მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება ფეთქავდეს
მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება ფეთქავდეს
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას , სკოლისა და მასწავლებლის დანიშნულების საკითხს; "მოგვეცით მართალი სკოლა, ქართული სულის და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი!" - წერდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც, სხვათა შორის, თავისი თანამედროვე სკოლის მთავარ ნაკლად ცოდნისა და ზნეობის გათიშვას, მოზარდთა მხოლოდ გონების "გამდიდრებით" დაინტერესებას და სულიერების უგულებელყოფას მიიჩნევდა.

დღეს საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული სკოლა? როგორი პიროვნება უნდა აღზარდოს მან? როგორი უნდა იყოს განათლების ხარისხი? როგორი სულიერი საზრდო და ღირებულებები უნდა მისცეს თანამედროვე განათლების სისტემამ მოზარდ თაობას? საფიქრალი ბევრია. ბევრია გასაკეთებელიც...

ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის #180 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ირინე ტაბატაძე.

- ქალბატონო ირინე, თქვენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ბრძანდებით. ქართული ლიტერატურა კი ქართული სულის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. როგორია მისი მიმართება ქრისტიანობასთან და საერთოდ, ზნეობრიობასთან?

- დღეს ჩვენი საზოგადოება მეტად დამაფიქრებელ, მეტიც, შემაშფოთებელ ძვრებს განიცდის ეროვნული ცნობიერების მიერ დაგროვებული ფასეულობების შენარჩუნების მხრივ. თვალის გადავლებითაც კი ჩანს, რომ ქართული ეროვნული გონი სერიოზული გამოცდის წინაშე დამდგარა, როგორც საკაცობრიო ცხოვრების ზემოქმედების მხრივ, ისე თვით მის შიგნით მიმდინარე საკმაოდ შემაშფოთებელი პროცესების წყალობით, როცა საკმაოდ მიახლოებული ვართ თიკანთა და კრავთა, ხორბლისა და ღვარძლის განყოფის პერიოდს, განუზომლად მნიშვნელოვნად მეჩვენება მშობლიური ლიტერატურის ღირებულებებისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, იმ დაფარულ (ყოველ შემთხვევაში, ჯერ გამოუყენებელ) საშუალებათა ამოქმედება, რასაც ეს საგანი ფლობს. წმინდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ დიდი ილია წერდა, რომ იგი "მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა". ეს ხომ იგივე გულისა დ გონების, რაციონალურისა და ემოციურის შერწყმაა, რაც მშობლიურ ლიტერატურას ხელეწიფება, თანაც მისი უპირველესი ხიბლია.

- გზა, რომელსაც შეუძლია მეტად უმტკივნეულოდ, მშვიდად და ადვილად დაუბრუნოს მოზარდი გენეტიკურ ფესვებს, მშობლიურმა ლიტერატურამ იცის. ეს გზა მის სულიერებაში მდგომარეობს. გთხოვთ, გვესაუბროთ ლიტერატურის როლზე ბავშვის სულიერი ფორმირების პროცესში...

- აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ V საუკუნიდან მოყოლებული, XX-ის ჩათვლით, ქართული ლიტერატურა თავისი არსით, სულით, ქრისტიანული, მართლმადიდებლურია, არა აქვს მნიშვნელობა იმას, აგიოგრაფი მწერლის თხზულებას ვკითხულობთ რომელიმე ქრისტიანი მოწამის შესახებ, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშს, თუ გაგანია საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში შექმნილ თხზულებას. კრიტიკოსმა აკაკი ბაქრაძემ დიდებულად შენიშნა, რომ ქართულ მწერლობას მისი ისტორიის განმავლობაში მსჭვალავს მოყვასის ქრისტიანული სიყვარულის, მარადიული ზნეობრივი კატეგორიების: ერთგულების, კაცთმოყვარეობის, სათნოების სულისკვეთება. დღეს, საყოველთაო გულგრილობისა და ინდიფერენტულობის ეპოქაში, ეგოცენტრული ხედვის უსაშველოდ გაძლიერების პირობებში სწორედ ამას უნდა ჩავეჭიდოთ, ამას უნდა დავეყრდნოთ მოზარდის სულიერი ფორმირების პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის. თუკი პედაგოგი მწერალზე ან მის ნაწარმოებზე საუბრისას ყურადღებას გაამახვილებს იმ ზნეობრივ, სულიერ სწავლებებზე, რაც ფარულად თუ ღიად აქვს მწერალს ჩადებული, წინ წამოსწევს მათ, იმის წყალობით, რომ საქმე გვაქვს ცოცხალ, დამაჯერებელ სახესთან, დიდი ექსპრესიული მუხტის მქონე ნაწარმოებთან, ზემოქმედება იქნება სასურველი. შეგვიძლია რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი მოვიყვანოთ. როცა V საუკუნის ძეგლს, "შუშანიკის წამებას" ვაცნობთ ბავშვს, რა გვიშლის ხელს, რომ წმინდანის მოწამებრივი ღვაწლის კვალდაკვალ ყურადღება გავამახვილოთ მისი მაზლის, ჯოჯიკის, სახეზე. ერისკაცი ჯოჯიკი როგორ შესაშურ თავმდაბლობას იჩენს, როცა მოწამე რძალს ევედრება, ითხოვე, რათა უფალმა ,,მომიტევეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი - და ნუ მოიხსენებ მედგრობათა ჩემთა". მაგალითის ძალა ყველას მოეხსენება. ჯოჯიკი ვარსქენის კარზე დატრიალებულ დრამაში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე, ის კი ცოდვილად თვლის თავს და პატიებას ითხოვს. ეს ხომ შესანიშნავი ზნეობრივი ნიმუშია. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გავიხსენოთ. წმინდანის ღვაწლის ხაზგასმა და მისი იდეალად დასახვა თუ "მოძველებული" და "გაცვეთილია" ვინმესთვის, ერისკაცი გაბრიელი გავიხსენოთ, მისი სულიერი მზაობა, მხარში დაუდგეს "ზეცისა კაცს". "ჩვენ თანა არს ხორციელი კეთილი, და თქვენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესენი შევზავნეთ ურთიერთას". ღრმა რწმენასთან ერთად ეს სიტყვები მოქალაქეობრივი შეგნების გამოხატულებაცაა. დიდაზნაური ღვთისკაცს სთავაზობს სულიერი და ხორციელი "სიკეთე" შევაზავოთ ერთმანეთს, რათა ეკლესია გავაძლიეროთო. არ არის ეს განა უდიდესი მაგალითი უფლისა და ქვეყნის წინაშე ერისკაცის მოვალეობის გაგებისა? მით უფრო, რომ თუ გავიხსენებთ, ეს ამბავი IX საუკუნეში არაბობის შედეგად აოხრებულ ტაო-კლარჯეთში ხდება. მჯერა, რომ წმინდა გრიგოლის ღვაწლზე არანაკლებ ღირებული იქნება თანამედროვე მოსწავლისათვის, როგორც ზნეობრივი მაგალითი, იმის გაგება, თუ როგორ ედგნენ ერისკაცები მხარში საერო და სასულიერო საქმეს. თუ ვიფიქრებთ, სასულიერო მწერლობა სულიერი ზრდის გარდა, აბა, რას უნდა შეგვაგონებდესო, არანაკლები სიუხვით შეიძლება მაგალითების მოხმობა საერო ლიტერატურიდანაც. "ვეფხისტყაოსანი" ამ მხრივ მთელი ქრესტომათია, ცალკე საუბრის თემაა, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებდი მხოლოდ იმ თემაზე, რომ პოემის არაქართველი პერსონაჟები ტიპური ქრისტიანული მორალის მატარებლები არიან. მაგ: თინათინისათვის უფალი აბსოლუტური სიკეთეა; "რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა, ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა", - ეუბნება იგი მამას. "ყოვლისათვის ტკბილად მხედი" უფალი ავთანდილისათვის ის ძალაა, "ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად". მან ძალიან კარგად იცის, რომ "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების". ვინ იცის, რამდენი ასეთი საღვთისმეტყველო სიბრძნე მიმობნეულა ჩვენს გენიალურ პოემაში, რომელთა მინიშნება და ხაზგასმა ქრისტიანულ მორალთან ზიარებას ნიშნავს. ამ მხრივ ხომ დავით გურამიშვილი ამოუწყველი მადანია. მის მისტიკურ ხილვებსა და ქრისტიანულ იგავ-სიმბოლოებს რომ შევეშვათ, რომლებიც პირდაპირ, ერთმნიშვნელოვნად "დევს" სახელმძღვანელოში და ავტორთა კოლექტივის წყალობით დიდებულად არის დაშიფრული, რა მრავლისმომცემია პოეტის დიდაქტიკური შეხედულებები, თუნდაც:

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო".

"შეიცან თავი შენი", პიროვნების ფორმირების უპირველესი პირობა, თურმე დროთა კავშირების უწყვეტობითაა განპირობებული. თუ არ იცი ისტორია, წარსული ("სიდამ მოსულა"), ვერ დააფიქსირებ, "ვინ არის" ადამიანი, ანუ დღეს რას წარმოადგენს, ამ ორის გარეშე კი როგორღა განსაზღვრავ მომავალს? მითხარით, რომელ საყოველთაოდ აღიარებულ ფსიქოლოგთან გინახავთ ამაზე ნათლად და მარტივად მოწოდებული სწავლის აუცილებლობის აზრი? ხოლო "შეიცან თავი შენი", ადამიანის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების ქვაკუთხედია.

XIX საუკუნის ლიტერატურაზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ დამეთანხმოთ: სულიერების ძიების პროცესი მსჭვალავს მთელ ახალ ქართულ ლიტერატურას. თუ გრიგოლ ორბელიანის პოეზიის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სწავლებები ეროვნული სატკივრის უკეთ შეგრძნებაში ეხმარება მკითხველს. ვთქვათ ასე: "ვემსგავსეთ ცხოვარს, რომელსაცა მწყემსი არ უვის", ნიკოლოზ ბარათაშვილის შინაგანი გაორება, რეალობის მტკივნეული აღქმა უნდა შევაფასოთ, როგორც ღმერთთან მყოფობის იდეის უარმყოფელის, არსებულით დაუკმაყოფილებელის მუდმივი ძიების, სულიერი ბრძოლის, კონფლიქტის გამოვლინება. თუ "მერანი", "სული ობოლი", "სულო ბოროტო" და კიდევ სხვა ამ კუთხით არ გავაშუქეთ, ნამდვილად ბევრს დაკარგავს ლექსიცა და ჩვენმიერი აღქმაც.

XIX საუკუნის მორალისტთა ბრძოლის საგანი, პირველ რიგში, ადამიანი იყო, ის "ახალი ქართველი", რომელიც "კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედს" თავს დააღწევდა და იმ ფესვებს დაუბრუნდებოდა, ისტორიულ ქართველს რომ კვებავდა და რომელიც მარადიული ქრისტიანული დოგმებით გამოიხატებოდა: "ჩვენს" ლუარსაბს ილიამ ხომ სწორედ ის დაუწუნა, სწორად არ ცხოვრობ, რაკი მთავარი დაგვიწყებია, "ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულო" და იქვე ასწავლა, როგორ დაეძლია ის უამრავი ნაკლი, რამაც იგი ზოგადქართველი ავთანდილიდან თართსა და ბოზბაშზე მეოცნებე თავადად აქცია. ამ მხრივ აკაკიც ილიას ხმალამოღებული თანამებრძოლი იყო და ვაჟაც, "ბალახი ვიყო სათიბი, მე არა მწადია ცელობაო", - ქრისტიანულ თვითშეწირვას რომ შეგვაგონებდა. თუკი ვიტყვით, თერგდალეულებმა და მათმა სულიერმა მემკვიდრეებმა შეძლეს ქართველი ერის გამოფხიზლება და მისი სულიერი გამოკვებაო, "საკვებში" ქრისტიანული ზნეობის ელემენტების ამგვარი უხვი "მიმობნევის" წყალობით შეძლეს სწორედ.

ეს ჯაჭვი არც XX საუკუნეში გაწყვეტილა, თუმც ჯერ ევროპული მოდერნიზმის შემოჭრა და ქართული სააზროვნო სივრცის დაკავება, შემდეგ საბჭოთა იდეოლოგიის გაბატონება ამ მხრივ სულაც არ იყო სასურველი ნიადაგი. გალაკტიონი გავიხსენოთ, მუდმივ მშფოთვარე, მაძიებელი. თუ ვინმე იტყვის, მისი ლირიკული შედევრი "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ხომ რწმენადამსხვრეული ადამიანის აღსარებააო, დიახ, ასეა, ოღონდ აქვე დავამატებ: ლექსის ტრაგიკულ სულსაც სწორედ ეს განაპირობებს. თუ რაიმე იდეა ამოძრავებდა გალაკტიონს ამ ლექსის შექმნისას, უპირველესი, გვჯერა, ეს იყო: რა ძნელია, რა მკტივნეულია რწმენის დაკარგვა, როგორი მძიმეა ხვედრი რწმენადაკარგული კაცისა. "განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება" - რა შემზარავი აღსარებაა! ჩემს ბავშვებს სწორედ ამგვარად ესმით ეს სტრიქონები და მჯერა, პოეტის ჩანაფიქრიც ეს იყო. თუკი გალაკტიონი გვინდა ბავშვს ვასწავლოთ, ხომ ამას და ასეთ ლექსებს მივმართავთ და არა - "კოლექტივო, მხარი მხარს, გული - გულს" ან სხვა ხელოვანთა უამრავ ამგვარ ერზაც-ლიტერატურას (აკ. ბაქრაძე).

მე მკვლევარი არ ვარ და არც პრეტენზია მაქვს ვინმეს წინაშე ვამტკიცო, რაიმე ჭეშმარიტება აღმოვაჩინე-მეთქი. ის, რასაც მე ვფიქრობ, ალბათ, მრავლისთვის აქამდე ბევრჯერ ნაფიქრი და განსჯილია. უბრალოდ, შევეცადე ნათლად წარმომეჩინა, სულიერი შიმშილის პირობებში უდაბნოს მანანა ჩვენ უკვე რომ გვაქვს და უფალს მორიგ ულუფას არ უნდა ვთხოვდეთ. უბრალოდ, მართებულად გაზომ-აწონა უნდა შევძლოთ. ხომ ძველისძველია სწავლების ის ასპექტი, რაც შემოგთავაზეთ, იგი არაჩვეულებრივად ადვილად და ბუნებრივად ესადაგება თანამედროვე, ულტრაპროგრესულად მიჩნეულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასეთი აჟიოტაჟითა და აღფრთოვანებით რომ ავიტაცეთ. ამ მხრივ მათი უნივერსალიზმი მართლაც მომგებიანია: თუ ლიტერატურის სწავლებას იდეად წავუმძღვარეთ მოსწავლის სულიერი ამაღლების, გამდიდრების აზრი, მისი განხორციელების საშუალებად, გნებავთ, ბლუმის ტაქსონომია გამოვიყენოთ და გნებავთ - მასლოუს შკალა, ამ მხრივ არჩევანში ხომ სრულიად თავისუფლები ვართ. მთავარია, იდეა გადავარჩინოთ, ვაცოცხლოთ, რათა მომავლის ქართველშიც სულიერება და ეროვნულობა თანაბარი ძალით ფეთქავდეს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat