წმინდა მოწამე იულია ქალწული (+440-626) - 16 ივლისი (29 ივლისი)
წმინდა მოწამე იულია ქალწული (+440-626) - 16 ივლისი (29 ივლისი)
დაახლოებით 625 წელს, როცა სპარსელებმა აფრიკის სახელგანთქმული ქალაქი კართაგენი აიღეს, ადგილობრივი მოსახლეობა დაატყვევეს და თან წაიყვანეს. მათ შორის იყო ერთი პატარა გოგონა, ნეტარი იულია, კართაგენში ცნობილი კაცის შვილი. გოგონა პალესტინის სირიაში ერთ წარმართ ვაჭარს, ევსების, მონად მიჰყიდეს. გოგონა, მიუხედავად მონობის მძიმე უღლისა, მტკიცედ იდგა ქრისტეს რწმენაზე, და რაც ყრმობიდანვე შეესწავლა, ხშირად ლოცულობდა და მარხულობდა. გოგონა მოიზარდა, დაქალიშვილდა, მაგრამ თავის უბიწოებას უფრთხილდებოდა, კეთილგონივრულად, მკაცრი მარხვით ცხოვრობდა და ემსახურებოდა თავის ბატონს; თვალწინ სულ უფალი ჰყავდა და ასე აღასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ხოლო რაც მის სინდისს ეწინააღმდეგებოდა, იმ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა; ბატონი ცდილობდა კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ქალიშვილს ვერაფერი მოუხერხა, არ გასჭრა არც მუქარამ, არც ალერსმა. გოგონა მზად იყო, შეკვდომოდა, ვიდრე ქრისტეს უღალატებდა, ანდა უბიწოებას დაჰკარგავდა; ევსები გოგონას მოკლავდა კიდეც, მაგრამ ხედავდა, როგორ ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებოდა იგი მას, ამიტომაც დაინდო. აოცებდა მისი კეთილი ზნე, სიმშვიდე, თავმდაბლობა, მკაცრი მარხვა; გოგონა კვირაში ხუთ დღეს მარხულობდა, შაბათ-კვირის გარდა, სამუშაოდან თავისუფალ დროს კი არ ერთობოდა, მხურვალე ლოცვებს აღავლენდა უფლის მიმართ, ანდა წიგნებს კითხულობდა. ღამე იშვიათად თუ დაწვებოდა დასაძინებლად. იყო მუდამ ფერმკრთალი, გამხდარი, შრომისა და მარხვისგან დაუძლურებული. ბატონი ხედავდა ამას, ებრალებოდა გოგონა, შეუყვარდა და პატივს სცემდა კიდეც; მაშინ იულია ოც წელს იყო გდაცილებული, როცა მისმა ბატონმა სავაჭროდ გალიაში წასვლა დააპირა. მან თავისი ერთგული მონა იულიაც წაიყვანა, რადგან ხედავდა, რომ რაც იულია იყიდა, მისი ქონება მკვეთრად გაიზარდა. კორსიკას რომ ჩაუარეს, იქ ერთ წარმართულ ქალაქში შეჩერდნენ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ კუნძულზე მრავლად იყო ქრისტიანული ქალაქებიც. ნაპირზე რომ გადავიდნენ, ადგილობრივ წარმართებს დღესასწაული ჰქონდათ და მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. ევსებიც შეუერთდა მათ, თავის მსახურებთან ერთად, ერთი მსუქანი ხარი იყიდა და მსხვერპლად შესწირა. ღმერთებს. წმინდა იულია ამ დროს გემზე მარტო იჯდა და ადამიანების სულიერ სიბნელეზე ტიროდა.

ამ კრებულიდან ერთ-ერთი გემზე ავიდა და დაინახა წმინდა იულია, შეიტყო, რომ ქრისტიანი იყო და ამ თავყრილობის უფროსს ჩუმად მოახსენა:

-გემზე ერთი გოგონაა, რომელიც ჩვენს ღმერთებს ლანძღავს და განგვიკითხავს, რომ მათ მსხვერპლსა ვწირავთო.

მაშინ ამ უწმინდური თავყრილობის უფროსმა პალესტინელ ვაჭარს უთხრა, -გავიგეთ, რომ შენი ერთი მსახური აქ არ მოვიდა და გვლანძღავს და ჩვენს ღმერთებს აგინებსო.

-შენს ჩემს მხევალზე ამბობ? ქრისტიანობიდან ვერა და ვერ მოვაქციე, ყველაფერი ვცადე და არაფერმა გაჭრა; ის რომ ჩემი ერთგული არ იყოს და გულმოდგინედ არ მემსახურებოდეს, დიდი ხნის წინ წამებით მოვკლავდი, -უპასუხა ვაჭარმა.

თავყრილობის უფროსმა იულიას ნაცვლად თავისი ოთხი მხევალი, ან დიდძალი ფული შესთავაზა, მაგრამ ვაჭარი არ დათანხმდა:

-გითხარი, რომ შეუძლებელია მისი მოქცევა, ის თავისი ღმერთის ღალატს სიკვდილს არჩევს. ვერც მოგყიდი, გინდა მთელი შენი ქონება დამითმო; ის ძალზე ერთგულია და მის ხელში ჩემი ქონება გაიზარდა.

თავყრილობის უფროსი, თავის ხალხს მოეთათბირა, ვაჭარი დაათრო და დააძინა. კორსიკელები ავიდნენ გემზე, წმინდა იულია შეიპყრეს და თავის უფროსს მიუყვანეს. მან ქალიშვილს უთხრა:

-გოგონა, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და მაშინ მე ბატონისგან დაგიხსნი და გაგათავისუფლებ.

წმინდანმა უპასუხა:

-ჩემი თავისუფლება ის არის, რომ ქრისტეს ვემსახურო, რომელსაც ყოველდღიურად წმინდა სინდისით ვემსახურები, თქვენი რწმენა კი მძაგს!

უფროსმა ბრძანა, მისთვის ლოყაში გაერტყათ. წმინდანმა მას უთხრა:

-თუ უფალმა ჩემთვის ყვრიმალისცემა და ფურთხება დაითმინა, ნუთუ მეც მისთვის იგივე არ უნდა დავითმინო. დაე მცემონ მისი გულისთვის.

ჯალათმა ბრძანა იულიასთვის თმა დაეგლიჯათ, მერე კი ბრძანა, გაეშიშვლებინათ და სასტიკად ეცემათ. წმინდა მოწამე ამ დროს ხმამაღლა იმეორებდა:

-მე აღვიარებ იმას, ვისი გულისთვისაც მცემენ! ჩემმა უფალმა ეკლის გვირგვინი და ჯვარცმა დაითმინა. დაე, მე მისი მხევალი, თანამოზიარე და მიმბაძველი ვიქნები მისი ჯვარცმისა, რათა მასთან ერთად განვდიდდე მის სასუფეველში!

შემდეგ ჯალათმა ბრძანა, მისთვის ნორჩი ძუძუები მოეჭრათ და ჯვარს ეცვათ და მალე მოეკლათ, ვიდრე ვაჭარი გაიღვიძებდა. ამგვარად, წმინდა იულიამ თავისი ჯვარცმით მიჰბაძა თავის სასურველ უფალს. როცა ის ჯვარზე სიკვდილის პირას იყო მისული, ამ დროს გაეღვიძა ვაჭარს. ძალზე შეებრალა, მაგრამ ვეღარაფერს უშველიდა. როცა წმინდანის სული სხეულისგან გათავისუფლდა, მაშინ ყველამ დაინახა, თუ როგორ გამოვარდა თოვლივით თეთრი მტრედი წმინდა იულიას ბაგეთაგან და ზეცაში აიჭრა. ამასობაში მისმა ჯალათებმა უფლის ანგელოზები იხილეს და შეშინებულებმა იქაურობა მიატოვეს. წმინდა მოწამე იულია დაახლოებით 640 წელს გარდაიცვალა. ვიდრე დაკრძალავდნენ, უფალმა მის სხეულს მფარველად ანგელოზნი დაუდგინა.

კორსიკის სიახლოვეს არის პატარა კუნძული, რომელსაც ადრე მარგალიტს ეძახდნენ, ახლა კი გორგონა ჰქვია. ამ კუნძულზე მამათა მონასტერი იყო. სწორედ იქაურ მამებს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და წმინდა იულიას ამბავი აუწყა. მამები ნავებში ჩასხდნენ, გასცურეს კორსიკაში. ჩამოხსნეს ჯვრიდან წმინდა იულიას სხეული და სუდარაში შეახვიეს, მოძებნეს მისი მოკვეთილი ძუძუები, რომელიც იქვე ახლოს ქვაზე იდო და თავის ადგილას დააბრუნეს; შემდეგ კი მოწამის სხეული ნავებით მონასტერში წაასვენეს და ეკლესიაში დიდი პატივით დაკრძალეს. მალევე მის საფლავთან სასწაულები მოხდა; სასწაული ხდებოდა იმ ადგილას, სადაც წმინდა მოწამე აწამეს. იმ კუნძულის მკვიდრმა ქრისტიანებმა წმინდა იულიას მარტვილობის ადგილას ტაძარი ააშენეს. იმ ქვების ქვემოდან, სადაც წმინდანის მოკვეთილი ძუძუები ეწყო, წყარო წარმოდინდა, რომლის წყალსაც სამკურნალო ძალა ჰქონდა. ვინც ამ წყალს სვამდა, ყველა იკურნებოდა. მოხდა კიდევ სხვა სასწაული: ქვა, რომელზეც წმინდანის მოკვეთილი მკერდი იდო, წმინდა იულიას ხსენების დღეს თითქოს ოფლიაო, დაიცვრებოდა რძისა და სისხლის შერეული წვეთებით, რომელიც ქალწულის უბიწოებას და მის მოწამებრივ ღვაწლზე მიანიშნებდა; ეს წვეთები ქვიდან მთელი დღის მანძილზე, საღამომდე წვეთავდა, მას იცხებდნენ სნეულნი და იკურნებოდნენ. წმინდანი ერთ ვიწრო მაღალ ბორცვზე აცვეს ჯვარს, ამიტომ იმ ადგილას აშენებული ტაძარიც ძალზე ვიწრო იყო. როცა ტაძარი დაძველდა და სხვა ადგილას გადაწყვიტეს აშენება, ახალ ადგილას მიტანილი სამშენებლო მასალები ერთ დილასაც ძველ ადგილას დახვდათ. მშენებლებმა მასალები ახალ ადგილას გადაიტანეს, მაგრამ მეორე დღეს ისევ წმინდანის მოწამეობის ადგილას დახვდათ. იმ ღამეს დარაჯმა დაინახა ნათლით მოსილი ქალწული, რომელიც ორ ვირზე სამშენებლო მასალას ტვირთავდა; მაშინ კი მიხვდნენ, რომ წმინდანს სურდა, ძველ ადგილას განახლებულიყო ტაძარი. 763 წელს წმინდა იულიას უხრწნელი, სასწაულმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრეშიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით, ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი -626 წელს).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat