წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე დაიბადა დაახლოებით 170 წელს კაპადოკიაში. ის სწავლობდა ალექსანდრიის კათაკმეველთა სკოლაში.
იგი გახლდათ ეკლესიის დიდი მოძღვრის, წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217 წ.) მრავალრიცხოვან მოწაფეთაგანი. III საუკუნის დასაწყისში იგი კაპადოკიის ქალაქ ფლავიას ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) მეფობისას მღვდელმთავარი ქრისტეს რწმენის ერთგულებისთვის რამდენჯერმე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაყო.
გათავისუფლების შემდეგ იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, ქალაქში შესვლისას მას ხალხი და მეუდაბნოე მამები შეხვდნენ, რომელთაც ზეციდან ეუწყათ, რომ იგი ხანდაზმული პატრიარქის, ნარკისის თანამოსაყდრე უნდა გამხდარიყო, ეს მოხდა 212 წელს.
პატრიარქის სიკვდილის შემდეგ ის იერუსალიმის ეკლესიის ერთადერთი მმართველი გახდა. წმინდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა იერუსალიმის ეკლესიას და ფრიად დაშვრა მრევლის ქრისტიანული განათლებისათვის. მან იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა.
დაახლოებით 250 წელს წმინდა ალექსანდრე იმპერატორ დეციუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს შეიპყრეს და ბორკილდადებული პალესტინის კესარიაში წაიყვანეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდანი გამძვინვარებულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. "უფალო! თუ გსურს, რომ ახლა მოვკვდე, დაე იყოს ნება შენი!" წარმოთქვა წმინდანმა და გამძვინვარებულმა მხეცებმა ზნე იცვალეს და და მას ფეხები აულოკეს. ამის მერე წმინდა ალექსანდრე საპყრობილეში ჩააგდეს და იქ ის მძიმე სატანჯველების შემდეგ გარდაიცვალა.
მისი ხსენება 16 მაისს და 12 დეკემბერსაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი