ეს წმინდა მოწამენი წარმოშობით ეგვიპტელები იყვნენ. ისინი იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას შეიპყრეს
და ქალაქ პალესტინის კესარიაში მიიყვანეს და იმ მხარის მმართველთან დასაკითხად წარადგინეს. მათ მხნედ აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რის გამოც მათ ჯერ მარცხენა ფეხი დაუწვეს, შემდეგ კი დანებით მარჯვენა. თვალები ამოჩიჩქნეს და სხვა ქრისტიან ქალებთან და კაცებთან ერთად დასაწვავად გადასცეს, რის შემდეგაც ისინი აღესრულნენ კიდეც. მანამდე წმინდა ქიონია ხეზე დაკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. მისმა დამ ალევტინამ, მსაჯულს ფეხებით დაუმსხვრია სამსხვერპლო, რისთვისაც უმოწყალოდ აწამეს. წმინდა პავლემ კი მოიდრიკა მუხლნი და ცრემლმორეულმა ჯერ ქრისტიანთა შეწევნისთვის ევედრა უფალს, მერე კი წარმართებისთვის, რათა ღმერთი შეემეცნათ და ქრისტიანთა დევნისთვის თავი დაენებებინათ. ამის მერე მას თავი მოჰკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი