წმინდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, ალექსანდრიაში იმპერატორ მაქსიმიანე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
მმართველის ბრძანებით, ისინი დააპატიმრეს და მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლებს ხელებსა და ფეხებზე ქვები მოაბეს და ზღვაში ჩაახრჩვეს. გარდამოცემით უფლის ანგელოზმა წმინდა ცხედრები ნაპირზე გამოიტანა. ხოლო შემდეგ ქრისტიანებს გამოეცხადა და უბრძანა, ისინი პატივით მიებარებინათ მიწისთვის.
წმინდა მოწამე სელევკე გალატელი გახლდათ. ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულოებმა იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად მხეცებს შესაჭმელად მიუგდეს. (III ს.).
წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი