსთაველსა და მის პოემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ნათქვამის საილუსტრაციოდ საკმარისია დავასახელოთ მისი შრომები: "ვეფხისტყაოსნის" პლასტების დათარიღებისათვის" (1929), "ვეფხისტყაოსნის" პროლოგ-ეპილოგის საკითხისათვის" (1936), "ერთი ფაქტიური ცნობა "ვეფხისტყაოსნის" დევნის ისტორიიდან" (1936), "ტარიელი" (1938), "ვეფხისტყაოსნის" სოციალური გარემო" (1945), "ნესტანი" (1945), "ვეფხისტყაოსნის" გაგრძელებათა საკითხისათვის" (1949), "ვეფხისტყაოსნის" ტიპაჟის საკითხისათვის" (1950), "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხები" (1951), "ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" (1963), "ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსნის" განმარტებანი"(1964), "შოთა რუსთველი და ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში" (1966), "ვეფხისტყაოსნის" ლიტერატურული ჟანრის განსაზღვრისათვის" (1966) და მრავალი სხვა.

...არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ა. ბარამიძის ცნობილ მონოგრაფიას - "შოთა რუსთველი და მისი პოემა"...

...ა. ბარამიძის ნაშრომში საფუძვლიანად არის განხილული მრავალწახნაგოვანი რუსთველოლოგიური პრობლემატიკა, გარკვეულია ბევრი საცილობელი საკითხი, დადგენილია არაერთი ფაქტი. ერთი სიტყვით, ავტორმა შექმნა განმაზოგადებელ-შემაჯამებელი ნაშრომი, რომელიც არის არა მარტო სახელმძღვანელო, არამედ ერთგვარი რუსთველოლოგიური ენციკლოპედიაც...

...საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა 1962 წელს საჭიროდ მიიჩნია პოემის ტექსტის 1957 წლის გამოცემის ახალი, გადამუშავებული რედაქციის გამოქვეყნება. მისი მომზადება დაევალა ა. შანიძესა და ა. ბარამიძეს. მათი ხანგრძლივი მუშაობის შედეგად რუსთველის საიუბილეო დღეებში (1966 წ.) გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილია როგორც პოემის ტექსტი, ისე ვარიანტებიც (შოთა რუსთველი, "ვეფხისტყაოსანი", ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ ორ ტომად, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით, I, თბ., 1966. ტექსტის დადგენაში მონაწილეობდა ი. ლოლაშვილი; ვარიანტები შეადგინა ც. კარბელაშვილმა).

სახელოვან მეცნიერთა ერთობლივმა შრომამ სათანადო შედეგი გამოიღო. საზოგადოებამ მიიღო რუსთველის პოემის შედარებით სრულყოფილი ტექსტი. ამ გამოცემით გამოსწორდა ის ნაკლი, რომელმაც ივ. ჯავახიშვილს გულისტკივილით ათქმევინა: "დღემდე ჩვენ "ვეფხისტყაოსნის" არამცთუ სრული კრიტიკული გამოცემა ვერ მოგვიხერხებია, არამედ ისეთი გამოცემაც კი არ მოგვეპოვება, სადაც ხელნაწერებში დაცული ყველა განსხვავებული წანაკითხები მაინც გვქონდეს აღბეჭდილიო".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat