წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი (+312) - 20 (03.12) ნოემბერი
02.12.2020
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ.
ისინი წმიდა ლუკიანემ (ხს. 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).
"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ