დიმიტრი უზნაძე მთელი ცხოვრება ამ სიბნელეს ებრძოდა
დიმიტრი უზნაძე მთელი ცხოვრება ამ სიბნელეს ებრძოდა
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს , დიმიტრი უზნაძეს, წელს 120 წელი შეუსრულდებოდა. ქართველ ფსიქოლოგებს არაერთხელ უთქვამთ: მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, დღითიდღე პროგრესს განიცდის, ზოგიერთი თეორია ძველდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლა ინგრევა, დიმიტრი უზნაძის მოძღვრება და, განსაკუთრებით, დიდი მეცნიერის მიერ ექსპერიმენტულად დადგენილი ე.წ. "განწყობის თეორია" კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაში.

დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგში (გერმანია) - სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1909 წელს.

უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე ფსიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლაიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.

1909 წელს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე "ვ. სოლოვიოვი - მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა".

1909 წელს დიმიტრი უზნაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1909-1918 წლებში უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი და მეცნიერული მოღვაწეობა გააჩაღა ქუთაისში.

1917 წელს დიმიტრი უზნაძე თბილისში გადმოვიდა და მხარში ამოუდგა ივანე ჯავახიშვილს ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1918 წელს მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის გამგე იყო გარდაცვალებამდე (1950 წ). 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, 1917-1919 წლებში კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს".

1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე.

დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანი იყო.

იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემები. ასევე წარმატებით იკვლევდა ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს. უზნაძე იყო საქართველოში შრომის ფსიქოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.

უზნაძემ შეისწავლა ფენომენი (ე. წ. "უზნაძის ეფექტი"), რომელიც საფუძვლად უდევს განწყობის ექსპერიმენტულ მეთოდს. უზნაძისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების გამოკვლევების შედეგად, განწყობის "მცირე თეორია" (რომელშიც განწყობის, როგორც ფსიქიკური ფენომენის, თავისებურებებს შეისწავლიდნენ) გადაიქცა განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ "დიდ" თეორიად, რომელიც ადამიანის აქტივობის ძირითად ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს შეისწავლის.

დიმიტრი უზნაძემ შექმნა არაერთი სახელმძღვანელო: "ექსპერიმენტული საფუძვლები" (1925), "ზოგადი ფსიქოლოგია" (1940), "ბავშვის ფსიქოლოგია" (1947) და სხვ., რომლებზეც ქართველ ფსიქოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური აზრის გაღრმავება-განვითარებაში. მისი მონოგრაფიული გამოკვლევა "ანრი ბერგსონი" (თბ. 1920 წ.) უახლესი დროის ქართული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

დ. უზნაძეს ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები: "ნ. ბარათაშვილის ლირის მოტივები", "ნ. ბარათაშვილის შემოქმედების განვითარება", "განდგომილობის პრობლემა ი. ჭავჭავაძის "განდეგილში" და სხვა. ეს ნაშრომები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ფილოსოფიური პოზიციიდან განხილვის ერთ-ერთ პირველ და წარმატებულ ცდას.

უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.

დიმიტრი უზნაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა განწყობის ფსიქოლოგიის შექმნამ. ამ თეორიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი მეცნიერები. იმართება განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები და სიმპოზიუმები. 1966 წელს, ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე, გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ჰ. ფრესმა განაცხადა, რომ განწყობის პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და აღნიშნა ის დიდი წვლილი, რაც ამ პრობლემის დამუშავებაში ქართველმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს.

დ. უზნაძის თეორიის მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე მეტყველებს 1979 წელს თბილისში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე "არაცნობიერი", რომელიც პროფესორ აპოლონ შეროზიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარდა. სიმპოზიუმზე ცენტრალური ადგილი დაეთმო დ. უზნაძის განწყობის თეორიას. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები.

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 9 ოქტომბერს. დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე. 1986 გადმოასვენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში.

მწერალ ოთარ ჩხეიძის რომანში "ბურუსი", აღწერილია, თუ როგორ ებრძოდნენ დიმიტრი უზნაძის თეორიას კომუნისტურ პერიოდში.

ლადო გუდიაშვილმა თბილისის უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უზნაძე ფერწერულად გამოსახა, როგორც აბჯროსანი რაინდი, თანაც ეს ნახატი მან შასრულა 1945 წელს... იმხანად უზნაძის მოღვაწეობა მართლაც რაინდობის ტოლფასი იყო... ამ პორტრეტში მთავარი ის არ არის, რომ უზნაძე მარცხენა ხელით წიგნს ეყრდნობა, არც შუასაუკუნეების რაინდის კოსტიუმია მთავარი... ყველაზე მნიშვნელოვანი ფონია - მუქი ფარდები, ჩაბნელებული და მოღუშული გარემო, რომელშიც გუდიაშვილმა დიდი მეცნიერი "მოათავსა"... დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი ცხოვრება ამ სიბნელეს ებრძოდა (ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
16.01.2014
წერილი ეძღვნება ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ისტორიკოსის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ ცაცა ჩხარტიშვილის ხსოვნას. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat