"რა გქვია და სადაური ხარ?"
"რა გქვია და სადაური ხარ?"
ამ უდიდეს წმინდანს შევავედროთ ჩვენი ქართველი ემიგრანტები
შარშან ზაფხულს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორი ცისარტყელა გადაეკრა. მათ შუა კი გამოიარა ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც იმ ქართველთა შთამომავლები იყვნენ, 400 წლის წინ რომ გარეკეს საქართველოდან. მათმა ემოციურმა საუბარმა, სამშობლოს ნახვით გახარებამ წრფელი ცრემლები მოგვგვარა. ვუცქერდით მათ და ვფიქრობდით, ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე უთვალავმა ქართველმა მიატოვა სამშობლო. თუ დაბრუნდებიან ნეტავ ისინი?! როგორ გაზრდიან შვილებს უცხო მხარეში, მათაც ისევე ეყვარებათ სამშობლო, როგორც იმ ფერეიდნელ ბიჭებს?! ვინ იცის...

ზოგისთვის ხომ სამშობლო ქვეყნის სიყვარული, მისი ისტორია, წეს-ჩვეულებანი "უმძიმესი ტვირთია", რომელიც თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ, ღვთის წყალობით, არიან მათ შორის ისეთნიც, რომლებიც ელჩობენ თავის სამშობლოს უცხო მხარეში. სწორედ მათ სანუგეშოდ გვსურს გავიხსენოთ წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება და ამ უდიდეს წმინდანს შევავედროთ ჩვენი ქართველი ემიგრანტები.

...კონსტანტინოპოლის ბაზარს ათვალიერებს დოსითეოსი, პატრიარქი იერუსალიმისა. ერთ ადგილას ხეში გამოკვეთილ უმშვენიერეს ვაზის ჩუქურთმას ჰკიდა თვალი და გაშეშდა. მერე გამყიდველს ჰკითხა, ვისი ნახელავიაო. ჩემი მონისო, - მიუგო თურქმა და იქვე მჯდომ ჭაბუკზე მიუთითა, რომელიც ხეზე ახალ ჩუქურთმას ჭრიდა. "რა გქვია და სადაური ხარ?" - ჰკითხა დოსითეოსმა ახალგაზრდას... მღვდელმთავრის დანახვაზე ჭაბუკი ფეხზე წამოდგა, თავი მოუდრიკა და სევდიანად უპასუხა - ქართველი ვარ, სახელად ანდრია მქვიაო. თუმცა კი ძვირი დაუფასა თურქმა, მღვდელმთავარმა მაინც იყიდა მისგან ქართველი მონა...

ამ თქმულების გარდა წმინდა ანთიმოზის სიჭაბუკეზე თითქმის არაფერია ცნობილი, არ ვიცით, საქართველოს რომელი კუთხიდან იყო, ვინ გაიტაცა, საიდან და როგორ მოხვდა კონსტანტინოპოლში. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ სამხრეთ საქართველოდან უნდა გაეტაცათ, 16 წლისა. სხვების აზრით კი წმინდა ანთიმოზი სიჭაბუკეში რუსეთში ახლდა მეფე არჩილს და ეხმარებოდა ქართული სტამბის გამართვაში. უკან, სამშობლოში მომავალი, ლეკებმა დაიჭირეს და მონად გაყიდეს. ცნობილია ისიც, რომ მის მშობლებს მარიამი და ივანე ერქვათ.

იერუსალიმის პატრიარქის კარზე მოხვედრილი ანთიმოზი არ ათქვეფილა ბერძნულ გარემოში, "იმპერიული აზროვნება" მის ფიქრებს არ მიჰკარებია, პირიქით, ებრძოდა კიდეც სხვა ეროვნების ხალხთა ელინიზაციას. პატრიარქის კარზე წმინდა ანთიმოზს სრულუყვია განათლება და ოსტატობა. მისი თანამედროვე, რომელიც პირადად იცნობდა წმინდა ანთიმოზს, წერს: "იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით. ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით - მხატვრობას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას", იყო შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე, ჰქონდა "ენციკლოპედიური ცოდნა", ბრწყინვალედ იცოდა საღვთო წერილი, მამათა სწავლებანი, კლასიკური ლიტერატურა, შემდგომში, უკვე მღვდელმთავარი, თავის ქადაგებებში ხშირად იხსენიებდა ბერძენ ფილოსოფოსებს და მწერლებს, აგრეთვე სახელმწიფო მოღვაწეებსა და მხედართმთავრებს - მაკედონელს, არტაქსერქსეს, ჩინეთის იმპერატორ თუმკუნს.

სანამ ვლახეთის მიწას დაადგამდა ფეხს, წმინდა ანთიმოზს უკვე მოხვეჭილი ჰქონდა შესანიშნავი ხელოვანის სახელი. ამიტომაც მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ეს დაახლოებით 1690 წელს მოხდა, მაშინ წმინდა ანთიმოზი უკვე მღვდელ-მონაზონი ყოფილა. იმ დროს ვლახეთში ერთადერთი სტამბა იყო. წმინდა ანთიმოზის მეცადინეობით კი ოთხი ახალი სტამბა გაიმართა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით ასაზრდოებდა. გარდა სასულიეროსი, ამ სტამბებში იბეჭდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები მეცნიერების სხვადასხვა დარგში - ისტორია-ფილოსოფია-ლიტერატურაში. ხალხში წიგნის კითხვის ინტერესი რომ გაეღვიძებინა, დაბეჭდა ფანტასტიკური რომანი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ - "ალექსანდრია". ამბობენ, ამ რომანის სიყვარული საქართველოდან გამოჰყვაო. ყველა ამ სტამბაში წმინდა ანთიმოზმა მრავალი ვლახელი მოწაფე აღზარდა და დააოსტატა. იმდროინდელ ვლახეთში ბერძნულმა ენამ თითქმის გააძევა რუმინული ეკლესია-მონასტრებიდან. ამიტომაც წმინდა ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლის ორი წლის თავზე ბუქარესტში ბეჭდავს სახარებას ბერძნულ და რუმინულ ენებზე. ამით მან ყველას დაანახა, რომ რუმინულ ენას ძალუძდა მთელი სიზუსტით, ნიუანსებით და სიღრმით გადმოეცა უცხოენოვანი ტექსტი. 1694 წელს ბეჭდავს პირველ წიგნს რუმინულ ენაზე, ესაა "დავითნი". ამავე წელს ბუქარესტიდან გადადის სნაგოვოს მონასტერში, რომელიც სნაგოვოს ტბაში, თვალწარმტაც კუნძულზე მდებარეობს. აქ მას მონასტრის წინამძღვრობას ჩააბარებენ. ღირსმა მამამ კეთილმოაწყო მონასტერი, განაახლა დანგრეული შენობები, დააარსა სტამბა. აქაც გამოსცემს წმინდა სახარებას რუმინულ ენაზე. ტექსტის ბოლოში მიწერილია ლექსი, ვფიქრობთ, საგულისხმო: "ვითარცა უცხო მხარეში დიდხანს მყოფ ადამიანს სურს სამშობლოს ხილვა, ხოლო ქარიშხლისგან ტანჯულნი ღმერთს ემუდარებიან მყუდროებას, ასევე მბეჭდავს სურს და ახარებს წიგნის გასრულება". სამშობლოს დიდი მონატრება იგრძნობა ამ სიტყვებში, მაგრამ ვლახეთი ქცეულიყო მის მეორე სამშობლოდ, ვლახეთი, რომელიც იმ დროს თურქთა უღელქვეშ იტანჯებოდა, კათოლიკეებიც ესეოდნენ მართლმადიდებელ ქვეყანას, სტაცებდნენ მრევლს. წმინდა ანთიმოზი მართლმადიდებელთა განსამტკიცებლად ბეჭდავს ბერძნულ "ორთოდოქსულ აღმსარებლობას". იმავე წელს (1699) რუმინულ ენაზე ბეჭდავს ნაშრომს "აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმების შესახებ". მისი კურთხევით დამოუკიდებლად ბეჭდავენ წიგნებს მისი მოწაფეებიც. 1698 წელს ვლახეთს ეწვია ანტიოქიის პატრიარქი და ვლახეთის მთავარს დახმარება სთხოვა არაბულ და ბერძნულ ენებზე სალიტურგიო წიგნების გამოცემაში. კონსტანტინემ ეს საქმე წმინდა ანთიმოზს დაავალა, მანაც ჩვეული გულმოდგინებით დაამზადა არაბული შრიფტი და 1701 წელს დაბეჭდა არაბული და ბერძნული სალიტურგიო წიგნები. წმინდა ანთიმოზის მოწაფე მიხაილ იშტვანოვიჩი მის მიერ გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში მიმართავს საყვარელ მასწავლებელს: "ვითარცა ბრძენმა იოსებმა აღავსო ეგვიპტის ბეღლები სანოვაგით, ასევე შენმა სიყვარულმა ღვთისადმი აღავსო ჩვენი ქვეყნის წმინდა ეკლესიები სულიერი საზრდოთი". ანტიოქიის პატრიარქი წმინდა ანთიმოზის ღვაწლზე ამბობდა: "რა შეგვიძლია მივცეთ მას ასეთი დიდი წყალობის ნაცვლად, როგორ დავაფასოთ სათანადოდ მის მიერ გაწეული ამაგი ჩვენ, ღატაკებმა და ღარიბებმა, რარიგ მივუზღოთ მას სამაგიერო ასეთი განძისთვის?" ვლახეთში არაბულ-ბერძნულ ენებზე დაბეჭდილი "კონდაკისა" და "ჟამნის" დაბეჭდვის შემდეგ სირიის ქალაქ ჰალაბში საფუძველი ეყრება პირველ ეროვნულ სტამბას არაბეთში. კონსტანტინე ბრინკოვიანუს თურმე ანტიოქიის პატრიარქისთვის 1704 წელს უჩუქებია სტამბის მოწყობილობა და წმინდა ანთიმოზის ჩამოსხმული შრიფტი. ყოველივე ეს ჰალაბში მიიტანეს. ამით საფუძველი დაედო ქრისტიანული წიგნების ბეჭდვას აღმოსავლეთში.

1705 წელს წმინდა ანთიმოზს ირჩევენ რიმნიკის ეპისკოპოსად, კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერისთვის გადაყენებული ილარიონის ნაცვლად. ეპისკოპოსად დადგენის შემდეგ წმინდა ანთიმოზს სნაგოვოდან რიმნიკში ჩამოუტანია სასტამბო მოწყობილობა და გამოუცია 640-გვერდიანი "სადღესასწაულო". იგი იმდენად შესანიშნავად არის შესრულებული, რომ სპეციალისტთა ერთსულოვანი აზრით - ბეჭდვითი ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშია.

1708 წელს გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოდოსი, რომელიც 40 წელი ედგა სათავეში ვლახეთის სასულიერო იერარქიას. ანდერძით, მისი გარდაცვალების შემდეგ უნგრო-ვლახეთის მწყემსმთავარი რიმნიკის ეპისკოპოსი ანთიმოზი უნდა ყოფილიყო... მართლაც, იმავე წლის 21 თებერვალს წმინდა ანთიმოზს ჩაბარდა უნგრო-ვლახეთის სულიერი მწყემსობა. ამ მოვლენაზე ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი აღფრთოვანებული წერდა: "მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმოზმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმა ბრძენ ივერთა მოდგმისა".

წმინდა ანთიმოზმა მიტროპოლიტად დადგენის დღეს სიტყვა წარმოთქვა: "განა არ არის სასწაული, ძვირფასო მსმენელებო და პატიოსანო და კეთილშობილო ბოიარებო, რომ მე, მცირე და მდაბალი ადამიანი, ამირჩია ღმერთმა და დამადგინა პატარა მწყემსად პატარა ფარისა?". შემდეგ უფლის მცირე სამწყსოს მიმართა და განამხნევა თურქთაგან დამონებული ერი: "თქვენ შეინარჩუნეთ მართლმადიდებლობა წმინდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით დიდ გასაჭირს მათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე... დაე, თქვენთან ერთად მეც თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს დრო და ჟამი". დიდი გამბედაობა უნდოდა მაშინ ამ სიტყვების წარმოთქმას. "მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა", - წერს რუმინელი მკვლევარი ვ. პიკო. როგორც ვთქვით, წმინდა ანთიმოზი წინ აღუდგა უნგრო-ვლახეთის ელინიზაციას. ახლა, როგორც მღვდელმთავარს, მიეცა ხელმწიფება - ეკლესია-მონასტრებში მხოლოდ რუმინულ ენაზე ლოცვის შესრულება ებრძანებინა. 1710 წელს ანთიმოზ ივერიელსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. იერუსალიმის პატრიარქი ქრიზანთე კატეგორიულად მოითხოვდა ვლახეთის ეკლესია-მონასტრების დამორჩილებას როგორც რელიგიურ, ისე ადმინისტრაციულ საკითხებში. ამან წმინდა ანთიმოზის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. მათ მიმოწერაც კი შეწყვიტეს ორი წლის განმავლობაში. 1713 წელს წმინდა ანთიმოზი იწყებს ბუქარესტში ყოველთა წმინდათას მონასტრის აშენებას. პატრიარქისგან გამოითხოვა სიგელი, რომლის მიხედვითაც ამ მონასტერს სრული დამოუკიდებლობა მიენიჭა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთა წმინდათას მონასტრის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ეტაპი იყო იმ დიდი ბრძოლისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუმინული ეკლესის ავტოკეფალიის მოპოვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დატვირთული იყო, წმინდა ანთიმოზი მაინც განაგრძობდა თავის საყვარელ საქმეს - წიგნების ბეჭდვას. მთელი 26 წლის განმავლობაში, რაც მან ვლახეთში გაატარა, პირადად მის მიერ და მისი უშუალო ხელმღვანელობით დაიბეჭდა სხვადასხვა ხასიათის 64 წიგნი.

მისი მიტროპოლიტობისას ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო ან აღდგა. რუმინელი მკვლევარები ანთიმოზ ივერიელის მიტროპოლიტობისას აშენებული მონასტრების გეგმაში, ფანჯრის საპირეებში თუ სხვაგან ქართული ხელოვნების გავლენას ხედავენ. ერთ-ერთი გადმოცემით, წმინდა ანთიმოზს მოუხატავს ყოველთა წმინდათას მონასტრის მთავარი ხატი. მისივე ნახელავია ამ მონასტრის ეკლესიის მთავარი კარი, ხოლო ტიბიკონი (რომელიც წმინდა ანთიმოზს შეუდგენია) ჩასმულია ტყავის ყდაში, რომელიც შემკულია ოქროში გამოყვანილი ქართული ორნამენტებით. ცალკე აღსანიშნავია მისი ღვაწლი თბილისის სტამბის დაარსებისას. ვახტანგ VI-ის თხოვნით, მან იშუამდგომლა კონსტანტინე ბრინკოვიანუს წინაშე და თბილისში სტამბის გასამართად გამოგზავნა თავისი საუკეთესო მოწაფე მიხაილ იშტვანოვიჩი, რომელმაც აქ რამდენიმე წიგნი დაბეჭდა ქართულ ენაზე...

1711 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, თითქოს გაჩნდა იმედი თურქთა ორსაუკუნოვანი მონობისგან განთავისუფლებისა. ვლახეთის მთავარს ომის დასაწყისში აშკარად რუსული ორიენტაცია ჰქონდა, მაგრამ საომარ მოქმედებათა მსვლელობისას კონსტანტინე ბრინკოვიანუმ ყოყმანი დაიწყო, ლოდინისა და ლავირების პოლიტიკა არჩია. მაშინ წმინდა ანთიმოზმა პრორუსულად განწყობილი ბოიარები შეკრიბა. ამ სხდომაზე გადაწყდა, მიუხედავად კონსტანტინეს პოლიტიკური კურსისა, ყოველმხრივ დახმარებოდნენ რუსებს. წმინდა ანთიმოზის მითითებით, ვლახეთის ჯარების მხედართმთავარი თომა კანტაკუზენი გაიგზავნა პეტრე პირველთან მოსალაპარაკებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდა ანთიმოზის და თავისუფლებისმოსურნე ვლახების იმედი არ გამართლდა. იმავე წლის 22 ივლისს რუსეთ-თურქეთს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. ომის დამთავრების შემდეგ გაბრაზებულმა კონსტანტინემ უსაყვედურა წმინდა ანთიმოზს "პოლიტიკაში ჩარევა" და მოსთხოვა, უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. წმინდა ანთიმოზმა განუცხადა, რომ ნებით ტოვებდა მიტროპოლიტობას და დაუტევა მოხსენებითი ბარათი, რათა მის სიმართლეში დარწმუნებულიყო. ამ ბარათიდან ვგებულობთ, რას აბრალებდნენ მას მტრები: თურმე "ანთიმოზ ივერიელმა უღალატა ვლახეთის მთავარს, იგი იყო უცხოელი და ვალებში ჩააგდო სამიტროპოლიტო". წმინდა ანთიმოზი არწმუნებს კონსტანტინეს თავის ერთგულებაში, ხოლო რაც შეეხება ფარულ კრებას, მის უნებართვოდ რომ მოაწყო, ამაზე ამბობს: "ეს გავაკეთე მხოლოდ ჩემი, როგორც ერის სულიერი მწყემსის, მოვალეობისა და ვალდებულების გამო" (მკითხველს ალბათ გაახსენდება წმინდა ამბროსი ხელაიას სიტყვები კომუნისტებისადმი: "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"). წმინდა ანთიმოზმა კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა ვლახეთის მთავარს და გული მოულბო კონსტანტინეს, რომელიც დარწმუნდა, რომ არ შეეძლო დარჩენილიყო ბრძენი ანთიმოზის რჩევის გარეშე და დატოვა თავის ადგილზე. სამი წლის შემდეგ კონსტანტინე ბრინკოვიანუ, თავის ვაჟიშვილებთან ერთად, თურქებმა დააპატიმრეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. მათი უარის შემდეგ კონსტანტინეს და მის ოთხ ძეს თავები მოჰკვეთეს, შუბებზე ააგეს და კონსტანტინოპოლის ქუჩებში ჩამოატარეს, ხოლო მათი ცხედრები ზღვაში გადაყარეს. ისინი ერთმა მენავემ ზღვიდან გამოასვენა და პატარა კუნძულ ჰალვის მონასტერში მიწას მიაბარა. 1715 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს ვლახეთის შემდგომ მთავარს სტეფანე კანტაკუზენს და მის მოხუც მამას. ამის შემდეგ ვლახეთს დაეპატრონა უთვისტომო, გადამთიელი ბერძენი, რომელსაც არ ცნობდა საბერძნეთი და აბუჩად იგდებდა თურქი. დადგა ვლახეთში ფანარიოტთა ბატონობის ეპოქა. მათ ეს სახელი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უბნის - ფანარის მიხედვით მიიღეს. ვლახეთში სულთნისგან მთავრად მოგზავნილმა ფანარიოტმა ნიკოლო მავროკორდატმა, პირველ რიგში, რუსული ორიენტაციის ბოიარების დევნა დაიწყო. მათთან ანგარიშის გასწორების შემდეგ გააუქმა ეროვნული კრება და ყველა ბოიარი გაყარა სამეფო კარიდან, მათი ადგილი კი კონსტანტინოპოლის ფანარის რაიონში მცხოვრებმა ვაჭრებმა, მევახშეებმა და გადამყიდველებმა დაიჭირეს, რომლებიც ნიკოლოს ჩამოჰყოლოდნენ. ნიკოლომ უბრალო ხალხსაც ძალზე გაუზარდა გადასახადი და ღალა, ამან ვლახეთის სრული გაჩანაგება გამოიწვია. საცოდავი ხალხი იყრებოდა ოჯახებით და ტყეს აფარებდა თავს. რამდენიმე წელიწადში ვლახეთის მოსახლეობა განახევრდა. ცალკე უკიდურესი სიღარიბე ანადგურებდა ვლახებს - არც ტანსაცმელი გააჩნდათ, არც საწოლი, არც რაიმე საოჯახო ნივთი. ამ დროს კი ფანარიოტები სიმდიდრეში ცურავდნენ. მათ მიბაძეს ვლახმა მთავრებმაც, ისინი უკვე უკადრისობდნენ თავიანთ "რუმინელობას" და ეს წმინდა სიტყვა ზიზღის გამომხატველ ტერმინად აქციეს, იცვამდნენ ბერძნულად და დაჟინებით ებრძოდნენ "რუმინულ ნაციონალიზმს", ცდილობდნენ, მისგან არავითარი კვალი არ დარჩენილიყო არც ეკლესიაში და არც სკოლაში. ამაში მათ ფანარიოტი მთავარიც ეხმარებოდა. ასეთი გეგმა ჰქონდათ: უნდა დაიხუროს რუმინული სკოლები, რუმინული ენა უნდა განიდევნოს სასახლის კარიდან, ეროვნული ჯარის ნაწილები შეიცვალოს თურქთა რაზმებით, დახმარება გაეწიოს მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრებს, სადაც ღვთისმსახურნი ბერძნები იქნებიან. ნიკოლო მავროკორდატი, "ევროპული განათლების" შემოღების სახელით, რეფორმების გატარებას აპირებდა, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა რუმინული, არამედ ბერძნული ენა უნდა ყოფილიყო. ვლახი ხალხი ორმაგი უღლის ქვეშ აღმოჩნდა - თურქთა და გადაგვარებულ ბერძენთა.

წმინდა ანთიმოზს სხვა არა დარჩენოდა რა, უნდა "აღესრულებინა თავისი მოვალეობა". შემოიკრიბა ის ვლახი ბოიარები, რომელთაც ოქროზე არ გაეყიდათ სული და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს. თურქეთსა და ავსტრიას შორის ატეხილი ომიც თითქოს რაღაც იმედს უსახავდათ, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიფუშა და წმინდა ანთიმოზი, თავის მომხრეებთან ერთად, თურქი და ფანარიოტი დამპყრობლების პირისპირ აღმოჩნდა. ბოიართა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი ციხეში ჩაყარეს და ტანჯვა-წამებით ამოჰხადეს სული. ზოგიც, შიშველნი და განძარცვულნი, სამშობლოდან გააძევეს. ფანარიოტ მთავარს თურქთა გაძლიერებული რაზმები დარაჯობდნენ. რა ბედი ეწია წმინდა ანთიმოზს, ვლახთა უკანასკნელი გაბრძოლების მოთავეს? მაშინ, როცა ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც დამალვით არ უცდია თავის გადარჩენა. უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული ამაყად გაემართა სიკვდილისკენ. აი რას წერს ერთ-ერთი მემატიანე: "როდესაც ეტლი, რომელშიც მიტროპოლიტი იჯდა, გაჩერდა სასახლის წინ, მას თურქი ჯარისკაცები მისცვივდნენ, ძირს გადმოაგდეს, დააგდეს მიწაზე, შემოახიეს სამოსელი, დააგლიჯეს წვერ-ულვაში, შემდეგ წაათრიეს და სასახლის ერთ-ერთ სარდაფში ჩააგდეს". ნიკოლო მავროკორდატმა წმინდა ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფლობით ეთქვა უარი ვლახეთის მიტროპოლიტობაზე. ივერიელმა უარი შეუთვალა. ნიკოლომ ვერანაირად ვერ დაიყოლია წმინდა ანთიმოზი გადადგომაზე და დასახმარებლად კონსტანტინოპოლის პატრიარქს, იერემიას, მიმართა. მანაც დიდი სიამოვნებით შეკრიბა ბერძენი ეპისკოპოსნი და წმინდა ანთიმოზი "ამხილა" მისნობასა და ეშმაკურ საქმიანობაში. ის შეაჩვენეს, განკვეთეს ეკლესიიდან, აჰყარეს სამღვდელო ღირსება და დაიყვანეს ერისკაცამდე - დაუბრუნეს საერო სახელი ანდრია. ამ ყაჩაღურ კრებას არც ერთი რუმინელი ეპისკოპოსი არ დასწრებია. როცა მისი ეკლესიიდან განკვეთის პროცედურას მორჩნენ, წმინდა ანთიმოზ ივერიელს მოხადეს მიტროპოლიტის მიტრა და თავზე წითელი თურქული ფესკა დაახურეს. მაგრამ ფანარიოტები ვერ მოისვენებდნენ, ვიდრე წმინდა ანთიმოზი ცოცხალი იქნებოდა. იცოდნენ, როგორ უყვარდათ რუმინელებს თავიანთი მღვდელმთავარი, ამიტომაც, ბუქარესტის მოსახლეობაში მღელვარება რომ არ გამოეწვიათ, შუაღამისას, როცა მთელ ქალაქს ეძინა, წმინდა ანთიმოზი გაიყვანეს ბუქარესტიდან. ნიკოლო მავროკორდატის ბრძანებით, იგი სამუდამოდ იქნა გაძევებული სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ხოლო სხვა, საიდუმლო ბრძანებით, თურქმა ჯარისკაცებმა ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის დულჩიას ნაპირებზე სინას მთისკენ მიმავალი წმინდა ანთიმოზი ასო-ასო აკუწეს. მისმა სიკვდილმა დიდად გაახარა ოტომანთა იმპერიის ყურმოჭრილი მსახურნი - ბერძნული ეკლესიის მეთაურნი. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ მოიწვია სინოდის სხდომა და გააუქმა წმინდა ანთიმოზის საყვარელი მონასტრის, ყოველთა წმინდათას, დამოუკიდებლობა.

წმინდა ანთიმოზის სიკვდილმა შეაძრწუნა ვლახი ხალხი, დიდი იყო მათი გლოვა. წმინდა ანთიმოზის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მკვლელთა მიმართ ზიზღმა შეცვალა. საშინელი წყევლით დაწყევლა ხალხმა ისინი, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სისხლით დაღდასმული მათი სახელები.

წმინდა ანთიმოზის ხსენების დღე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, დაადგინა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ - 26 ივნისს. ერთ-ერთი რუმინელი ისტორიკოსი წერს: "რამდენჯერაც დახედავს მზე რუმინეთის მიწას, იმდენჯერ გაიხსენებს რუმინელი ხალხი სიყვარულითა და პატივისცემით ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც ჩადო საძირკვლის ქვა რუმინეთის ეროვნული კულტურის ბალავარში და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა მისი თავისუფლებისთვის".
...........................................................................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) - 13 ივნისი (26 ივნისი)



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat