ოცდაექვსი ზოგრაფელი ღირსმოწამე -იღუმენი თომა და მასთან ერთად ოცდაერთი მონაზონი და ოთხი ერისკაცი (+1274-1284) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ოცდაექვსი ზოგრაფელი ღირსმოწამე -იღუმენი თომა და მასთან ერთად ოცდაერთი მონაზონი და ოთხი ერისკაცი (+1274-1284) - 22 სექტემბერი (5 ოქტომბერი)
ათონზე გამოცემული სვინაქსარის თანახმად, ეკლესია ოცდაექვსი ზოგრაფელი ღირსმოწამის ვნებას ძველი სტილით 22 სექტემბერს (5 ოქტომბერს) იხსენიებს.

ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის ამბავი, ოცდაექვსი ზოგრაფელი ღირსმოწამის ვნება ბიზანტიელმა იმპერატორმა მიქაელ პალეოლოგმა 1261 წელს მოულოდნელად მოახერხა ლათინებისთვის წაერთმია მათ მიერ დაპყრობილი კონსტანტინოპოლი, თუმცა მათგანვე მოელოდა თავისი უკვე არცთუ დიდი და დასუსტებული სახელმწიფოს ხსნას, რომელსაც თავს თურქები, სერბები და ბულგარელები ესხმოდნენ. ამ მოლოდინში მან გადაწყვიტა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების გაერთიანება, პირველის მეორეზე დაქვემდებარება, ხოლო ერთიანი ქრისტიანული სამყაროს მეთაურად პაპის აღიარება. პალეოლოგი შეცდომით მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ამ გაერთიანებაში იპოვიდა ხსნას; ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდა ამ უგუნური გეგმისკენ სხვადასხვაგვარი დარწმუნებითა თუ ძალისმიერი ზომებით ქვეშევრდომების ყურადღების მიპყრობას. მაგრამ მას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს წმ. სინოდმა და ათონის წმინდა მთის მონასტრებმა, რომლებშიც ამ დროს ბერძნების გარდა ქართველი, სერბი, ბულგარელი და რუსი მონაზვნებიც მოღვაწეობდნენ.

მთაწმინდელი მამები იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილებში საფუძვლიანად ამტკიცებდნენ, რომ არც პაპის პირველობასა და მეთაურობას, არც მის ეკლესიებში მოხსენიებას, არც ევქარისტიულ მსახურებას უფუარი პურით, არც რწმენის სიმბოლოში-და ძისაგან-მიმატებას არ მიიღებდნენ. მიქაელს ისინი ერეტიკოსს უწოდებდნენ და სთხოვდნენ ამ მრავალმხრივ შემაშფოთებელი და საშიში წამოწყებისთვის თავი დაენებებინა. ისინი, სხვათა შორის, წერდნენ:-ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ერეტიკოსი ხარ, მაგრამ გემუდარებით: მიატოვე ეს ყველაფერი და დაუბრუნდი იმ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად მიიღე და რომელიც ირწმუნე, და იცი ვისგან ირწმუნე. შეინახე კეთილი წინდი და განაგდე ცრუ ცოდნის უწმინდური, ახალი სწავლება, რომელიც რწმენას ვარაუდებს უმატებს. დაე, შენი დახმარებით უფლის წინაშე მისი მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენც შენთან, შენს მრჩევლებთან და მთელ ქრისტიანებთან ერთად მართლმადიდებელნი და ღვთისთვის სათნონი წარვდგეთ, რათა ცათა სასუფეველში საუკუნო ნეტარების ღირსი გავხდეთ.

მიქაელ პალეოლოგი, როგორც ცნობილია, არ უსმენდა მთაწმინდელი მამების შეგონებას. პირიქით, უკან არ იხევდა და უნიის განსამტკიცებლად ყველა ზომას მიმართავდა. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა მონაზვნების წინააღმდეგ. 1274 წელს ლიონის უნიის გამოქვეყნებას უნიის მგმობელთა სიკვდილით დასჯა მოჰყვა, ხოლო 1278 წელს გაიცა ბრძანება, უნია ძალადობის ყველანაირი მეთოდის გამოყენებით განემტკიცებინათ.

რომი მიქაელს არ ენდობოდა, რადგან მათთვისაც კარგად იყო ცნობილი მისი ორგულობა და არაგულწრფელობა. მას პაპები მოთხოვნას მოთხოვნაზე უყენებდნენ იმ მიზნით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაექვემდებარებინათ. ბოლოს და ბოლოს, მიქაელი ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს. მიქაელს სურდა რომის ეკლესიისადმი თავისი ერთგულება დაემტკიცებინა და პაპის მოციქულებს უჩვენებდა ციხეში გამომწყვდეულ ბორკილდადებულ მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცე დამცველებს, თავის ნათესავებს ანდრონიკე და იოანე პალეოლოგებს, მანუელ და ისააკ რაულებს. ეს უკანასკნელნი მან სხვა კეთილმსახურ მოღვაწეებთან ერთად დააბრმავა კიდეც. მიქაელის სისასტიკე კიდევ უფრო ძლიერდებოდა იმ ეჭვით, რომ უნიის ყველა მოწინააღმდეგე მისი ტახტიდან ჩამოგდებას შეეცდებოდა, რომელზეც ის დანაშაულებრივი გზით ავიდა. მისი ყველა მცდელობა და მხეცური საქციელი ამაო რჩებოდა: ის ვერაფერს გახდა.

მიქაელი, იოანე დუკას-ეპირელი თავადის-წინააღმდეგ ლაშქრობისას დასნეულდა და ქალაქ ვერიასთან ახლოს ბანაკში გარდაიცვალა (1282 წ. დეკემბერს). საბოლოოდ მან ვერც პაპისტურ ეკლესიასთან შეერთება მოახერხა და მართლმადიდებელი ეკლესიიდანაც განდგომილი დარჩა. მისი სისასტიკისადმი საყოველთაო გულისწყრომა და ზიზღი იმდენად დიდი იყო, რომ მისმა ვაჟმა ანდრონიკემ ვერ გაბედა მამა მეფის საკადრისად გაესვენებინა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ მისი გვამი ღამით ახლომდებარე მონასტერში დაკრძალა. დაქვრივებული დედოფალი თეოდორა კი იძულებული გახდა ეკლესიის წინაშე საჯაროდ დაედო პირობა, რომ გარდაცვლილ ქმარს არასოდეს მოიხსენიებდა.
ასე დასრულდა იმპერატორ მიქაელ პალეოლოგის მცდელობა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ათონის მთაზე თავდასხმის შესახებ ქვემოთ მოთხრობილი ამბავიც.

ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის ამბავი

საბერძნეთის მეფის მიქაელ პალეოლოგის მეფობის დროს ლათინებმა ბერძნებს მრავალრიცხოვანი ჯარით ბევრი ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავე დროს საბერძნეთის იმპერიას ხარკს ახდევინებდნენ ბულგარელები და სხვადასხვა საკამათო საკითხის გამო მათთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბერძნები ჰპირდებოდნენ, რომ ბულგარელთა ყველა პირობას დააკმაყოფილებდნენ, ოღონდ კი ისინი ლათინთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ. მათ ბულგარეთის მეფე კალო-იოანე დაეხმარა, ხელთ იგდო ფრიგია და ისინი ლათინთა ტყვეობიდან გაათავისუფლა. ეს გამარჯვება ორივე მეფემ დიდი ზეიმით აღნიშნა, თუმცა ამის შემდეგ საბერძ¬ნეთის იმპერატორმა აღარ ისურვა ბულგარეთის მეფის მოთხოვნების შესრულება და მისი მოკვლა განიზრახა. კალო-იოანემ პალეოლოგის მზაკვრობიდან თავის დაღწევა შეძლო და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მის სახელმწიფოში არსებული აჯანყების დაცხრომის შემდეგ, იოანე ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, რათა უსამართლო და ცბიერ პალეოლოგზე შური ეძია. როცა მან დრო იხელთა, დიდი ჯარით საბერძნეთში შეიჭრა, ბევრი ქალაქი დაარბია, მოსახლეობა ტყვედ წაასხა და ააოხრა მხარეები: პროპონტიდა, თრაკია, მაკედონია, თესალია, ელადა და პელოპონესიც კი. საბერძნეთის იმპერია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყოველმხრივ შეზღუდულმა მიქაელ პალეოლოგმა თავისი მოციქულები იტალიაში (პაპთან) გაგზავნა წერილებით, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამი იყო:-ყველაფერში, რაც ბულგარელებმა თქვენ დაგმართეს, უდანაშაულონი ვართ. მათ ეს თვითნებურად გააკეთეს და ჩვენც მათი შიშის ქვეშ ვიმყოფებით. რომის ეკლესიის კვალდაკვალ არც აქამდე გვითქვამს უარი გვერწმუნა, გვეღიარებინა და გვეფიქრა ისე, როგორც თქვენ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ თქვენს თანამოაზრეებს, რადგან ამ საძაგელი ბარბაროსი ბულგარელებისაგან ვიღუპებით. ხოლო თუ არ დაგვეხმარებით, ჩვენი სახელი აღიგვება პირისაგან მიწისა, თქვენ კი ყოვლისმპყრობელი ღმერთისგან დაისჯებით.

როგორც კი ელჩებმა იტალიას მიაღწიეს, ყველა დასავლელი კათოლიკე მმართველი ამხედრდა და კონსტანტინოპოლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არა იმდენად დასახმარებლად, რამდენადაც უფრო-თანამოაზრე-მიქაელ პალეოლოგის დასაღუპავად. კონსტანტინოპოლისკენ მიმავლებმა ყურადღება წმინდად წოდებულ ათონის მთას მიაპყრეს და იქ მყოფთა დევნა დაიწყეს. ისინი თავდაპირველად წმ. ათანასეს ლავრაში მივიდნენ და მონაზვნებს რწმენის გამოცვლა და მათთან შეერთება შესთავაზეს. შეშინებულმა მონაზვნებმა მოციქულთა სიტყვები--ეცით ადგილ რისხვასა-(რომ. 12,19)-მცდარად განმარტეს და ერთი განკვეთილი მღვდლის მეშვეობით მათთან შეერთება გადაწყვიტეს-ამით იხსნეს სავანე. რაც შეეხება ლათინებს, ისინი ივერთა მონასტერში გადავიდნენ და ახლა იქ მყოფთ მოსთხოვეს კავშირი, მაგრამ მონაზვნებმა ეს არ ისურვეს, ლათინები ამხილეს და მოციქულთა სწავლების თანახმად შეაჩვენეს (სიახლეთა შემოტანისთვის). ამის გამო ლათინები განრისხდნენ და სავანიდან ყველანი შეურაცხყოფით გამოიყვანეს. ხანში შესული ბერები მონასტრის ხომალდზე აიყვანეს და ხომალდთან ერთად ჩაძირეს. ამგვარად, უსჯულოების მოწინააღმდეგე მამებმა აღმსარებლობისა და მოწამეობის გვირგვინი მიიღეს. შედარებით ახალგაზრდა ივერიელი (ანუ ქართველი) მონაზვნები კი, მონასტრის ქონებასთან ერთად, იტალიაში ტყვედ გაგზავნეს, სადაც გახადეს მონაზვნის სამოსელი და იუდეველებს მიჰყიდეს. ლათინები ივერიის მონასტრიდან ვატოპედში გადავიდნენ, სადაც მხოლოდ სნეული და მოხუცებული ბერები დახვდათ. დამპყრობლებმა მათ დანარჩენების ადგილსამყოფელი ჰკითხეს. ბერებმა უპასუხეს: ისინი უღრან ტყეში იმალებიან, რათა რწმენა შეინარჩუნონ და ღვთის მგმობელებთან ერთად არ შეიბილწონ. ლათინებმა ეს წმინდა აღმსარებლებიც დახოცეს და მონასტრის შემოგარენში გავიდნენ, სადაც იპოვეს სავანის წინამძღვარი და დანარჩენი მონაზვნები. ისინი მამებს მლიქვნელურად არწმუნებდნენ, რომ მათი თანამზრახველები გამხდარიყვნენ. მაგრამ მონასტრის წინამძღვარმა ასე უპასუხა:-სჯობს ქრისტეს გული მოიგო, ვიდრე ანტიქრისტესი. ლათინებმა ჰკითხეს:-განა ჩვენ ანტიქრისტეს მსახურები ვართ და არა ქრისტესი?-წმ. მამამ მიუგო:-დიახ, რადგან ქრისტეს სახარების ყველა მოწინააღმდეგე ანტიქრისტეა და ახლაც სწორედ ის გეხმარებათ. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ნათელს წყვდიადთან? ჩვენ საუკუნოდ არ შევუერთდებით მას. ამის გამგონე მწვალებლები ყურებს იცობდნენ და არათუ დარწმუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებაში, არამედ თავიანთი უსჯულო ხელი სჯულის დამცველებზეც აღმართეს და მონაზვნები იმ ადგილას ჩამოახრჩვეს, სადაც იპოვეს. იმ დროიდან ამ ადგილს "ფურკობუნი", ანუ ჩამოსახრჩობი მთა ეწოდება.

ამის შემდეგ ლათინებმა მთა გადალახეს და წმ. დიდმოწამე გიორგის ზოგრაფად წოდებულ სავანეს მიადგნენ. ამ მონასტრის მონაზვნების წინამძღვარმა, იღუმენმა თომამ, წმინდა მთაზე ერეტიკოსების შემოსევისა და მათ მიერ დატრიალებული უბედურების ამბავი ამ საოცარი შემთხვევიდან შეიტყო:

ერთი წმინდა მამა ზემოთ ხსენებული მონასტრიდან ნახევარი საათის სავალზე, ვენახში ცხოვრობდა. ამ ბერს სენაკში სალოცავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლის წინაშეც ყოველდღიურად აკმევდა და კითხულობ¬და აკათისტოს (დაუჯდომელს, ბერძნების მიერ-ჰერეტიზმებად-წოდებულს, საიდანაც მოდის ამ ადგილის სახელწოდება-ჰერევო-). და აი, როცა რომაელები თავიანთი ხომალდებიდან ხმელეთზე გადმოვიდნენ და ათონის მთას ავაზაკურად დაესხნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ ჩვეულებრივ ლოცვად მდგარი ბერი-გიხაროდენს-(ბერძ.-ჰერეტე-რედ. შენ.) წარმოთქვამდა. სწორედ ამ დროს მას ღვთისმშობლის ხატისგან ხმა მოესმა:-გიხაროდენ შენც, მამაო! აქედან სწრაფად გაიქეცი, რათა თავს უბედურება არ დაგატყდეს. ძმებს აცნობე, მონასტერში ჩაიკეტონ, რადგან ღვთისმბრძოლი რომაელები ჩემ მიერ გამორჩეულ ადგილს დაესხნენ და უკვე ახლოვდებიან. ბერი ხატის წინ მიწაზე დაემხო და წარმოთქვა:-ღვთისმშობელო, როგორ დაგტოვო აქ შენ, ჩემი მეოხი. პასუხად მოესმა:-ნუ ზრუნავ ჩემთვის, სწრაფად წადი. როცა ეს წმინდა მამა მომხდარის შესატყობინებლად მონასტრისკენ გაემართა, ღვთისმშობლის ხატი ენით უთქმელი ძალით ადგილიდან დაიძრა, ბერს გადაუსწრო და მონასტერში მიბრძანებული კარიბჭის თავზე დაბრძანდა. სავანეში მისულმა ბერმა კარიბჭის თავზე დასვენებული ხატი რომ იხილა, შეძრწუნდა და საოცარი გამოცხადების შესახებ ყველას უამბო. მამებმაც, როცა იხილეს ღვთისმშობლის წმინდა ხატი და მოისმინეს ბერის ნაამბობი, ადიდეს ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

როცა იღუმენმა გამოცხადებიდან მოსალოდნელი უბედურების შესახებ შეიტყო, მონაზვნები დაარიგა, რათა განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ:-მამებო და ძმებო! ვისაც ღვთის სული წინაუძღვის, ის ღვთის შვილია, ვინაიდან თქვენ არ მიგიღიათ სული მონობისა შიშით, არამედ მიიღეთ სული შვილებისა. თუ შვილები ვართ, მაშინ მემკვიდრეებიც ვიქნებით, ღმერთის მემკვიდრეები და ქრისტეს თანამემკვიდრეები; თუ მისთვის ვევნებით, ვიდიდებით კიდეც მასთან ერთად, რადგან იმედი მაქვს, რომ აწინდელი დროებითი ტანჯვა-წამება არაფრად ღირს იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც ჩვენში გაცხადდება. ამასვე, მოციქულის თანახმად, მეც გეუბნებით: ვისაც არ ეშინია და მზად არის მოწამეობისათვის, დაე, ჩემთან ერთად დარჩეს სავანეში. მათ კი, ვისაც წამების ეშინია, დაე, აიღონ საეკლესიო ჭურჭელი და აქაურობას გაშორდნენ, სანამ არ ჩაივლის ერეტიკოსთა რისხვა, რათა რწმენისგან განდგომის გამო გმობის ცოდვაში არ ჩაცვივდნენ.

ამგვარად, ვისაც წამების ეშინოდა, თავი ტყეებს, გამოქვაბულებსა და ხეობებს შეაფარა. წმ. იღუმენი კი დარჩენილ ბერებთან ერთად კოშკში შევიდა, მაგრამ არა შიშის გამო, არამედ იმისთვის, რომ ერეტიკოსთა უსჯულო ერესის მხილებისათვის დრო გამოეყენებინა.

ამასობაში მწვალებლები მონასტერს შემოერტყნენ და კოშკში თავშეფარებულებს დაუძახეს:-გაგვიღეთ, გაგვიღეთ!-მაგრამ ღირსმა მამამ მათ მიუგო:-ჩვენ არ გიცნობთ თქვენ. საიდან ხართ?-მწვალებლებმა უპასუხეს:-ჩვენ ქრისტეს მონები ვართ და მოვედით, რათა მოგაბრუნოთ ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენილნი. ღირსმა მამამ კვლავ მიუგო: -გაგვშორდით, უსჯულოების მოქმედნო, რადგან მოციქული ამბობს: ზეციურმა ანგელოზმაც რომ გამცნოთ ის, რაც ჩვენ თქვენთვის არ გვიმცნია, დაე შეჩვენებულ იქნეს. ვინ ეძიებს სხვა მასწავლებელს? არავინ, იმათ გარდა, ვინც აშკარად უგუნურია. გვიამბეთ თქვენი სწავლების შესახებ და თუ ის ღვთისგანაა, შემოგიერთდებით და მიგიღებთ, როგორც ძმებს; და თუ არა, მაშ, გაგვშორდით.

ერეტიკოსებმა უპასუხეს:-ჩვენ ღვთისგან ვართ, გვწამს უფალი იესო ქრისტე და ვასწავლით წმინდა სახარებას. ჩვენ ეკლესიის მეთაურმა, რომის უნეტარესმა პაპმა გამოგვგზავნა, რათა თქვენთვის, უგნურთათვის აგვეხსნა გაუგებარი, რათა მოგემატოთ გონი და ჩასწვდეთ ეკლესიის წესდებას, რათა სწორად წაიკითხოთ წმ. სიმბოლოში, ანუ მრწამსში, რომ ყოვლადწმიდა სული გამოდის მამისაგან და ძისაგან და, რომ წმინდა კვეთაზე მიიტანოთ უფუარი და არა აფუებული პური, რათა თქვენმა ღვთისმსახურებმაც მოიჭრან წვერი და, რომ ამითიც არ სცოდონ ღვთის მსახურებაში, რადგან ისინი ეკლესიის სიძენი არიან. თუ ამ ყველაფერს შეასრულებთ, ყოვლისმპყრობელი ღმერთისგან ცოდვათა მიტევებას მიიღებთ და სინანულისთვის ჩვენც შეგიწყალებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმოწყალოდ მოგსპობთ, რათა ტყუილად არ დაიკავოთ ადგილი დედამიწაზე. მწვალებლებმა ეს და სხვა მრავალიც უთხრეს მონაზვნებს, რომლებიც, თავის მხრივ, პასუხობდნენ:-ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძიებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას თქვენს საცდურებსა და უგუნურებას, არ გვეშინია მუქარის, რადგან დაწერილია, რომ უნდა გეშინოდეს არა ადამიანის, არამედ ერთი ღმერთისა და თამამად აცხადებდე: მტერი არარაობაა, თუ ჩვენთან ღმერთი იქნება, რომელიც სამართლიანია და რომელსაც სიმართლე უყვარს. წმ. სახარებაში თვით უფალი იესო ქრისტე ბრძანებს:-ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის-(ინ. 15,26), და კვალად:-ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ, ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ-(ინ. 14,25-26).

ამ სიტყვებს ღირსი მამები ხშირად იმეორებდნენ, რათა დაემტკიცებინათ ჭეშმარიტება და დაედუმებინათ ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც. ამ ყველაფერს მათ შემდეგიც დაუმატეს: თუ ამისიც არ გჯერათ, მწვალებლებო, მაშინ ისწავლეთ ნათლისმცემელ და წინამორბედ იოანესგან, რომელმაც იხილა, თუ როგორ გადმოვიდა ზეციდან სულიწმიდა მტრედის სახით და დაადგა ძეს. ხომ ხედავთ, რომ მხოლოდ მამისაგან გამოდის სულიწმიდა. ამას ასწავლის ჩვენი დედა-წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და ასაზრდოებს თავის შვილებს იმით, რაც გამოდის არა ედემიდან, არამედ ქრისტეს ღვთაებრივი ბა-გეებიდან, რომელიც ამბობს:-უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს-(მარკ. 16,15-16). და კიდევ:-ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას-(მთ. 12,31-32), ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველს, მოციქულსა და მასწავლებელს სულიწმიდამ ასწავლა ქადაგება, ისინი ნათლავდნენ და სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ასწავლიდნენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. მათ გადასცეს მართლმადიდებლებს ეღიარებინათ ოთხი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ვინც შეჰმატებს მე-5 მახარებელს, შეჩვენებულ იყოს;-ვინც აცდუნებს ერთ ძმას, ამბობს მაცხოვარი, სასჯელის ღირსია-, ხოლო ვინც აცდუნებს მთელ სამყაროს, ისე როგორც თქვენ, რა გამართლება უნდა პოვოს მან, დამსახურებულ სასჯელს რომ დააღწიოს თავი? შვიდი საეკლესიო კრებიდან რომელი ამბობს, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან ან რომელმა მათგანმა დააკანონა, რომ მოეტანათ უფუარი პური და მოეპარსათ წვერი, როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ? შვიდი ბოროტი სულით აღვსებულო (შვიდი საეკლესიო კრების საწინააღმდეგოდ), რომელი ქრისტეს რწმენას ასწავლი, მწვალებელო, და იძლევი არა სახარებისეულ, არამედ ანტიქრისტეს სწავლებას. მე-5 მახარებელს ჩვენ ვერ ვხედავთ, გარდა მუჰამედ სარაცინელის, ანტიქრისტეს წინამორბედისა, რომელმაც ჯერ კიდევ თქვენს დამღუპველ ერესამდე წარმოშვა ღვარძლი. ხოლო რაც შეეხება თქვენს უფუარ მკვდარ მსხვერპლს, ეს იუდეური ჩვეულებაა. თქვენ იტყვით: განა, წერილის თანახმად ჯვარცმამდე ქრისტე არ ჭამდა პასექს წელზე სარტყელშემორტყმული და კვერთხით ხელში? დიახ, გეტყვით ჩვენ, ის ჭამდა პასექს, მაგრამ გააუქმა ის, როგორც წინადაცვეთა და მრავალი სხვაც, და შემდეგ, 12 მოციქულთან ერთად მჯდომმა, თავისი პასექი დაადგინა. საიდუმლო სერობისას მან აიღო პური და აკურთხა, განტეხა და მისცა თავის მოწაფეებს სიტყვებით:-მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი-და ა.შ. აი, ჭეშმარიტი საიდუმლო. ნათქვამია, აიღო პური, ანუ აფუებული და არა უფუარი, როგორც თქვენ აკეთებთ და მსახურებთ არაკანონიერად და აპოლინარის მწვალებლობა გიპყრიათ. წვერის შეჭრა კი ჩვენ არც ძველი და არც ახალი აღთქმიდან არ გვისწავლია, რადგან ძველ აღთქმაში პირველქმნილი ადამიანიდან, ღმერთშემოსილ მამათა და წინასწარმეტყველთაგან მოყოლებული თვით უფალ იესო ქრისტემდე ამის შესახებ არ არის რაიმე დადგენილება. ახალ აღთქმაში კი არც თავად ქრისტე და არც მოციქულები არაფერს ამბობენ ამის თაობაზე. ეს არც წმ. კრების მიერ ყოფილა დადგენილი და არც კანონებით მითითებული; ამის დანახვა ბრმასაც კი შეუძლია. შენ კი, უბადრუკო მწვალებელო, წვერის მაგიერ ჯობს ენა მოიკვეთო, რათა არ აღმოგხდეს გმობა და საცდური და სხვებიც შენთან ერთად არ მიიყვანო დაღუპვის პირას. ასოთაგან ჯობს დალპეს ცუდი და არ დააზიანოს ჯანსაღი. წვერი კი არ ვნებს, არამედ ის, რაც გამოდის მზაკვრული გულიდან, კერძოდ კი ავი ზრახვები, მკვლელობანი, მრუშობანი, ქურდობანი, ცრუმორწმუნეობა და გმობა, ის, რაც თქვენს დაბნელებულ გონებაშია. სწორედ ეს და არა წვერი შეაგინებს ყოველ ადამიანს, განსაკუთრებით კი-ღვთისმსახურს.

ეკლესიის სიძე ბევრი არ არის, ერთადერთია ის, ვინც მოვა შუაღამით განსჯად ცხოველთა და მკვდართა: ცოცხალთა-მართლმადიდებელთა, მკვდართა-მწვალებელთა, განსჯად თითოეულისა მათი საქმეების შესაბამისად. თუმცაღა გთხოვთ, ძმებო, შეიმეცნეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელიც არის ჩვენი სულების ცხოვრება და განათლება და მისდიეთ მას ისევე, როგორც მიიღეს ის მოციქულებისგან წმინდა მამებმა და საეკლესიო კრებებმა და გადმოგვცეს და დაგვიკანონეს წმინდა სიმბოლოში (მრწამსში), თან დასძინეს:-თუ ვინმე რაიმეს მოაკლებს ან შეჰმატებს მას, შეჩვენებულ იქნეს. ამ ცოდვის (მრწამსის დარღვევის) მიტევება და განმზადებული სასჯელისგან გათავისუფლება არავის შეუძლია. შეისმინეთ, საყვარელნო, და ბოროტებიდან სიკეთისაკენ გადმოდით, რათა თქვენი სულები საუკუნო სატანჯველს არ მიეცეს.

მამების ეს შეგონება უღვთო კათოლიკეებისთვის ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც მგლებისთვის შურდულიდან ნატყორცნი ქვები. მწვალებლები შეესივნენ მონასტერს და ყოველი მხრიდან წაუკიდეს ცეცხლი. მთელ ამ უბედურებათა მიზეზი უსჯულო პალეოლოგი, ახალი ნაბუქოდონოსორი იყო. ჩვენი ღირსი მონაზვნები კი ცეცხლის ალით გარშემორტყმული სამი ყრმის მსგავსად კოშკში იდგნენ და ასე ლოცულობდნენ:

-მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მხოლოდშობილო ძეო და სიტყვაო ღვთისაო, ვითარცა უბიწო კრავი, ადამიანთა მოდგმისთვის სამსხვერპლოზე მიმცემელო თავისა თვისისა! შენ, უფალო, დასთხიე წმინდა სისხლი შენი ეკლესიისთვის და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. დაიფარე ეკლესია დაღუპვის მოსურნე მგლებისგან. გაამრავლე, უფალო, განძი შენი მთელ დედამიწაზე, კიდითგან კიდემდე; მწვალებლობა ესე დაამხე ძალითა წმიდისა სულისა შენისათა, დაიფარე ყოვლადწმინდისა დედისა შენისა წილხვდომილი მტკიცედ და ურღვევლად საუკუნოდ. მასში მოღვაწენი კი განანათლე და მიეც დიდება შენთან ერთად, შეიწყალე მათთვის მლოცველნი, სისხლი წმინდათა შენთა აღმართე შენს სადიდებელად და ჩვენს მოსახსენიებლად. ჩვენი ბაგეებიდან მიიღე სავედრებელი ესე, როგორც საკმეველი კეთილსურნელი და მოიხილე მასზე, როგორც მოიხილე აბრაამის მსხვერპლსა და იეფთაეს ყოვლადდასაწველზე. შეიწირე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ლოცვის დამთავრებისთანავე ზეციდან გაისმა ხმა:-გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.

ამ მოულოდნელი ხმის გამგონე მწვალებლები შეძრწუნდნენ, მაგრამ გონების თვალებზე გადაკრულმა ბინდმა ხელი შეუშალა მათ გულისხმაეყოთ მომხდარი, რადგან სულიწმიდა, რომელსაც ისინი გმობდნენ, ამ ბნელის გასაფანტად არ გადმოვიდა.
ცეცხლის ალში გახვეულმა მონაზვნებმა სული უფალს მიაბარეს. ეს მოხდა ქრისტეშობიდან 1276 წელს. ბერძნული ხელნაწერის მიხედვით კი პროტატის, ივერონისა და ვათოპედის სავანის მკვიდრი მამები 1280 წლის 10 ოქტომბერს აღესრულნენ. მოწამეთა რიცხვი სულ 26 იყო, აქედან 22 მონაზონი და 4 ერისკაცი. ამ უკანასკნელთა სახელები ცნობილი არ არის, მონაზვნების სახელები კი შემდეგია: თომა, ბარსანუფი, კირილე, მიქეა, სვიმეონი, ილარიონი, იაკობი, იობი, კვიპრიანე, საბა, იაკობი, მარტინიანე, კოზმა, სერგი, მინა, იოსები, იოანიკე, პავლე, ანტონი, ექვთიმე, დომეტიანე და პართენი. აქედან პირველი, ანუ თომა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონასტრის იღუმენი იყო და მწვალებელ ლათინებთან კამათს ძირითადად სწორედ ის წარმართავდა. უკანასკნელი კი, ანუ პართენი, ცეცხლის ალმა კოშკიდან გადმოაგდო და ამის შემდეგ კიდევ 30 დღე იცოცხლა. მომხდარის შესახებ მონაზვნებს სწორედ მან უამბო. უფალს სული მან 10 ნოემბერს მიაბარა და ადრე გარდაცვლილ ძმებთან ერთად მოწამეობის გვირგვინი მიიღო.

წყარო: Афонский патерик или жизнеописание святых, на святой Афонской горе просиявших, Т.1, М. 1897.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat