მოწყალების მიცემისას არ შევხედოთ მათ სახეს და არც მათი ცხოვრება გამოვიძიოთ
მოწყალების მიცემისას არ შევხედოთ მათ სახეს და არც მათი ცხოვრება გამოვიძიოთ
წმინდა იოანე მოწყალე
წმინდა იოანე დაიბადა კვიპროსის ქალაქ ამაფუნტეში, ეპიფანე მთავრის ოჯახში. მშობლებმა შვილი ღვთივსათნოდ აღზარდეს და დრო რომ დადგა, ცოლიც შერთეს. წმინდა იოანეს შვილები ღვთის განგებით მალევე გარდაეცვალა, მათ მეუღლეც მიჰყვა და ოჯახის ტვირთისგან განთავისუფლებული იოანე მთლიანად სულიერ ცხოვრებას მიეცა. ძალზე შეუყვარდა მარხვა, ლოცვა და მოწყალების გაცემა. პირადმა უბედურებამ სხვისი ტკივილი უფრო გასაგები გახადა მისთვის. უამრავ მოწყალებას გასცემდა, მრავალს ანუგეშებდა. ამის გამო ყველას უყვარდა და თვით მეფეც კი პატივს მიაგებდა. როცა ალექსანდრიის ეკლესიის საპატრიარქო საყდარი დაქვრივდა, ჰერაკლე იმპერატორმა, ღვთის განგებულებით, წმინდა იოანე გამოარჩია და საპატრიარქო ტახტზე აღამაღლა, თუმცა მას არანაირი სურვილი არ ჰქონია. პატრიარქის ტახტზე ასვლისთანავე თავისი სამწყსო პეტრე ფულონის ერესისგან განწმინდა, რომელსაც "სამწმინდა არსობის" ლოცვისთვის დაემატებინა სიტყვები: "რომელ ჯვარს ეცვი ჩვენთვისო" - და ამით მთელი მართლმადიდებელი სამყარო ააღელვა. ამის შემდეგ მთელი გულით ღვთის მცნებათა აღსრულებას და ქველმოქმედებას მიეცა. მღვდელმთავრობის დაწყებისთანავე იხმო იკონომოსები და უბრძანა, - მოიარეთ ქალაქი და ყველა ჩემი ბატონი აღწერეთო. ვინ არიან ეს შენი ბატონებიო, - ჰკითხეს იკონომოსებმა. "ისინი, ვისაც თქვენ გლახაკებს უწოდებთ, - უპასუხა წმინდა იოანემ, - მათ ჭეშმარიტად შეუძლიათ ღვთის სასუფეველში ჩემი შეყვანა". იკონომოსებმა მთელი ალექსანდრია მოიარეს, აღრიცხეს ქუჩებში, საავადმყოფოებში, სანაგვეებზე მცხოვრები ღატაკები, 7500 კაცი. თითოეულ მათგანს წმინდა იოანემ ყოველდღიური საზრდო გაუჩინა.

614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო
II-მ სირია და პალესტინა დაიპყრო, გადაწვა იერუსალიმი, გაიტაცა ძელი ცხოველი და იერუსალიმის პატრიარქი, მრავალ ქრისტიანთან ერთად, ტყვედ წაიყვანა. წმინდა იოანემ მათ გამოსასყიდად ოქრო-ვერცხლით და ხორბლით დატვირთული გემი გაგზავნა და მრავალი სული გამოიხსნა. იმის გამო, რომ ხშირად მისი მსახურნი მასთან მთხოვნელებს არ უშვებდნენ, პატრიარქი კვირაში ორი დღე - ოთხშაბათსა და პარასკევს იჯდა ხოლმე ეკლესიის კართან, ყოველ გაჭირვებულს უსმენდა და ნუგეშს სცემდა. ერთხელ ბრძანა კიდეც: ჩემთვის არასოდეს დაუხშავთ უფალთან შესასვლელი კარი, ლოცვისას შემიძლია მასთან საუბარი და თხოვნა რაიმესი და მე რატომ არ უნდა მივცე მოყვასს ჩემთან დაუბრკოლებლად შემოსვლის ნება, რათა თავისი საწუხარი გამიზიაროს და მთხოვოს დახმარება? უნდა გეშინოდეს მისი, რომელმაც ბრძანა: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ".

ზოგჯერ დღე ისე ჩაივლიდა, პატრიარქთან სათხოვარით არავინ მიდიოდა. წმინდა მღვდელმთავარი დამწუხრებული ამბობდა: - დღეს ცოდვილმა იოანემ ვერაფერი მისცა უფალს თავისი ცოდვების სანაცვლოდო.

ერთხელ იკონომოსებმა უთხრეს, - ერთი კარგად ჩაცმული ქალბატონი მოწყალებას ითხოვს და არ ვიცით, მივცეთ თუ არაო. წმინდა მამამ მიუგო: "თუ ჭეშმარიტად ქრისტეს მონები ხართ და ერთგული მსახურნი მდაბალი იოანესი, მაშინ მიეცით მოწყალება ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა. მოწყალების მიცემისას არ შევხედოთ მათ სახეს და არც მათი ცხოვრება გამოვიძიოთ, რადგან მათ, ჩვენსას კი არა, ქრისტეს ქონებას ვაძლევთ. თუ გგონიათ, რომ ეკლესიის სალარო არ ეყოფა მოწყალებას? მტკიცედ მჯერა, ალექსანდრიაში თუნდ მთელი სამყაროს გლახაკებიც რომ მოგროვდნენ მოწყალების სათხოვნელად, ჩვენი ეკლესიის სალარო არ შემცირდება". რწმენაში განსამტკიცებლად წმინდა იოანემ მათ თავისი სიჭაბუკის დროინდელი ხილვა გაუმხილა: - მაშინ 16 წლის ვიყავი და კვიპროსზე ვცხოვრობდი. ერთ ღამეს მესიზმრა მშვენიერი, დიდებულად შემოსილი ქალწული, რომელსაც თავზე ზეთისხილის გვირგვინი ედგა, ჩემს საწოლთან მოვიდა, შემეხო და გამაღვიძა. ვინ ხარ, რომ გაბედე და ჩემთან შემოხვედი-მეთქი. შემომხედა ნათელი მზერით და მდაბლად მიპასუხა: "მე ვარ უფროსი ასული უდიდესი მეფისა და უპირველესი მის ქალიშვილთა შორის". ამის გაგონებაზე მუხლი მოვუდრიკე, მან კი განაგრძო: "თუ დამიმეგობრდები, შენთვის მეფეს უდიდეს მადლს გამოვთხოვ და წარგადგენ მის წინაშე. ჩემს გარდა მას ვერავინ ვერაფერს შეჰკადრებს. მე ჩამოვიყვანე ის ზეციდან მიწაზე და აღვძარი სურვილით, კაცთა ხსნისთვის კაცებრივი ხორცი შეემოსა". წარმოთქვა ეს და უხილავი შეიქნა. მაშინ ვიფიქრე: - ჭეშმარიტად ქალიშვილის სახით მოწყალება გამომეცხადა. ამას მოწმობს მისი ზეთისხილის გვირგვინი, რომელიც სიმბოლოა მოწყალებისა. ამასვე ადასტურებს ქალიშვილის ბოლო სიტყვებიც. სხვა არაფერმა, მხოლოდ მოწყალებამ გარდამოიყვანა ზეციდან მიწაზე მაცხოვარი, შემოქმედი ყოვლისა, რომელსაც შეებრალა თავისი ქმნილება. ამიტომაც, ვისაც უნდა, რომ შეიწყალოს ღმერთმა, მასაც უნდა ეცოდებოდეს მოყვასი და მოწყალებას აძლევდეს-მეთქი. სასწრაფოდ წამოვდექი და გათენებისთანავე ეკლესიას მივაშურე. გზად სიცივისგან აკანკალებული გლახაკი შემომხვდა. მოვიხსენი ზედა სამოსი და მივეცი. გავიფიქრე, ახლა შევიტყობ, ეს ხილვა ჭეშმარიტია თუ ეშმაკისა-მეთქი. გზად თეთრსამოსიანი კაცი გადამიდგა წინ, ქისა მომცა, რომელშიც 100 ოქროს მონეტა იდო და მითხრა: - მეგობარო, აიღე და შენი სურვილისამებრ მოიხმარეო. სიხარულით გამოვართვი, მაგრამ მალევე შევინანე. მე ხომ ეს ფული არ მჭირდებოდა. მოვბრუნდი, რომ უკანვე მიმეცა, მაგრამ კაცი ვერსად ვნახე. მივხვდი, რომ ჩემი ხილვა ჭეშმარიტი იყო და ვთქვი: შეწყვიტე, სულო ჩემო, შენი უფლის გამოცდა-მეთქი.

ერთხელ წმინდა იოანე ერთმა გლახაკმა "გამოსცადა" - სამ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვანაირად გადაცმული დახვდა და მოწყალება სთხოვა. მეუფეო, - უთხრეს მხლებლებმა, - ეგ უკვე ორჯერ დაგვხვდა და ორივეჯერ ექვს-ექვსი მონეტა გამოგართვაო. წმინდა იოანემ უპასუხა: - მიეცით მაგას თორმეტი მონეტა. შესაძლოა მისით ქრისტე ღმერთი მცდისო.

წმინდა მღვდელმთავარს კაცთაგან უკიდურესი სიმდაბლე, მიმტევებლობა, ძვირუხსენებლობა გამოარჩევდა. ერთხელ წირვაც კი შეაჩერა, მივიდა იქვე მდგომ მასზე ნაწყენ დიაკვანთან, მუხლებში ჩაუვარდა, შენდობა ითხოვა მისგან და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ერთხელ წმინდა იოანეს დისწულმა, გიორგიმ, შესჩივლა: ქალაქის სასტუმროების მეპატრონემ შეურაცხმყო და დასაჯეო. წმინდა იოანემ თქვა: - მაგ უკეთურმა როგორ გაბედა ჩემი ნათესავის გალანძღვა? ღვთის წინაშე ვამბობ, ამ შეურაცხყოფისთვის ისე ვიძიებ შურს, რომ მთელი ალექსანდრია განკვირდებაო. ცოტა ხნის შემდეგ წმინდა იოანემ ამ სიტყვებით დამშვიდებულ დისწულს უთხრა: - ჩემო ბიჭო, თუ გინდა ჩემი ნათესაობა, მზად უნდა იყო ყველანაირი შეურაცხყოფის დასათმენად და გაჭირვებული მოყვასის მისატევებლად. კაცს ამშვენებს არა წინაპართა დიდებული სახელები, არამედ თავისი კეთილი საქმეები და ღვთივსათნო ცხოვრებაო. გიორგი გაისტუმრა, სასტუმროების ზედამხედველი იხმო და უბრძანა, იმ კაცისგან, რომელმაც გალანძღა გიორგი, არ აეღო საეკლესიო გადასახადი, რომელსაც ის ყოველდღიურად იხდიდა. პატრიარქის ამ საქციელმა მართლაც განაცვიფრა მთელი ალექსანდრია.

ერთხელ ერთმა მდიდარმა კაცმა მოინახულა პატრიარქი. დაინახა მის საწოლზე ძველი გაცრეცილი საბანი და ახალთახალი, ძვირფასი, 36 ოქროს მონეტად ღირებული საბანი აჩუქა. პატრიარქს არ უნდოდა მიღება, მაგრამ დაჰყვა კაცის დაჟინებულ თხოვნას. ეს საბანი მხოლოდ ერთი ღამე ეფარა წმინდანს და ის ღამეც საკუთარი თავის განქიქებაში გაათენა: "ვაი შენ, უნანელო იოანე, როგორ იმოსები დიდებული ქსოვილით მაშინ, როცა ქრისტეს უმცროსი ძმები - გლახაკები - სიცივით იყინებიან. რამდენმა არ იცის, სად მიიდრიკოს თავი, როგორ გადაურჩეს ყინვას და შიმშილს, რამდენ უცხოდ მოსულ მწირს არა აქვს თავშესაფარი ამ ქალაქში და ამისთვის მადლობენ ღმერთს, შენ კი, იოანე, რომელსაც გსურს საუკუნო სასუფეველო, აქ, მიწაზე, ცხოვრობ სიმდიდრესა და განცხრომაში, ყველაფერი გაქვს, რასაც ისურვებ. ჰოი, გულქვა იოანე, ასეთი ცხოვრებით საუკუნო სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ. სახარებისეული მდიდარივით, გაიგონებ ღვთის ხმას, რომელიც გეტყვის: "მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე - ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები". მოწამეა ღმერთი, მდაბალი იოანე ამიერიდან აღარ დაიფარებს ამ საბანს, არამედ გაყიდის და დაურიგებს გლახაკებსო". ასეც მოიქცა. მდიდარმა ბაზარში ნახა გასაყიდად გამოტანილი პატრიარქისთვის ნაჩუქარი საბანი, მიხვდა ყველაფერს, კვლავ იყიდა და გაუგზავნა. წმინდა იოანემ ისევ ბაზარში გაატანინა. მდიდარმა მესამედაც გაუგზავნა. მაშინ კი უთხრა მღვდელმთავარმა: - ვნახოთ ერთი, რომელი დაიღლება პირველი: მე - მაგის გაყიდვით, თუ შენ - მისი შესყიდვით და ჩემთვის ჩუქებითო.

უფალმა, რომელმაც ერთ დროს მართალი იოსების მოთმინება გამოსცადა, წმინდა იოანესაც ესტუმრა უმძიმესი განსაცდელით: ალექსანდრიის ეკლესიის კუთვნილ 13 გემს ქარიშხალი ადრიატიკის ზღვაში ჩაძირვით დაემუქრა. ტვირთი - 3300 ლიტრა ოქროს ღირებულების საქონელი წყალში გადაყარეს. როცა მასთან ქალაქის თავი მივიდა სანუგეშებლად, წმინდა იოანემ უპასუხა: - მე ვარ დამნაშავე ეკლესიის ქონების განადგურებისა, რადგან ავმაღლდი გონებით და ვიფიქრე, თითქოს დიდ მოწყალებას გავცემდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, არაფერიც არ დაიკარგებოდა. მე გავამაყდი მაშინ, როცა კაცთ არა ჩემსას, არამედ ღვთისას ვაძლევდი. და აი, სახიერმა ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი გაღატაკება, რადგან სიღარიბე ამდაბლებს ადამიანს. ახლა მივხვდი, რომ ჩემი სიამაყის გამო მოვაკლდი ღვთის ჯილდოს და დიდი უბედურება მივაყენე უპოვართ, რომელთათვისაც იყო განკუთვნილი ის ტვირთი. მაგრამ ღმერთი მათ ასე არ დატოვებს და მისცემს ყოველივეს, რაც სჭირდებათო.

ტაძრიდან გამოსულ დაღლილ პატრიარქთან ქვრივი დედაკაცი მივიდა თავისი სატკივრის გასაზიარებლად. წმინდა იოანეს თანამხლებლებმა უთხრეს: - მეუფეო, მაგის სათხოვარი შინ დაბრუნებისას მოისმინეთო, რაზეც წმინდანმა უპასუხა: - ღმერთი როგორ შეისმენს ჩემს ლოცვას, თუ ამ დედაკაცს ახლავე არ მოვუსმინეო.

ალექსანდრიაში იმ დროს ერთი მოწყალე ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომელთაც ქონების დიდი ნაწილი გლახაკებს დაურიგეს და ერთადერთ ვაჟს ათი ლიტრა ოქროღა შემოუნახეს. როცა დედა გარდაიცვალა, მამამ ვაჟს დაუდო წინ ღვთისმშობლის ხატი და ათი ლიტრა ოქრო და უთხრა: "ჩემო საყვარელო შვილო, მთელი ჩვენი ქონებიდან ესღა დარჩა, დანარჩენი ეკლესიას შევწირეთ. აირჩიე, რა გსურს - ოქრო თუ შენი მფარველი და გამომზრდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი?" კეთილგონიერმა ახალგაზრდამ ხატი აირჩია, ხოლო ოქრო, მისი თხოვნით, მამამ გლახაკებს გაუნაწილა. მალე მამაც გარდაიცვალა და ვაჟი უნუგეშოდ აღმოჩნდა, მაგრამ სასოება არ დაუკარგავს. დღე და ღამე ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოდრეკილი ლოცულობდა და უფლის დედას შეწევნას სთხოვდა. ეს სულისშემძვრელი ამბავი წმინდა იოანეს მოუთხრეს მორჩილებმა. განცვიფრდა მღვდელმთავარი ბიჭის კეთილგონიერებით და შეუყვარდა კიდეც. იკონომოსი იხმო, გააფრთხილა, მის სიკვდილამდე ეს საიდუმლო არ გაემხილა და უბრძანა: წადი, მოძებნე ძველი ქარტია, მასზე ვინმე თეოპემტეს სახელით ანდერძი დაწერე, საიდანაც ჩანდეს, თითქოს მე და ის საწყალი ბიჭი ნათესავები ვიყოთ. შემდეგ მიდი მასთან და უთხარი - ხომ იცი, რომ პატრიარქის ახლო ნათესავი ხარ. თუ შენ გერიდება მისთვის ამის თქმა, მაშინ მე ვეტყვი-თქო. თან ის ქარტიაც აჩვენეო. იკონომოსი ასეც მოიქცა. ბიჭს ძალზე გაეხარდა, მერე კი დარცხვენილმა უთხრა: - ამ ძველისძველი სამოსით ხომ ვერ წარვუდგები პატრიარქს, იქნებ თქვენ ამცნოთ ამის შესახებო. იკონომოსმა მოახსენა წმინდა იოანეს ყოველივე. მან კი ბრძანა: "ასე უთხარი იმ ყმაწვილს, პატრიარქმა თქვა: "მახსოვს, რომ ბიძაჩემს ვაჟი ჰყავდა, მაგრამ სახით არ ვიცნობდი. კარგია, თუ მომიყვან. თან ის ანდერძიც მოიტანეთო". ყმაწვილი მღვდელმთავარმა დიდი სიყვარულით მიიღო, მოეხვია, ეამბორა, დაისვა გვერდით და უთხრა: - კარგია, ჩემთან რომ მოხვედი, შენ ხომ ჩემი ბიძაშვილი ხარო. წმინდა იოანემ ვაჟს სახლიც უყიდა, დიდძალი ქონებაც მისცა, დააქორწინა კიდეც.

წმინდა მღვდელმთავარი ხშირად მოინახულებდა ხოლმე ავადმყოფებს, ემსახურებოდა მათ, გარდაცვლილებს კი თავის წმინდა ლოცვასაც გააყოლებდა. მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად ხშირად ატარებდა საღმრთო ლიტურგიას. თვითონაც მოისურვა, რომ მარადის ხსომებოდა სიკვდილი და დაადგმევინა ნახევრად გაკეთებული კუბო. იკონომოსებს უბრძანა, დიდ დღესასწაულებზე მისულიყვნენ მასთან და სხვების თანდასწრებით ხმამაღლა ეთქვათ: - მეუფეო, შენი კუბო ჯერ არ დაგვიმთავრებია. გვიბრძანე, დავასრულოთ, რადგან სიკვდილი ქურდივით მოიპარება და არ იცი, როდის მოგაკითხავსო. ასე გრძელდებოდა მრავალ წელიწადს, ვიდრე მართლა არ მიაკითხა სიკვდილმა წმინდა პატრიარქს.

მოხდა ისე, რომ სპარსელებმა შეუტიეს მის ქვეყანას. წმინდა იოანემ გადაწყვიტა, დროებით კონსტანტინოპოლში წასულიყო საცხოვრებლად. როცა ალექსანდრიიდან გასცურეს, პატრიარქი ლოგინად ჩავარდა. სიზმარში იხილა ნათლით შემოსილი კაცი, რომელსაც ხელთ ოქროს სკიპტრა ეპყრა და უთხრა, - მეფეთა მეფე გიხმობსო. ამ ჩვენებით მიხვდა წმინდა იოანე, რომ აღსასრული მოახლოებულიყო. ამიტომაც გემით თავისი სამშობლოსკენ, კვიპროსისკენ, გასცურა. მიბრძანდა მშობლიურ ქალაქ ამაფუნტეში და ღმრთივ განისვენა. გარდაცვალების წინ აღმოთქვა: "გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ ღირსმყავ, მომეტანა შენი შენთაგან და ამა სოფლის სიკეთეთაგან არაფერი დამრჩა, მხოლოდ მცირე ნაწილი ვერცხლისა, ანდერძად ვტოვებ, რომ ისიც გლახაკებს გაუნაწილონ. როცა მე ალექსანდრიის პატრიარქი გავხდი, ჩემს ეპარქიაში რვა ათასი ლიტრი ოქრო ვიპოვე, ღვთის მოყვარულთა შეწირულობით კი ათი ათას ლიტრ ოქროზე მეტი შევაგროვე, რომელიც ყოველივე ქრისტეს მივეცი. მასვე ვაბარებ ახლა ჩემს სულს".

წმინდა იოანე თავის მშობლიურ ქალაქ ამაფუნტეში დაკრძალეს 619 წელს, ადრე გარდაცვლილი ეპისკოპოსების გვერდით. როცა წმინდა იოანეს კუბო ჩაასვენეს, მათმა ნეშტებმა, როგორც ცოცხლებმა, გვერდზე ჩაიწიეს და წმინდა იოანეს შუაში მისცეს ადგილი განსასვენებლად.

წმინდა იოანე 11 ნოემბერს გარდაიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ხსენებაა მთელი იმდროინდელი ეგვიპტის საყვარელი წმინდანის, მოწამე მინასი, ამიტომ, მეტი პატივის მიგებისთვის, მისი ხსენება წმინდა ეკლესიამ 12 ნოემბერს დააწესა. წმინდა იოანეს ცხედარი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, შემდგომ კი იგი უნგრეთში, ქალაქ პრესბურგში აღმოჩნდა.
ბეჭდვაელფოსტა
25.11. 2015
sofia nadashvili
ამჟამად წმიდა იოანე მოწყალის სხეული უხრწნელად განისვენებს იტალიის ქალაქ ვენეციაში.შუშისგან გაკეთებულ განსასვენებელშია ჩაბრძანებული და მომლოცველებს მისი ხილვა შეუძლიათ. ამ ზაფხულს უფლის წყალობით მქონდა შესაძლებლობა ჩემს მოძღვართან ერთად მომელოცა ეს უდიდესი სიწმიდე. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
15.09. 2014
გიორგი ლაბაძე
ძაალიან კარგი საიტიამასზე წერია ბევი სასიკეთო და მართმადიდებელი კაცისთვის საჭირო ინფორმაცია გაძლიერებისთვის. კაარგი იქნება რომ დაამატოთ ძველი და ახალი აღთქმა. ასევე დიდ მადლობას მოგახსენებთ დაუზარებელი შრომისთვის და ხალხის განათლებისთვის.
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat