სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია
სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია

გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ლოცვა და მარხვა ასკეტური მოვლენაა. ხშირად ჰგონიათ, რომ აკეტიზმი და განუწყვეტელი ლოცვა სასულიერო პირებისა და მონაზვნების საქმეა და ერისკაცს, ქრისტიანს ეს არ მოეთხოვება. სულიერი ცხოვრება დიდი და დაუსრულებელი მოვლენაა, სრულყოფა და სწრაფვა განღმრთობისაკენ ეს ერისკაცთათვისაც აუცილებელია. წმინდა გრიგოლ პალამა ამის შესახებ ბრძანებს: "დაე, ნურავინ იფიქრებს, ქრისტესმიერ ძმანო, თითქოს მოუკლებელად და მარადჟამ ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირებსა და ბერებს ევალებოდეთ და არა ერისკაცებსაც. არა და არა! ყოველი ქრისტიანი გამუდმებით უნდა ლოცულობდეს.

დაუკვირდით, რას წერს კონსტანტინეპოლის პატრიარქი უწმინდესი ფილოთეოსი წმინდა გრიგოლ თესალონიკელის ცხოვრებაში: მღვდელმთავარს საყვარელი მეგობარი ჰყავდა, სახელად იობი, უბრალო, მაგრამ მრავალი სათნოებით გამორჩეული ადამიანი. ერთხელ, მეუფეს მასთან საუბარში უთქვამს, დაუდუმებელი ლოცვის ღვაწლს შედგომა და მოუწყინებელი ლოცვა განურჩევლად ყოველ ქრისტიანს მართებსო, თან საღმრთო წერილიც დაუმოწმებია – პავლე მოციქული საერთოდ ყველა ქრისტიანს ამცნებს: "მოუკლებლად ილოცვიდეთო" (1 თეს. 5,17), დავით წინასწარმეტყველი კი, თუმცა მეფე იყო და მთელი სამეფოს საზრუნავი ჰქონდა, საკუთარ თავზე ამბობს: "წინაჲსწარ ვხედვედ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადისო" (ფს. 15,8) – ე.ი. გონებით მუდამ ჩემს წინაშე ვმზერ ლოცვაში უფალსო.

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველიც ყველა ქრისტიანს იმას გვასწავლის და იმას გვიქადაგებს, რომ ღმერთის სახელს უფრო ხშირად უნდა მოვუხმობდეთ ლოცვით, ვიდრე ვსუნთქავთო. კიდევ ბევრი მსგავსი რამ უთხრა მღვდელმთავარმა თავისი მეგობარ იობს, ბოლოს კი დააყოლა: მოვალენი ვართ დავემორჩილოთ წმინდანთა ნაანდერძევს და არა მხოლოდ ჩვენ ვილოცოთ გამუდმებით, არამედ სხვებსაც იგივე ვასწავლოთო, ვასწავლოთ განურჩევლად ყველას, ბერსა და ერისკაცს, ბრძენსა და უბირს, კაცსაც ქალსაც და ბავშვსაც და შევაგულიანოთ ისინი, რათა "მოუკლებლად ილოცვიდნენო".

გამოცდილ მოძღვარს ეს სიტყვები სიახლედ მოეჩვენა და მღვდელმთავარს კამათი დაუწყო, მოუკლებელი ლოცვა მხოლოდ ასკეტებისა და ბერების საქმეა, მათი, ვინც ამა სოფელს და მის ამაოებას გასცლია და არა ერისკაცებისა, რომელთაც უამრავი საზრუნავი და საქმე აქვთო. მღვდელმთავარმა თავისი ნათქვამი ჭეშმარიტების დასადასტურებლად ახალი მოწმობები და უცილობელი მტკიცებულებები მოიტანა, მაგრამ ბერი იობი ვერ დაარწმუნა. მაშინ წმინდა გრიგოლი მრავლისმეტყველებასა და კამათს განერიდა და დადუმდა. მერე კი ორივე თავ-თავის სენაკს დაუბრუნდა. შემდეგ, როცა იობი თავის სენაკში განმარტოებით ლოცულობდა, ანგელოზი გამოეცხადა, მოვლენილი ღმრთისაგან, "რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (1 ტიმ. 2,4) და უსაყვედურა – რად ედავება წმინდა გრიგოლსო, რად ეწინააღმდეგები იმას, რაც აშკარაა და რაზეც ჰკიდია ქრისტიანთა ცხონებაო.

ანგელოზმა ღმრთის პირისაგან აუწყა ბერს, რომ მომავალში საკუთარ თავს მოჰკრძალებოდა და გაფრთხილებულიყო, რათა ამ სულისმაცხოვნებელი საქმის საწინააღმდეგო აღარაფერი ეთქვა და წინ ღმრთის ნებას არ აღდგომოდა. ურჩია, გონებიდანაც კი განეგდო აზრი, თითქოს მოუკლებელი ლოცვა მხოლოდ ბერმონაზვნების საქმე ყოფილიყოს. ურჩია, აღარასოდეს მიეცა თავისთვის უფლება, ბრძნობა დაეწყო და იმისგან განსხვავებული რამ ეფიქრა, რაც წმინდა გრიგოლმა უთხრა. უბრალოებით გამორჩეულმა ბერმა იობმა მაშინვე წმინდა მღვდელმთავარს მიაშურა, ფეხებში ჩაუვარდა, შეპასუხებისა და კამათის ცოდვისათვის შენდობა სთხოვა და გამოუცხადა ყოველივე, რაც უფლის ანგელოზმა აუწყა."

მოუკლებლივ ლოცულობდეთ და განადიდებდეთ ღმერთს. მარხვა სწორედ შეხსენებაა იმისა, რომ თავად უცოდველ ადამს დაუდგინა უფალმა მარხვა და მოთმინება. უფალმა, მხოლოდ ის დაგვავალა, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. ღმრთმა ადამიანის სულიერი სისუსტე განკაცებით დაამარცხა და დაგვანახა, რომ შეიძლება იყოს ადამიანი ძლიერი და დაუმარცხებელი ქრისტე იესოს მიერ.


***

გონიერი ადამიანი თავმდაბალია, თავმდაბალი ადამიანი კი ამ სათნოების წყალობით გონიერი ხდებაო, ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. გონიერება ანუ განსჯის სწორი უნარი მოიპოვება სულიერი ცხოვრებით, მარხვითა და ლოცვით. დღეს ლოცვა ასეა გაგებული, რაც უფრო ბევრს ვილოცებთ და ბევრ კანონებს შევასრულებთ, რაოდენობრივად გვგონია, რომ ამით ლოცვით ხარისხზე გავდივართ, მაგრამ ეს ასე არ არის. გონიერი ლოცვის მისაღწვად, რა თქმა უნდა შინაგანი ლოცვაა საჭირო და ფიქრი უფალზე, არა მხოლოდ გარეგნული რაოდენობრივი მსახურება, არამედ შინაგანი. ადამიანმა იმდენი უნდა იტვირთოს, რამდენის გაწევის საშუალებაც აქვს მის სულიერ ძალებს. სწორედ ქრისტიანის სწორად განვითარება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მოძღვარი სწორ მსახურებას ანუ მასზე ადაპტირებულ მსახურებას განუწესებს.

მარხვა სამოთხეში დაკანონდა. ადამმა ასეთი პირველი მცნება მიიღო: "ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან (დაბ. 2,17).

ხოლო ეს "არა სჭამოთ", არის მარხვისა და თავშეკავების დაკანონება. ევას რომ ემარხულა და ხის ნაყოფი არ ეჭამა, ჩვენ ამ მარხვის საჭიროება აღარ გვექნებოდა. რამეთუ "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" (მათ. 9,12). ჩვენ ცოდვით ვართ დაზიანებულნი, ვიმკურნალოთ სინანულით; ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია. (წმ. ბასილი დიდი). ლოცვა და მარხვა ეს არის ადამისაგან მემკვიდრეობით მოცემული დაცემული ბუნების მკურნალი, რამეთუ მარხვა არის განსაწმენდელი. ადამიანს ერთი უმთავრესი, რამ უნდა ახსოვდეს: ჩვენი ბრძოლა ეს არის შინაგან ბრძოლის ველზე მოქმედება და ბრძოლა,აი რამდენად სწორად ვიბრძვით ეს არის გასარკვევი. დემონები განსაკუთრებულად გვიტევენ მაში, როდესაც ღმერთთან ურთიერთობას ვიწყებთ. სწორედ ამ დროს იწყება ჩვენთვის უცხო სულიერი მოვლენები ჩვენს შინაგან სამყაროში.

ამიტომ საჭიროა, რომ დავიწყოთ მოძღვრის ძიება და, როგორც მამა პაისი იტყოდა: სულიერი არქეოლოგია, რათა გამოვიცნოთ და შევისწავლოთ საკუთარი თავი, მისწრაფებები დაცემულობა ვნებები და დავიწყოთ ბრძოლა ამ უკეტურების წინააღმდეგ. არ არის საჭირო შფოთი და ღელვა, პირიქით ჩვენ ცაუსაფრთედ ეშმაკს და შინაგანად გავანადგუროდ მისი აზრები და ფიქრები. შევიყვაროთ ის ჭირი, რომელიც მოგვეცა და იცოდეთ, რომ მრავალ ჭირს აღმოაჩენთ თავში, რომელიც თურმე თვითდინებით ყოველთვის არსებობდა ჩვენში.

ეს კარგია და დასამდბლებლად უნდა გამოვიყენოთ. ბოროტი თავისი ხრიკებით ყოველთვის ეცდება, რომ გვაცდუნოს. არვცდუნდებით თუ გონიერება და ქრისტიანული გულისხმიერება გვექნება. მარხვა სწორედ სულიერი გონიერების განსამტკიცებელია. ადამიანი დაბადებულია, რათა გაიმარჯვოს და ცხონდეს. გაშლილია შინაგან სამყაროში ბრძოლის არიალი, რაც უფრო მეტად ვიბრძვით ბოროტის წინააღმდეგ მით უფრო მეტად გვიტევს დემონური სამყარო, მაგრამ მისი უქმნელი სახე, როგორც მტვერი ისე იფანტება მლოცველი ქრისტიანის გულში. ეს ჭირია, რომელიც უნდა შევიყვაროთ და სიყვარული ყველაფრის მკურნალია.

ხშირ შემთხვევაში მორწმუნეს ბოროტი თვითდაჯერების სენს შეჰყრის და ამით ცდილობს, რომ გაანადგუროს სულიერად. თვითკმარობის ეს მძიმე დაავადება თავისდაუნებურად ვითარდება სულიერ სამყაროში, როცა შინაგან სულიერ კონტროლს აღარ ანხორციელებს ადამიანი. წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: "ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat