წმინდა იოანე, მოწყალედ წოდებული, ალექსანდრიის პატრიარქი (+619-620) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა იოანე, მოწყალედ წოდებული, ალექსანდრიის პატრიარქი (+619-620) - 12 (25) ნოემბერი
იოანე დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, დიდებულის ოჯახში. ბავშვობიდან ღვთის შიშით იზრდებოდა. ახალგაზრდობაში, მშობლების ნებით დაქორწინდა და შვილები შეეძინა. ცოლ-შვილი მალე დაეხოცა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა დარჩენილი სიცოცხლე. განსაკუთრებული გულმოწყალებით გამოირჩეოდა და ყველას ეხმარებოდა, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა. ამის გამო, უფლის ნებით, მისი სახელი ყველასთვის კარგად იყო ცნობილი და მეფე და დიდებულებიც დიდ პატივს სცემდნენ. როცა ალექსანდრიის ეკლესია წინამძღოლის გარეშე დარჩა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610- 641 წწ.) უფლის შთაგონებით პატრიარქად იოანე წარადგინა. ნეტარ მამას არ სურდა პატრიარქის ტახტის დაკავება, მაგრამ იძულებული გახდა, ალექსანდრიის სამწყსო ჩაებარებინა.

წმინდა იოანემ უპირველესად გადაწყვიტა, მრევლი მწვალებლებისგან გაეწმინდა. მწვალებლობას სათავე ვინმე პეტრე ფულონმა დაუდო. მისმა მოწაფეებმა სექტა ჩამოაყალიბეს და მართლმადიდებლური სამყარო დიდად ააფორიაქეს. მათი მიმდევრები მრავლად იყვნენ ნეტარი იოანეს დროს ალექსანდრიაში.

ღირსი მამა მთელი ძალისხმევით შეუდგა საქმიანობას. მისგან არავინ მიდიოდა უიმედოდ და ხელცარიელი. ცდილობდა, ადამიანებისთვის დარდი და მწუხარება შეემსუბუქებინა. გულუხვად გასცემდა მოწყალებას, მოსავდა შიშველთ, გამოისყიდდა ტყვეებს, ანუგეშებდა ავადმყოფებს, მისი გულმოწყალება იმ წყალუხვ მდინარეს ჰგავდა, რომელიც ყველა მწყურვალს არწყულებს.

საქმიანობას რომ შეუდგა, ყველა იკონომოსი იხმო და უთხრა:

- მთელი ქალაქი შემოიარეთ და ჩემი ბატონები აღრიცხეთ.

მათ ჰკითხეს:

- ვინ არიან შენი ბატონები?

პატრიარქმა უპასუხა:

- ყველა ღარიბი და ღატაკი. სწორედ მათი დახმარებით შევძლებ სულის გადარჩენას და სასუფევლის დამკვიდრებას.

მართლაც, იკონომოსებმა ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარეს და შვიდი ათას ხუთასამდე უპოვარი აღრიცხეს.

იმ ხანებში სპარსელები სირიასა და პალესტინას დაესხნენ თავს, ძელიცხოველი თან წაიღეს და ტყვედ უამრავი ქრისტიანი წაიყვანეს, ცხრა ათასამდე კი დახოცეს. ეს 614 წელს მოხდა. მაშინ სპარსელების მეფე ხოსრო იყო. ომი 628 წელს დასრულდა, როცა იმპერატორმა ჰერაკლემ გაილაშქრა სპარსელებზე.

ნეტარმა იოანემ ოქროთი და ხორბლით დატვირთული ხომალდები გაგზავნა უბედურებაში ჩავარდნილთა დასახმარებლად და ტყვეთა გამოსახსნელად. მისი გულმოწყალების შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა და ტყვეობიდან გათავისუფლდა.

წმინდა პატრიარქი ყველა მსურველს იღებდა, უსმენდა და ეხმარებოდა.

ის ამბობდა:

- თუ მე შემიძლია ნებისმიერ დროს მივმართო უფალს, ჩემს მოყვასს რატომ არ უნდა შეეძლოს ჩემთან მოსვლა, როცა მას სურს. უნდა გახსოვდეთ: "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათ. 7:2).

ხანდახან, როცა ეკლესიის შესასვლელთან იჯდა და არავინ მიდიოდა თხოვნით, მოწყენილი ადგებოდა და აცრემლებული შინისკენ გაუყვებოდა. თუ ვინმე ჰკითხავდა, რამ დაგამწუხრაო, პასუხობდა:

- დღეს ჩემი ცოდვების გამოსასყიდად უფლის წინაშე კარგი არაფერი გამიკეთებია.

მისი მეგობარი სოფრონი (დამასკოელი სწავლული ბერი) ამშვიდებდა:

- რა გაქვს მოსაწყენი. შენი ცხვრები, უფლის ანგელოზების მსგავსად, მშვიდობიანად ცხოვრობენ.

ერთხელ იკონომოსებმა უთხრეს, - მათხოვრებს შორის კარგად ჩაცმული ქალები დგანან და მოწყალებას ითხოვენო. თან ჰკითხეს, განეკითხათ თუ არა ისინი.

პატრიარქმა უპასუხა:

- თუ თქვენ ჭეშმარიტად უფლის მონები და ჩემი მსახურები ხართ, მაშინ უნდა დაეხმაროთ, რადგან როგორც ქრისტე ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა არც წარმომავლობას და არც გარეგნობას. ამიტომ, რახან დახმარებას ითხოვენ, ჩვენც გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ.

მათი რწმენა რომ განემტკიცებინა, ასეთი რამ უამბო:

- თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, კვიპროსზე ვცხოვრობდი. ერთხელ, ღამით ულამაზესი ქალიშვილი მესიზმრა, რომელიც ბრწყინვალე სამოსში იყო გამოწყობილი, თავზე კი ზეთისხილის რტოს გვირგვინი ედგა. ჩემს საწოლს მოუახლოვდა და გამაღვიძა. გაღვიძებულმა დავინახე, რომ ის ქალიშვილი მართლა ჩემ გვერდით იდგა და ვკითხე: - ვინ ხარ, როგორ გაბედე აქ შემოსვლა? - გამიღიმა და მითხრა: - მე უდიდესი მეფის უფროსი ქალიშვილი ვარ. ამის გაგონებაზე მის წინაშე მუხლი მოვიყარე. ის კი აგრძელებდა:

- თუ დამიმეგობრდები, მეფესთან გიშუამდგომლებ და დიდი წყალობით აგავსებს, მის წინაშე წარგადგენ, ამის გაკეთება ჩემ გარდა არავის ძალუძს. მე ის ციდან ჩამოვიყვანე ადამიანების გადასარჩენად.

ეს თქვა თუ არა, გაუჩინარდა. გაოცებულმა ვთქვი:

- ქალიშვილის სახით გულმოწყალება მესტუმრა, რადგან ზეთისხილის გვირგვინი ამის ნიშანია. მისი სიტყვებიც ამაზე მეტყველებს, როცა თქვა, ღმერთი ციდან ჩამოვიყვანეო. ღმერთმა როდესაც დაინახა, რომ ადამის მოდგმა განწირული იყო და იღუპებოდა, გულმოწყალება გამოიჩინა და მისი გადარჩენა განიზრახა. როცა ღვთისგან გულმოწყალებას ვითხოვთ, თავადვე უნდა ვიყოთ გულმოწყალენი მოყვასისადმი და დავეხმაროთ მას.

ასეთი აზრებით დატვირთული უთენია ეკლესიისკენ გავემართე. გზად სიცივისგან აკანკალებული გლახაკი შემომხვდა. მაშინვე ზედა სამოსი გავიხადე და მივეცი, თან გავიფიქრე: "ახლა კი გავიგებ, - რაც ვიხილე, სიმართლე იყო, თუ ცდუნება". გზა განვაგრძე და თეთრებში გამოწყობილი კაცი შემხვდა, რომელმაც ვერცხლის მონეტებით სავსე ქისა გადმომცა, თან მითხრა: "მეგობარო, გამომართვი და სურვილისამებრ გამოიყენე".

სიხარულით გამოვართვი ქისა, მაგრამ მალევე ვინანე ჩემი საქციელი და უკან მოვიხედე, მინდოდა, ფული უცნობისთვის დამებრუნებინა, მაგრამ ვერავინ დავინახე. ბევრი ვეძებე, თუმცა, ვერ ვიპოვე. მაშინ დავრწმუნდი, რომ ხილვა სინამდვილე იყო. ბოლოს კი ჩემთვის ვთქვი: "გეყოფა, სულო ჩემო, უფლის გამოცდა!"

ერთხელ წმინდა იოანე საავადმყოფოში მიდიოდა ავადმყოფების მოსანახულებლად. დაინახა მგზავრი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ნეტარმა მსახურს უთხრა, მისთვის ვერცხლის მონეტები მიეცა. უცნობმა ფული აიღო და იქაურობას გაეცალა, შემდეგ წმინდანის გამოსაცდელად ტანსაცმელი გაიხადა, სხვა ადგილას დახვდა ნეტარ მამას და მიმართა, - ბატონო, დაეხმარე საბრალო მგზავრს.

წმინდა იოანემ კვლავ უთხრა მსახურს, მისთვის ექვსი მონეტა მიეცა.

- მამაო, ამ მათხოვარს უკვე მივეცით ექვსი მონეტა, - სიტყვა შეუბრუნა მსახურმა.

პატრიარქმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და კვლავ გაუმეორა, მათხოვრისთვის ექვსი მონეტა მიეცა.

მათხოვარმა ისევ გამოიცვალა ტანსაცმელი და ისევ დაელოდა ნეტარ მამას. მესამედაც რომ სთხოვა დახმარება, მსახურმა ისევ უთხრა პატრიარქს:

- მოძღვარო, ორჯერ უკვე მივეცით ფული.

ნეტარმა მამამ უპასუხა:

- იქნებ ღმერთი მცდის, მიეცი თორმეტი მონეტა.

ერთმა ვაჭარმა მთელი ქონება ზღვაში დაკარგა და გაღატაკდა. დახმარება წმინდანს სთხოვა, რომელმაც ხუთი გირვანქა ოქრო მისცა. იმ ოქროთი ვაჭარმა დიდძალი საქონელი იყიდა, ხომალდზე დატვირთა და სავაჭროდ გაემგზავრა. ხომალდი ჩაიძირა და ვაჭარმა კვლავ ყველაფერი დაკარგა, თავად კი ძლივს გადარჩა. ისევ წმინდანთან მივიდა და უამბო, რაც თავს გადახდა.

წმინდა იოანემ უთხრა:

- ეკლესიის ოქრო, რომელიც მე მოგეცი, სხვა ოქროს შევურიე, რომელიც არასწორი გზით გქონდა ნაშოვნი. ამიტომაც დაკარგე ქონება.

ამჯერად ორჯერ მეტი ოქრო მისცა ვაჭარს. კვლავ დიდძალი საქონელი შეიძინა და სავაჭროდ გაემგზავრა, თუმცა, მთელი ქონება ისევ ზღვაში დაკარგა. ამჯერად ვეღარ გაბედა პატრიარქთან მისვლა, შინ იჯდა, სასოწარკვეთილი მოთქვამდა და თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

ეს ამბავი წმინდანმა შეიტყო, ვაჭარი იხმო და უთხრა:

- არ ღირს სასოს წარკვეთა. უფალს მიენდე და ისიც არ მიგატოვებს. ჩემი აზრით, ეს უბედურება იმის გამო შეგემთხვა, რომ არასწორი გზით გქონდა ხომალდი მოპოვებული. ვაჭარს მონასტრის ხომალდი მისცა, ხორბლით აუვსო და გზა დაულოცა. ვაჭარი ზღვაში შევიდა, უეცრად ქარი ამოვარდა და ხომალდი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ვაჭარი გემს მართავდა და იმედს არ კარგავდა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ოცი დღე-ღამის შემდეგ ბრიტანეთის სანაპიროს მიადგნენ, სადაც დიდი შიმშილი მძვინვარებდა. ხალხმა როცა შეიტყო, რომ ხომალდი ხორბლით იყო დატვირთული, მოაწყდა და სულ ერთიანად შეიძინა. აღებული ოქროსა და კალის მონეტები შეინახა და ზღვაში შეცურეს. გზად დეკაბოლში შეიარეს. კალის გაყიდვა გადაწყვიტა და ნახა, რომ ოქროდ გადაქცეულიყო. გამდიდრებული ვაჭარი ალექსანდრიაში დაბრუნდა, პატრიარქს ეახლა და იმ სასწაულების შესახებ უამბო, რაც წმინდანის ლოცვის შედეგად მოხდა.

ერთხელ ეკლესიაში მიმავალ წმინდანს ვიღაც დიდებული შეხვდა, გაეძარცვათ და გაღატაკებულიყო. პატრიარქს შეებრალა და მსახურს უთხრა, მისთვის თხუთმეტი ლიტრი ოქრო მიეცა. იკონომოსებმა იმის გამო, რომ ცოტა ოქრო იყო დარჩენილი, მხოლოდ ხუთი ლიტრი ოქრო მისცეს. იმავე დღეს პატრიარქთან ერთი დიდებული ქალი მივიდა, რომელმაც ქარტია გადასცა, სადაც ეწერა, რომ ეკლესიას ხუთას ლიტრ ოქროს სწირავდა. პატრიარქმა ქარტია რომ გადაიკითხა, სულიწმიდის წყალობით მიხვდა, რომ ქალმა იმდენი ფული არ შესწირა ეკლესიას, რამდენიც გადაწყვეტილი ჰქონდა. შინ დაბრუნებულმა იოანემ იკონომოსებს ჰკითხა, რამდენი ფული მიეცით გაძარცვულ ადამიანსო. მათ იცრუეს:

- როგორც გვიბრძანე, თხუთმეტი ლიტრი.

წმინდანი გაბრაზდა მათი სიცრუისა და სიძუნწის გამო და თქვა:

- ღმერთმა შეგაჩვენოთ ათასი ლიტრი ოქროს გამო, რადგან არ დამიჯერეთ, იმ კაცს ათი ლიტრი ოქროთი ნაკლები მიეცით. ამის გამო ღვთის ნებით, იმ ქალმა ათასი ლიტრი ოქრო აღარ შესწირა ეკლესიას. თუ ჩემი არ გჯერათ, ამაში მალე დარწმუნდებით.

იმ ქალს უხმო და იკონომოსების თანდასწრებით ჰკითხა:

- ქალბატონო, თუ შეიძლება მითხარი, რამდენი ოქროს შეწირვას აპირებდი ეკლესიისთვის?

ქალი მიხვდა, რომ წმინდანმა ყველაფერი იცოდა და უპასუხა:

- მართალი ბრძანდები, უწმინდესო. რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, ეკლესიისთვის ათას ხუთასი ლიტრი ოქრო შემეწირა. ეს ქარტიაშიც კი ჩავწერე, მაგრამ დღეს, არ ვიცი, როგორ მოხდა, ვნახე, რომ "ათასი" წაშლილი იყო და მხოლოდ ხუთასი ეწერა. ვიფიქრე, რომ ეს უფლის ნება იყო და მეც დავემორჩილე.

ამის გაგონებაზე იკონომოსები შეშინდნენ, წმინდანს ფეხებში ჩაუვარდნენ და პატიება სთხოვეს.

ერთხელ ალექსანდრიაში შიმშილი დაიწყო. წმინდა იოანემ ეკლესიის მთელი ქონება დაურიგა ხალხს. ერთმა კაცმა გადაწყვიტა, ესარგებლა და პატრიარქს მისწერა:

- ბევრი ხორბალი მაქვს, რომელსაც ეკლესიას შევწირავ. ას ორმოცდაათ ლიტრ ოქროსაც გავიღებ, ოღონდ დიაკვნობა მიბოძე.

წმინდანმა ის კაცი თავისთან იხმო და განურისხდა, რომ ფულით სასულიერო წოდების ყიდვა სურდა.

- მოინანიე ცოდვები. უფალს შენი ხორბლის გარეშეც შეუძლია ხალხის დაპურება.

სწორედ იმ დროს მას მაცნემ აუწყა, ნაპირს ხორბლით დატვირთული ორი ხომალდი მოადგაო. ამის გაგონებაზე პატრიარქი მუხლებზე დაეცა და ღმერთს მადლი შესწირა.

ერთხელ ორი სასულიერო პირი რაღაც ცოდვის გამო დასაჯეს და დროებით ეკლესიიდან განდევნეს. ერთმა მათგანმა მოინანია, მეორე კი პატრიარქზე გაბრაზდა და ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა. ეს რომ წმინდანმა შეიტყო, გადაწყვიტა თავისთან დაებარებინა და დაერწმუნებინა, ბოროტი საქმეებისთვის თავი დაენებებინა. მაგრამ ცოტა ხნით გადაავიწყდა თავისი განზრახვა. ერთ კვირა დღეს, ლიტურგიის ჩატარების დროს, იოანეს გაახსენდა ის ცოდვილი ბერი და გაიფიქრა: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი" (მათ. 5:23-24).

მაშინვე საკურთხევლიდან გამოვიდა, ის ბერი თავისთან იხმო და ფეხებში ჩაუვარდა, თან პატიებას სთხოვდა. ამის დანახვაზე ბერმა თავად დაუჩოქა და ტირილით ცოდვის შენდობას შესთხოვდა. წმინდანი საკურთხეველში დაბრუნდა და სუფთა სინდისით წარმოთქვა: "და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა" (მათ. 6:12).

ერთი სასტუმროს მეპატრონემ შეურაცხყო წმინდა იოანეს ძმისშვილი, სახელად გიორგი. მან ბიძას შესჩივლა. წმინდანმა მისი დამშვიდება გადაწყვიტა და უთხრა:

- როგორ გაბედა ჩემი ძმისშვილის შეურაცხყოფა. ისე სამაგალითოდ დავსჯი, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდება.

ამ სიტყვებმა ცოტათი დაამშვიდა გიორგი.

წმინდა იოანემ უთხრა:

- შვილო! თუ ჩემი ნათესაობა გსურს, მაშინ დამცირების ატანა და ღვთის გულისთვის მოყვასის პატიება უნდა შეგეძლოს. ადამიანს კეთილი საქმეები და გულმოწყალება აკეთილშობილებს.

ძმისშვილი რომ დამშვიდდა, წმინდანმა სასტუმროების ზედამხედველი იხმო და უბრძანა, რომ იმ ადამიანისგან, რომელმაც გიორგი გაანაწყენა, ეკლესიის გადასახადი აღარ გამოერთმია და თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცა.

ამრიგად, წმინდანმა შეასრულა პირობა - ისე დასაჯა დამნაშავე, რომ მთელი ალექსანდრია განაცვიფრა: სასჯელის ნაცვლად კეთილი მიაგო.

ნეტარმა იოანემ, იმის გამო, რომ მუდამ ეფიქრა აღსასრულზე და ყოველთვის მზად ყოფილიყო სიკვდილისთვის, უბრძანა, მისთვის კუბო დაემზადებინათ, ოღონდ არ დაესრულებინათ. ამასთანავე, დღესასწაულებზე მასთან მისულიყვნენ და ეთქვათ:

- უწმინდესო, შენი კუბო ჯერ არ არის მზად. უბრძანე, დაასრულონ, რადგან არავინ იცის, როდის მოვა სიკვდილი.

ერთხელ წმინდანთან ვიღაც მდიდარი დიდებული მივიდა. მან ნეტარი მამის საწოლს მოჰკრა თვალი, რომელზეც უბრალო გადასაფარებელი ეფინა. შინ დაბრუნებულმა ნეტარ მამას ძვირფასი გადასაფარებელი გაუგზავნა. წმინდა მამას არ უნდოდა დიდებულის განაწყენება და საჩუქარი მიიღო. მხოლოდ ერთ ღამეს გადაიფარა და თავისთვის ამბობდა:

- ვაი, შენ, წყეულო იოანე. როგორ არ გრცხვენია, ასეთი ძვირფასი გადასაფარებელი რომ გახურავს მაშინ, როცა ქრისტეს ძმები - ღატაკები სიცივით იყინებიან. ვინ იცის, რამდენი ადამიანი იტანჯება ახლა ყინვისა და შიმშილისგან. ვაი, შენ, ჩემო თავო, რამდენ ადამიანს ღამის გასათევიც კი არ აქვს, შენ კი ფუფუნებაში ნებივრობ. ყველაფერი გაქვს, რასაც მოისურვებ. ცხოვრობ მშვენიერ სახლში, გაცვია რბილი ტანსაცმელი, სვამ ღვინოს, მიირთმევ საუკეთესო საჭმელს. წყეულო იოანე, ასე ვერ დაიმკვიდრებ საუკუნო ცხოვრებას. "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (ლუკ. 12:20). ღმერთია მოწამე, რომ მეორეჯერ მორჩილი იოანე აღარ დაიფარებს ამ გადასაფარებელს. გაყიდის და აღებული ფულით ღატაკებს ჩააცმევს.

მეორე დღეს ბაზარში წავიდა და გადასაფარებელი გაყიდა. ამ დროს იმ დიდებულმა მოჰკრა თვალი.

ხელახლა იყიდა გადასაფარებელი და წმინდანს გაუგზავნა. ნეტარმა მამამ კი კვლავ გაყიდა. დიდებულმა ისევ ნახა გადასაფარებელი, ისევ შეიძინა და წმინდა იოანეს გაუგზავნა, თან ევედრებოდა, რომ თავად გამოეყენებინა. იგივე მესამედაც რომ განმეორდა, ნეტარმა მამამ დიდებულს შეუთვალა:

- ვნახოთ, ჩვენ შორის პირველი ვინ დაიღლება: მე - გაყიდვით, თუ შენ - ყიდვით?

ასეთი ხერხით წმინდანმა დიდებულისგან ბევრი ოქრო მიიღო და ღარიბებს დაურიგა.

ნეტარ მამას შეეძლო ძუნწებისთვისაც გაეჩინა გულმოწყალების სურვილი. იცოდა, რომ ერთი ეპისკოპოსი, სახელად ტროილე, მეტად ძუნწი იყო. ღირსმა იოანემ საავადმყოფოში წაიყვანა ავადმყოფების სანახავად. შეამჩნია, რომ ტროილეს თან ბევრი ოქრო ჰქონდა და უთხრა:

- მამაო, კარგი შემთხვევა გაქვს, მოყვასს დაეხმარო.

ტროილეს შერცხვა, მოწყალება გაიღო და ცამეტი ლიტრი ოქრო დაურიგა სნეულებს. შინ დაბრუნებული მაშინვე ლოგინში ჩაწვა, ისე დარდობდა გაცემული ოქროს გამო. წმინდა იოანემ მსახური გაგზავნა მასთან და სადილზე მიიწვია. ტროილემ უარი თქვა მიპატიჟებაზე იმ მიზეზით, რომ ავად იყო. იოანე მიხვდა ყველაფერს, ცამეტი ლიტრი ოქრო აიღო და მის სანახავად გაემართა.

- ოქრო მოგიტანე, რაც შენგან ვისესხე საავადმყოფოში ყოფნის დროს. გამომართვი, მე კი ხელწერილი დამიწერე, რომ ღვთის ჯილდოს მე გადმომცემ, რაც დარიგებული ოქროსთვის არის განკუთვნილი.

ეპისკოპოსმა დიდად გაიხარა, ოქრო გამოართვა და ბარათი დაწერა:

"მოწყალეო ღმერთო! ჯილდოს ალექსანდრიის პატრიარქს, ნეტარ იოანეს გადავცემ იმ ცამეტ ლიტრ ოქროს, რომელიც მე ღარიბებს დავურიგე, რადგან ღირსმა მამამ დამიბრუნა ჩემი ოქრო".

წმინდანმა ბარათი გამოართვა და ეპისკოპოსი სადილად დაპატიჟა. მამა იოანე სტუმარს მასპინძლობდა და თან ღმერთს ევედრებოდა, ტროილე ვერცხლისმოყვარეობისგან გაეთავისუფლებინა.

იმავე ღამეს ეპისკოპოსმა სიზმრად იხილა მშვენიერი სახლი, რომლის კარზეც ოქროს ასოებით ეწერა: "ეპისკოპოს ტროილეს სამუდამო სამყოფელი".

ტროილე დიდად გახარებული იყო, რომ ასეთი ლამაზი სახლი იყო მისთვის გამზადებული საიქიოში. უეცრად ვიღაც მრისხანე სახის კაცი გამოჩნდა და მსახურებს უბრძანა:

- უფალმა წარწერის შეცვლა ბრძანა.

მსახურებმა მისი ბრძანებით შემდეგი წარწერა გააკეთეს: "ეს არის ალექსანდრიის პატრიარქის, ნეტარი იოანეს სამუდამო განსასვენებელი, რომელიც ცამეტ ლიტრ ოქროდ შეიძინა".

შეძრწუნებულ ტროილეს გაეღვიძა და ძალიან ნანობდა, რომ ცაში მისთვის მომზადებული სახლი ოქროს სიყვარულის გამო დაკარგა. მაშინვე საწოლიდან წამოხტა, ნეტარი იოანესკენ გასწია და ყველაფერი უამბო. წმინდანმა დაამშვიდა, დაარიგა და გაისტუმრა. იმ დღიდან ტროილე მთლიანად შეიცვალა, ღარიბებს ყველანაირად ეხმარებოდა და მეტად გულისხმიერი იყო ყველასადმი.

ღმერთმა, რომელმაც იობის მოთმინება გამოცადა, ნეტარ იოანესაც მოუწყო გამოცდა. ერთხელ ალექსანდრიის ეკლესიის კუთვნილი ხომალდები, რომლებიც საქონლით იყო დატვირთული, ადრიატიკის ზღვაში დაცურავდნენ. უცებ ქარიშხალი ამოვარდა და ისეთი საშინელი ღელვა ატყდა, რომ ხომალდები რომ არ დაღუპულიყო, მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს. დიდძალი ქონების დაკარგვა, რითაც უამრავი ღარიბის დაპურება შეეძლო, წმინდა იოანემ ეს ამბავი მოთმინებით გადაიტანა. ხშირად იმეორებდა, იობის სიტყვებს: "შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობ. 1:21).

მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. წმინდანი კი პასუხობდა:

- ჩემი ბრალია, რაც მოხდა. გულში რომ არ მეფიქრა, რომ დიდძალ მოწყალებას გავცემდი, ამხელა ქონება არ დაიკარგებოდა. გავმედიდურდი, მით უფრო რომ უფლისას გავცემდი და არა საკუთარს. ღმერთმა ჩემი გონზე მოყვანა გადაწყვიტა და ამიტომაც მომივლინა ამხელა განსაცდელი. სიამაყის გამო ღვთის მადლი დავკარგე და ამით დიდად დავაზარალე უპოვარნი და შიმშილისთვის გავწირე. არა ჩემ გამო, არამედ მათ არ გაიმეტებს უფალი და ყველაფერს მისცემს, რაც მათთვის აუცილებელია.

მალე უფალმა ორჯერ მეტი დოვლათი უბოძა, რაც დაკარგა. წმინდანმა დიდი წყალობა გასცა, განსაკუთრებით იმათ ეხმარებოდა, ვინც უსამართლობით იჩაგრებოდა.

ერთხელ წმინდა კირასა და იოანეს (ალექსანდრიელი წამებულები) სახელობის ეკლესიაში მიდიოდა. გზად ვიღაც ქვრივი შეხვდა, რომელმაც უამბო, თუ როგორ ავიწროებდა სიძე და დახმარება სთხოვა პატრიარქს. თანმხლებმა პირებმა წმინდანს უთხრეს:

- წინამძღვარო, როცა შინ დაბრუნდები, მაშინ შეისმინე მისი თხოვნა.

წმინდანმა ამაზე თქვა:

- როგორ მოუსმენს ღმერთი ჩემს ლოცვას, მე თუ ამ ქალს ახლავე არ მოვუსმინე.

ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, სანამ ქვრივის გასაჭირი არ გაიგო და არ დაიცვა.

ერთი ჭაბუკი მშობლების გარდაცვალების შემდეგ საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. წმინდა იოანემ ამის შესახებ შეიტყო, იკითხა როგორ გაღატაკდა, რადგან იცოდა, მისი მშობლები საკმაოდ მდიდრები იყვნენ. მოახსენეს, რომ ვაჟის დედ-მამამ მთელი ქონება ღატაკებს დაუტოვა, შვილს კი - მხოლოდ ათი ლიტრი ოქრო. სიკვდილის წინ მამამ შვილი იხმო და უთხრა (დედა უკვე გარდაცვლილი იყო):

- შვილო, მთელი ქონებიდან ათი ლიტრი ოქრო და ღვთისმშობლის ხატი დარჩა. რომელს აირჩევ?

ყმაწვილმა ღვთისმშობლის ხატი აირჩია, ოქრო კი ღარიბებს დაურიგა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი გააჩნდა, დილიდან საღამომდე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ლოცულობდა. ამის გაგონებაზე წმინდანმა აღტაცება ვერ დაფარა, მთელი გულით შეიყვარა ობოლი და ფიქრი დაიწყო, თუ როგორ დახმარებოდა. ერთხელ ჩუმად იხმო იკონომოსი და უთხრა:

- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ოღონდ არავის უთხრა. წადი და ძველ ქარტიაზე დაწერე, თითქოს ვინმე თეონემპტეს ანდერძია. ისე შეადგინე ტექსტი, ვითომ ის ობოლი ბიჭი ჩემი ნათესავია. შემდეგ მიდი მასთან და უთხარი: ძმაო, იცოდი, რომ პატრიარქის უახლოესი ნათესავი ხარ? ანდერძი უჩვენე და დაამატე: თუ შენ ვერ ეტყვი პატრიარქს ამ ამბავს, მე შევატყობინებო.

იკონომოსმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც წმინდანმა უბრძანა. ძველ ქარტიაზე ანდერძი დაწერა, რომელიც საბრალო ობოლს აჩვენა და უთხრა, მამაშენის ძველ ქაღალდებში ვიპოვეო. ვაჟს ჯერ ძალიან გაუხარდა, მაგრამ შემდეგ დაირცხვინა, რომ სრულიად ღარიბ-ღატაკი იყო, პატრიარქს ვერ ეახლებოდა და ჯობდა, მას ეთქვა წმინდანისთვის ეს ამბავი.

იკონომოსმა ღირს მამას ყველაფერი მოახსენა. პატრიარქმა უთხრა:

- ყმაწვილს გადაეცი, რომ თითქოს მახსოვს, რომ ბიძაჩემს ვაჟი ჰყავდა, რომელსაც მე არ ვიცნობდი. შემდეგ ჩემთან მოიყვანე და ანდერძიც მოიტანე.

იკონომოსმა ობოლი ნეტარ მამას მიჰგვარა და ანდერძიც მიართვა. პატრიარქმა გულში ჩაიკრა ვაჟი და უთხრა:

- რა კარგია, რომ მოხვედი, ბიძაჩემის ვაჟო.

წმინდანმა ყმაწვილს სახლი უყიდა, დიდძალი ქონება მისცა და დააქორწინა ღირსეულ ქალიშვილზე, რათა აღსრულებულიყო ფსალმუნის სიტყვები: "ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდენილი" (ფს. 36:25).

წმინდა მამა ხშირად მოინახულებდა სნეულებს და ემსახურებოდა მათ, მომაკვდავებს და ბოლო წუთებში ამხნევებდა ლოცვებით. ამას გარდა, ხშირად იხდიდა პარაკლისს გარდაცვლილთათვის, რადგან ამბობდა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიცვალებულთა სულებისთვის. ამის დასამტკიცებლად ერთ შემთხვევას იხსენებდა, რომელიც კუნძულ კვიპროსზე მოხდა:

- ერთი კვიპროსელი სპარსეთში ტყვედ წაიყვანეს. მის მშობლებს კი უთხრეს, რომ გარდაიცვალა. დედ-მამა შვილს, როგორც გარდაცვლილს, ისე დასტიროდა. პანაშვიდებს უხდიდნენ, ეკლესიაში საკურთხი მიჰქონდათ. ოთხი წლის შემდეგ მათმა ვაჟმა გაქცევა მოახერხა და შინ დაბრუნდა. მშობლებმა შვილი რომ დაინახეს, ეგონათ, რომ მკვდრეთით აღდგა. უთხრეს, წელიწადში სამჯერ პანაშვიდს ვიხდიდით შენს სახელზეო. ვაჟი დაინტერესდა, ამას რა დღეებში აკეთებდითო. მშობლებმა უპასუხეს: შობის დღესასწაულზე, აღდგომას და მირქმაზეო. ამის გაგონებაზე ვაჟმა თქვა:

- სწორედ იმ დღეებში დილეგში ვიღაც მოდიოდა, იქაურობას გაანათებდა, ბორკილებისგან მათავისუფლებდა. დანარჩენ დღეებში კი ისევ შებორკილი ვიყავი.

ნეტარი იოანე ცდილობდა, არ განეკითხა ადამიანები თავიანთი ცოდვების გამო, განსაკუთრებით ბერები, რადგან ერთხელ ისე მოხდა, რომ არასწორად გაკიცხა ბერი.

ერთი ახალგაზრდა ბერი რამდენიმე დღე ალექსანდრიაში ვიღაც ლამაზ ქალიშვილთან ერთად დადიოდა. ზოგიერთმა იფიქრა, რომ მათ შორის უკანონო კავშირი იყო და წმინდა პატრიარქს მოახსენეს. წმინდანმა მაშინვე ორივეს შეპყრობა, გაროზგვა და დილეგში ჩასმა ბრძანა. ღამით ბერი ესიზმრა, რომელმაც ცემისგან ერთიანად დასისხლიანებული მხრები აჩვენა და ჰკითხა:

- ეს გინდოდა, მოძღვარო? ასე გაიგე მოციქულის სიტყვები: "მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღმერთის სამწყსო, მიხედეთ მას, არა იძულებით, არამედ ნებსით" (პეტ. 5:2). დამიჯერე, მოგატყუეს!

პატრიარქს გამოეღვიძა და დიდხანს ფიქრობდა სიზმარზე, მიხვდა, რომ შეცდა და ძლიერ წუხდა ამის გამო. ინათა თუ არა, ბერის მიყვანა ბრძანა, რადგან სურდა ენახა, ჰგავდა თუ არა სიზმრად ნანახს. ბერი ძლივს ეახლა, იმდენად იყო ნაგვემი. პატრიარქმა მის დანახვაზე ფერი დაკარგა, ხმა ვერ ამოიღო და ხელით ანიშნა, დამჯდარიყო. გონს რომ მოეგო, უბრძანა, მხრები ეჩვენებინა. ნახა, რომ ზურგი ზუსტად ისე ჰქონდა დასახიჩრებული, როგორც ესიზმრა. ბერმა ტანსაცმელი რომ გაიხადა, ყველამ დაინახა, რომ საჭურისი იყო. პატრიარქი დიდად შეწუხდა, ბერს პატიება სთხოვა, ისინი კი, ვინც მას ცილი დასწამა, ეკლესიიდან სამი წლით განდევნა.

- მაპატიე ძმაო, - ამბობდა ღირსი მამა, - უმეცრებით მომივიდა. შევცოდე ღვთისა და შენ წინაშე. თუმცა, უნდა გეფიქრა, რომ არ არის მართებული ბერმა ახალგაზრდა ქალიშვილთან იაროს.

ბერმა უპასუხა:

- წმინდა მამაო, დამიჯერე, რადგან სიმართლეს მოგახსენებ. ადრე ღაზაში ვიყავი წმინდა მოწამეთა კირასა და იოანეს საფლავზე. ღამდებოდა, როცა ის ქალიშვილი მომიახლოვდა, დამიჩოქა და მთხოვა, ნება მიმეცა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. მე ხელი ვკარი და გავიქეცი. ის ფეხდაფეხ მომდევდა და მეუბნებოდა: - აბრაამის ღმერთის სახელით გაფიცებ, ნუ მიმატოვებო. ამის გაგონებაზე შევჩერდი და ვკითხე: - ასე რატომ დამაფიცე?

- ებრაელი ვარ, - მიპასუხა ქვითინით, - მინდა მამაჩემის ბოროტებით სავსე სახლი დავტოვო და ქრისტიანად მოვინათლო. გემუდარები, მამაო, არ მიმატოვო. ხელს ნუ მკრავ, იხსენი ჩემი სული.

ეს სიტყვები რომ მოვისმინე, უფლის სამსჯავროს შიშით, ქალიშვილი თან წამოვიყვანე, ეკლესიაში მოვნათლე და მასთან ერთად დავდიოდი, რათა დედათა რომელიმე მონასტერში დამებინავებინა.

პატრიარქმა ამოიოხრა და თქვა:

- რამდენი საიდუმლო მონა ჰყავს უფალს, ჩვენ წყეულებმა კი არ ვიცით.

შემდეგ თავისი სიზმრის შესახებ უამბო და ასი ოქროს ჩუქება გადაწყვიტა.

ბერმა ხელი არ ახლო ოქროს და თქვა:

- თუ ბერს სწამს, რომ უფალი არის მისი მფარველი, მაშინ მას არ სჭირდება ოქრო. ხოლო თუ ოქრო უყვარს, ესე იგი, მას არ სწამს ღმერთის არსებობა.

ეს თქვა, ქედი მოიხარა პატრიარქის წინაშე და წავიდა.

მას შემდეგ წმინდანი კიდევ უფრო დიდ პატივს სცემდა ბერებს და თავს იკავებდა მათი განკითხვისგან.

მოხდა ისე, რომ ალექსანდრიაში ვიღაც ჭაბუკი მონაზონთან ერთად გაიქცა კონსტანტინოპოლში. ყველა კიცხავდა მას და ამბობდნენ:

- ორი სული დაღუპა: თავისი და იმ მონაზვნის. სახარებაში კი წერია: "ვაი, ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდაუვალია; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" (მათ. 18:7).

მაშინ წმინდა იოანემ უთხრა მათ:

- ძმებო, შეწყვიტეთ მათი განკითხვა. ჯერ ერთი, სხვისი განკითხვა ცოდვაა, მეორეც, ამით ღვთის მცნებას არღვევთ: "ამიტომაც ნაადრევად ნუ განიკითხავთ, ვიდრე არ მოვა უფალი, რომელიც ნათელს მოჰფენს ბნელში დაფარულს და გამოამჟღავნებს გულის ზრახვებს და მაშინ თითოეულს მიეგება ქება ღმრთის მიერ" (1 კორ. 4:5).

შემდეგ ასეთი რამ გაიხსენა:

- ერთი ბერი ქალაქში მიდიოდა, როცა ერთმა მეძავმა, სახელად პორფირიამ, დაუძახა:

- მამაო, მიხსენი ისევე, როგორც ქრისტემ იხსნა მეძავი.

ბერმა უპასუხა:

- გამომყევი!

ხელი მოჰკიდა და ყველას თვალწინ ქალაქიდან გაიყვანა. ამის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ბერმა ცოლად მეძავი მოიყვანა. ბერს პორფირია დედათა მონასტრისკენ რომ მიჰყავდა, ქალმა უპატრონო ბავშვი იპოვა და გადაწყვიტა, შვილის ნაცვლად გაეზარდა. გარკვეული დროის შემდეგ ქალაქის რამდენიმე მცხოვრები იმ მხარეში აღმოჩნდა, სადაც ბერი და პორფირია ცხოვრობდნენ. ნახეს, რომ ქალს ბავშვი ჰყავდა და დაცინვით უთხრეს:

- ყოჩაღ, ბავშვიც გაგიჩენია.

უკან დაბრუნებულებმა კი მთელ ქალაქს მოსდეს, რომ პორფირიამ ბერისგან ბავშვი გააჩინა. "ჩვენი თვალით ვნახეთ, - ამბობდნენ დაბეჯითებით, - თანაც ბავშვი ძალიან ჰგავს ბერს".

ბერმა აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, პელაგიას (პორფირიას მონაზვნობის სახელი) უთხრა:

- ქალაქში უნდა დავბრუნდეთ.

პელაგია დაემორჩილა მის ნებას და გზას გაუდგნენ. თან ბავშვიც წაიყვანეს, რომელიც უკვე შვიდი წლის იყო. ქალაქში ჩასვლისას ბერი ცუდად გახდა. მრავალი ადამიანი მივიდა მის სანახავად. ბერმა თქვა:

- მომიტანეთ საგუნდრუკე.

საცეცხლურიდან ცხელი ნაკვერჩხალი გულზე დაიყარა და ზედ ხელი მანამდე ედო, სანამ არ განელდა. არც ტანსაცმელი დაიწვა და არც კანი. ბერმა თქვა:

- კურთხეულია უფლის სახელი. ის არის მოწმე, რომ როგორც ცეცხლი არ მიჰკარებია ჩემს ტანსაცმელს, ასევე მე არ შემიცნია სიძვის ცოდვა.

ეს თქვა თუ არა, სული უფალს მიაბარა. ყველა, ვინც კი ეს სასწაული იხილა, უფალს ადიდებდა.

ეს ამბავი წმინდა იოანემ ხალხს უამბო, ბოლოს კი უთხრა:

- ასე რომ, ჩემო ძმებო, ნუ იჩქარებთ სხვის განკითხვას. ხშირად ვამჩნევთ სხვების ცოდვებს, მაგრამ მათ სინანულს ამ ცოდვების მიმართ ვერ ვამჩნევთ.

ერთხელ ქვეყანას სპარსელები დაესხნენ თავს. იოანემ მაცხოვრის სიტყვები გაიხსენა: "როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა" (მათ. 10:23) და გადაწყვიტა, კონსტანტინოპოლში გამგზავრებულიყო. ალექსანდრიას რომ გაშორდა, ავად გახდა. უეცრად ვიღაც კაცი ეახლა, რომელსაც ხელში სამეფო კვერთხი ეპყრა და უთხრა:

- მეფეთა მეფე თავისთან გიხმობს.

წმინდანი მიხვდა, რომ აღსასრული მოახლოებული იყო. თავის სამშობლოში, კვიპროსში ჩავიდა და სიკვდილისთვის მოემზადა.

მომაკვდავი ამბობდა:

- გმადლობ, უფალო, რომ ამქვეყნიური სიმდიდრე ჩემთვის სიამე არ ყოფილა. მცირეოდენი ვერცხლიღა დამრჩა და დავიბარებ, რომ ისიც ღარიბებს დაურიგონ. ალექსანდრიის პატრიარქი როცა გავხდი, ჩემს ეპარქიაში რვა ათას ლიტრამდე ოქრო ვიპოვე.
შემოწირულობებითაც ათი ათასამდე ოქრო შეგროვდა. ყველაფერი ქრისტეს მივეცი. მასვე ვაბარებ ჩემს სულს.

ნეტარი მამა ქალაქ ამაფუნტში დაკრძალეს, ტიხონ სასწაულთმოქმედის ტაძარში, ორ ეპისკოპოსს შორის. ამ დროს ერთი უცნაური ამბავი მოხდა. როდესაც პატრიარქი უნდა ჩაესვენებინათ მიწაში, ეპისკოპოსების ცხედრები, როგორც ცოცხალი არსებები, ისე დაშორდნენ ერთმანეთს და შუაში ადგილი გაუთავისუფლეს წმინდა იოანეს. ეს იქ შეკრებილმა უამრავმა ადამიანმა იხილა და ადიდა უფალი.

აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი ამბავი. წმინდა იოანე სიკვდილის პირას იყო, როცა მასთან მეძავი ქალი მივიდა, მომაკვდავის ფეხებთან დაიჩოქა და ტირილით უთხრა:

- ღირსო მამაო! საშინელი ცოდვილი ვარ. ვერავის ვუმხელ ჩემს ცოდვებს. ვიცი, თუ მოინდომებ, შეგიძლია ჩემი პატიება. ღმერთმა თქვა: "რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" (მათ. 16:19; იოან. 20:23).

ნეტარმა მამამ უპასუხა:

- თუ რწმენით მოხვედი, აღსარება ჩამაბარე.

ქალმა უთხრა:

- ცოდვას ვერ გავამხელ, რადგან სირცხვილით ვიწვი.

წმინდანმა ამაზე თქვა:

- თუ ხმამაღლა ვერ ამბობ, მაშინ დაწერე და ისე მომიტანე.

ქალმა ამაზეც უარი თქვა:

- ამასაც ვერ ვიზამ.

- მაშინ დაბეჭდე და ისე მომეცი, - უთხრა ნეტარმა მამამ.

ქალი ასეც მოიქცა. თავისი ცოდვები ქაღალდზე გადაიტანა და წმინდანს სთხოვა, არ წაეკითხა. მეხუთე დღეს ღირსმა იოანემ სული უფალს მიაბარა. იმხანად ქალი ქალაქში არ იმყოფებოდა. დაკრძალვის მეორე დღეს ჩავიდა და პატრიარქის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო, საშინლად შეწუხდა, რადგან ეგონა, რომ წერილს სხვები გახსნიდნენ და გაიგებდნენ მის საიდუმლოს. მის საფლავთან მივიდა და როგორც ცოცხალს, ისე მიმართა:

- ღვთის კაცო, ნეტავ არ მომეცა შენთვის ის ქაღალდი, სადაც ჩემი ცოდვები მეწერა. ვაი, მე წყეულს. შენ ვერ გიმხელდი და ახლა ყველას ეცოდინება და მათი დასაცინი გავხდები. აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ მეტყვი, სად წაიღე ქარტია. შენ ხომ არ მომკვდარხარ და აგრძელებ სიცოცხლეს.

სამი დღე-ღამე იდგა საფლავთან. მესამე ღამეს წმინდა იოანე სამარხიდან გამოვიდა, მას თან ორი ეპისკოპოსი ახლდა და ქალს უთხრა:

- რატომ არ გვანებებ თავს. ცრემლებით ტანსაცმელი სულ ერთიანად დაგვისველე.

შემდეგ დაბეჭდილი წერილი გადასცა. გარდაცვლილები კვლავ სამარხებს დაუბრუნდნენ. ქალმა თავისი ხელით ბეჭედდასმულ ქარტიას დახედა, ნახა, რომ გაუხსნელი იყო. მაშინვე გახსნა და თავისი ნაწერის ნაცვლად ეს ამოიკითხა:

- ჩემი მონის, იოანეს გამო, ცოდვებს შეგინდობ.

ქალმა უზომოდ გაიხარა და უფლის სახელის დიდებით დაბრუნდა სახლში, თან წმინდა იოანეს მადლობდა.

ტროპარი:

მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყვარენ, და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმინდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა, და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლად ბრძენო, ამისთვისცა ყოველნი აღმსრულებელნი ხსენებისა შენისანი შეგივრდებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.
..................................

აქვე წაიკითხეთ:

მოწყალების მიცემისას არ შევხედოთ მათ სახეს და არც მათი ცხოვრება გამოვიძიოთ


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat