ვინ იყო არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარიაშვილი)
ვინ იყო არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარიაშვილი)
მამა ათანასეს ცხოვრება აღწერილია წიგნში "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა" (ავტორები გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე), რომელიც ქუთაისის არქივში დაცული მასალების მიხედვითაა შედგენილი.


- არქიმანდრიტი ათანასე, ერისკაცობაში-ვასილ ზაქარაშვილი, 1869 წლის 12 მაისს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ნაგარევში, გლეხ იორდანე ზაქარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1881 წელს თორმეტი წლის ვასილი თბილისში ჩამოდის და მოჯამაგირედ იწყებს მუშაობას. 1890-1895 წებში ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზში გადადის სამუშაოდ. XX საუკუნის 10-იან წლებში ბერად შედგომის სურვილით გელათის მონასტერს მიაშურა. მომდევნო წლებში საბერო მორჩილება ჯერ შიომღვიმის ლავრაში, შემდეგ კი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გაიარა. 1917 წელს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მენჯის შუშანიების სავანეში მღვდელ-მონაზონმა ალექსიმ (შუშანია) მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე წელს მეუფე ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი თვის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განამწესა. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, იგი დროგამოშვებით ასრულებდა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილის მოვალეობას. 1921 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდა და გელათის მონასტრის საძმოში განაგრძო მოღვაწობა. 1923 წლის 5-6 ივნისს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი დაიხურა და ბერმონაზვნებს აეკრძალათ იქ ცხოვრება.

მამა ათანასე იძულებული გახდა,თავის მშობლიურ სოფელში ძმის ოჯახს შეკედლებოდა. აქ მან ააშენა ხის პატარა ქოხი, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა. სოფელ ნაგარევში იმჟამად ჯერ კიდევ მოქმედებდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სადაც მამა ათანასეს საშუალება მიეცა წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა. 1930 წელს სოფლის ხელმძღვანელობამ ეს ტაძარიც დახურა და სასუქის საწყობად აქცია. შემდგომ წლებში კი კინოკლუბად გადააკეთა. მამა ათანასე კვლავ უტაძროდ დარჩა, თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია მღვდელმოქმედება. იგი თავის პატარა ქოხში იღებდა მრევლს და განამტკიცებდა სარწმუნოებაში, ნათლავდა და აპატიოსნებდა მიცვალებულებს. 1934 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მამა ათანასეს იღუმენის წოდება მიანიჭა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, სასულიერო პირთა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, სასულიერო პირთა დევნა-შევიწროებისა და ეკლესიების დარბევა-განადგურებისა, მამა ათანასეს სოფელში ყველა დიდ პატივს სცემდა. გაჭირვებაში მყოფი მოძღვარი თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა, ამუშავედბდა პატარა ბოსტანს და ჰყავდა 70 ოჯახი ფუტკარი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობიდან ფარულად ბევრიც ეხმარებოდა.


1943 წელს, ხელისუფლების ნებართვის შემდეგ, შესაძლებელი გახდა, კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მიეცა აღესრულებინა წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები. 1945 წლიდან იღუმენი ათანასე ოფიციალურად მიწერილი იყო ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და მირონის წამოსაღებად, ძირითადად, თავის სოფელში ცხოვრობდა.

1949 წლის 7 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ეპარქიის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დანიშნა. მამა ათანასემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფელში გაატარა, სადაც 1967 წელს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას დაესწრო მრავალი მღვდელმსახური და დიდი პატივით მიაბარეს მიწას. იგი დასაფლავებულია სოფელ ნაგარევის სასაფლაოს შესასველში, მარჯვენა მხარეს, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძართან ახლოს.


შემორჩენილია მამა ათანასეს მიერ შედგენილი ანდერძი, რომელიც მან 1941 წლის იანვარში დაწერა. სავარაუდოდ, იმ პერიოდში იგი ავადმყოფობდა და ემზადებოდა ამქვეყნიდან გასასვლელად, რამაც გადააწყვეტინა ანდერძის დაწერა. უცვლელად გთავაზობთ ამ ანდერძს:


"1941 წელსა იანვრის თხუთმეტსა (15) დღესა, დავწერე ეს ჩემი ანდერძი, მე იგუმენმა ათანასემ, იორდანეს ძე ზაქარაშვილმა. ვთხოვ ყველა ნათესავებს და მეგობრებს შენდობას, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ ანუ შეგაწუხეთ ჩემს აქ ყოფნაშიდ. საყვარელნო ძმებო და დებო სულიერნო და ხორცელნო, მუხლმოდრეკით გთხოვთ, მაპატივოთ და მომიტევოთ ყოველივე ჩემი დანაშაულებანი და თქვენცა ჩემ მიერ იყვენით დალოცვილ და შენდობილი. დაგლოცოთ მამამ, ძემ და სულმა წმინდამ, ამინ! რადგან აქ მოაწია ჩემზედ ღვთის განჩინებამ, მე ვტოვებ ღვთის ბრძანებით ყოველივე ჩემ საცხოვრებელ ბინას და მივდივარ მსაჯულის წინაშე და ჩემს საკუთარ სახლს და ყოველივე ქონებას უტოვებ ჩემს ძმისწულს ზურაბს, რომეიც მე მყავს აყვანილი და დაწერილი კანონიერ შვილად.


საყვარელო ძმებო, ჩემს დამარხვაზედაც რაც შრომა გაწიოთ, მისი სასყიდელი მიიღეთ, ვანიას საჩუქრად მიეცით ხუთი ძირი ფუტკარი. საეკლესიო ნივთები რაც არის, თუ მიტროპოლიტლმა არ მიიღო, მუზეუმში გადაეცით ყველაფერი. ნაგარევის ეკლესიის არის ორი სახარება და ბარძიმი და წიგნები, ზედვე აწერია დიდი ღვთისმშობლის ხატიც. დიდი კასროლი, ხერხი და პატარა ალმარი თუ გაიხსნას, გელათში გადაეცით, თვარა მუზეუმში. ქართული ნაწერი წიგნები ბავშვებს მიეცით, იკითხონ. ჩემი ძველი სახარება ჰქონდეს, ქართული ნაწერია და იკითხოს ზურაბმა ჩემდა მოსახსენებლად.


ამასთან, უბარებ მას, თუ გაიხსნას ჩვენში ეკლესია, საეკლესიო ნივბი რაც არის, წიგნები და ხატები იქ მიეცით, ხოლო მაცხოვრის ხატი თვითონ ჰქონდეს სახლში. ამასთან, ჩემი შესამოსით მე უნდა შემმოსონ მთლათ. ჩემი ტანის სამოსი, რაც მე არ დამჭირდება, რავარცა უფლოდეთ, ისრე გააწესრიგეთ. ჩემი გულის ჯვარი მაცხოვრის ხატთან ჩამოკიდეთ და ჰქონდეს ზურაბს ჩემდა მოსახსენებლად, ქარვაც ჰქონდეს, ღვთისმშობლის სანაწილეც ჰქონდეს მას. თუ იქნება ქუთაისში მიტროპოლიტი, უეჭველად მოიწვიეთ წესის აგებაზედ, მასთან რამდენიც იყოს მღვდელიც, ყველას ღირსეული გასამრჯელო მიეცით. ორმოცის საწირავი მიეცით მიტროპოლიტს. გაკურთხოთ უფალმა. ძმებო და დებო, გადასახურავი არავის გამოართვათ, მე ჩემი ცხოვრება გამასვენებს. ჩემ საკუთარ ხელს ვაწერ, იგუმენი ათანასე, ყოფილი ვასილ ზაქარაშვილი, იორდანეს ძე, დაბალი არხიმანდრიტი".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat