წმინდა მოწამე მირაქსი ეგვიპტეში, ქალაქ ტენესტიში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი მონათლეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს,
მაგრამ ახალგაზრდული ქარაფშუტობით, ეშმაკის ცთუნებას დაჰყვა, ამირას წინაშე წარდგა, ქამარი შემოიხსნა, გათელა ჯვარი, მახვილი აიღო და სასოწარკვეთილმა ხმამაღლა შესძახა, რომ ამიერიდან ქრისტიანი აღარ იყო და სარკინოზი გახდა. ამის გამო ამირასა და მისი ახლობლებისგან პატივისცემა დაიმსახურა. სამაგიეროდ მისი მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მათმა ლოცვამ ნაყოფი გამოიღო. უფალმა მოხედა მოწყალებით მშობლების მხურვალე ვედრებას და თავისი მადლით გონება გაუნათა მირაქსს: მან შეინანა თავისი დაცემა, მერე მშობლებთან მივიდა და უთხრა:
- ჩემო ძვირფასო და საყვარელო მშობლებო! –გონება დამებინდა და ასეთი საშინელი რამ ჩავიდინე; ახლა კი მწარედ ვტირი და ვლოცულობ, რომ კვლავ ქრისტიანი გავხდე და თქვენთან ერთად ვიყო.
მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჯარო აღიარებით გამოესყიდა. წმინდა მირაქსი ასეც მოიქცა. მშობლების ლოცვით გამხნევებულმა ქამარი მოირტყა, წარდგა ამირას და მისი ახლობლების წინაშე, ჯვარი გამოისახა და ხმამაღლა შესძახა:
- უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე და მაცხონე!
მისმა კადნიერებამ ყველა განაცვიფრა. ამირამ მირაქსი შეიპყრო და ჰკითხა, რა დაგემართაო. წმინდანმა უპასუხა:
- გონს მოვედი ეშმაკისაგან გონებადაბნელებული, და¬ვუბრუნდი ჩემს ქრისტე ღმერთს და ძველებურად კვლავ ქრისტიანი გავხდი. და აი, მოვედი ვაღიარო ჩემი რწმენა თქვენ წინაშე, ხოლო თქვენი ბილწი სარწმუნოება კი შევაჩვენო. ამირას ბრძანებით, მირაქსი სამი დღე უჭმელ-უსმელი საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ გამოიყვანეს და სასტიკად აწამეს. მერე კი ისევ სამი დღით დატოვეს ციხეში. შემდეგ უფრო სასტიკად აწამეს. ამირას ბრძანებით გემით ზღვაში შეიყვანეს დაახლოებით ათ სარბიელზე. იქ მან ილოცა და ბოლოს ქედი დაუხარა მახვილს. მოწამის სხეული ზღვაში გადააგდეს. წმინდანის პატიოსანი თავი წყალმა გამორიყა (მისი სხეულის შესახებ არაფერია ცნობილი) და ის ღვთის¬მოშიშმა ქრისტიანებმა იპოვეს და როგორც უძვირფასესი განძი, შეინახეს. მათ ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმინდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო.
წმინდა მირაქსი დაახლოებით 640 წელს აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი