დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლაც აქ დავამთავრე. რის შემდეგაც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ სწავლა გავანგრძელე საქართველო-საბერძნეთის ჰუმანიტარულ აკადემიაში ჟურნალისტიკის განხრით. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდან ვაქვეყნებდი სტატიებს გაზეთებში - "საქართველოს რესპუბლიკა“, "დილის გაზეთი“, "მთავარი გაზეთი“, "დრონი“, "თბილისი“, "კვირის პალიტრა“. ვარ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჩემთვის საყვარელ ჟურნალ "კარიბჭეში“ თითქმის დაარსებიდან ვმუშაობ. პარალელურად ვთანამშრომლობ ჟურნალ "ისტორიანში“.
მთავარანგელოზები მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა