წმინდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი (+დაახლ. 1330 - 1340) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი (+დაახლ. 1330 - 1340) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა დიდმოწამე იოანე ახალი ტრაპიზონში XIV საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი გახლდათ.

ერთხელ მომავალ წმინდანს სავაჭრო საქმეებზე ხომალდით მგზავრობა მოუხდა. გემის კაპიტანი არამართლმადიდებელი, იოანესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათში ჩაება, დამარცხდა და ეს წყენა გულში ბოღმად ჩაიდო.

ოდეს ხომალდი ბოსფორის ბელგრადში შეჩერდა, კაპიტანი ქალაქის ცეცხლთაყვანისმცემელ მმართველთან მივიდა და აუწყა, - ჩემს გემზე ერთი სწავლული ადამიანია, რომელსაც თქვენი სჯულის მიღება სურსო!

ქალაქის თავმა ფრიადი პატივით მიიღო იოანე, ამით გაოცებულმა ნეტარმა ცეცხლთაყვანისმცემლებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და დამაჯერებლად დაუმტკიცა მათი ცრუ სარწმუნოების არარაობა.

ამგვარი სიმტკიცისა და სარწმუნოების ასე უშიშრად დამოწმებისთვის წმინდანი სასტიკად ტანჯეს: სხეული ნაკუწნაკუწ დაუფლითეს და სხვა საზარელ ტანჯვასაც შეამთხვიეს, მაგრამ იოანე გულმხურვალედ ჰმადლობდა უფალს, რომელმაც მისთვის სალმობათა დათმენის ღირსი გახადა.

ჯალათები რომ ვერას გახდნენ, კვლავ ბნელ ჯურღმულში უკრეს თავი, გამთენიისას კი ქალაქის თავმა ისევ უხმო და იოანეც კვლავ ნათელი და მხიარული სახით წარდგა მის წინაშე, უწინდელი სიმტკიცით აღიარა ქრისტე და მმართველს სატანის იარაღი უწოდა.
ცოფქმნილს და ეშმაკისგან გულგასასტიკებულს სხვა რაღა დარჩენოდა, თუ არა მარტვილის ხელახლა გვემა, რომელიც იქამდე გაგრძელდა, სანამ მთელი შინაგანი არ გამოეფატრა.

ხალხმა ეს ამაზრზენი სანახაობა ვერ აიტანა და აღშფოთებული შეძახილებით ამხილა ქალაქის თავი, მხეცურად რომ გაუსწორდა უდანაშაულო ადამიანს.

მაშინ მმართველმა წამება დროებით შეწყვიტა, მაგრამ მალევე ბრძანა, - იოანე გაუხედნავ ცხენს მიაბით და ქალაქის ქუჩებში ათრიეთო!

ამ საზარელმა სანახაობამ განსაკუთრებულად ებრაულ უბანთა მკვიდრნი გაახარა, მარტვილის აბუჩად ასაგდებად ყველაზე მწარე სიტყვებს რომ არ იშურებდნენ. ბოლოს კი ერთმა იმათგანმა წამებით სასომიხდილს თავი მახვილით წარკვეთა.

იოანეს სხეული საღამომდე ქუჩაში ეგდო, მაგრამ როგორც კი დაღამდა, მის თავზე ნათლის სვეტი და მანათობელ ლამპართა სიმრავლე გამოჩნდა, რომელთაც სამი ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოეყო, გარდაცვლილს ფსალმუნთ რომ უგალობდა და უკმევდა.
ერთმა ებრაელმა იფიქრა, - იოანეს გვამის წასასვენებლად ნამდვილად ქრისტიანები მოვიდნენო და შინვე მშვილდისარს სტაცა ხელი, თუმცა, ღვთის უხილავი ძალით შებოჭილი, უეცრად გაშეშდა.

დილით ჩვენება გაქრა, მშვილდოსანი კი კვლავ გაუნძრევლად იდგა და უხილავ საკვრელთაგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, ოდეს შემოკრებილ ქალაქის მკვიდრთ ამ საკვირველი ჩვენების და მასზე მოწევნილი სასჯელის შესახებ აუწყა.

ამ ამბავმა ისე შეძრა ქალაქის თავი, ქრისტიანებს დიდმოწამის დამარხვის უფლება მისცა. წმინდა ცხედარი ქალაქის ტაძარში, დაახლოებით, 1330 - 1340 წლებში დაკრძალეს.

კაპიტანმა, რომელმაც უსჯულოებს სატანჯველად გადასცა იოანე, შეინანა და გადაწყვიტა, მისი ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინა, მაგრამ წმიდანი ძილში გამოეცხადა ტაძრის ხუცესს და ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა.

მხოლოდ 70 წლის შემდეგ გადააბრძანეს უხრწნელი ნაწილები მოლდოვლახეთის დედაქალაქ სოჩავში და საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat