წმინდა მოწამე ბარლაამი (+304) - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა მოწამე ბარლაამი (+304) - 19 (02.12) ნოემბერი
19 ნოემბერს (ძვ. სტილით) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ვარლაამის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა ვარლაამი წარმოშობით სირიის ანტიოქიიდან იყო. მან ცხოვრება ღმრთივსათნოდ განვლო და მოწამებრივი აღსასრულითაც მაგალითი მისცა მორწმუნეთ.

წმინდანი უკვე მოხუცებული გახლდათ, როცა შეიპყრეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. ჯერ სიტყვით, შემდეგ წამებით აიძულებდნენ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. თავიდან ხარის ძარღვებით სასტიკად სცემეს, შემდეგ რკინის ბრჭყალებით დაუგაზეს სხეული, მაგრამ მოწამის სულს ვერაფერი ავნეს.

ძლეულმა ეშმაკმა სათქმელადაც კი საშინელი რამ ჩაადენინა თავის მსახურებს: მათ წმინდა ვარლაამი თავიანთ კერპებთან მიიყვანეს, რათა ძალდატანებით შეეწირვინებინათ მსხვერპლი. მის თვალწინ ააგიზგიზეს სამსხვერპლო ცეცხლი... ცემით რომ არაფერი გამოვიდა, სამსხვერპლოს თავზე დააკავებინეს ხელი და ზედ გავარვარებული ნაკვერჩხლები დააწყვეს, მათზე კი საკმეველი მოაყარეს - იმედი ჰქონდათ, მოხუცი ცეცხლის მცხუნვარებას ვეღარ გაუძლებდა, გადმოაბრუნებდა ხელს და ნაკვერჩხალსა და საკმეველს სამსხვერპლოზე დაყრიდა, ამას კი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვად მიითვლიდნენ. მაგრამ, მათდა გასაოცრად, ასე არ მოხდა. საკმევლის კვამლი და დამწვარი ხორცის ოხშივარი ზეცად ავიდა, მაგრამ წმინდანს მარჯვენა გაქვავებოდა. თითქოს სხეულს კაცობრივი ბუნება დაეკარგა და რკინად ქცეულიყო. იწვოდა მარჯვენა და იწვოდა წმინდა მოწამე ვარლაამიც სულში ანთებული ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც ერთიანად თრგუნავდა ხორციელი ცეცხლის სიმხურვალეს.

ნაკვერჩხლებმა ძვლებამდე ჩააღწია, მაგრამ ანდამატზე უმტკიცესი იყო წმინდა ვარლაამი. ჰაერში გაწვდილ ხელს ნელ-ნელა თითები დასცვივდა და მიწაზე დაეცა. ცოტაც და ღვთივგვირგვინოსანი ქრისტეს მოწამეთა ზეციურ მხედრობას შეუერთდა.

წმინდა ვარლაამი თვითონვე იყო სამსხვერპლოც, მსხვერპლიც და შემწირველიც...

ჭეშმარიტად დიდებული იყო საქციელი მოწამისა, რომელმაც მცირედიც კი არ დაუთმო ეშმაკს, რადგან, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ადამიანური ბუნების უძლურების გამო საკმევლიან-ნაკვერჩხლიანი ხელი რომ გადმოებრუნებინა, ეს დამარცხებად არ ჩაეთვლებოდა.

ამაღელვებელია წმინდა ვარლაამის ხსენების დღეს მის წმინდა ნაწილებთან იოანე ოქროპირის მიერ წარმოთქმული ქადაგება. წმინდა მღვდელმთავარი ბრძანებს (გთავაზობთ მხოლოდ ამონარიდებს): "ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე შეგვკრიბა ჩვენ ნეტარმა ვარლაამმა, არა იმისთვის, რომ განვადიდებდეთ, არამედ საქმით ვბაძავდეთ მას; რათა მხოლოდ მსმენელნი კი არ ვიყოთ მასზე ქადაგებისა, არამედ მობაძავნი მისი ღვაწლისა... იტყვით ალბათ, ახლა ხომ აღარ აწამებენ ქრისტიანებს, როგორ უნდა მივბაძოთ მოწამეებსო?.. მართალია, ახლა არ არის ჟამი დევნისა, მაგრამ დრო დგას მოწამეობისა. არ გვაწამებენ კაცნი, მაგრამ გვდევნიან ეშმაკნი. არ გვტანჯავს ჯალათი, მაგრამ გვაწამებს სატანა, რომელიც ყველა ჯალათზე საშინელია. ვერ ვხედავთ ჩვენს წინ ანთებულ ნაკვერჩხლებს, მაგრამ გარე მოგვდგომია ალი ვნების ცეცხლისა. მოწამენი ნაკვერჩხლებს თრგუნავდნენ, შენ კი დათრგუნე კაცობრივი ბუნების ცეცხლი. ისინი ერკინებოდნენ ცხოველებს, შენ კი მოთოკე მრისხანება, ეს ველური და დაუოკებელი მხეცი. ისინი წინ აღუდგებოდნენ აუტანელ სატანჯველს, შენ კი სძლიე იმ უწმინდურ და უღირს ფიქრებს, შენს გულში უხვად რომ მოკალათებულან. აი, სწორედ ამით მიბაძავ წმინდა მოწამეებს...

წეღანაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: დაე, თითოეული თქვენგანი მხოლოდ ერთხელ კი არ განცვიფრდეს წმინდა ვარლაამის მოწამეობით, არამედ, როცა შინ წავა, თან წააბრძანოს და სახლში შეიყვანოს წმინდა მოწამე ან, უკეთესად რომ ვთქვათ, თავის გულში დაავანოს მასზე მონათხრობი. მიირქვი ზემოთ თქმული და შენს გულში მოათავსე ხატი ხელგაწვდილი წმინდა ვარლაამისა, გვირგვინშემოსილი გამარჯვებულისა, არასოდეს განუტევო იგი შენი გონებიდან.

აი, ამიტომ მოგიყვანეთ წმინდა მოწამეთა საფლავებთან, რათა მათი შეხედვით მათივე სულით აღიძრათ კეთილის ქმნისთვის. გთხოვთ და გევედრებით, ნუ იზარმაცებთ საკუთარი სულის ხსნისათვის, შეინახეთ სულში მონათხრობი მოწამეებზე, თავიანთი გავარვარებული ტაფებით, კუპრით სავსე კასრებითა და ათასგვარი სატანჯველით, და როგორც ფერმწერი ხშირად წმენდს კვამლისა და ჭვარტლისგან დროთა განმავლობაში ჩაშავებულ სურათს, ამგვარადვე, ჩემო საყვარელნო, წმინდა მოწამეების გახსენებით განწმინდეთ სულნი თქვენნი, ოდეს მას ცხოვრებისეული საზრუნავი ჩააბნელებს. თუ სულში შეინახავ ამ მოგონებებს, ვერც სიმდიდრე განგაცვიფრებს და ვერც სიღარიბე აგატირებს, ვერც ძალაუფლება და პატივი მოგხიბლავს... ოდეს კეთილმოღვაწების მასწავლებლად გექნება სახება წმინდა მოწამისა, აღმაღლდები ყოველივე კაცობრივზე. ის, ვინც ყოველდღე უცქერს მეომრებს, რომლებიც საგმირო საქმეებს სჩადიან, არასოდეს ისურვებს სიმდიდრეს, პატივი და განშვებული ცხოვრება კი არ აღაფრთოვანებს, არამედ მკაცრი და მტკიცე, საგმირო საქმეების სურვილი... შენ კი, საყვარელო, მეომარი ხარ ქრისტესი. შეიარაღდი და ნუ იზრუნებ ხორციელი შვებისთვის, იღვაწე გმირულად და ნუ იფიქრებ თავის მორთვაზე. ამგვარად მივბაძავთ ამ წმინდანებს, ამგვარად მივაგებთ პატივს ამ დიდებულ გმირებს, გამარჯვებულებს, გვირგვინოსნებს, უფლის მეგობრებს, და მათდარი გზის გავლით მოვიპოვებთ მოწამის გვირგვინს, რომლისა ღირს ვიქმნეთ ყოველნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა დიდება მამასა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat