ადგილი, სადაც ტრიალებს ეროვნული სული
ადგილი, სადაც ტრიალებს ეროვნული სული
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა! განსაკუთრებით ჩვენს დროში, მასწავლებელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი მოვალენი არიან, მონახონ გზა, ახალ თაობამდე მიიტანონ ღვთისა და მამულის შესახებ ცოდნა. დაე, მათ დათესონ მარცვალი. თუ ვერ მოესწრებიან მის აღმოცენებას, არა უჭირს! უკვალოდ არაფერი იკარგება - დრო მოვა და თესლი აღორძინდება.

თბილისის სასულიერო აკადემიის გახსნიდან თითქმის ოცდაათი წელი გავიდა, არაერთი შესანიშნავი პედაგოგი, უბადლო მეცნიერი და ჭეშმარიტი მამულიშვილი მოღვაწეობს ამ კედლებში. ახალგაზრდა პედაგოგთაგან ბევრი ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულია.

ჩვენი სტუმარი გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან მამასახლისი, რომელიც სასულიერო აკადემიის სტუდენტებს ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს უკითხავს. ქეთევანი უდიდესი მადლიერების გრძნობით იხსენებს იმ მასწავლებლებს, რომელთაც კეთილისმყოფელი კვალი დატოვეს მის ცხოვრებაში. იმ ფასდაუდებელი ამაგის სანაცვლოდ კი ცდილობს, ნამემკვიდრალი ცოდნა, სამშობლოს, მოყვასის სიყვარული, საუკეთესო ადამიანური თვისებები, ახლა მომავალ თაობას გაუზიაროს. ქეთევანი სამეცნიერო მუშაობასაც ეწევა.

- მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეტადრე ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო ის ადგილი, სადაც ტრიალებდა ეროვნული სული, შეზრდილი ქრისტიანულ მსოფლხედველობასთან. ამ კედლებში ვისმენდი აწ განსვენებული ზვიად გამსახურდიას, სოლომონ ხუციშვილის, აკაკი ბაქრაძის, თეიმურაზ მაღლაფერიძის ლექციებს, რომლებიც დღესაც მაფიქრებს იმაზე, თუ რანი ვიყავით და რანი ვართ. აქ ისახებოდა ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნების, თვითმყოფადობისა და მეობის შენარჩუნების გზები.

შეუფასებელია ის ამაგი, რომელიც დამდეს ჩემმა მასწავლებლებმა: გრივერ ფარულავამ, ლეილა გეგუჩაძემ, რევაზ სირაძემ, ჯუმბერ ჭუმბურიძემ, ზურაბ ჭუმბურიძემ, ლელი ბარამიძემ... აქ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის შესწავლა იწყებოდა "სახარებითა" და "დავითნით" და იმ შეგნებით, რომ "ჩვეულებისამებრ მამულისა გზაზე სლვა" გულისხმობდა ქრისტიანობის "ფრთეთა ქვეშე" ყოფნას და რომ ეს იყო ის საიდუმლოება, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

1994 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სასულიერო აკადემიაში განვაგრძე სწავლა. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა: რწმენისა და ცოდნის გაღრმავების სურვილმა. იმავე წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტის ასპირანტურაში ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის განხრით. სასულიერო აკადემიაში გატარებული ხუთი წელი დამეხმარა არა მხოლოდ რწმენის განმტკიცებაში, არამედ ცოდნის იმგვარ გაღრმავებაში, რასაც მხოლოდ უნივერსიტეტი ვერ მომცემდა.

ჩვენმა სულიერმა მამებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაგვანახვეს ის ძირი, რამაც მდიდარი ქართული აგიოგრაფიული მწერლობა შვა. დაგვანახვეს, რომ ჭეშმარიტი ცოდნა რწმენის დაუნჯებას გულისხმობს, განათლებული ადამიანი კი, უპირველეს ყოვლისა, რწმენასთან ზიარებულს, უფალთან ახლოს მყოფს.

- რამდენად საპატიოა შენთვის სასულიერო აკადემიის პედაგოგობა?

- სასულიერო აკადემიაში სწავლა და პედაგოგიური საქმიანობა ღვთის იმგვარი საჩუქარი იყო, რომელიც ხშირად ადამიანებს დაუმსახურებლად გვეძლევა. ჩვენი სასწავლებელი კი ყოველთვის იყო და არის ის კერა, რომელიც ჩვენი ერის კეთილი მომავლის ინტერესებს ემსახურება. მეტადრე მაშინ, როცა მისი რექტორი გახლდათ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მისი ყოველი შეხვედრა და საუბარი სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ზრუნვა მათზე, უფრო მეტი იმედითა და რწმენით გვავსებდა.

დღეს სასულიერო აკადემია არის ის ადგილი, სადაც ტრიალებს ეროვნული სული, უფლის სიყვარულთან შენივთებული. მან იმემკვიდრა ის ტრადიციები, რასაც ყოველთვის ატარებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

- როგორც ვიცი, სადისერტაციო თემად აირჩიე პალადი ჰელენოპოლელის ნაშრომი "ლავსაიკონი". მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნებოდა ორიოდე სიტყვით განგემარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თხზულება და სულიერი თვალსაზრისით რა შეგძინა მასზე მუშაობამ?

- ამ ნაშრომის შერჩევაში დამეხმარა პროფესორი ედიშერ ჭელიძე - სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე; ხელნაწერის ბერძნული დედნის ერთ-ერთი უძველესი რედაქციის მოძიებაში კი - მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.Dდიდად მადლიერი ვარ ამ ადამიანებისა.

"ლავსაიკონი" გახლავთ ერთ-ერთი უადრესი ნიმუში ბერ-მონაზვნური ცხოვრებისა, რომლის აკვანიც ეგვიპტეში დაირწა. თხზულების ავტორი, პალადი ჰელენოპოლელი კი პირველი ისტორიკოსი და შემსწრე იმ ამბებისა, რომლებსაც ასე დამაჯერებლად აღწერს. ამ თხზულებაში ვეცნობით დიდი ასკეტი მამების - იოანე ოქროპირის, მაკარი მეგვიპტელის, მოსე შავის და სხვათა ცხოვრების მაღალი სულიერებით აღბეჭდილ ეპიზოდებს. თხზულება ქართულ ენაზე მონასტრის სულიერი წინამძღოლის ეფრემ მცირის მიერაა თარგმნილი.

XII საუკუნის ეტრატზე (A-143) მუშაობისას გავეცანი, თუ როგორ იუნჯებენ ზესთასოფლის საუნჯეს ცხოვრების "იწრო გზაზე" სვლით წმინდა მამა-დედანი; როგორ დაითმენენ ამსოფლურ განსაცდელებს და მასზე ამაღლებით როგორ აღწევენ განღმრთობას. თხზულებაზე მუშაობამ დამანახვა, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ამ გზისკენ უნდა ისწრაფვოდეს.

მართლმადიდებელი ეკლესია "ლავსაიკონის" დიდ ღირსებებს იმითაც ადასტურებს, რომ უძველესი დროიდანვე მის მიერ წესად არის დადგენილი საკითხავები. მთელი დიდი მარხვის განმავლობაში, გარდა შაბათ-კვირისა, ცისკრის ლოცვაზე, ოთხ სავალდებულო საკითხავთაგან ორი "ლავსაიკონიდან" არის გადმოღებული.

გამოსაცემად მოვამზადე "ლავსაიკონის" ძველი ქართული თარგმანის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი ლექსიკონითურთ, რომელსაც დართული აქვს თანამედროვე ქართულ ენაზე შესრულებული პარალელური თარგმანი.

- როგორი ახალგაზრდობა მოდის, რა ინტერესები აქვთ, რა კითხვები უჩნდებათ და რამდენად ნაყოფიერია შენთვის მათთან ურთიერთობა?

- ძალიან მიყვარს სტუდენტები და მათთან ვმეგობრობ, თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც. არიან მეტ-ნაკლებად ნიჭიერები, ბეჯითები, ზარმაცები, როგორც, საზოგადოდ, ყველა სტუდენტი. ხშირად მიზიარებენ თავიანთ განცდებს. ჩვენი საგნის სპეციფიკაც ისეთია, რომ ადამიანის გულის გახსნას ემსახურება. სტუდენტებთან ურთიერთობა ბევრ რამეს მასწავლის და ბევრ რამეზე მაფიქრებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სასწავლებელში სწავლის სურვილი ახალგაზრდის სულის სიფაქიზესა და მშვენიერებაზე მიუთითებს. ასეთ სულებთან ურთიერთობას კი მოფრთხილება ესაჭიროება.

სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა წიგნს დაშორდა. ამგვარ სენს ვერც ჩვენი სტუდენტობა ასცდა. ეს, გარკვეულწილად, კომპიუტერზე მიჯაჭვულობამ და მატერიალურმა სიდუხჭირემაც განაპირობა. მომძლავრდა პრაგმატიზმი და, შესაბამისად, პრაგმატული აზროვნება. ახალგაზრდობას ვურჩევ, დაუბრუნდეს წიგნს. მათ წინ ელოდებათ სწორი გეზის მაჩვენებელი, თვითშემეცნების გზით უფალთან მიმყვანებელი მეგზური, რათა უმისოდ, დავით გურამიშვილის თქმისა არ იყოს, "ვით რემა, ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადავო".

- ვინ არის შენი სულიერი მოძღვარი და რა როლს ასრულებს იგი შენს ცხოვრებაში? საზოგადოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მოძღვართან ურთიერთობა, მისი რჩევა-დარიგებების გათვალისწინება?

- სულიერი მოძღვარი არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც უფალი თავის კეთილ ნებას გვაუწყებს. ის მკურნალია, რომელსაც, ღვთის მადლით, ძალუძს ჩვენი სულის ურთულეს ლაბირინთებს ჩასწვდეს და ფიზიკური თვალისთვის უხილავი უფსკრულიდან სწორ გზაზე გაგვიყვანოს.

ჩემი სულიერი მოძღვარია დეკანოზი დავით ნოზაძე (საბურთალოს ამაღლების ტაძრის წინამძღვარი). ის ჩემი კეთილი მრჩეველი, ყოველთვის ჩემი ტკივილისა თუ სიხარულის გამზიარებელია.

- ქართული ლიტერატურა სასულიერო მწერლობიდან (ჰაგიოგრაფიიდან) იღებს დასაბამს. რამდენად მოჩანს თანამედროვე ქართულ ნაწარმოებებში ის უმაღლესი ზნეობრივ-ესთეტიკური ფასეულობები, რომლებიც ოდითგანვე ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო ჩვენი ლიტერატურისთვის?

- ვფიქრობ, ლიტერატურული ნაწარმოების საზომი ყოველთვის იყო, არის და იქნება ის ზნეობრივ-ესთეტიკური ღირებულებები, რომლითაც ასე მდიდარია ქართული კლასიკური მწერლობა. რადგანაც ეკლესია და ღვთაებრივი სიბრძნე არის ის ერთადერთი ბურჯი, რაზეც დაფუძნებულია ქართველი ერის არსებობა, თვითმყოფადობა და კულტურა.

- რას უსურვებთ ჩვენს ახალგაზრდობას?

- უყვარდეთ, სწამდეთ, სჯეროდეთ, ზრუნავდნენ, ფიქრობდნენ, სწავლობდნენ და აშენებდნენ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat