წმინდა მოწამენი: გალაქტიონი და მეუღლე მისი ეპისტიმია, ემესელნი (III) -ხსენება 05 (18) ნოემბერს
წმინდა მოწამენი: გალაქტიონი და მეუღლე მისი ეპისტიმია, ემესელნი (III) -ხსენება 05 (18) ნოემბერს
ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია. ყოველი სიკეთის პატრონნი იყვნენ, მაგრამ მათ გულს დიდი დარდი ტანჯავდა-შვილი არ ეძლეოდათ... ქალს ამ "ცოდვის" გამო ხშირად უწევდა დამცირების ატანა ქმრისგან და სხვა ახლობელთაგან, თუმცა, "ღმერთთაგან" მათთვის ყველაზე საყვარელის, არტემიდასათვის შეწირული უხვი და ხშირი ძღვნის მიუხედავად, შვილი არ ეძლეოდათ.

იმ დროს ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი, ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი, მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა რომ ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.

ამ დროს ემესაში მღვდელ-მონაზონი ონოფრე ცხოვრობდა, გლახაკის ძონძებით რომ ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა.

ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა.


ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა.

როდესაც დიასახლისმა დაკონკილი მოხუცი იხილა, შინ შემოუშვა და ყოველივე მიაგო.

იმ დღეს ლევკიპია უგუნებოდ იყო-მეუღლემ კვლავ შეურაცხყო უნაყოფობის გამო, მის გულს ღრმა ოხვრა აღმოხდა, რაც ონოფრეს არ გამოჰპარვია და დაეკითხა:

- ქალბატონო, ასეთი რა ჯავრი გიღრღნით გულსო?

- შვილნი არ მყავს, მოხუცო, რამეთუ უნაყოფო ვარ. ამის გამო მეუღლე მიწყრება და ფიზიკურადაც შეურაცხმყოფს... მრავალი ოქრო და საბოძვარი გავიღე ღმერთების და ჯადოქრებისათვის, თუმცა, ამაოდ.

- რომელ ღმერთს მსახურებ?-ჰკითხა ონოფრემ.

- დიდ ქალღმერთ არტემიდას,-მიუგო ქალმა.

- უნაყოფო იმიტომაც ხარ, ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ მსახურებ.

- მაინც რომელი ღმერთი უნდა მეიმედებოდეს, რომ დედობის ღირსი გავხდე?-დაეკითხა ლევკიპია.

- ჭეშმარიტ ღმერთის, უფალი იესო ქრისტესი, მამისა და სულისა წმიდისა,-იყო პასუხი.

- იმ ღმერთზე მეუბნები, გალილეველნი რომ მსახურებენ?

- სწორედ მასზე, რომელმან შექმნა სამყარო.

- მეშინის, რომ ჩემი რწმენის გამო სეკუნდუსმა სხვა ქრისტიანთა დარად არ შემიპყროს და სიკვდილს არ მიმცეს, რამეთუ მრავალი იმსხვერპლა უკვე.

- თუ სეკუნდუსის გეშინის, ქრისტეს ფარულად ემსახურე ისე, როგორც თავად ვმსახურებ ამ ძონძებში გამოკრული, და ამით სულს იხსნი,-ურჩია ონოფრემ,

- თუ მე ამ რწმენას მივიღებ, მეუღლე კი კვლავ წარმართი დარჩება, ამით ჩემს რწმენას ხომ შევურაცხვყოფ?

- მთელი გულით მიიღე იგი, ნათელ იღე და თუ შენს რწმენას არ უღალატებ, საკუთარ სულსაც გადაირჩენ და მეუღლესაც!

- ღირსო მამაო, ძალგიძთ, ახლავე მომნათლოთ?-ჰკითხა ლევკიპიამ,

მოხუცმა წყალი მოატანინა და ქალი მონათლა.

ლევკიპიამ მსახურთ უბრძანა, ამის შესახებ არავისთვის არაფერი გაემხილათ, შემდეგ ნათლობის წმინდა საიდუმლოს შესანახად თავი მოიავადმყოფა, რომ შინ დაბრუნებულ მეუღლეს მასთან ურთიერთობა არ მონდომებოდა.

სანამ ონოფრე იქაურობას დატოვებდა, ლევკიპიამ სთხოვა, არ დაევიწყებინა, შეძლებისდაგვარად მოენახულებინა ხოლმე და ის ესწავლებინა, რაც სულის ხსნაში შეეწეოდა.

შვიდი დღის შემდეგ ქალს ჯვარზე გაკრული ქრისტე ეჩვენა და აღუთქვა,-შვილი გეყოლება, მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი, რომელიც მისი სამეუფოს მკვიდრი შეიქნებაო.
ამ გამოცხადებამ დიდი სიხარულით აღავსო ქალი, მალე კი სანატრელი ორსულობის შესახებ შეიტყო...

თავიდან მეუღლეს არაფერი გაუმხილა, ხოლო როცა ამის ჟამი დადგა, ქმარმა ძლიერ განიხარა და უთხრა:

ახლა კი მჯერა, რომ ღმერთთათვის სათნო ხარ, ამიტომ მოდი, წავიდეთ და მათ მსხვერპლი შევწიროთო,-შენ რომ მომიწოდებ, იმ ღმერთებმა კი არა, სულ სხვა, ჯვაცმულმა ღმერთმა მაჩუქა შვილი, იმან, მის ჩასახვამდე ძილად რომ გამომეცხადა და თუ მადლობის აღვლენა გსურს, სწორედ მას შევწიროთ მსხვერპლიო! იმ ღმერთს, შენ რომ გამოგეცხადა, გალილეველნი ეთაყვანებიან, მასზე მრავალი რამ მსმენია, ჯვარზე მართლაც გააკრეს და უამრავი სასწაული აღასრულაო,-მიუგო ქმარმა.

- მაშ, რატომ არ უნდა ვირწმუნოთ იმისი, ვინც ყოვლისშემძლეა და ჩვენდამი ისე გულმოწყალე, ჩემი უნაყოფობა განაქარვა და შვილი გვაჩუქა?

- ხომ უწყი, თუ რა სისასტიკით უსწორდება ამ მხარის თავკაცი ქრისტიანთ?

- თუ ეს გაბრკოლებს, შენც ჩემსავით ფარულად ემსახურე უფალს და ცხოვრებაც მის მცნებათა შესაბამისად წარვმართოთ!

- მაგრამ ვინ დაგვმოძღვრავს და გვიწინამძღვრებს ამ გზაზე?-იკითხა კლიტოფონმა,

რა დარწმუნდა, მეუღლის დაყოლიებას დიდი აღარაფერი აკლდა, იმ მოხუცის შესახებ გაუმხილა, ვის ხელთაგანაც ნათელ იღო.

გახარებულმა კლიტოფონმა თავადაც ისურვა მონათვლა და როგორც კი ნეტარი ონისიფორე ახალმოქცეულის სანახავად მივიდა, მეუღლე აჩვენა და მოანათვლინა.
ხოლო როდესაც ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინათ, წმინდა მოხუცმა ისიც მონათლა გალაქტიონის სახელით და იწინასწარმეტყველა:

- ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო!

მშობლებმა ყრმა ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საერო კარიერა ელოდა, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას,-განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.

როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა,-მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო.

გალაქტიონი ხშირად აკითხავდა თავის მშვენიერ საცოლეს, მაგრამ, როგორც იმ ხანად იყო მიღებული, შეხვედრისას არ ამბორსუყოფდა, რაც ძალზე აშფოთებდა ქალწულს.
მალე შვილის მწუხარება მამამაც შენიშნა და სასიძოს ჰკითხა:

- როგორც მიღებულია, რად არ ამბორსუყოფ ჩემს ასულს მისალმებისას? თუ არ გიყვარს, რაღად დაინიშნე მასზე?

გალაქტიონმა არაფერი უპასუხა, საცოლეს კი პირისპირ უთხრა:

- ეპისტიმია, იცი, რად არ გეამბორები შეხვედრისას?

- არა, ბატონო ჩემო და ეს ძალზე მამწუხრებს,-მიუგო ქალწულმა,

- იმიტომ, რომ ქრისტიანი არა ხარ, შენი ბაგენი ბილწ ღმერთთ ეამბორებიან, მე კი მათი შეხებით ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს შეურაცხყოფა არა მსურს და ამადაც გერიდები. თუ ჩემი სიყვარულის მოპოვება გსურს, ნათელ იღე და ისე მეყვარები, როგორც-საკუთარი თავი, მეუღლეს გიწოდებ და აღსრულებამდე ერთად ვიქნებით!

- ყოველივეს ვიქმ, ოღონდ შენი სიყვარული მოვიხვეჭო,-აღუთქვა ეპისტიმიამ,

- რადგან აქ არავინაა, ვის ხელთაგანაც ნათელს იღებ, მდინარეზე ვითომ საბანაოდ გამოდი, თეთრი სამოსი წამოიყოლე, იქ მოვალ და თავად მოგნათლავო,-დაჰპირდა გალაქტიონი.
ასეც მოხდა და მალე ნეტარმა ჭაბუკმა ერთ-ერთი მონა, ევტოლმიუსიც მონათლა. სწორედ მან აღწერა მოგვიანებით გალაქტიონის და ეპისტიმიას მარტვილობა.

ეპისტიმია მშობელთა სახლში დაბრუნდა და ფარულად ადიდებდა უფალს, ნათლობიდან მერვე დღეს კი საქმროს ახარა:

- რაც ნათელვიღე, ხშირად ვხედავ საოცარ ჩვენებებს,-შავად მოსილ კაცთ, მშვენიერ ქალწულთ და ფრთოსან, ცეცხლოვან და კეთილსახიერ ადამიანებს...

- შავოსანნი ისინი არიან, ქრისტეს გულისთვის ყოველივე ამსოფლიური რომ დაუტევეს და იწრო და ძნელი გზა ირჩიეს, ქალწულნი-ისინი, ვინაც საქმროები, მშობელნი, ძვირფასი სამოსი და წმინდად ცხოვრება არჩიეს, ცეცხლოვანი, პირმშვენიერი და ფრთიანი ადამიანები კი-ანგელოზნი, ვისთან ერთადაც ის ქალწულნი უფლის სასუფეველში ნეტარებენ...

- ნეტავ უფალმა მათთან ერთად ნეტარების ღირსი გაგვხადოს,-აღმოხდა ეპისტიმიას.

- თუ ქალწულობას შევინახავთ და მათებრ განვეკრძალებით წუთისოფელს, უფალი იმგვარადვე დაგვაჯილდოებს,-თქვა გალაქტიონმა.

- მზად ვარ, ქალწულობა დავიმარხო, მაგრამ შენთან განშორება კი არა მსურს,-მიუგო ეპისტიმიამ,-რადგან ამ სიხარულს სხვას ვერავის გავუზიარებ.

- თუ ამას იქმ, გპირდები, არასოდეს განგეშორები არც აქ და არც მარადისობაში,-აღუთქვა ნეტარმა.

მაშ, ვთხოვოთ უფალს, შეგვაძლებინოს ყოველი, შენ შინ წადი, მე ყოველივეს გავცემ, რაც გამაჩნია, შენც იგივე ჰქმენ, სამი დღის შემდგომ კი ერთად წავიდეთ იქ, სადაც უფალი წაგვიყვანს, შენ კი ევტოლმიუსიც წამოიყოლე, რომ ჩვენთან ერთად იღვაწოსო...

შემდეგ ერთურთს დაშორდნენ, როგორც დათქვეს, ყოველივე უპოვართ დაურიგეს და სამი დღის შემდგომ ევტოლმიუსითურთ სახლი დატოვეს...

მეათე დღეს პუბლიონის მთას მიადგნენ, სადაც ფარულად არსებობდა ორი-მამათა და დედათა მონასტერი.

სამივემ ჯერ მამათა სავანეს მიაშურა, რომლის იღუმენსაც თაყვანი სცეს და ანგელოზებრივი ცხოვრების სურვილი გაუმხილეს, შემდეგ იღუმენმა გალაქტიონი და ევტოლმიუსი მამათა სავანეში აღკვეცა, ეპისტიმია კი დედათა სავანეში წარგზავნა და იქ აღკვეცა.

ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით.

ენა ვერ აღწერს წმინდა გალაქტიონის ღვაწლს და უდიდეს მორჩილებას, ხან კვირა ისე მიილეოდა, საკვებს არც ეკარებოდა, დედაკაცის სახე კი იმ დროის შემდეგ არ უხილავს, რაც მეუღლეს განშორდა.

არც მეზობელ მონასტერში იღუმენიასთან შესახვედრად წასულ ძმებს მიჰყვებოდა-ეპისტიმიას მაშინ შევხვდები, როცა უფალი ინებებსო!

თავად ეპისტიმია, ნეტარი გალაქტიონის სულიერი დაც მის მსგავსად წარემატებოდა სულიერ ცხოვრებაში წმინდა იღუმენიას ფრთის ქვეშ.

ორივე უფლის ტრაპეზზე დანთებულ წმინდა სანთელს მიაგავდა, თავიანთი ცხოვრებით მაგალითს რომ აძლევდნენ დანარჩენთ.

იმ დროისათვის დევნა გაძლიერდა, ზოგი სიკვდილის და საშინელი წამების შიშით კერპთ მსხვერპლს სწირავდნენ, დანარჩენთ კი სიცოცხლეს ასალმებდნენ...

მალე ვიღაცამ შეიტყო, რომ მთაში, ორ მონასტერში, მონაზვნები მოღვაწეობდნენ და მეთაურს შეატყობინა. მანაც მყისვე ჯარისკაცები აფრინა მონაზონთა დასარბევად.

ამ ამბამდე მცირე ხნით ადრე ეპისტიმიამ ძილში იხილა, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.

ამ ხილვის შესახებ წერილობით ამცნო იღუმენს, რომელმაც ეპისტიმიასა და მისი სულიერი ძმის, გალაქტიონის ხვედრი იწინასწარმეტყველა და გაამხნევა, არ შეშინებოდა მტარვალთა ტანჯვას.

როგორც აღვნიშნეთ, წარმართებმა შეიტყვეს რა მონასტრების შესახებ, მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმინდა წერილს კითხულობდა.

როდესაც ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა:

- დედაო, არ ძალმიძს, მის წამებას შორიდან ვუყურო, არამედ მსურს, მეც მასთან ერთად მივიღო სიკვდილი!

- არა, შვილო, ჩემო, ნუ მისცემ შენს თავს წარმართთ, რამეთუ, ვშიშობ, ახალგაზრდა ხარ, მოწევნულ ტანჯვას ვერ გაუძლებ და უფალს უარყოფო!

- გალაქტიონის გარეშე სიცოცხლე არ ძალმიძს, მისი ხელით მივიღე ნათლობა, მისი წყალობით ვიპოვე ღმერთი და ამ წმინდა სავანეშიც მისი წყალობით მოვხვდი, მისი წმინდა ლოცვა შემეწეოდა ყოველგან, ამიტომ, თუ ის ქრისტესთვის მოკვდება, მზად ვარ, მეც მოვკვდე და უფლის საყდრის წინაშე წარვდგე!

იღუმენიას სხვა რა დარჩენოდა, თუ არა დათანხმებოდა და მოწამებრივი ღვაწლისთვის ეკურთხებინა...

- ძმაო და მოძღვარო, მარტო ნუ დამტოვებ, მსურს, შენს ტანჯვას თანავეზიარო, შენ ხომ დამპირდი, რომ არასოდეს განმეშორებოდი?!

ჯარისკაცებმა, რომელთაც გალაქტიონს წამების ადგილამდე მიაცილებდნენ, ეპისტიმიას ხელი სტაცეს და შეიპყრეს...

თავისი სულიერი დის მხნეობამ და სიმტკიცემ ისე გაახარა გალაქტიონი, თვალზე ცრემლი მოადგა, უფალი ადიდა და მხურვალედ შესთხოვა, ეპისტიმია განემტკიცებინა.

- დაო, ნუ შეგაშინებს თუნდ ამგვარი უმწარესი ტანჯვა, რამეთუ რაც უნდა საშინელი იყოს იგი, მაინც ხანმოკლეა და მის სანაცვლოდ მარადიულ ნეტარებას მივიღებთ!
როდესაც მმართველს წარუდგინეს, ჰკითხა:

- ვინ ხართ?

- ქრისტიანი მონაზვნები,-უპასუხა ნეტარმა გალაქტიონმა,

- ქრისტე ვინ არის?-იკითხა მეთაურმა,

- ცისა და ქვეყნის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი,

- თუ ქრისტე შემოქმედია, მაშ, ჩვენმა ღმერთებმა რაღა შექმნეს?

- თქვენი ღმერთები ხისა და ქვისგან შექმნილი უსულო საგანნი არიან, თავად შექმენით და თავადვე ეთაყვანებით!

ამ სიტყვამ ისე განარისხა მეთაური, ხელქვეითთ გალაქტიონის გაშიშვლება და ხარის ძარღვებით ცემა უბრძანა.

წმინდა ეპისტიმია კი ჯალათს ტირილით ამ სიტყვებით საყვედურობდა:

- უკეთურო ჯალათო, ნუთუ არ გრცხვენია, უბრალო კაცს ასე რომ ტანჯავ?!

მეთაური, სახელად ურსი უარესად გამხეცდა და ეპისტიმიას დასჯა ბრძანა:

- ეგეც ახლავე გააშიშვლეთ და უარესად გვემეთო!

ის იყო, ქალწულს სხეულზე სამონაზვნე კაბა შემოახიეს და პერანგის ამარა დატოვეს, ეპისტიმია ურსს მიუბრუნდა და უთხრა:

- წყეულიმც იყავ, უსჯულო ჯალათო! ჩემი შიშველი სხეული ჩვილობის შემდგომ არავის უხილავს, დაე, თვალისჩინი წაგერთვას, რომ ჩემი სიშიშვლე ვერ იხილოო!
ეს თქვა და ირგვლივ ყველა დაბრმავდა...

ამ მოულოდნელმა საშინელებამ ისე დაზაფრა ყველა, უმალ შესთხოვეს:-გვიშველე, ქრისტეს მონავ და შენს ღმერთს შევუვრდებითო!

ეპისტიმიას შეეწყალა ბრმადქმნილნი, ხელნი ზეცად აღაპყრო, ილოცა და თვალისჩინი ყველას მაშინევ დაუბრუნდა, მათგან 53 მართლაც მოიქცა და ნათელ იღო...

თუმცა, ურსი ისე შეეპყრო ბოროტს, მართალია, თვალნი აღეხილა, ეს სასწაული ქრისტეს კი არა, თავის უსულო "ღმერთებს მიაწერა",-იმიტომ დაგვაბრმავეს, რომ ამ მონაქონტა მკრეხელობა ვითმინეთო!

მაშინ უარეს სატანჯველს სწია წმინდა მოწამენი-ცოცხლად გაატყავა, ისინი კი კვლავ ხმამაღლა აღიარებდნენ ქრისტეს.

გაცოფებულმა ხელნი და ფეხნი დააჭრა, მაგრამ როდესაც ვერც ამით დაადუმა ნეტარნი, ენები ამოართვა, რომ ქრისტეს დიდება შეეწყვიტათ, ბოლოს კი თავნი წარკვეთა...

ევტოლმიუსმა - ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმინდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება.

.....................................

ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, გალაქტიონ და ეპისტიმია, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგეს უხრწნელებისაი, შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:
მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით, და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუსისა და თანამოღუაწისა შენისა ეპისტიმას თანა. დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათუის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat