წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო (+308) - 3 (16) მარტი
წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო (+308) - 3 (16) მარტი
წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო პონტოს ამასიაში აღესრულენ 308 წელს.

ძმები, ევტროპი და კლეონიკე, და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული ბასილისკო, მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტმა თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა: "მოგვეც, უფალო, ძალი დათმენისა, მოგვმადლე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შემწედ ჩვენდა, ვითარცა მოხ¬ვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა". ლოცვის პასუხად წმიდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა.

ეს გამოცხადება იხილეს წმიდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასკლეპიოდოტს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო, წმიდანმა უარი განაცხადა.

მეორე დღეს წმიდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და მოსთხოვეს, კერპთმსახურება აღესრულებინათ. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: "უფალო, იყავნ ჩვენთან, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთის მიმართ". ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, ტაძრის კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: "თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად".

მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლეპიოდოტმა ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: "უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა". ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს.

3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ბასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს.
................................
წმინდა მოწამეთა - ევტროპესა და კლეონიკეს აღსასრულის შემდეგ მათთან ერთად ნაწამები წმინდა ბასილისკო შეიპყრეს და დაატყვევეს.

სწორედ საიმდროოდ გარდაიცვალა პონტოს მმართველი, რომლის ნაცვლადაც სისხლისმსმელმა მაქსიმიანემ აღრიპა წარგზავნა და დაავალა, - ქრისტიანთა წამება და დევნა გააათმაგეო.

წმინდა ბასილისკო კი იმაზე წუხდა, - მოწამის გვირგვინის ღირსი ვერ შევიქნებიო და შესთხოვდა უფალს, ისიც ღირსეყო, ქრისტესთვის წამება დაეთმინა და ამ წმინდა დასს შერთვოდა, რომელთა შორის მისი ხორციელი ნათესავნიც იყვნენ, - იგი ხომ წმინდა თეოდორე ტირონის დისწული და წმინდა ევტროპესა და კლეონიკეს ბიძაშვილი იყო.

შუაღამისას წმინდანს ძილში მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა:

- მახსოვხარ და არასოდეს დაგივიწყებ. სახელი შენი შენზე უადრეს წამებულთა წინაა ჩაწერილი. მაშ, გამოემშვიდობე დედას, ძმებს, ნათესავთ, როცა დაბრუნდები, მოწამის გვირგვინს მიიღებ და კომანში დაიკრძალები. ნუ შეგეშინდება მოწევნული სატანჯველისა, რამეთუ მე შენთანა ვარ!

ამ წმინდა ხილვით შეძრულ ბასილისკოს გამოეღვიძა და იხილა, რომ საპყრობილის კარი თავისით განღებულიყო, მაგრამ დილეგი როდი დაუტევა, გათენებას დაელოდა, დილით კი გაოგნებულ მცველებს სთხოვა:

- ოთხიოდ დღით გამიშვით, შემდეგ კი ჩემს უფალთან წავალ.

- მმართველის რომ არ გვეშინოდეს, თავადვე გაგათავისუფლებდით, - მიუგეს მცველებმა, - თან პატიმართა სახელები სასამართლო წიგნში აქვთ აღნუსხული და უცილობლად დაგვსჯიანო.

- თავად უფლის ნებაა, სიკვდილის წინ ახლობლები მოვინახულო და თუ ამ დროით გამათავისუფლებთ, რამდენიმე კაცი გამომაყოლეთ და მერე ერთად დავბრუნდებითო.

მართლაც ისმინეს მისი დარაჯებმა და თანმხლები კაცითურთ შინ ნათხოვარი დროით გაისტუმრეს.

ბასილისკოს ხილვით ისე გაიხარეს ახლობლებმა, ცრემლი ვერ შეიკავეს, თავად ნეტარიც ეხვეოდა, უკანასკნელ ამბორსუყოფდა და ანუგეშებდა:

- ქრისტესმიერო ძმანო და მამანო, მტკიცედ სდექით ჩვენი უფლის სარწმუნოებაზე და არასოდეს წარგიტაცოთ წარმავალმა სოფელმა. ილოცეთ ჩემთვისაც უფლისა მიმართ, რათა ყოველთა მეუფემ მომცეს ძალი წამების დათმენისა, ისევე, როგორც დაითმინეს ჩემთან ერთად შეპყრობილმა ჩვენმა ნათესავებმა. ცხონდით ყოველნი, მე კი მივდივარ და ამქვეყნიურ, წარმავალ წუთისოფელში მეტად ვეღარა მნახავთო!

მისმა ნათქვამმა ნათესავნი დიდად დაამწუხრა და სთხოვეს:

" - როცა შენს წმინდა ცხოვრებას დაასრულებ, ევედრე უფალს ჩვენთვის და ყველა ქრისტიანისთვის, რომ შეწყდეს დევნა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, განქარდეს მსახურება კერპთა, ქრისტეს მადლი კი გაბრწყინდეს დედამიწაზე"!

ნეტარი შინ მეტად აღარ გაბრუნებულა, ცრემლით გამოეთხოვა ახლობელთ და საპყრობილეს დაუბრუნდა.

ამასობაში ამასიაში ჩასულმა მმართველმა აღრიპამ პეტასონის და სერაპიონის საკერპოები ინახულა და "დიდ ღმერთებს" მსხვერპლიც შესწირა, მეორე დღეს კი სამსჯავროდ დაჯდა და ქალაქის თავს, უპირველესად, წმინდა ბასილისკოს წარდგენა უბრძანა.

ქალაქის თავი ციხიდან ხელცარიელი დაბრუნდა და თან საპყრობილის უფროსი მოიყოლა.

ტუსაღის ოთხი დღით გათავისუფლების შესახებ რომ შეიტყო, აღრიპა განრისხდა და უსაყვედურა: - როგორ დაუშვით, რომ ჩვენი ღმერთების მტერი საპყრობილიდან გაგეშვათო?! წმინდა ბასილისკოს შესაპყრობად თავისი თანაშემწე გაუშვა და უთხრა:

- მაშინღა დავიჯერებ შენს ერთგულებას, თუ იმ ღვთისმგმობელს შეიპყრობ და კომანში მომგვრი, სადაც ახლა წასვლას ვაპირებო! - ბრძანა აღრიპამ.

მმართველის თანაშემწემ რკინის ფეხსაცმელი დაამზადებინა, რომელთაც შიგნით წვერმახვილი გრძელი ლურსმნები ჰქონდა ამოჩრილი, გაიყოლა ციხის მცველები და ჯარისკაცები და წმინდა ბასილისკოს სოფლისკენ წავიდა.

ის იყო, ნეტარი ბასილისკო შინიდან გამოვიდა, აღრიპას წარგზავნილნიც მივარდნენ, სტაცეს ხელი, ჯაჭვით შეკოჭეს, ფერხთ ის ლურსმნებიანი ფეხსაცმელი ჩააცვეს და კომანისკენ წასვლა უბრძანეს.

ლურსმნებმა ნეტარს ფეხები დაუხვრიტა, სისხლი ღვარად სდიოდა, რასაც ჯალათთაგან უწყალო გვემაც ერთვოდა...

ამის მხილველი ნათესავნი ტირილით მიაცილებდნენ წმინდანს:

- ძეო ჩემო საყვარელო, - უთხრა დამშვიდობებისას დედამ, - ქრისტე, რომელიც ასე შეიყვარე, შემწე იყოს შენი ამ მოწამებრივ ღვაწლში. გამხნევდი, შვილო, და მოგვიხსენე, როცა წარდგები უფლის წინაშე!..

ამგვარად ანუგეშებდა დედა ვაჟიშვილს, შემდეგ შინ დაბრუნდა და მოწამებრივ ღვაწლში მის გასაძლიერებლად მოუკლებელ ლოცვას მიეცა.

სამი ძმა და ნათესავნი კი ტირილით მიჰყვებოდნენ.

- ნუ კი დამტირით, არამედ ილოცეთ, რომ ღვთისგან ძალმოცემულმა ვძლიო ეშმაკს და შევარცხვინო მისი მსახურნი. თქვენი ცრემლებით რად მიმღვრევთ გულს? ნეტავ შემეძლოს, მრავალჯერ მოვკვდე ჩვენი უფლისთვის! გევედრებით, დაბრუნდით უკან და ჩემთვის ევედრეთ უფალს! - სთხოვა ნეტარმა, შემდეგ სათითაოდ ეამბორა, თუმცა ამ უკანასკნელთ მასთან განშორება არ სურდათ. მმართველმა ძლივს ჩამოიშორა და გზას გაუდგნენ. წმინდა ვასილისკო ფსალმუნთგალობით იამებდა ტკივილს და მახვილლურსმნებიანი, რკინის ფეხსაცმლით ისე მსუბუქად მიდიოდა, ნაბიჯაჩქარებული მცველნი განცვიფრებულნი შესცქეროდნენ.

გზად დაბა დაკოზირიაში შეისვენეს. მაგისტრიანე და მისი მცველნი სოფლის თავმა მიიპატიჟა, წმინდა ბასილისკო კი გამხმარ მუხის ხეზე მიაბეს.

გარშემო უამრავი ხალხი შემოერტყა, ყველას შეეწყალა თაკარა სიცხეში ხეზე მიბმული, სისხლმდინარე ადამიანი. ის კი მხურვალედ სთხოვდა უფალს:

- როგორც ერთ დროს მოიხილე სამი ყრმა ბაბილონის სახმილში, შენს უღირს მონასაც უყავ წყალობა და აჩვენე სასწაული ამ ხალხს, რათა ყველა შენს წმინდა სახელს ადიდებდესო!

პასუხად მიწა იძრა და ზეციდან ხმა მოისმა:

-ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!

უეცრად წმინდანს რკინის ფეხსაცმელი ცვილივით შემოადნა და ჯაჭვებიც დასცვივდა, ის გამხმარი ხე, ნეტარი ზედ რომ მიებათ, აყვავდა და თავისი აფოთლილი, ხშირი ტოტებით უჩრდილებდა, ხოლო სადაც მისი წმინდა სისხლი დაეწვეთა, წყარომ ამოხეთქა.

წმინდანმა უფალი ადიდა და მადლობა შესწირა...

მიწისძვრით შეშინებული მაგისტრიანე და ჯარისკაცები სახლიდან გამოცვივდნენ, მაგრამ გარეთ უფრო საკვირველი სანახაობა დახვდათ, - მრავალმა ირწმუნა მაშინ ქრისტე. ვიღაცამ მოიფიქრა და განრღვეული მოიყვანა. წმინდანმა ხელი შეახო და განკურნა. ეს რომ ნახეს, უამრავი სნეული მოჰგვარეს და ყველა განიკურნა...

მზე ჩავიდა და როდესაც იმ ადგილის სიახლოვეს საძოვრებიდან მოდენილი საქონელი ჩაატარეს, მათაც კი მოუდრიკეს წმინდანს თავი, თითქოს ამით შემოქმედი ადიდეს.

შიშმა შეიპყრო მაგისტრიანე და მცველები, - ასე უწყალოდ რატომ ვექცეოდით ამ ღვთის კაცსო. მეორე დღეს კი გაუყვნენ გზას. ყოველ ლამაზსა და ამაღლებულ ადგილას მოიდრეკდა მუხლს წმინდანი და ღმერთს ადიდებდა. მიაღწიეს სოფელს, რომელსაც სიონს ეძახდნენ. დასხდნენ სატრაპეზოდ. საჭმელი წმინდა ბასილისკოსაც შესთავაზეს, - დაგვსჯიან, თუ ცოცხალს ვერ ჩაგიყვანთო.

ნეტარმა მიუგო: - მე უკვდავი საზრდელით ვარ აღვსებული და ხრწნადი საჭმლის ხმევა არ მსურსო, ჯორზე შეჯდომაზეც უარი უთხრა და გზა კვლავ ფეხით განაგრძო.

ოთხი დღის მგზავრობის შემდეგ მივიდნენ კომანში. აღრიპა ამ დროს აპოლონის ტაძარში იყო და ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. მაგისტრიანემ ყოველივე უამბო, მაგრამ აგრიპამ არაფერი ირწმუნა, - სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ჯადოქრობაო!

მაგისტრიანე მხლებლებით გამოემშვიდობა ბასილისკოს, კიდევ ერთხელ შესთხოვა, უდიერი მოპყრობა მიეტევებინა და გასცილდნენ...

აღრიპას ხალხმა წმინდა ბასილისკო აპოლონის ტაძარში მიიყვანა, მმართველმა მას ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა.

- ჩემი ღმერთის პატივად ყოველდღე მსხვერპლს შევწირავ, - უპასუხა წმინდანმა.

- მაშინ შენს ღმერთს აქ შესწირე მსხვერპლი, - უბრძანა აღრიპამ, - ჩემთვის სულ ერთია, რა სახელი ჰქვია.

ნეტარმა ხელნი აღაპყრო და წარმოთქვა:

- შემოქმედო ცისა და ქვეყანისა, რომელი უსმენ მსახურთა შენთა, შეისმინე ჩემიც და ეს ბრმა და ყრუ კერპი დაამხე, რათა ხალხმა შეიტყოს, ვის უნდა სცეს თაყვანი!

უეცრად მიწა იძრა, აპოლონის კერპი ადგილს მოსწყდა და დაიმსხვრა. შეშინებული აღრიპა გარეთ გამოვარდა, ცოტა ხნის შემდეგ კი წმინდა ბასილისკოს გარეთ გამოყვანა ბრძანა:

- ჰოი, მტერო ჩვენი ღმერთებისავ, - უღრიალა ნეტარს, - თქვი, თქვენს ღმერთებს მსხვერპლს შევწირავო, ის კი დაიმსხვრა!

- თქვენი ღმერთის დამამხობელი ამ ტაძარსაც ნაცრად აქცევსო!

სიტყვა არ დაემთავრებინა, აპოლონის ტაძარს ზეგარდმო მოვლენილი ცეცხლი დაეცა და ერთიანად დაბუგა...

თუმცა, აღრიპა გონს ვერც ამჯერად მოეგო და ნეტარს კვლავ ჯადოქრად იხსენიებდა...

- ჰოი, უგუნურო ადამიანო, მხეცო, სისხლის მხვრეპავო ძაღლო, ცოდვილო აღრიპა, სახევ ეშმაკისა, უსჯულო ჯალათო! რატომ არ მომკლავ, რასაც ასე ძლიერ ვესწრაფვი? - მიმართა წმინდანმა.

წმინდანის მხილებით გამხეცებულმა მტარვალმა ბასილისკოს ქალაქიდან გაყვანა და იმ ადგილას მიყვანა ბრძანა, დიოსკურიად რომ იხსენიებდნენ, სადაც მისთვის თავი უნდა მოეკვეთათ და მდინარისთვის მიეცათ...

როდესაც წმინდანს თავი მოჰკვეთეს, იქ შეკრებილმა ხალხმა იხილა უფლის ანგელოზები, რომელთაც წმინდა ვასილისკოს სული ზეცად აღიყვანეს და უფალს მიჰგვარეს, შემდეგ მაცხოვრის ხმაც ესმათ:

- მოვედ ჩემთან, ერთგულო და სათნო მონაო ბასილისკო. შევედ ზეციურ სასუფეველში, მართალთა თანა, სადაც იმყოფებიან ჩემი სახელისთვის შენთან ერთად შეპყრობილნი და წამებულნი!

ჯალათმა წმინდანის სხეული მდინარისკენ წაიღო. ქრისტიანებმა საიდუმლოდ გამოისყიდეს მისი სხეული და მოხნულ მინდორში დამარხეს. იქვე სანიშნედ თესლი ჩადეს მიწაში, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ნაყოფიც გამოიღო.

ხოლო როდესაც მისთვის სამარეს თხრიდნენ, ქრისტიანებს მოსწყურდათ და ნეტარს დარწყულება შესთხოვეს...

მცირე ხანში იქვე ამოხეთქა წყარომ, რომელსაც კურნების მადლი მიეცა.

აღრიპა კი არაწმინდა სულმა შეიპყრო და კარგა ხანს ტანჯა. მმართველმა წმინდანის სხეულს უწყო ძიება - ხელს შევახებ და განვიკურნებიო, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის გამხელა ვერავინ გაბედა...

- თავად არ ბრძანე, წმინდა ბასილისკოსთვის ჯერ თავი წარეკვეთათ, შემდეგ კი მდინარისთვის მიეცათ?!

მაშინ აღრიპა ნეტარის თავისკვეთის ადგილას მივიდა, მიწა მოფხიკა, მარტვილის სისხლის წვეთები შეაგროვა, შეახვია და როგორც კი ქამარზე შემოიკრა, იმავ წამს განშორდა არაწმინდა სული და მანაც იწამა ქრისტე.

მცირე ხნის შემდეგ ერთმა კომანელმა ღვთისმოშიშმა კაცმა წმინდანის სხეული მის სახელზევე აგებულ ტაძარში დაასვენა. წმინდანის საფლავთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

* * *

კაპადოკიასა და პონტოში რამდენიმე დაბა იყო, რომელსაც კომანს უწოდებდნენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ წმინდა ბასილისკო ჩვენს კომანში, აფხაზეთის კომანში აწამეს.

კომანი სოხუმიდან (ძველი დიოსკურიიდან) თხუთმეტი კილომეტრითაა დაშორებული, ჩრდილოეთით გუმისთა ჩაუდის, ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ, წმინდა ბასილისკოს მარტვილობის ადგილას, დღესაც მოჩქეფს სასწაულმოქმედი წყარო. აქ მიაბარა სული უფალს გადასახლებაში მყოფმა წმინდა იოანე ოქროპირმა. მას სიკვდილის წინ წმინდა ბასილისკო გამოეცხადა და განამხნევა. ამ მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა...

კომუნისტების დროს წმინდა ბასილისკოს წყაროს ადგილას საკალმახე მეურნეობისთვის რეზერვუარი აუშენებიათ, მაგრამ თევზები ეხოცებოდათ, რეზერვუარი ტალახით ივსებოდა და ისე ყარდა იქაურობა, სუნი მთელ კომანს აწუხებდა. წყარო და მიმდებარე ტერიტორია 80-იან წლებში გაასუფთავა იური (გიორგი) ანუამ, მანვე აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარი V საუკუნისა, სადაც 1990 წელს გადაიტანეს იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი. კომანის მთებში, იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილას მისასვლელად ხალხს გზა რომ გაადვილებოდა, 1500-საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა. ასევე ჰქონდა განზრახული წყაროზე ბაზილიკის ტიპის ეკლესიის აშენება, წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ბასილისკოს საფლავთან ტაძრების აღდგენა. არ დასცალდა. 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტებმა ქართველების სიყვარულისთვის წმინდა ბასილისკოს წყაროსთან 24 საათის განმავლობაში აწამეს, სცემეს, ტყვიებით დაუხვრიტეს ფეხები, ბოლოს ფეხებით დაკიდეს და მოკლეს...
თითქოს ეშმაკს სურდა შური ეძია ქრისტეს ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლისთვის. მისი სისხლიც შეერია წმინდა ბასილისკოს სისხლს, დღესაც რომ ატყვია წყაროში მოთავსებულ ქვებს, დღესაც რომ ატყვია აფხაზეთის მიწას.

წმინდა ბასილისკოს სასწაული

ამ დიდ წმინდანზე საუბრისას შეუძლებელია, ის გზა არ გავიხსენოთ, მტერთაგან დევნილმა წამებულმა პატრიარქმა, ეკლესიის სამ უდიდეს მნათობთაგან ერთ-ერთმა, წმინდა იოანე ოქროპირმა უკანასკნელად რომ განვლო.

სწორედ ამ ამბებს უკავშირდება წმინდა ბასილისკოს ერთ-ერთი დიდი სასწაული:

გადასახლება

ბითვინიისაკენ მიმავალ დევნილ პატრიარქს კი, რომელსაც ნებაყოფლობით გაჰყვა რამდენიმე თანამოაზრე, აზრად არ მოსვლია, თუ რა უბედურება ეწვია ქალაქს... მალე მათ ნავს სამხედრო პირები წამოეწივნენ, რომლებმაც ხანძრის გაჩაღების ბრალდებით ოქროპირის თანმხლებნი დააპატიმრეს და უკან, კონსტანტინოპოლის ციხეში გამოსამწყვდევად გააბრუნეს, რის შემ-დეგაც დევნილი მარტო დარჩა. მას მსახურის წაყვანის ნებაც არ დართეს, მხოლოდ ბადრაგის თანხლებით უნდა ევლო, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, იმათზე ადამიანურნი და კეთილნი იყვნენ, ვიდრე მათი ზემდგომნი, ეს ტანჯული და სნეული ადამიანი ჯერ შეიბრალეს, რომლის შესახებაც ბევრი რამ სმენოდათ, შემდეგ კი შეიყვარეს კიდეც და როგორც შეეძლოთ, შეეწეოდნენ.

გადასახლების ადგილის შესახებ არც ბადრაგმა იცოდა რამე და არც დევნილმა, მათ ჯერ ნიკეაში უნდა ჩაეღწიათ, სადაც მომდევნო მარშრუტს შეიტყობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ განეგრძოთ გზა. ამასობაში კი ოქროპირის ნაცვლად სასწრაფოდ გააპატრიარქეს 80 წლის მოხუცი არზასი, რომელსაც ამ დრომდე, გარდა საღვთისმეტყველო ცოდნისა, თავი არაფრით გამოუჩენია.

გზა, რომელსაც იგი გაუყენეს, არავისიდან (სომხეთიდან) იწყებოდა და კომანში მთავრდებოდა, ამ პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში. ოქროპირს ამ გზის გავლა თითქმის ფეხით უწევდა, გზა კი ძალიან მძიმე იყო და მთელ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ხიფათიანი, თუ ამას უამინდობებს და ბადრაგის მიერ "გამოგონილ" ახალ-ახალ უბედურებებსაც გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რისი გადატანა მოუხდა სნეულ, დაუძლურებულსა და აბუჩად აგდებულ მღვდელმთავარს... მაგალითად, არცთუ ხანგრძლივი მოგზაურობა სამ თვემდე გაწელეს, პყრობილი გაუხედნავ, უუნაგირო სახედარზე დასვეს და რაც შეიძლება სწრაფად ატარებდნენ, - სამი დღის სავალს ხან ერთ დღეში ფარავდნენ, შესვენების საშუალებას არ აძლევდნენ, ღამეს ყველაზე ბინძურ სასტუმროებში ათევინებდნენ, არც რომელიმე ტაძარში შესვლის საშუალებას აძლევდნენ და თუ ამას მოითხოვდა, შეურაცხყოფდნენ, ამასთან, აშიმშილებდ-ნენ და საკვებად განკუთვნილ თანხასაც სძალავდნენ.

თუ წვიმდა, გასამგზავრებლად სწორედ ასეთ ამინდს არჩევდნენ, სიცხისას - მზეზე თავშიშველს ატარებდნენ, რაც აუტანელ ტანჯვას აყენებდა დევნილს, შესასვენებლად კი განგებ ისეთ ადგილებს ირჩევდნენ, სადაც ვერავინ დაეხმარებოდა, ყოველგვარი მიმოწერა აკრძალული ჰქონდა და თუ ვინმე მისდამი სიბრალულს ან დახმარების სურვილს გამოთქვამდა, ერთ-ერთი ოფი¬ცერთაგანი გაშმაგებით განაგდებდა.

ამ საშინელმა სამმა თვემ ოქროპირი იმდენად გამოფიტა, პალადის სიტყვით, "მისი მეწამულისფერი თავი, მკერდზე დახრილი, იმ მწიფე ნაყოფს მიაგავდა, ეს-ესაა, ტოტს რომ უნდა მოსწყდეს..."

კომანი, რომელშიც დევნილს უნდა მოესვენა, ბადრაგმა ისე გაიარა, არც შეჩერებულა, მხოლოდ 5-6 მილის მოშორებით შეისვენეს, იქ, სადაც წმინდა მოწამე ბასილისკოს სახელობის ტაძარი დგას. მის წიაღშივე განისვენებს თავად წმინდანი, რომელიც 308 წელს, მაქსიმიანეს ეპოქაში, მოწამე კლეონიკესთან ერთად მოკვდა ქრისტესთვის...

ოფიცრებმა ბრძანეს, ტაძრის სიახლოვეს ერთ-ერთ შენობასთან შეჩერებულიყვნენ, სადაც დევნილი მოასვენეს.

იმ ღამით ოქროპირს თვით წმინდა მოწამე ბასილისკო ეჩვენა და აუწყა: - იმედი გქონდეს, ძმაო იოანე, რომ ხვალ ერთად ვიქნებით!

იმავე ღამით წმიდა ბასილისკოს ტაძრის მღვდელსაც ჰქონოდა ხილვა: - მოწამემ უბრძანა, - ჩემი ძმის, იოანესთვის ადგილი მოამზადეო.

მომდევნო დღეს მღვდელი დიდხანს ევედრა ბადრაგს, - ეგებ ხუთ საათამდე მაინც დარჩეთო, რადგან ოქროპირის მოახლოებულ აღსასრულს გრძნობდა, მაგრამ ამაოდ... დიდი მანძილი არ გაევლოთ, რომ დევნილი იმდენად დაუძლურდა, შეშინებულები უმალ უკან, ტაძარში დაბრუნდნენ... ოქროპირი მისივე თხოვნით საკურთხეველთან მიიყვანეს, გრძნობდა რა, რომ მალე უნდა გარდაცვლილიყო, ტაძრის მღვდელს, რომელსაც წმინდა ბასილისკო გამოეცხადა, თეთრი სამოსი სთხოვა, შეიმოსა, საკუთარი - იქ მყოფთ დაურიგა, შემდეგ ეზიარა, ილოცა და აღსასრულის წინ ის სიტყვები თქვა, რომელსაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზეც ხშირად ამბობდა: - "დიდება ღმერთს ყოველივესთვის!" პირჯვარი გამოისახა, იატაკზე დაწვა და სული განუტევა...

ეს ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 14 სექტემბერს მოხდა, 407 წელს, როდესაც ოქროპირს 60 წელი შესრულებოდა, კონსტანტინოპოლის ეკლესიას იგი 9 წელიწადი და 7 თვე მართავდა, რომლიდანაც სამი - დევნილობაში გაატარა...

* * *
ამ ორ დიდ წმინდანს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოსთან, რადგან ამ მიწაზე გარდაიცვალნენ, რაც სულაც არ გახლავთ შემთხვევითი. ჩვენთვის უდიდესი სიწმინდეა იოანე ოქროპირის სარკოფაგი, რომელიც დღემდე აფხაზეთში, კომანში, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული და წმინდა ბასილისკოს საფლავი და წყარო.

თავად ტაძარი დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობაა, რომელიც, სავარაუდოდ, XI საუკუნის უნდა იყოს და რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა.

XIX საუკუნეში აღდგენილ ტაძარში დედათა მონასტერი დაარსდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ემსხვერპლა. გასული საუკუნის ბოლოს აქ უკვე მამათა მონასტერი მოქმედებდა, იური (გიორგი) ანუას მიერ აღდგენილი, რომელშიც მღვდელ-მონაზონი ანდრია (ყურაშვილი) მოღვაწეობდა.
..........................................

ხატის წყარო
.................................

ასევე ნახეთ:

წმინდა მოწამე ვასილისკო (+308) - ხსენება 22 მაისს (4 ივნისი).

წმინდა მოწამე ბასილისკოს სისხლი დღესაც ამჩნევია აფხაზეთის მიწას, უქართველებო აფხაზეთის მიწას

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat