ღირსი მატრონა კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 492) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი მატრონა კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 492) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი მატრონა კონსტანტინოპოლელი მცირე აზიის ქალაქ პამფილიის პერგეში დაახლოებით 492 წელს დაიბადა. მშობლებმა შეძლებულ მოქალაქეს, დომენტიანეს მიათხოვეს. როდესაც ქალიშვილი - თეოდოტია შეეძინათ, ოჯახი საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდა.

ოცდახუთი წლის მატრონას ძალზე ჰყვარებია ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.

იქ ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას გაეცნო, სწორედ ამ დედათა ღვთივსათნო ცხოვრებამ წააქეზა მატრონა ასკეტური ცხოვრებისაკენ, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის აგრესიის დათმენა. მისი სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა...

ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მატრონამ ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ ილოცა, გაცხადებოდა, - სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა უფალს.

ერთხელ მატრონამ ძილისსშორისში იხილა, თუ როგორ გაურბოდა მეუღლეს, როგორ შეერთო ბერთა ჯგუფს და როგორ უჩინო ეყო ქმარს. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო, თავისი ასული აღსაზრდელად დედა სოსანას მიაბარა, თავად კი თმა მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10 ოქტომბერს) მონასტერს იმ იმედით მიაშურა, რომ მეუღლე იქ ვერ მიაგნებდა. წმინდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, მონასტრის ძმობაში მიიღეს.

ღირს დედას, რომელსაც ეშინოდა, ძმებს მისი სქესი არ შეეტყოთ, მდუმარების ღვაწლი და მრავალი შრომა იტვირთა. მისი ცხოვრება დიდად აოცებდა მამებს...

ერთხელ, როდესაც ღირსი მატრონა სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ვენახს ამუშავებდა, ახალაღკვეცილმა ბერმა ბარნაბამ შენიშნა, რომ საჭურის ბაბილას ყურის ბიბილოები გახვრეტილი ჰქონდა და ამის მიზეზსაც დაეკითხა, რაზეც ღირსმა დედამ უპასუხა: - ძმაო, სხვისი სახის ყურებას სჯობს, როგორც ბერთა წესია, იშრომო და მიწა დაამუშაო!

კარგა ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმინდა აბრაამის სახელობის მონასტრის იღუმენს, ნეტარ აკაკისაც.

ღირსმა ბასიანემ წმინდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, თუ რა მიზანმა მიიყვანა მონასტერში, - ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში.

წმინდანმა ცრემლებით აუწყა თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ, თუ როგორ ავიწროებდა მეუღლე და თავისი გამოცხადებაც გაუმხილა.

როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმინდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმინდანმა მრავალი წელი დაყო მკაცრ და თავდაუზოგავ ღვაწლში, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, ხოლო როცა იღუმენია ღვთივ მიიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, მონასტრის წინამძღვრად ღირსი მატრონა დაედგინათ.

ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა.

როცა ადგილობრივებმა დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული იწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და მოაქცია. წმინდანის სამკვიდრებლის სიახლოვეს ქალებმა და ქალწულებმა იწყეს დასახლება და მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო.

სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით, მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდ¬ნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.

ღრმა მოხუცებული ღირსი დედა 75-წლიანი მონაზვნური ღვაწლის შემდეგ უფალმა ღირსჰყო, სასუფეველში კუთვნილი ადგილი ეხილა, ას წელს მიღწეულმა კი (დაახლოებით 492 წელს) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ტროპარი:
შენ შორის, საკუირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისასა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათუისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო მატრონა.

კონდაკი:
სიყუარულისათუის უფლისა, ღირსო მატრონა, სურვილი განსუენებისაჲ მოიძულე და მარხვითა სული შენი განსწმიდე, არამედ მეოხებითა შენითა წინააღმდგომთა ზახებაჲ განაქარვე, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლე.
.............................
აქვე წაიკითხეთ:

ღირსი მატრონა კონსტანინეპოლელი - 09 (22) ნოემბერი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat