წმინდა მოწამენი: ტროფიმე, საბატიოსი და დორიმედონტოსი (+276) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა მოწამენი: ტროფიმე, საბატიოსი და დორიმედონტოსი (+276) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
ერთხელ, რომის იმპერატორ პრობიუსის ზეობისას, ანტიოქიის მმართველ ატიკას დროს, რომელსაც ილიოდორსაც ეძახდნენ, ანტიოქიელები დაფნის აპოლონის პატივსაცემად მსხვერპლს შესწირავდნენ და ღრეობდნენ. ამ დროს ანტიოქიაში უცხოეთიდან მოვიდა ორი უცნობი კაცი: ტროფიმე და საბატიოსი, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები. როცა დაინახეს, ანტიოქიელთა დაბრმავებული სულები წარწყმედისკენ მიექანებოდნენ, ღმერთს გულშემუსვრილებმა შეჰღაღადეს და ამ ადამიანების მოქცევას შეევედრნენ. წარმართებმა ლოცვა გაიგონეს და მიხვდნენ, რომ ისინი მათი ღმერთების თაყვანისმცემლები არ იყვნენ, შეიპყრეს და ილიოდორს მიუყვანეს. მან ბრძანა, ქრისტიანები ცალ-ცალკე მიეყვანათ. პირველად ტროფიმე წარუდგინეს მმართველს, რომელმაც მას ვინაობა გამოჰკითხა.

- ტროფიმე მქვია, დავიბადე თავისუფალ და კეთილშობილთა ოჯახში. ცოდვის ტყვეობაში ჩავარდნილი თავიდან უწესოდ ვცხოვრობდი, ვიდრე წმინდა ნათლისღებით არ მივიღე ჭეშმარიტი თავისუფლება და კეთილშობილება.

- რა რწმენისა ხარ? - ჰკითხა მსაჯულმა.

- უკვე გითხარი, - უპასუხა ტროფიმემ, - ახლა ნათლად გაგიმეორებ: მე ქრისტიანი ვარ, ქრისტეს მონა და მსხვერპლად შევეწირები ქრისტეს.
- თუ წაიკითხე იმპერატორის ბრძანებები ქრისტიანებზე? - ჰკითხა მსაჯულმა.

- წავიკითხე, - მიუგო წმინდანმა, - რისთვის მჭირდება? ღვთისმოსაობასა და ეშმაკის ხიბლს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც დღესა და ღამეს შორის. ამან მმართველი განარისხა და ისე სასტიკად აცემინა ტროფიმე, მიწა სისხლით გადააწითლა. შემდეგ წმინდანს უთხრა:

- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, ტროფიმე, თორემ ფრიგიაში ჯალათ დიონისესთან გაგაგზავნი.

დიონისე ცნობილი იყო სისასტიკით და არაადამიანობით.

წმინდა ტროფიმემ უპასუხა:

- ჩემთვის სულერთია, შენ მომკლავ, თუ სხვა. შენ მაწამებ, თუ დიონისე: სიკვდილი ერთნაირი იქნება. რადგან ორივეს საერთო განზრახვა გაქვთ: მოკლათ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურნი.

მსაჯული უფრო მეტად განრისხდა. მისი ბრძანებით წმინდანი ხეზე დაკიდეს, ისე დაუსერეს სხეული, რომ ძვლები და შინაგანი ორგანოები უჩანდა. წმინდანი მშვიდად დაითმენდა სატანჯველს და ჩუმად იმეორებდა:

- უფალო, შეეწიე მონასა შენსა!

მსაჯულმა ჰკითხა:


- აბა, სად არის შენი ქრისტე?

- ჩემი ქრისტე ყველასთანაა, ვინც მას მოუხმობს. ის მე არც გამშორებია, ამის ცხადი ნიშანია ის, რომ ასე მსუბუქად დავითმენ ტანჯვას, რომლის დათმენაც კაცობრივ ბუნებას არ ძალუძს, თუ ღმერთი არ შეგეწია.

ამის შემდეგ წმინდა ტროფიმე საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო სამსჯავროზე წმინდა საბატიოსი მიიყვანეს. მსაჯულმა უთხრა:

- არ გკითხავ, ქრისტიანი ხარ, თუ არა, მიპასუხე, რა წოდების ხარ.

- ჩემი წოდება ღირსება და სამშობლო, დიდება და სიმდიდრე არის ქრისტე ძე საუკუნო ღმერთისა: მისი განგებულებით დამტკიცებულია და იმართება სამყარო, - თქვა წმინდანმა

მსაჯულმა მისი ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო, წაუთაქა და უთხრა:

- მიპასუხე, რასაც გეკითხები, ვიდრე წამებით არ მომიკლავხარ და ღმერთებს მსხვერპლი შესწირე.

წმინდა საბატიოსმა ამხილა მმართველის უღმერთობა და დასცინა მის ღმერთებს. ამის გამო ისიც წმინდა ტროფიმესავით აწამეს, მეტადაც, სხეულზე დაუსერავი ნაწილი არ დარჩა, და ხორცის ნაფლეთები სცვიოდა. წმინდანი ხიდან ჩამოხსნეს და მან იმწამსვე სული თვისი უფალს ჩააბარა.

ჯალათს ხელში წმინდა ტროფიმეღა დარჩა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა, ამიტომაც ფრიგიაში დიონისესთან გააგზავნა, თავის ხალხს კი მასთან წერილი გაატანა, სადაც წმინდა ტროფიმეს სიმტკიცე აღუწერა - ვერა და ვერ გავტეხეო. შემდეგ წმინდანს ლუსმნებიანი რკინის ფეხსაცმელები ჩააცვეს და ფრიგიამდე ფეხით ჩაიყვანეს, წმინდანი მიდიოდა და გზას აწითლებდა, თუმცა ისეთი შემართებით მიაბიჯებდა, რომ ცხენიანებსაც წინ უსწრებდა. ყოველი ფეხის გადადგმა ახალ ჭრილობასა და ტკივილს აყენებდა. მაგრამ უფალი თან ახლდა მას, გააძლიერებდა და თითოეული ნაბიჯისთვის საზღაურს უმზადებდა. სამი დღის შემდეგ ჩავიდნენ ფრიგიის ქალაქ სინადაში და დიონისეს ილიოდორის წერილი გადასცეს. დიონისემ წერილი წაიკითხა, წმინდანი მოაყვანინა და ვინაობა ჰკითხა. მოწამემ უპასუხა, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთის მსახური იყო. დიონისე დაემუქრა, ღმერთებს თუ მსხვერპლს არ შესწირავ, საშინელი სიკვდილით მოგკლავო, რაზეც წმინდა ტროფიმემ მხნედ უპასუხა:

- სიკვდილისგან თავის დახსნა რომ მინდოდეს, ეს შეუძლებელია, რადგან ან შენ მომკლავ, ან ბუნებრივი სიკვდილით მოვკვდები. სიკვდილით კი საუკუნო სიცოცხლე და ნეტარება უნდა შევიძინო, რომელიც ამქვეყნიურ წარმავალ სიცოცხლეზე და მის სიკეთეებზე უზომოდ აღმატებულია. დიდად მსურს საუკუნო სიცოცხლე და მიხარია, რომ მემუქრები, მოგკლავო.

განრისხებულმა დიონისემ ხარის ძარღვების მათრახით გააშოლტინა წმინდანი, რომ ვერ მოდრიკა ცხვირის ნესტოებში მდოგვშერეული ძმარი ჩაასხეს. ხეზე ჩამოკიდეს და მხარი დაუსერეს, სისხლი ნაკადებად სდიოდა წმინდანს, რომელიც მდუმარედ დაითმენდა განსაცდელს და ფსალმუნის სიტყვებს ჩურჩულებდა: "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან" (ფს.33:20).

დიონისემ უთხრა:

- ტყუილი იმედი გაქვს, ტროფიმე, შენს დასახმარებლად ციდან არავინ ჩამოვა და სატანჯველისგან ვერავინ გიხსნის. ამიტომ გირჩევ, ღმერთებს მსხვერპლი შესწირო და ამით საკუთარ თავს დაეხმარო.

- არასოდეს ვუღალატებ ჩემს ღმერთს, ჭეშმარიტსა და ცოცხალს, - ბრძანა წმინდანმა.

გამძვინვარებულმა დიონისემ მსახურებს უბრძანა, უფრო სასტიკად აწამეთო.

წმინდანი კი ლოცვას იმეორებდა: "ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა; რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან" (ფს.70:4-5).

ჯალათმა წმინდანს ჭრილობებზე მარილიანი ძმარი დაასხმევინა ტკივილის გასაძლიერებლად, შემდეგ კი სხეული სანთლებით მოუწვეს, მაგრამ წმინდანის რწმენას ვერაფერი დააკლეს.

- შენ ამით მხოლოდ აძლიერებ ჩემს სხეულს, რომ არ გაიხრწნეს შენგან მოყენებული ჭრილობებისგანო, - უთხრა ნეტარმა.

მაშინ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდეს.

სინადში ცხოვრობდა სენატორი და პირველი მრჩეველი დორიმედონტი, ფარული ქრისტიანი. ის ხშირად მიდიოდა ციხეში და წმინდა ტროფიმეს უვლიდა, ბანდა ჭრილობებს, მალამოს ადებდა, უხვევდა წყლულებს და ყველანაირად ზრუნავდა მასზე. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია წარმართ ხელისუფალს. ერთხელაც იქაური ღმერთების დღესასწაულზე დიონისე თავის ამალასთან ერთად მივიდა მსხვერპლის შესაწირად. დორიმედონტი რომ ვერ შენიშნა, მოსაყვანად ხალხი გააგზავნა. წმინდანმა დაუბარა, მე ქრისტიანი ვარ და არ შემშვენის ეშმაკების დღესასწაულზე მივიდეო. ეს რომ დიონისემ გაიგო, ძალით მოაყვანინა წმინდა დორიმედონტი. დარწმუნდა მის ქრისტიანობაში, ბრძანა, დაეპატიმრებინათ. შემდეგ მეგობრები გაუგზავნა "ჭკუაზე მოსაყვანად". წმინდა დორიმედონტმა მათ მრისხანედ უთხრა: "განმეშ¬რენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (ფს. 6:9).
შემდეგ კი დადუმდა, და ფსალმუნის სიტყვები წარმოთქვა: "და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ" (ფს.37:15).

მეორე დღეს მსაჯულმა დორიმედონტი მოაყვანინა და უთხრა:

- მოხიბლულო ადამიანო! გუშინ რა დაგემართა, რომ ღმერთები უარყავი და მეფის ბრძანების ასრულებაზე უარი თქვი? განა არ გინდა, რომ პატივსა გცემდნენ და ჩვენ შორის შესაფერისი ადგილი გეკავოს?

წმინდანმა უპასუხა:

- ჭეშმარიტი ღმერთის მოყვარულთ, არაფრად მიაჩნიათ ამსოფლიური დიდება და პატივი. რა სიკეთეა იმაში, რომ სხვების წინაშე ვიამპარტავნო, ძვირფასი სამოსელი ჩავიცვა და კერპებს ვეთაყვანო? ყველაფერი ეს წარმავალია, დროებითია, კაცს ღმერთს აშორებს და ჯოჯოხეთში ჩააგდებს.

ალერსით რომ ვერაფერი გააწყო, დიონისეს ბრძანებით დორიმედონტი გააშიშვლეს, ჩამოჰკიდეს და გახურებული რკინით გვერდი მოუწვეს. წმინდანი ამ დროს ღვთის სახელს მოუხმობდა და ადიდებდა უფალს. დიონისე ახლა მსახურებს დაერია, როგორ ვერ გააჩუმებთ ერთ ადამიანს, რომელიც ღმერთებს გმობსო. გამძვინვარებულმა მსახურებმა რკინის ჭანგებით წმინდა დორიმედონტს სახე დაუგლიჯეს და კბილები ჩაუმსხვრიეს, მაგრამ ღვთის მადიდებელი წმინდანი ვერ გააჩუმეს. შემდეგ ნაკვერჩხლებზე დააყენეს, იგი დიდი სიხარულით დაითმენდა ტკივილს, თითქოს ყვავილნარში დადისო. ჯალათმა დორიმედონტი საპყრობილეში ჩაამწყვდევინა, ხოლო ტროფიმე საწამებლად გამოიყვანა. იგი ჩამოკიდეს და კვლავ რკინის კავებით დაუგლიჯეს სხეული, ძველი იარები გაუხსნეს, მერე გახურებული რკინის კაუჭებით თვალები ამოჩიჩქნეს, მაგრამ წმინდა ტროფიმე მუდმივად მადლობდა ღმერთს. წმინდა ტროფიმეც საპყრობილეში ჩააგდეს. დიონისე ახლობლებს მოეთათბირა, თუ რა სიკვდილით მოეკლათ წმინდანები და გადაწყვიტეს, ისინი მშიერი მხეცებისთვის მიეყარათ. გამოიყვანეს ერთიანად დაწყლულებული წმინდანები და დააყენეს შუა არენაზე, გა¬მოუშვეს მხეცები.

გამძვინვარებულნი მიუახლოვდნენ ნადირები განწირულთ, მაგრამ უმალ მშვიდნი გახდნენ. წმინდა დორიმედონტს სურდა, მალე გაჰყროდა სხეულს და ქრიტეს შეერთებოდა და ძუ დათვს ყურზე ხელი წაავლო, რომ გაეღიზიანებინა და დაეფლითა იგი. მაგრამ დათვი, თითქოს რცხვენიაო, თავს განზე სწევდა. შემდეგ ლომი გამოუშვეს. ისიც ბატკანივით რომ გახდა, ჯალათი მხეცების მომვლელზე განრისხდა, - ისე ვერ გააბრაზეთ მხეცები, ეს ორი ქრისტიანი შეეჭამაო. როცა მომვლელებმა ლომს დაუწყეს გაბრაზება, ის მათ ეცა და დაგლიჯა. ასეთი სასწაულის მხილველმა ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, მხოლოდ დიონისეს არ უნდოდა უფლის შეცნობა და უფრო ჰგმობდა ქრისტესა და მის მსახურებს. ბოლოს, მისი ბრძანებით წმინდა ტროფიმეს და წმინდა დორიმედონტს თავები მოჰკვეთეს და შეუერთდნენ წმინდა საბატიონს და ცათა სასუფეველში ერთობით ადიდებენ ყოვლადწმინდა სამებას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან აკაკისთან და ეგნატესთან ერთად), 22 მარტს (ბერძნული კალენდრით) და ათონის წმინდა მამათა კრებულში
21.09.2024
ერისკაცობაში ჰასანი ერქვა, დაიბადა კონიცაში, ალბანეთში, მუსლიმი ალბანელების ოჯახში. აღიზარდა მუსლიმურ რწმენაში. მამამისი იყო შეიხი - სუფიების თემის სულიერი მოძღვარი.
21.09.2024
ხსენება 30 დეკემბერს (ბერძ.) და ათონელ ღირსთა და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat