არ გადაშენდება ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა!..
არ გადაშენდება ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა!..
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში. დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება - თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც, შეიძინა ხანგრძლივი გონებრივი შრომის უნარი.

1906 წელს ივანე ბერიტაშვილმა სიმწიფის ატესტატზე ჩააბარა გამოცდები და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, სადაც უმალ მიიპყრო პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით. მესამე კურსზე დაიწყო ექსპერიმენტული მუშაობა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორ ნიკოლაი ვედენსკის ხელმძღვანელობით რეფლექსურ მოძრაობათა ზურგის ტვინის კოორდინაციის პრობლემაზე; ეს მისი პირველი შრომა იყო, რომელიც გამოქვეყნდა 1910 წელს, "სანქტ-პეტერბურგის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების შრომებში".

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვედენსკიმ იგი დატოვა კათედრაზე და მიავლინა ქალაქ ყაზანში ა. სამოილოვთან, სიმიანი გალვანომეტრით ბიოდენების აღრიცხვის მეთოდიკის ასათვისებლად და ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდია) რ. მაგნუსთან, თბილსისხლიან ცხოველებზე მუშაობის მეთოდების შესასწავლად.

1915 წელს ივანე ბერიტაშვილი გადადის ოდესის უნივერსიტეტში, სადაც პრივატ-დოცენტის წოდებით იწყებს კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალური კურსის კითხვას. იკვლევს დაცვით პირობით რეფლექსებს. 1919 წელს ბერიტაშვილი მიიწვიეს თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში და აირჩიეს პროფესორად ფიზიოლოგიაში. იმ დროს იქ არ იყო ელემენტარული პირობები არა თუ ექსპერიმენტული მუშაობისა, არამედ სწავლებისაც კი.

ივანე ბერიტაშვილმა მცირე დროში მოახერხა მოემზადებინა ნაციონალური კადრები კვლევითი და პედაგოგიური მუშაობისათვის. თანამშრომლებთან ერთად მან დაიწყო, ერთი მხრივ, კუნთის შეკუმშვის უნარის, ხოლო მეორე მხრივ, ცხოველთა ქცევის კანონზომიერებათა ინტენსიური შესწავლა. იგი განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრას 1960 წლამდე, მაგრამ აგრძელებდა მისი კოლექტივის მეცნიერულ ხელმძღვანელობას სიცოცხლის დასასრულამდე.

1934 წელს ივანე ბერიტაშვილი სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც შეიქმნა ფიზიოლოგიის კათედრის ბაზაზე; 1935 წელს ამ ინსტიტუტს ეწოდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ხოლო ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტს მიენიჭა მისი სახელი. 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ ფიზიოლოგიის ინსტიტუტი გადავიდა აკადემიის სისტემაში.

ი. ბერიტაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი 1951 წლამდე, მაგრამ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე.

ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით და მისი მეცნიერული შრომებისა და იდეების გავლენით შეიქმნა ფიზიოლოგთა ქართული სკოლა, რომელიც როგორც აღნიშნა ნიკო მუსხელიშვილმა: "არასდროს არავითარ კომპრომისზე არ წასულა".[1]

ახლად დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პირველი შემადგენლობა.
ცენტრში ივანე ბერიტაშვილი (1935)

ივანე ბერიტაშვილის კალამს ეკუთვნის დაახლოებით 400-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, რომელთა დიდი ნაწილი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი მეცნიერული ინტერესების მრავალმხრივობამ და იმ გარემოებამ, რომ იგი ატარებდა ექსპერიმენტულ გამოკვლევებს ტვინის ფიზიოლოგიის ყველა ძირითად ნაწილში, საშუალება მისცა შეექმნა უნიკალური სახელმძღვანელო "კუნთოვანი და ნერვული სისტემის ზოგადი ფიზიოლოგია", რომელიც რამდენიმეჯერ გამოიცა; ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნად იქცა საბჭოთა ნეიროფიზიოლოგების რამდენიმე თაობისათვის.

სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ივანე ბერიტაშვილი აწარმოებდა დიდ საზოგადოებრივ და სამეცნიერო-ორგანიზაციულ მუშაობას. იგი იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი და მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. დიდი შრომა გასწია მან საქართველოში ბიოლოგიური მეცნიერების ორგანიზაციისათვის, ხელმძღვანელობდა რა, ბიოლოგიურ სექტორს, საკავშირო აკადემიის ფილიალის ბიოლოგიურ სექციას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბუნებისმეტყველო, ხოლო შემდეგ ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილებას.

იგი იყო ინიციატორი კვლევის მრავალ მიმართულებათა განვითარებისა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, კერძოდ, ბიოფიზიკისა და რადიობიოლოგიის. 1939 წელს ბერიტაშვილის ინიციატივით შეიქმნა ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა საქართველოს საზოგადოება, რომლის უცვლელი თავჯდომარე თავადვე იყო.

იგი აქტიურად მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო, საკავშირო და ამიერკავკასიის ფიზიოლოგთა ყრილობათა ორგანიზაციაში.

ი. ბერიტაშვილის ინტერესების სფერო მეტად მრავალმხრივი იყო: კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის ფიზიოლოგია, ზურგის ტვინის ფიზიოლოგია, თავის ტვინის ღეროს ელექტროფიზიოლოგია, თავის ტვინის მოქმედების ზოგადი ფიზიოლოგია, უმაღლესი ნერვული მოქმედება, სივრცეში ორიენტაცია, მეხსიერება.

უამრავი აღმოჩენის ავტორია, მაგრამ "რკინის ფარდის" პირობებში ბევრი მისი აღმოჩენა და მეცნიერული მიგნება დიდი ხნით უცნობი დარჩა დასავლეთის ქვეყნების მეცნიერებისთვის, რის გამოც პრიორიტეტიც დაუკარგავს. ასეთი იყო ზურგის ტვინში მოქმედი ე.წ. "ანტიდრომული შეკავების" მექანიზმის დადგენა, რაც მეცნიერებაში რენშოუს სახელით შევიდა, იმიტომ რომ რენშოუც იმავე პერიოდში იკვლევდა ამ საკითხს და სათანადო შრომებსაც აქვეყნებდა დასავლეთის პერიოდიკაში.

ი. ბერიტაშვილმა 1937-38 წწ. გამოთქვა ვარაუდი თავის ტვინის ღეროს თავისებური ანატომიური წარმონაქმნის შესახებ, რაც მოგვიანებით, 50-იან წლებში ბრწყინვალედ დადასტურდა ჰ. მეგუნის და ჯ. მორუცის მიერ.

30-იან წლებში ი. ბერიტაშვილმა აღმოაჩინა თავის ტვინის ფსიქონერვული აქტივობა. მან შემოიღო ახალი მეთოდი, ცხოველთა ქცევის შესწავლა თავისუფალი მოძრაობის პირობებში, რამაც უდიდესი ნაყოფი გამოიღო: ი. ბერიტაშვილი ჯერ კიდევ 30-იან წლებში იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირობითრეფლექსური მოქმედება არ უნდა იყოს უმაღლესი გამოვლინება ტვინის მოქმედებისა, როგორც ამას პავლოველები მიიჩნევდნენ. იგი აგროვებდა ფაქტებს იმის დასამტკიცებლად, რომ ცხოველებს ფსიქიკა გააჩნიათ და სწორედ ე.წ. ფსიქონერვული მოქმედება არის ტვინის მოქმედების ურთულესი გამოვლინება. ცნობილია, რომ თვით ი. პავლოვს და ი. ბერიტაშვილს ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ. სიტუაცია შეიცვალა ი. პავლოვის გარდაცვალების შემდეგ. თავს დაესხნენ ივანე ბერიტაშვილის ფსიქონერვულ თეორიას. ბატონ ივანეს "ანტიპავლოველი" და "იდეალისტი" უწოდეს, აუკრძალეს ლექციების კითხვა და ექსპერიმენტების წარმოება, გაანთავისუფლეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან.

XXI საუკუნეში ნეირომეცნიერების ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციების კვლევა, თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციები სხვა არაფერია თუ არა ბერიტაშვილისეული თავის ტვინის ფსიქონერვული მოქმედება.

იმ წლებში, როცა ივანე ბერიტაშვილი აიძულეს, თავი დაენებებინა ფიზიოლოგიისათვის, მან მეცნიერების სხვა დარგში დაიწყო მოღვაწეობა, – შეისწავლიდა ძველ ქართულ ხელნაწერებს ადამიანის ბუნების შესახებ. ამ უნიკალური გამოკვლევის შედეგად 1957 წელს გამოვიდა ისტორიული ხასიათის მონოგრაფია – "მოძღვრება ადამიანის ბუნების შესახებ საქართველოში ძველი დროიდან მეთოთხმეტე საუკუნემდე".

მეცნიერებაში დატრიალებულმა ქარტეხილმა რომ გადაიარა, ივანე ბერიტაშვილი კვლავ დაუბრუნდა ნეიროფიზიოლოგიას. 1958 წელს მოსკოვში გაიმართა კოლოკვიუმი მსოფლიოს გამოჩენილი ნეიროფიზიოლოგების მონაწილეობით. საქართველოდანაც გაემგზავრა დელეგაცია ი. ბერიტაშვილის მეთაურობით. სახელგანთქმული მეცნიერები - ამერიკელები ჰ. მეგუნი, მ. ბრეჟე, რ. გალამბოსი და კანადელი ჰ. ჯასპერი, – აღფრთოვანებულები ივანე ბერიტაშვილის მეცნიერული აზროვნებით და მისი პიროვნებით მოხიბლულნი, კოლოკვიუმის შემდეგ ი. ბერიტაშვილს საქართველოში გამოჰყვნენ, რათა ახლოს გასცნობოდნენ მის ლაბორატორიებს და შემოქმედებით მუშაობას.

ივანე ბერიტაშვილის ასეთი აღიარება ჭეშმარიტი ტრიუმფი იყო. ივანე ბერიტაშვილის ფენომენი ამერიკელი მეცნიერებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, დასავლეთ ევროპაში კი მისი სახელი ჯერ კიდევ ძველი დროიდან ახსოვდათ.

სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ბატონი ივანე დიდ საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა.

ყოველგვარ სამუშაოს დიდი გულისყურით ასრულებდა. გასაოცარ ორგანიზატორულ ნიჭს და გაქანებას ამჟღავნებდა.

ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო, მის მიერ მიღებული ექსპერიმენტული ფაქტების სადემონსტრაციოდ.

ი. ბერიტაშვილის სამეცნიერო-საორგანიზაციო დიდოსტატობის მწვერვალი მაინც "გაგრის საუბრები" იყო. მან მოიფიქრა მეცნიერთა შეხვედრებისა და სამეცნიერო პრობლემებზე დისკუსიების სრულიად ახალი ფორმა.

ი. ბერიტაშვილის ღვაწლი სათანადოდ იქნა დაფასებული მის ცხოვრებაში.

მის საპატივცემულოდ ორჯერ გამოიცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი შრომების სქელტანიანი კრებულები, დაბადების 70-ე და 90-ე წლისთავთან დაკავშირებით.

მისი გულისხმიერების, კეთილშობილებისა და მოქალაქეობრივი სიმამაცის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. "მე ივანე ბერიტაშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, დიდად ვაფასებდი მას და ძალიან მიყვარდა" (ფრიც ბუხტალი, კოპენჰაგენი, დანია).

ივანე ბერიტაშვილის დაბადების 90-ე წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა მთელი საზოგადოება. მოსაწვევი ბარათები უკვე დაბეჭდილი იყო. საიუბილეო სამეცნიერო სესიის პროგრამაც მან თვითონ შეადგინა და… ვეღარ მოასწრო. მისი გარდაცვალებით დასრულდა მთელი ეპოქა ქართული მეცნიერების ისტორიაში.

"არ გადაშენდება ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, თუ კვლავაც გვეყოლებიან ივანე ბერიტაშვილის დარნი: ალალნი და გულმართალნი, პირდაპირნი და უშუალონი, უმწიკვლონი და პრინციპულნი;… არ გადაშენდება ჩვენი შთამომავლობა, თუ კვლავაც დაიზრდებიან მისებრ გამრჯელნი და ნიადაგ მშრომელნი, მისებრ ქედუხრელნი და უდრეკი ნების ადამიანები" (ქუჯი ძიძიშვილი).

ნამდვილად ბედნიერნი არიან ის ადამიანები, ვისაც ბედმა არგუნა ასეთ ბუმბერაზთან შეხვედრა და ურთიერთობა, ვინც შესძლო ამ წყალობის გააზრება და დაფასება!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat