წმინდა ანტიოქე პონტოს ქალაქ სებასტიაში დაიბადა, დაახლოებით III საუკუნის II ნახევარში და ძმა გახლდათ წმინდა პლატონისა (ხს. 18 ნოემბერს).
იგი ექიმი იყო, მიმოივლიდა თავისი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს და სნეულებს განკურნებდა.
ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გალატიასა და კაპადოკიაში წმინდანი მმართველმა ანდრიანემ შეიპყრო. ის სატანჯველ მანქანაზე მიაბეს და ფერდი გაუხიეს, შემდეგ კი ჭრილობაზე ანთებული ჩირაღდნები მიადეს. წმინდანი უხმოდ დაითმენდა ტკივილს. ის ღამე საპყრობილეში გაატარა, მეორე დღეს მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს. იქ მან შვიდი დღე გაატარა და ქვაბიდან უვნებელი, საღმრთო მადლით გაცისკროვნებული ამოვიდა. მაშინ მასზე გამძვინვარებული მხეცები მიუშვეს, რომლებიც წმინდანის ფერხთით წამოწვნენ და ლოკვა დაუწყეს. ამის მერე წმინდა ანტიოქე ღმერთს ეევედრა და მისი ლოცვით კერპები დაიმსხვრნენ და გაცამტვერდნენ. მაშინ მას თავი მოჰკვეთეს, ამ დროს თავმოკვეთილ წმინდანის კისრიდან ერთდროულად სისხლი და რძე წარმოდინდა. ეს სასწაული, რომ იხილა ჯალათმა სახელად კვირიკემ, რომელმაც წმინდა ანტიოქეს თავი მოჰკვეთა, ხმამაღლა აღიარა ქრისტე და დასწყევლა ანდრიანე და კერპები. მასაც იმ წამსვე თავი მოჰკვეთეს და ანტიოქესთან ერთად წმინდანთა დასს შეუერთდა. წმინდა ანტიოქე დიოკლეტიანეს დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანის ხსენებას ჯერ კიდევ 16 ივლისს VI საუკუნეში დღესასწაულობდნენ, როგორც ამას მოწმობს ღირსი თეოდორე სიკიოტელის ცხოვრება. წმინდა ანტიოქეს 16 ივლისს მოიხსენიებს წმინდა გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარი" და იოანე-ზოსიმესეული კალენდარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი