"მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება"
"მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება"
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
- სრულიად უმწიკვლო ადამიანი;
- დიდოსტატთა შესანიშნავი შეგირდი და თავად ბეჯითი ოსტატი შეგირდთა მომდევნო თაობებისა;
- თვალსაჩინო მეცნიერი და მკვლევარი; ყველაზე უფრო ერთგული, თანმიმდევრული და წარმატებული მიმდევარი თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის სისხლის სამართლებრივი მეცნიერული სკოლისა;
- მგზნებარე პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე; დაუძინებელი მტერი უკეთურობისა და მასთან ხმალშემართული მებრძოლი;
- ქართული ენის ფხიზელი გუშაგი და მოჭირნახულე;
- მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურის შესანიშნავი მთარგმნელი;
- ერთგული და საამო მეგობარი, კოლეგა, ამხანაგი;
- სანიმუშო მეუღლე და ოჯახის მზრუნველი მამა.
ჯამში - ღირსეული პიროვნება, მოქალაქე და ნამდვილი პატრიოტი, მარტო სიტყვით კი არა, არამედ, რაც მთავარია - საქმით, - ასე ახასიათებენ მას კოლეგები და მეგობრები.

"კარიბჭის" რედაქცია ულოცავს ბატონ ოთარს სიუბილეო თარიღს. უსურვებს დღეგრძელობას, სიმხნევეს და სამეცნიერო მოღვაწეობის კვლავაც ენერგიულად გაგრძელებას, ქვეყნის საკეთილდღეოდ.

- ბატონო ოთარ, მინდია უგრეხელიძემ ,,დიდოსტატთა შესანიშნავი შეგირდი და თავად ბეჯითი ოსტატი" გიწოდათ. როგორ გაიხსენებდით თქვენს მასწავლებლებს, მეცნიერების კორიფეებს, რომელთაც ამაგი დასდეს ქართული სამართლის მეცნიერებას?
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამართლის განყოფილება პირველად გაიხსნა 1957 წელს. ამ განყოფილების გახსნა ქალბატონ თინათინ წერეთელს უკავშირდება. განყოფილებას თვითონ ქალბატონი თინათინი ხელმძღვანელობდა. მას გვერდში ედგა მეუღლე - ვლადიმერ მაყაშვილი, მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი მეცნიერი, სისხლის სამართლის სპეციალისტი.
ქალბატონმა თინათინმა თანდათანობით შემოიკრიბა ახალგაზრდა იურისტები, რომლებიც მეცნიერული მუშაობით იყვნენ დაინტერესებული. ასე მოვხვდით მე და მინდია უგრეხელიძე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში 1963 წლის სექტემბრიდან.

ინსტიტუტის სამართლის განყოფილებაში თინათინ წერეთლის მოწვევით, მუშაობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. ცოტა ხანში სამართლის განყოფილება გადაკეთდა სექტორად, სადაც შედიოდა სამართლის სხვადასხვა განყოფილებები (მაგ. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის განყოფილება, ქართული სამართლის ისტორიის განყოფილება, საერთაშორისო და სახელმწიფო სამართლის განყოფილება და ა.შ).
ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში დამხვდნენ ქართული სამართლის ისტორიის ცნობილი სპეციალისტები: დავით ფურცელაძე, გიორგი ნადარეიშვილი, აკადემიკოსი ისიდორე დოლიძე. საერთაშორისო სამართალში მუშაობდა გივი ჟვანია.

სამართლის სექტორს სათავეში ედგა ქალბატონი თინათინ წერეთელი, რომელიც ამ დროს მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილ მეცნიერად ითვლებოდა. ასევე ცნობილი მეცნიერი იყო (სისხლის სამართლის სპეციალისტი) ქალბატონ თინათინის მეუღლე ვლადიმერ მაყაშვილი.
როცა მე და მინდია უგრეხელიძე მივედით სამართლის სექტორში, იქ დაგვხვდნენ ახალი თაობის წარმომადგენლები, ქალბატონი თინათინის მოწაფეები: გიორგი ტყეშელიაძე, თამაზ შავგულიძე და ლამარა სურგულაძე.
უფროსი თაობის იურისტებისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- ისევ მინდია უგრეხელიძის სიტყვებს დავესესხები. თქვენზე წერს: "ყველაზე უფრო ერთგული, თანმიმდევრული და წარმატებული მიმდევარი თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის სისხლისსამართლებრივი მეცნიერული სკოლისა". ამ სკოლაზე გვიამბეთ.
- როცა სამეცნიერო მუშაობა დავიწყეთ, მსოფლიო იდეოლოგიურად ორად იყო გაყოფილი: ერთ მხარეს იყო საბჭოთა კავშირი, საბჭოური იდეოლოგია, მეორე მხარეს დასავლეთი (ევროპა), ბურჟუაზიული იდეოლოგია. მეცნიერი ვალდებული იყო, დაყრდნობოდა საბჭოურ იდეოლოგიას, რომელიც ეფუძნებოდა მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას. იყო საბჭოთა ცენზურა, რომელიც თვალყურს ადევნებდა არა მარტო პრესას, არამედ სამეცნიერო ნაშრომებსაც.
ამის კლასიკური ნიმუშია იურისტების დევნა 1930 წელს - რამდენიმე ქართველ იურისტს ბრალი დასდეს, რომ ისინი იზიარებდნენ დასავლურ იდეოლოგიას (იდეალიზმი).

მათ შორის ერთ-ერთი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ნანეიშვილი შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას - დახვრიტეს 1937 წელს.
ასეთ ვითარებაში ქალბატონ თინათინს როგორ უნდა განევითარებინა მეცნიერება, თუ დასავლეთ ევროპის მეცნიერთა მიღწევებს არ გაითვალისწინებდა და მარტო რუსულ აზროვნებას დაეყრდნობოდა.

მართალია, იდეოლოგიური წნეხი მეცნიერულ აზროვნებაზე მე-20 საუკუნის 50-იან წლების ბოლოდან ერთგვარად შესუსტდა, მაგრამ მდგომარეობა ამ დროისთვისაც რთული იყო. ქართული სისხლის სამართლებრივი სკოლის ჩამოყალიბებაში თინათინ წერეთელს ეს ერთგვარად ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც შესძლო, გერმანულ სისხლისსამართლებრივ აზროვნებაზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაეყარა ქართული სისხლისსამართლებრივი სკოლისთვის.

მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო მეცნიერული სკოლის დაფუძნებისთვის. ამისთვის საჭირო იყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ახალგაზრდა სპეციალისტების შემოყვანა, რომლებიც უკვე მიღწეულს აითვისებდნენ და განავითარებდნენ. ამ მხრივ ქალბატონმა თინათინმა ინსტიტუტში თავი მოუყარა ნიჭიერ ახალგაზრდობას. ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ქართული სისხლისსამართლებრივი სკოლა, რომელიც შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი და მის ფარგლებსაც გასცდა. ამ სკოლის სათავეში იდგნენ ქალბატონი თინათინ წერეთელი და ბატონი ვლადიმერ მაყაშვილი.

ქართული სისხლის სამართლებრივი სკოლის სახელთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ მოვლენას. 1982 წელს ჩატარდა საბჭოთა კავშირ-დასავლეთ გერმანიის საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართლის საკითხებზე. ამ კონფერენციის გამართვა დიდად საყურადღებო იმიტომ იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დასავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირთან "ცივი ომის" თვალსაზრისით დაპირისპირებული იყო. ქართველებისთვის ამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ ის ჩატარდა თბილისში. ეს უდიდესი ღონისძიება თბილისში იმიტომ გაიმართა, რომ ამით მოსკოვმა თავი მოიწონა და გერმანელებს აჩვენა, - არ ვჩაგრავთ რესპუბლიკებსო და ანახეს სამართლის განვითარების ქართული მოდელი. ეს კი თინათინ წერეთლის და ვლადიმერ მაყაშვილის დიდ დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა 1982 წელს ქალბატონი თინათინი უკვე გარდაცვლილი იყო.

- დღეს რა ვითარებაა ინსტიტუტში?
- მაშინდელი ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბებული, დღეს უკვე თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი დღესაც აგრძელებს დაწყებულ გზას, ცდილობს, არ გადაუხვიოს მას. ინსტიტუტს შეემატა ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები.
ახალი თაობა, რასაკვირველია, დღეს თავისუფალია იმ იდეოლოგიური წნეხისგან, რომელიც ჩემს თაობას ხელს უშლიდა მეცნიერულ მუშაობაში, მას თავისუფლად შეუძლია გავიდეს ევროპის ქვეყნებში და გაეცნოს მათ მეცნიერულ მიღწევებს. ჩვენი ახალგაზრდობა ამ შესაძლებლობებს კარგად იყენებს.

- თქვენი კოლეგები თქვენს სახელს უკავშირებენ აქტიურ რეფორმატორობას. ნოვაციებს (ქართული სამართლის განახლების სფეროში მიმდინარე პროცესების აქტიური შემოქმედი და თანამონაწილე ბრძანდებით). რას გულისხმობს ქართული სამართლის ევროპეიზაცია და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამართლის კულტურის ევროპულ დონემდე აყვანა და მის თარგზე გამოძერწვა?...

- არ შეიძლება სხვა ქვეყნის კანონმდებლობიდან (რაც შესაძლოა, იქ დიდ მიღწევად ითვლება) ყველაფერი ბრმად გადმოვიღოთ. "ევროპეიზაცია" არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც იქ მოწონებულია, ჩვენც მოვიწონოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ იქიდან ის, რაც ჩვენთვის გამოსადეგია და აქ კარგად იმუშავებს. დღეს ბევრი კამათია იმაზე, უნდა დავაკანონოთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ასეთი "ევროპეიზაცია".

- რა უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში, ევროპული სამართლის ნორმებისა თუ სტანდარტების დანერგვას. რამდენად აუცილებელია კვალიფიციური კადრების სიმრავლე ამ მიმართულებით და რა პრობლემებია დღეს ამ მხრივ?
- ევროპული სამართლის დანერგვა კი არ არის მთავარი, მთავარია, სჭირდება ის თუ არა საქართველოს, მოითხოვს თუ არა ამას საქართველოში შექმნილი მდგომარეობა.
დღეს საქართველოს კვალიფიციური კადრები არ აკლია, მთავარია, რა პირობებში უხდებათ მათ მუშაობა.

- გვიმბეთ ცოტა რამ ქართულ-გერმანულ სამართლის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობაზე. რამდენად ნაყოფიერია ეს კავშირები და სამეცნიერო კონტაქტები?

- განსაკუთრებით მე-20 საუკუნიდან, ქართველი ახალგაზრდობა გერმანულ სამართლებრივ აზროვნებას ეწაფებოდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქართული უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. თუმცა, უნივერსიტეტის დაარსების შემდეგაც ახალგაზრდობის ნაწილი მაინც გადიოდა გერმანიაში და სწავლობდა იქაურ უნივერსიტეტებში. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. თინათინ წერეთელს, რასაკვირველია, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, რადგან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღება ახალგაზრდებს აკრძალული ჰქონდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე გახლდით სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის მაქს პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და უცხოური სისხლის სამართლის ინსტიტუტში. ეს იყო ის პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის ამჟამინდელი მოქმედი კოდექსის პროექტი მუშავდებოდა. 1996-97 წლებში, ჩემს ორთვიან სამეცნიერო მივლინებას თვით გერმანული ინსტიტუტი აფინანსებდა. მახსოვს, წამოსვლის წინ ინსტიტუტის ადმინისტრაციაში დამიძახეს და მთხოვეს, წარმედგინა ინფორმაცია, თუ რა გავაკეთე ინსტიტუტში ჩემი ორთვიანი მივლინების დროს. მე ვუთხარი, რომ ვარ ჩემი სამშობლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემდგენელი სამთავრობო კომისიის წევრი. ამ ორი თვის განმალობაში მე ვმუშაობდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტზე, რომელსაც ჩავიტან თბილისში და წარვუდგენ სამთავრობო კომისიას. კმაყოფილები დარჩნენ.

დღეს თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები ხშირად სტუმრობენ გერმანულ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს.

- "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად", - ეს პრინციპი გასდევს თქვენს ორტომეულს "ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის". ასევე თქვენი წერილობით თუ ზეპირ სალექციო თემებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიის (და არა მხოლოდ) ადამიანის დგომა სამართლიანობის სადარაჯოზე?
- რუსთაველი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ევროპული სამართალი დღევანდელი გაგებით. იმ დროს ბერძნული ფილოსოფიური აზროვნება იყო წინ წამოწეული. გავიხსენოთ რუსთაველის სიტყვები: "პლატონისგან სწავლა-თქმულსა". სწორედ პლატონის ფილოსოფიას ეყრდნობოდა რუსთაველი, როცა ამბობდა: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად". აქ ორი აზრია გამოხატული: პირველი, ყოფილა ორგვარი სამართალი, უსამართლო და მეორე, - მართალი სამართალი. სამართალი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს კანონი. მაგრამ კანონი ყოველთვის არ გულისხმობს "მართალ სამართალს". ბევრი ამ საკითხში ვერ ერკვევა და ამიტომ ხშირად ისმის ასეთი გამოთქმა: "კანონის უზენაესობა", მაშინ როდესაც უნდა ითქვას - "სამართლიანი კანონის უზენაესობა". მხოლოდ სამართლიან კანონს, ნამდვილ სამართალს შეუძლია ააშენოს სახელმწიფო. სწორედ ამას გულისხმობდა რუსთაველიც. ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება. ერთმა ყოფილმა მოსამართლემ მიამბო: - მითხრეს, ვიღაც გეძებს, შენთან შეხვედრა სურსო. დავთანხმდი შეხვედრას. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი 8 წლის წინ გამისამართლებია. მოვიდა და მადლობა გადამიხადა.

ეს ფაქტი არ ამომდის მახსოვრობიდან. ყოველ ადამიანში შინაგანად არის ჩანერგილი სამართლიანობის გრძნობა. ამიტომ ადამიანს თუ სამართლიანად მოვექცევით, ის მადლიერი დაგვრჩება.
რასაკვირველია, ყოველი სამართლიანად დასჯილი საჯაროდ მადლობით არ მოგვიხსენიებს. უბრალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შინაგანად დარჩება კმაყოფილი.

მე ჩემს პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსთაველის ამ სიტყვებით ვხელმძღვანელობდი და ვხელმძღვანელობ. ყოველი ადამიანი თავის პროფესიას პატივს უნდა სცემდეს. მით უმეტეს, იურისტი, რომელიც თავის საქმიანობაში სამართლიანობის დაცვის ნიმუში უნდა იყოს. თუ იურისტი არ დაიცავს სამართალს, მით უმეტს, ვერ მოითხოვ სამართლის დაცვას არაიურისტისგან.

- თქვენ პუბლიცისტური ნაშრომი მიძღვენით ილიას - "ილია ჭავჭავაძე სამართლებრივი ნიჰილიზმის წინააღმდეგ". რა როლი მიუძღვის ილიას ქართული სამართლებრივი იდეის განვითარებაში?

- ილია ჭავჭავაძე განათლებით იურისტი იყო. კარგად იცოდა, რომ სამართალი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ცხოვრების განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს. არ იქნება სამართალი და არ იქნება სახელმწიფო. ამიტომ იგი, როგორც დიდი მამულიშვილი და დიდი ქართველი მოღვაწე, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში გაეცნობერებინა. ამის საუკეთესო ნიმუშია ილიას "ოთარაანთ ქვრივი". გავიხსენოთ ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: "რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, გუბერნატორამდე ვივლი" და ჩემს უფლებებს დავიცავო. ილიას პუბლიცისტური ნაშრომებიდან ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა "ცხოვრება და კანონი", რომელიც "ივერიაში" გამოქვეყნებული წერილების სერიის სათაურია. არ იქნება სამართალი და არ იქნება სახელმწიფო, დაასკვნის ილია. ეს იდეა დღესაც გადამწყვეტია ყოველი სახელმწიფოს და, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

- დღეს ბევრი ახალგაზრდა ირჩევს იურისტის პროფესიას. არაერთ თაობას გაუვლია თქვენს ხელში... რას ეტყოდით თანამედროვე ახალგაზრდებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ეპოქა, ახალგაზრდობა. რას ურჩევდით მათ?
- დღეს ბევრი ახალგაზრდა იღებს იურიდიულ განათლებას. თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს ამ პროფესიის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. განსაკუთრებით ითქმის ეს დღევანდელ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ ყველა ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა, ყოველნაირად უნდა ეცადოს, თავისი სამართლებრივი განათლება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის გამოიყენოს.

- დაბოლოს, სიკეთის და მაღალზნეობრივი ღირებულებების რწმენა რამდენად ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში. და პირადად თქვენ?
- ქართველს უთქვამს, "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება". ამ ბრძნულ გამონათქვამში საწინააღმდეგო აზრიც იგულისხმება. ვინც ცუდად მოიქცევა, ეს ცუდი ქცევაც მას წინ დახვდება. დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ მისი ჩადენილი ბოროტება, ყოველი ცუდი ქცევა არ შერჩება და ის აუცილებლად დაისჯება.
ეს რწმენა ყველას ეხმარება ცხოვრებაში, თუ, რასაკვირველია, ის მას მოიხმარს და ცუდს არ ჩაიდენს. მათ შორის, რასაკვირველია, არც მე ვარ გამონაკლისი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat