მოვეხვიე წმინდა ბარბარეს უხრწნელ გვამს და ცრემლები დავაფრქვიე
მოვეხვიე წმინდა ბარბარეს უხრწნელ გვამს და ცრემლები დავაფრქვიე
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:

-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. უწმინდესი იგონებდა: "მთავრობის შიშით ეკლესიაში ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ტაძარში ვიჯექი და ვფიქრობდი. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი, პატარა გოგონა ახლდა. ბავშვი მიიყვანა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა:

- აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე, თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო. გოგონა ატირდა. შემეცოდა ბავშვი. თუ არა სწამს, მაშინ რატომ ეპყრობა უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი. მივედი მასთან და ვკითხე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ქალმა მიპასუხა, ჩემი შვილი თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ექიმებმა ვერ უშველეს. ახლა მოვიყვანე აქ და თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და მისი მოსამსახურე ვიქნებიო. შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა, საშინლად ჩაშავებოდა. მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი, წყალი ვაკურთხე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი გავბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი შინ გავატანე და ქალს ვურჩიე, რომ ყოველ დილით მოებანა ბავშვისთვის თვალები. გავიდა ცოტა ხანი.

ერთხელ სახლისაკენ მიმავალს ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე. ჩემ წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა გინდა-მეთქი. დედიკომ მთხოვა, დაეწიეო, - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა, ვერ იცანით ეს ბავშვიო? ეს ის თვალებმტკივანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლითო. ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც არ ეტყობოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა, ეხმარებოდა ეკლესიას ნივთიერად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის.

შემდგომში უწმიდესმა კიევში ვიზიტისას მოილოცა ტაძარი, სადაც ასვენია დიდმოწამე ბარბარე. ერთერთი პიროვნებისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერს: ,,ნამეტანი გახარებული დავრჩი, ორჯერ თუ სამჯერ მოვეხვიე წმინდა ბარბარეს უხრწნელ გვამს და ცრემლები დავაფრქვიე. ამ 10-15 წლის გამავლობაში არაფერი გამხარებია ისე, როგორც წმინდა ბარბარეს ხილვა."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat