რობოტი სოფია - ხელოვნური ინტელექტი
რობოტი სოფია - ხელოვნური ინტელექტი
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს. რამდენიმე კვირის წინ ჩვენს ქვეყანას ესტუმრა რობოტი ქალბატონი სოფია. ერთგვარად ჩვენმა საზოგადოებამ ორმაგი რეაქცია აჩვენა ამ მოვლენას: ზოგმა ლანძღვა-გინება დააყარა ევროპასა და ამერიკას,ზოგმაც კი სიცილი და ხარხარი, როგორც სჩვევიათ ხოლმე, -გევსაუბრება დეკანოზი შიო პაიჭაძე.

ეს ნამდვილად უცნაურია. მართმადიდებელი ეკლესია არასოდეს ეწინააღმდეგებოდა განათლებას და თუნდაც ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ გააჩნია თუ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ ამას. გამონაკლისები ფანატიკოსები ჩვენშიც შეიმჩნეოდა და შეიმჩნევა კიდეც, მაგრამ ეს ძალიან მცირე ჯგუფია, რომელიც მართმადიდებლებადაც არ იწოდებიან.

ინტერნეტი! ეს მაგიური მონოლითი ხელოვნური ინტელექტის ფუძეა და მასზეა დაშენებული, თუნდაც თანამედროვე ცივილიზაცია. ინტერნეტის გარეშე დღეს ძნელია გახდე სოციალურად აქტიური ადამიანი, ან ჩაერთო ბიზნეს საქმიანობაში, ან თუნდაც მიიღო განათლება. ვიკიპედიის დონის ცოდნა, რა თქმა უნდა არ არის აკადემიურობა და განათლება, მაგრამ დამწყებთათვის დაინტერესდეს ადამიანი მაინც კარგია! ერთგვარი შესავალია ცოდნის მიღების უკიდეგანო ოკეანეში. შეიძლება ითქვას ნაპირი ოკეანისა.

სოფიამ დიდი "სიბრძნე" აჩვენა რობოტის დონეზე, მას ძალიან სურს დედაც გახდეს, მაგრამ,როგორ? ან რატომ ჩამოიყვანეს ეს არსება საქართველოში? ნუთუ დაგვცინიან? ან კიდევ გვეუბნებიან ამით, რომ სოფია გჯობიათ აზროვნებაშიო? ამას რაღაც დროის შემდეგ დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რადგანაც ფაქტები გვამცნობს შემდგომ თუ როგორ განვითარდება სოფიასთან მიმართებაში მოვლენები.
სოფია გაეროს კეთილი ნების ელჩია. ის ეხლა სწავლობს ემოციების გამოხატვას. უცნაურია, როგორ უნდა გამოხატოს რობოტმა ემოცია, როცა მას სული არა აქვს? ან რა უნდათ მის შემქმნელებს ამითი თქვან? უსულო ადამიანი, რომელიც აპირებს იცხოვროს ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა.

ჩვენ გვახსოვს ჰოლიუდის 90 -იანების კინემქატოგრაფია: ნახევრად რობოტი და ნახევრად ადამიანების მთავარ როლებში. პილიციელი რობოტი, რომელიც ნახევრად რობოტია და ასევე ადამიანი. მას ადამიანური საწყისი ჰქონდა, მოკლეს და შემდგომ რობოტად გადააქციეს. ან ტერმინატორი, რომელსაც ასევე ემოციები ჰქონდა და გარეგნულად ადამიანს ჰგავდა, მაგრამ იყო აფსოლუტური რობოტი. ჰოლივუდი ყოველთვის 20 წლით ადრე აჟღერებს პლანეტის მომავალი განვითარების საკითხს. იმ დროს ადამიანებს ეს ფანტასტიკის ჟანრი ეგონათ და ასეც იყო, მაგრამ ახლა საქართველოში გვეწვია რობოტი ქალი, რომელიც ჩვეულებრივად ამერიკული ღამის შოუშიც მონაწილეობდა და იუმორიც გააჩნია. უცნაურია რა უნდა თქვან ამით.

ალბათ გახსოვთ 3 წლის წინ გამოსვლები გერმანიაში, როცა ავტოქარხნის მუშები შეამცირეს, იმიტომ, რომ რობოტებით ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლეს ისინი. რობოტს ხელფასი არ ესაჭიროება, მას არ ჰყავს ოჯახი და მოდით ვთქვათ, რომ ის არ არის სულიერი არსება. არც სოფიაა სულიერი არსება და ის სადღაც აზროვნების საკითხში აუცილებლად სტაგნაციას განიცდის, რადგანაც მასზე არ არის ღვთის სული. კარგია, როცა რობოტი აკეთებს რამეს ისეთს, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გააკეთებს, მაგალითად სიმძიმის აწევა. განა მანქანაც რობოტი არ არის? მაგრამ მას ადამინური ინტელექტი მართავს. მსოფლიო ვითარდება, მაგრამ ამას ორი მხარე აქვს: კარგიც და ცუდიც! როცა მატარებელი გამოიგონეს, რუსეთში ხალხმა ეშმაკის მანქანა დაარქვა, მაგრამ შემდგომ გამგზავრების თემა და მატარებელი რუსული ლიტერატურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამას ადამიანი მართავს. შეიძლება ვინმემ სთქვას, სოფიაც ადამიანის ქმნილებააო, მაგრამ მაშინ თუ ქმნილებაა თავისუფლების გარეშე, როგორ იქნება იგი ადამიანი, დედა, ოჯახის დიასახლისი.

ახალი ექსპერიმენტია ნამდვილად, რომელიც ალბათ ჩაანაცვლებს დედას და სუროგაცია გახდება კანონის დონეზე აყვანილი დროებითი დედის სტატუსი. ასეც იქნება, რადგანაც ღმერთს კარგავს ადამიანი და უნდა იცხოვროს ღმერთის გარეშე ანუ თავისუფლების გარეშე. განა რობოტ სოფიას ასეთი პომპეზური ვიზიტი, როგორც ელჩის არ არის დაცინვა, არა მარტო ქართველების, არამედ მოდით ვთქვათ ზოგადად ადამიანის?! თუ შეიქმნა ისეთი კრიზისი, რომ ადამიანებს ვეღარ ენდობა გაერო და უმაღლესი პოლიტიკური მმართველობა ევროპის? ალბერტ აინშტაინი ამბობდა: "მეშინია იმ დღის, როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის.მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა." ძალიან მძიმედ მოსასმენია ეს სიტყვები, სწორედ ისეთი ადამიანისაგან, როგორიც ყველა დროის დიდი მეცნიერი აინშტაინია. მას არ შეიძლება უწოდოთ მკვდარი, რადგანაც მისმიერ აღმოჩენილი თეორია ამტკიცებს იმას, რასაც ღმერთის არსებობა ჰქვია.

***
ვდგავართ იმ ზღვარზე, როდესაც ადამიანებს აღარ მოუნდება ღრმა ცხოვრება და ფიქრის უნარი წაერთმევა საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ აღარ იქნება საზოგადოება,რადგანაც პიროვნების განადგურება დაწყებულია და მას სწორედ ასეთი ხელოვნური იდიოტიზმით ჩაანაცვლებენ! ადამიანი, ეს სიტყვა თავად ღვთის უსასრულო გონებაში აღმოცენდა, როგორც იტყვიან უმაღლეს გონში და გაიმართა ბჭობა: "ვქმნათ კაცი ხატად და მსგავსად" . უფალს არაფერზე გაუმართია ბჭობა, ყველაფერი ასე იქმნა: სთქვა უფალმა იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი.... აი, რთული არსება თავისი თავისუფლებით ადამიანი შეიქმნა და დაეუფლა დედამიწას, როგორც სამყაროს მეფე. ბოლოს შეიქმნა ადამიანი იმიტომ, რომ ის დალაგებულ სამყაროში შემოიყვანა უფალმა, როგორც მმართველი გონი ამ სამყაროსი. ჩვენ კი ისე დავედით ჯოჯოხეთამდე, რომ აინშტაინმა დროზე ადრე განჭვრიტა კაცობრიობის დაცემა და დაკნინება. განა ქრისტეს გარეშე ადამიანი იქნება სრულყოფილი? რა თქმა უნდა ვერ იქნება. ადამიანს ძალიან უნდა იქნას სრულყოფილი, მაგრამ სრულყოფილების გარკვეულ საზომს თავად ადამიანი უდებს. ეს საზომი არის ცისქვეშეთი, სადაც ამ წუთისოფლის მეუფე დემონია დაუფლებული. მარტო პატიოსნება, რომ აცხონებდეს ადამიანს, მაშინ სოფია რობოტის მსგავს პატიოსან "ადამიანს" დღეს სამყაროში ვერნახავთ, მაგრამ სოფია პატიოსანი თავისუფლებით კი არ არის, არამედ პროგრამირებით, რომელშიც შესაძლებელია პატიოსნებაც და უპატიოსნობაც ერთი დოზით შეიყვანო. მოკლედ გააკეთო ის რაც გინდა...მსგავსი ადამიანისა.

***
თავისუფლება და სიყვარული! ამისთვის იღწვის ადამიანი და შეუძლებელია, რომ თავისუფლების ფასი გაიგოს თუნდაც ცხოველმა, რომელსაც ინსტიქტი გააჩნია განსხვავებით სოფიასაგან. სოფიას ინსტიქტი კი არა აქვს, რადგანაც ის არ არის არც სხეული ხორციელი. სამწუხაროდ მას პარიკსაც არ აფარებენ თავზე. ალბათ, ამასაც გარკვეული მიზანი აქვს დაანახონ ადამიანებს, რომ უტვინოც შეიძლება გახდეს ტვინიკოსი. სამწუხაროა ეს, მაგრამ ასეა. ძაღლს ადამიანი აბამს, მაგრამ ყველაზე ერთგული ადამიანისა, მაინც ძაღლია, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეულ თავისუფლებას ართმევს ადამიანი. ისტიქტის დონეზე ძაღლი არის ერთგული და ეს მეტად დასაფასებელია და ჩვენ ადამიანები ამას ვაფასებთ და გვიყვარს ცხოველები, მაგრამ აი რობოტში, რა შეიძლება დააფასო? ის, რომ ის ანაცვლებს ადამიანს და ამბობს ანუ ათქმევინებენ, რომ მეც თქვენნაირი ვარ? არა ეს უბრალოდ დიდი დახვეწილი ცინიზმია, რომელიც შეიძლება ცინიზმად არ მიიღოს კაცობრიობის დიდმა ნაწილმა, თუმცა მაინც ცინიზმია მისი მსვლელობა იმ ქვეყანაში, სადაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა და სიყვარული და რაინდობა ტრადიციაა. სწორება ღმერთზე შევაჩეროთ, რათა ვიქმნათ მსგავსი მისი და არ დავემსგავსოთ სოფიას, რომელსაც ყური კი აქვს ესმის, მაგრამ პასუხი მისი ნაფიქრალი ნამდვილად არ არის. სიმართლე მწარეა. "აქა ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს"!
ბეჭდვაელფოსტა
27.07. 2018
Gaixaret mamao
Gaixaret mamao gagadzlierot ufalma
26.07. 2018
###
ერთი ძირითადი სიბრძნე კი დაგვიწყნია: რაც უფრო დიდხანს დააშტერდები სოფიას, უფრო კარგად დაშტერდები... ლექციები არ გვჭირდება, ღირებული თქვი რამე
სხვა სიახლეები
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat