სქემიღუმენი ნიფონტი (ქევხიშვილი):
-აღსარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სასულიერო პირი იბარებს აღსარებას.
მოძღვართან ერთად აღსარების საიდუმოში უხილავად მაცხოვარი იღებს მონაწილეობას. ჩვენთვის, სასულიერო პირებისთვის აღმსარებელი არის გამოცდა და ჩვენ აღმსარებლისათვის ვართ გამომცდელები.
უფალი ერთსაც უცქერის და მეორესაც, ვინ როგორ ჩავაბარებთ გამოცდას უფლის წინაშე. სასულიერო პირები უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ვაცნობიერებდეთ რა დროს მივცეთ ჩვენთან მოსულ ადამიანს სწორად სასჯელი, ან რა დროს მივცეთ სითბო და სიყვარული. ხშირად როდესაც ბავშვს ვზრდით, უნდა გავითვალისწინოთ როგორ აღვზარდოთ ბავშვი. საფუძვლიანი დაკვირვებაა საჭირო, გავუგოთ რა აწუხებს ბავშვს და რა უნდა, რა დროს დავსაჯოთ.
სასულიერო პირისგან მრევლის დასჯაც დაკვირვებით უნდა მოხდეს. აუცილებელია მივახვედროთ, რატომ უნდა დაისაჯოს და მერე გავთვალოთ სასჯელს როგორ აიტანს.. ხშირად ადამიანს არ სჭირდება სასჯელი. ადამიანს მოფერება, დაყვავება უნდა, რომ ცოდვა აღარ გაიმეოროს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, მითუმეტეს თანამედროვეობაში, რომ ადამიანები არა პურით, არამედ სიტყვით, სიყვარულით, რწმენით ცოცხლობენ. სიყვარულით და იმედით დგას მართლმადიდებლობა და ადამიანშიც ყოველთვის ეს უნდა გავაღვივოთ. სინანული აუცილებელია. საკუთარ ცოდვას როდესაც ჩავწვდებით, ჩვენს შეცდომებსაც დავინახავთ, მაგრამ არავინ იყოს დარწმუნებული, რომ საკუთარ ცოდვებს ყოველთვის დავინახავთ.
ჩვენ რა ვიცით, რა არის ნამდვილი აღსარება? ნამდვილად ვწვდებით ჩვენს ცოდვებს? და აი, ზუსტად სასულირო პირი ხედავს სულიერი შვილის შეცდომას და ხშირად გვამხელს. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ თქვას, ჩემს მოძღვართან ძალიან მშვიდად ვარ და ძალიან მიადვილდება მასთან ურთიერთობაო. სახარებაში წერია: "მარილი თუ დამტკნარდა, რაღამ უნდა დაამარილოს". მოძღვარი ყოველთვის უნდა ამარილებდეს მრევლს. ყოველთვის უნდა აძლევდეს შენიშვნას და არასდროს ანელებდეს ადამიანში ქადაგებას, შენიშვნებს. მუდამ ცდილობდეს მრევლს დაანახოს საკუთარი ცოდვები, რითაც შემდეგში იგი იღვაწებს და ყველაფერს ღვთის შეწევნით სასიკეთოდ გამოასწორებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი