წმინდა მოწამე ვასილისკო (+308) - ხსენება 22 მაისს (4 ივნისი)
წმინდა მოწამე ვასილისკო (+308) - ხსენება 22 მაისს (4 ივნისი)
წმინდა მოწამე ვასილისკო წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო. იგი მეოთხე საუკუნეში იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის.
წარმართ მაქსიმიანეს სძულდა ქრისტეს რჯულზე მოქცეულნი. მათ მიმართ განსაკუთრებით დაუნდობელი იყო. ტანჯვა, ციხე, გადასახლება, სიკვდილი ემუქრებოდა იმას, ვინც ქრისტიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებად მიიჩნევდა.

წმინდა ვასილისკო ქრისტიან ძმებთან ევტროპისთან და კლეონიკესთან მეგობრობდა. წმინდა თეოდორეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ სამი ქრისტიანი მეგობარიც ვერ გადაურჩა დევნას, ისინი საპყრობილეში ჩაყარეს. სასტიკი წამების შემდეგ წმინდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს. მეგობრების აღსასრულის შემდეგ მათთან ერთად ნაწამები წმინდა ვასილისკო კვლავ ციხეში ჩააგდეს. ამასობაში პონტოს მმართველი გარდაიცვალა და მის მაგივრად იმპერატორმა მაქსიმიანემ აღრიპა გამოგზავნა, თანაც დაავალა, ქრისტიანთა წამება და დევნა განეგრძო. წმინდა ვასილისკო კი ამ დროს იმას ჯავრობდა, რომ მოწამის გვირგვინს ვერ ეღირსა და შესთხოვდა უფალს, ისიც შეეერთებინა ქრისტეს მოწამეთა დასისთვის, რომელთა შორის მისი ხორციელი ნათესავნიც იყვნენ: წმინდა ვასილისკო გახლდათ წმინდა თეოდორე ტირონის დისწული, ხოლო წმინდა ევტროპი და კლეონიკე - ბიძაშვილები. შუაღამისას წმინდანს ძილში მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: "მახსოვხარ და არასოდეს დაგივიწყებ. სახელი შენი შენზე ადრე წამებულთა წინაა ჩაწერილი. გამოემშვიდობე დედას, ძმებს, ნათესავებს. როცა დაბრუნდები, მოწამის გვირგვინს მიიღებ და კომანში დაიკრძალები. ნუ შეგეშინდება მოწევნული სატანჯველის, რამეთუ მე შენთანა ვარ"...

გამოეღვიძა წმინდა ვასილისკოს. ნახა - საპყრობილის კარი თავისით გაღებულიყო. გარეთ არ გამოსულა, გათენებას დაელოდა, დილით კი გაოგნებულ მცველებს ოთხი დღით შინ გაშვება სთხოვა - მერე კი ჩემს უფალთან წავალო. სულაც გაგიშვებდით, მმართველის რომ არ გვეშინოდეს, - უთხრეს მცველებმა, - თანაც ყველა პატიმრის სახელი სასამართლო წიგნში აქვთ ჩაწერილი და შეიძლება მოგითხოვონო. მაშინ წმინდა ვასილისკომ გადაჭრით უთხრა: - ჩემი უფლის ნებაა, სიკვდილის წინ ახლობლები მოვინახულო. ამიტომ თუ თანახმა იქნებით, რამდენიმე კაცი გამომაყოლეთ და მერე ერთად დავბრუნდებითო. აუსრულეს თხოვნა. დარაჯიც მიუჩინეს.

მრავალი ცრემლი დაღვარეს ვასილისკოს დანახვით ახლობლებმა, თვითონაც ეხვეოდა, უკანასკნელ ამბორსუყოფდა და ანუგეშებდა მათ: - ქრისტესმიერო ძმანო და მამანო, მტკიცედ სდექით ჩვენი უფლის სარწმუნოებაზე და არასოდეს წარგიტაცოთ წარმავალმა სოფელმა. ილოცეთ ჩემთვისაც უფლისა მიმართ, რათა ყოველთა მეუფემ მომცეს ძალი წამების დათმენისა, ისევე როგორც დაითმინეს ჩემთან ერთად შეპყრობილმა ჩვენმა ნათესავებმა. ცხონდით ყოველნი, მე კი მივდივარ და ამქვეყნიურ, წარმავალ წუთისოფელში მეტად ვეღარა მნახავთო. წმინდანის სიტყვებმა ნათესავები დიდად დაამწუხრა და სთხოვეს:"როცა შენს წმინდა ცხოვრებას დაასრულებ, შეევედრე უფალს ჩვენთვის და ყველა ქრისტიანისთვის, დაე, შეწყდეს დევნა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, დაე, განქარდეს მსახურება კერპთა, ქრისტეს მადლი კი გაბრწყინდეს დედამიწაზე". ამის შემდეგ წმინდა ვასილისკო ციხეში გაბრუნდა.

ამასობაში ამასიაში მისულმა მმართველმა აღრიპამ მოინახულა პეტასონის და სერაპიონის საკერპოები და მსხვერპლი შესწირა "ღმერთებს". მეორე დღეს კი სამსჯავროზე დაჯდა და ქალაქისთავს პირველ რიგში წმინდა ვასილისკოს მოყვანა უბრძანა.

ქალაქისთავი ციხიდან ხელცარიელი დაბრუნდა და თან საპყრობილის უფროსი მოიყვანა. განრისხდა აღრიპა, როგორ გაუშვით ჩვენი ღმერთების მტერი საპყრობილიდანო. წმინდა ვასილისკოს შესაპყრობად თავისი თანაშემწე გაუშვა და უთხრა: "მხოლოდ მაშინ დავიჯერებ შენს ერთგულებას, თუ იმ ღვთისმგმობელს შეიპყრობ და კომანში მომგვრი, სადაც ახლა წასვლას ვაპირებო".

მაგისტრიანემ (ასე ერქვა მმართველის თანაშემწის ხელობას) მოამზადა რკინის ფეხსაცმელები, რომელთაც შიგნით წვერმახვილი გრძელი ლურსმნები ჰქონდა ამოჩრილი. გაიყოლა ციხის მცველები და ჯარისკაცები და წმინდა ვასილისკოს სოფლისკენ წავიდა. სწორედ მაშინ, როცა სახლიდან გამოდიოდა წმინდა ვასილისკო, მიიწივნენ აღრიპას გაგზავნილნიც, სტაცეს ხელი, ჯაჭვით შეკოჭეს, ფეხზე ამოაცვეს ლურსმნებიანი ფეხსაცმელები და კომანისკენ წასვლა უბრძანეს. ლურსმნებმა ფეხები დაუხვრიტა ვასილისკოს, სისხლი ღვარად სდიოდა, თანაც ჯალათები უწყალოდ სცემდნენ. მწუხარებისაგან შეემუსრათ გული ნათესავებს. ტირილით მიაცილებდნენ წმინდანს. "ძეო ჩემო საყვარელო, - უთხრა დამშვიდობებისას დედამ, - ქრისტე, რომელიც ასე შეიყვარე, შემწე იყოს შენი ამ მოწამებრივ ღვაწლში. გამხნევდი, შვილო, და მოგვიხსენე, როცა წარდგები უფლის წინაშე..." დედამ ნუგეში სცა შვილს და შინ დაბრუნდა, ლოცვით რომ შესწეოდა, გაეძლიერებინა.

სამი ძმა და ნათესავნი კი ტირილით მიჰყვებოდნენ. "ნუ ტირით ჩემზე, უფრო ილოცეთ ღვთის მიმართ, რათა მისგან ძალმოცემულმა ვძლიო ეშმაკს და შევარცხვინო მისი მსახურნი. თქვენი ცრემლებით რად აღმიმღვრევთ გულს? ჰოი, ნეტავ შემეძლოს, მრავალჯერ მოვკვდე ჩვენი უფლის გულისთვის! გევედრებით, დაბრუნდით უკან და ჩემთვის ევედრეთ უფალს", - მიმართა მათ წმინდანმა. სათითაოდ ეამბორა, მაგრამ მათ არ უნდოდათ განშორებოდნენ სანატრელ ვასილისკოს. მაგისტრიანემ ცემა-ტყეპით ჩამოიშორა ხალხი და გზას გაუდგნენ. წმინდა ვასილისკო ფსალმუნთა გალობით იამებდა ტკივილს და ისე მსუბუქად მიდიოდა რკინის ფეხსაცმელებით, რომ მცველნი განცვიფრებულნი შესცქეროდნენ.

გზად დაბა დაკოზირიაში შეისვენეს. მაგისტრიანე და მისი მცველები სოფლისთავმა მიიპატიჟა. წმინდა ვასილისკო კი გამხმარ მუხის ხეზე მიაბეს. გარშემო უამრავი ხალხი შემოერტყა, ყველას ეცოდებოდა თაკარა სიცხეში დაგდებული, სისხლმდინარე ადამიანი. წმინდანმა კი შესთხოვა უფალს, - როგორც ერთ დროს მოიხილე სამი ყრმა ბაბილონის სახმილში, უყავ წყალობა შენს უღირს მონას და აჩვენე სასწაული ამ ხალხს, რათა ყველა შენს წმინდა სახელს ადიდებდესო. პასუხად მიწა იძრა და ზეციდან ხმა მოისმა: "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ". უეცრად წმინდანს რკინის ფეხსაცმელი ცვილივით შემოადნა, ჯაჭვები დასცვივდა. გამხმარი მუხა აყვავდა და თავისი აფოთლილი ხშირი ტოტებით მოუჩრდილა მზე. ხოლო სადაც ვასილისკოს სისხლი დაეცვარა და მიწა გაწითლდა, იქ წყარომ ამოხეთქა. წმინდანმა სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. მიწისძვრით შეშინებული მაგისტრიანე და ჯარისკაცები სახლიდან გამოცვივდნენ, მაგრამ გარეთ უფრო საკვირველი სანახაობა დახვდათ. მრავალმა ირწმუნა მაშინ ქრისტე. ვიღაცამ მოიფიქრა და განრღვეული მოიყვანა. წმინდანმა ხელი შეახო და განკურნა. ეს რომ ნახეს, უამრავი სნეული მოჰგვარეს და ყველა განიკურნა არა მარტო ხორცით, სულიერადაც - იწამეს ჭეშმარიტი ღმერთი.

მოსაღამოვდა. საძოვრიდან ჯორებს მოერეკებოდნენ. პირუტყვმაც კი მოიდრიკა ქედი იმ ადგილას, სადაც წმინდანი იდგა, თითქოს ამით ადიდებდნენ ღვთის საქმეებს. შიშმა შეიპყრო მაგისტრიანე და მცველები - ასე უწყალოდ რატომ ვექცეოდით ამ ღვთის კაცსო. მეორე დღეს კი გაუყვნენ გზას. ყოველ ლამაზსა და ამაღლებულ ადგილას მოიდრეკდა მუხლს წმინდანი და ღმერთს ადიდებდა. მიაღწიეს სოფელს, რომელსაც სიონს ეძახდნენ. დასხდნენ სატრაპეზოდ. საჭმელი წმინდა ვასილისკოსაც შესთავაზეს - დაგვსჯიან, თუ ცოცხალს ვერ ჩაგიყვანთო. წმინდანმა უთხრა: - მე უკვდავების საჭმლით ვარ აღვსებული და ხრწნადი საჭმლის ჭამა არ მინდაო. ჯორზე შეჯდომაზეც უარი უთხრა და ფეხით მიუყვებოდა გზას. ოთხი დღის მგზავრობის შემდეგ მივიდნენ კომანში. აღრიპა ამ დროს აპოლონის ტაძარში იყო და ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. მაგისტრიანე მოუყვა გზაში მომხდარ სასწაულებს. არ დაიჯერა აღრიპამ - ჯადოქრობა არისო. მაგისტრიანე მხლებლებით გამოემშვიდობა ვასილისკოს. კიდევ ერთხელ შესთხოვეს მას მიეტევებინა მათთვის უდიერად მოქცევა.

აღრიპას ხალხმა წმინდანი აპოლონის ტაძარში მიიყვანა. მმართველმა მას ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მე ჩემი ღმერთის პატივად ყოველდღე მსხვერპლს შევწირავო, - უპასუხა წმინდანმა. მაშინ შენს ღმერთს აქ შესწირე მსხვერპლი, - უთხრა აღრიპამ, - ჩემთვის სულერთია, მას რა სახელი ჰქვიაო. წმინდა ვასილისკომ ხელნი აღაპყრო და წარმოთქვა: - ღმერთო საუკუნოო, შემოქმედო ცისა და ქვეყანისა, რომელი უსმენ მსახურთა შენთა, შეისმინე ჩემიც და ეს ბრმა-ყრუ კერპი დაამხე, რათა ხალხმა შეიტყოს, ვის უნდა სცეს თაყვანიო. უეცრად შეიძრა მიწა, აპოლონის კერპი გადმოვარდა და დაიმსხვრა. შეშინებული აღრიპა გარეთ გამოვარდა, ცოტა ხნის შემდეგ კი წმინდა ვასილისკოს გარეთ გამოყვანა ბრძანა: "ჰოი, მტერო ჩვენი ღმერთებისავ, - მრისხანედ მიმართა წმინდანს, - მსხვერპლს შევწირავო, თქვი და ისე ჰქენი, რომ ჩვენი ღმერთი აპოლონი დაიმსხვრა!" წმინდანმა ბრძანა, - თქვენი ღმერთის დამამხობელი დაწვავს ტაძარსაცო. ეს თქვა და ზეციური ცეცხლი დაეცა აპოლონის ტაძარს და დაწვა ერთიანად.

ვერც ამან მოიყვანა გონს აღრიპა. წმინდა ვასილისკოს ჯადოქრობას აბრალებდა მომხდარს. ჰოი, უგუნურო ადამიანო, მხეცო ტყეში მოხეტიალევ, სისხლის მხვრეპავო ძაღლო, ცოდვილო აღრიპა, სახევ ეშმაკისა, უსჯულო ჯალათო! რატომ არ მომკლავ, რასაც ასე ძლიერ ვესწრაფვი? - მიმართა წმინდანმა. ამ სიტყვებმა განარისხა მმართველი და ბრძანა, გაიყვანეთ ქალაქიდან და იმ ადგილას, რომელსაც დიოსკურიას ეძახიან, მოჰკვეთეთ თავი და მდინარეში ჩააგდეთო.

როცა წმინდანს თავი მოჰკვეთეს, იქ შეკრებილმა ხალხმა იხილა უფლის ანგელოზები, რომელთაც წმინდა ვასილისკოს სული აიყვანეს ზეცად და მიჰგვარეს უფალს. ხალხს იესო ქრისტეს ხმაც მოესმა: - მოვედ ჩემთან, ერთგულო და სათნო მონაო ვასილისკო. შევედ ზეციურ სასუფეველში, მართალთა თანა, სადაც იმყოფებიან ჩემი სახელისთვის შენთან ერთად შეპყრობილნი და წამებულნი.

ჯალათმა წმინდანის სხეული მდინარისკენ წაიღო. ქრისტიანებმა ჩუმად გამოისყიდეს წმინდა ვასილისკოს სხეული და მოხნულ მინდორში დამარხეს. იქვე სანიშნედ თესლი ჩადეს მიწაში. ის თურმე ერთ ღამეში გაზრდილა და ნაყოფიც გამოუღია. როცა წმინდანისთვის საფლავს თხრიდნენ, ქრისტიანებს მოსწყურდათ, შესთხოვეს წმინდა ვასილისკოს და იქვე წყარომ ამოხეთქა, რომელსაც კურნების მადლი მიეცა.

აღრიპა კი არაწმინდა სულმა შეიპყრო და აწამებდა. მმართველმა წმინდანის სხეულს დაუწყო ძებნა - ხელს შევახებ და განვიკურნებიო. ვერავინ გაბედა მისთვის ეთქვა წმინდანის სხეულის სამყოფელი. ზოგიერთმა უთხრა: განა შენ არ უბრძანე, მდინარეში ჩაეგდოთო? მაშინ აღრიპა იმ ადგილას წავიდა, სადაც თავი მოჰკვეთეს წმინდა ვასილისკოს. მოფხიკა მიწაზე დაღვრილი სისხლის წვეთები, შეახვია და ქამარზე შემოიკრა. იმავე წამს განშორდა არაწმინდა სული და მანაც იწამა ქრისტე.

ცოტა ხნის შემდეგ ერთმა კომანელმა ღვთისმოშიშმა კაცმა წმინდანის სხეული მის სახელზევე აშენებულ ტაძარში დაასვენა. წმინდანის საფლავთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმინდა ვასილისკო IV საუკუნის დასაწყისში აწამეს.

კაპადოკიასა და პონტოში რამდენიმე დაბა იყო, რომელსაც კომანს ეძახდნენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ წმინდა ვასილისკო ჩვენს კომანში, აფხაზეთის კომანში აწამეს. კომანი სოხუმიდან (ძველი დიოსკურიიდან) თხუთმეტი კილომეტრითაა დაშორებული, ჩრდილოეთით გუმისთა ჩაუდის, ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ, წმინდა ვასილისკოს მარტვილობის ადგილას, დღესაც მოჩქეფს სასწაულმოქმედი წყარო. აქ მიაბარა სული უფალს გადასახლებაში მყოფმა წმინდა იოანე ოქროპირმა. გარდაცვალების წინ წმინდა იოანე ოქროპირს წმინდა ვასილისკო გამოეცხადა, განამხნევა, ამცნო, რომ დადგა მისი უფალთან წარდგომის ჟამი. წმინდა იოანემ წარმოთქვა: "მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის" და ასე მიაბარა სული მაცხოვარს. ამ მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა...

კომუნისტების დროს წმინდა ვასილისკოს წყაროს ადგილას საკალმახე მეურნეობისთვის რეზერვუარი აუშენებიათ, მაგრამ თევზები ეხოცებოდათ, რეზერვუარი ტალახით ივსებოდა და ისე ყარდა იქაურობა, სუნი მთელ კომანს აწუხებდა. წყარო და მიმდებარე ტერიტორია 80-იან წლებში გაასუფთავა იური ანუამ, მანვე აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარი V საუკუნისა, სადაც 1990 წელს გადაიტანეს იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი. კომანის მთებში, იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილას მისასვლელად ხალხს გზა რომ გაადვილებოდა, 1500-საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა. ასევე ჰქონდა განზრახული წყაროზე ბაზილიკის ტიპის ეკლესიის აშენება, წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ვასილისკოს საფლავთან ტაძრების აღდგენა. არ დასცალდა. 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტებმა ქართველების სიყვარულისთვის წმინდა ვასილისკოს წყაროსთან 24 საათის განმავლობაში აწამეს, სცემეს, ტყვიებით დაუხვრიტეს ფეხები, ბოლოს ფეხებით დაკიდეს და მოკლეს... თითქოს ეშმაკს სურდა შური ეძია ქრისტეს ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლისთვის. მისი სისხლიც შეერია წმინდა ვასილისკოს სისხლს, დღესაც რომ ატყვია წყაროში მოთავსებულ ქვებს, დღესაც რომ ატყვია აფხაზეთის მიწას.

კონდაკი მოწამე ვასილისკოსი

კომანში წამებულისა ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, ვასილისკოს, და მარადის გიხმობთ, ყოვლადპატიოსანო: გიხაროდენ, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო.
.......................................

ასევე წაიკითხეთ:

წმინდა მოწამე ბასილისკოს სისხლი დღესაც ამჩნევია აფხაზეთის მიწას, უქართველებო აფხაზეთის მიწას

წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო (+308) - 3 (16) მარტი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat