წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (+305-311) - 26 აგვისტო (8 სექტემბერი)
წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (+305-311) - 26 აგვისტო (8 სექტემბერი)

ახალი სტილით 8 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს IV საუკუნეში მოწამის გვირგვინებით შემკულ მეუღლეებს ადრიანესა და ნატალიას.



ერთხელ იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე და მემკვიდრე, მაქსიმიანე გალერუსი, ქალაქ ნიკომედიაში ჩავიდა. ბითვინიის ოლქში, მარმარილოს ზღვის პირას გაშენებული ნიკომედია რომის იმპერიის აღმოსავლეთი მხარის დედაქალაქი გახლდათ. მაქსიმიანემ ქალაქის მოსახლეობასთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა, მერე კი ბრძანა, ქრისტიანნი სამაგალითოდ დაესაჯათ, ხოლო ისინი, ვინც მათ მფარველობდა, გამორჩეული სისასტიკით ეწამებინათ. საშინელი ცოდვის კითხვა დატრიალდა, ძმა ძმას ასმენდა, მეზობელი - მეზობელს. მაქსიმიანეს შეატყობინეს, ერთ-ერთ მღვიმეში ქრისტიანებს შეუფარებიათ თავი და დღედაღამ ლოცულობენო. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა რაზმი მათ შესაპყრობად.

ოცდასამი ქრისტიანი დაატყვევეს და მაქსიმიანეს წარუდგინეს. "განა არ იცით, რა ტანჯვა გელით ქრისტეს აღსარების გამო?" - ჰკითხა მათ მაქსიმიანემ. "ვიცით და დავცინით კიდეც შენს უგუნურებას, დავცინით სატანას, რომელიც მკვიდრობს ნაშობთა შორის ურწმუნოებისათა, რომელთა მეთაურიც შენ ხარო", - მიუგეს მათ. განრისხდა მეფე და შეპყრობილთა გვემა ბრძანა. ქრისტიანები უმოწყალოდ აწამეს, მაგრამ ისინი სამჯერ მეტ სატანჯველს ითხოვდნენ. "ამით ჩვენს ჯილდოს განამრავლებო", - ეუბნებოდნენ მტარვალს. "უბედურებო, სადაცაა, თავებს წაგაცლით, თქვენ კი ჯილდოს ელით?" - თქვა მაქსიმიანემ და ბრძანა, ტუსაღებისთვის ქვებით დაემტვრიათ პირისახე. სისხლი და ხორცის ნაფლეთები ერთმანეთში აირია... მოწამენი კვლავ მაცხოვარს ადიდებდნენ. მეფეს რისხვისგან სისხლი თავში აუვარდა. "ენებს ამოგაჭრით და მერე ადიდეთ თქვენი ღმერთიო", - დაემუქრა. "მართლაც რომ უბედურო, - მიუგეს მოწამეებმა, - ენებს თუ ამოგვკვეთ, ჩვენი ღაღადისი უფრო სწრაფად არ მივა უფალთან? სისხლით აღსავსე ჩვენი პირი უმეტეს ნესტვისა ოხრინ ღმრთისა მიმართ, რომლისთვისაც ვეწამებითო". ასეთი პასუხის შემდეგ მაქსიმიანემ ბრძანა, შეპყრობილთათვის მძიმე ბორკილები დაედოთ და დილეგში ჩაეყარათ, ხოლო მათი სიტყვები სასამართლო წიგნებში ჩაეწერათ.

სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა ახალგაზრდა წარჩინებული, სახელად ადრიანე, რომელიც განაცვიფრა მოწამეთა მოთმინებამ და ღვთის სიყვარულმა. თვითონ ელინთა ღმერთებს სცემდა თაყვანს, მაგრამ ქრისტიანთა თავდადებამ სულით ხორცამდე შეძრა. "გაფიცებთ თქვენს ღმერთს, ვისთვისაც ასე იტანჯებით, რისი იმედი გაქვთ, რას მოელით? - ჰკითხა ტუსაღებს, - ეტყობა, დიდია ამ ტანჯვის საზღაური". "ისეთი დიდია, ადამიანის ენით არ გამოითქმის, - მიუგეს მათ, - ღვთის სასუფეველზე თქმულა, რომ თვალს არ უნახავს და ყურს არ გაუგონია, რაც უფალმა თავის მოყვარულებს განუმზადაო".

ამ სიტყვებმა აანთო წარმართი ადრიანეს სული. დაივიწყა თავისი წარჩინებულობა, ახალგაზრდობა, თავისი მშვენიერი მეუღლე ნატალია, რომელიც სულ ერთი წლის მოყვანილი ჰყავდა და რომლის სიყვარულით ჯერ არ გამძღარიყო და სასამართლოს მწერლებს უბრძანა, ტუსაღების გვერდით ქრისტიანად ისიც ჩაეწერათ.

მაქსიმიანე ამ ამბავმა განაცვიფრა. მოაყვანინა ადრიანე და მისი "გონს მოყვანა" სცადა. "ითხოვე და მოგიტევებ, თქვი, რომ ტყუილად ჩააწერინე შენი სახელიო", - აღუთქვა აზნაურს. "ამიერიდან მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შევევედრები, რათა მომიტევოს ჩემი აურაცხელი ცოდვაო", - მიუგო ადრიანემ. განრისხებულმა მაქსიმიანემ ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად ისიც დილეგში ჩააგდებინა და სასჯელის დღეც დათქვა.

ადრიანეს ერთი მონა ნატალიასთან გაიქცა და ეს ამბავი შეატყობინა. ქალი მწარედ ატირდა, მწუხარებისგან სამოსელი შემოიხია და ბოლოს იკითხა, რისთვის შეიპყრესო ჩემი უფალი. "რამდენიმე კაცი ვიღაც ქრისტეს გულისთვის აწამეს, - უთხრა მონამ, - ამის მნახველმა ჩემმა ბატონმა მეფის მოხელეებს სთხოვა, მისი სახელიც ქრისტიანთა გვერდით ჩაეწერათო".

"ქრისტიანთა გვერდითო" - რომ ესმა წმინდა ნატალიას, მწუხარება სიხარულად შეეცვალა. ის მორწმუნე იყო, ქრისტესთვის წამებულთა შვილი. აქამდე თუ ფარულად ინახავდა ქრისტიანობას, ახლა, რაკი სასურველს მიემთხვია და მისი საყვარელი მეუღლეც ქრისტიანი გახდა, გადაწყვიტა, უკან აღარ დაეხია და თავისი რწმენა ეღიარებინა.

ნატალია ძვირფასი სამოსლით შეიმოსა და საპყრობილეს მიაშურა. დავარდა ადრიანეს ფერხთა წინაშე, მის ბორკილებს კოცნიდა და სიხარულით ეტყოდა ქმარს: "სანატრელი ხარ, ბატონო ჩემო ადრიანე, რადგან პოვე საუნჯე, რომელიც შენთვის მშობლებს არ დაუტოვებიათ. ქრისტეს რწმენით ასე ახალგაზრდამ უკვე იმდენი სიმდიდრე მოიპოვე, რამდენსაც ელინთა რწმენაში დარჩენილი სიბერეშიაც ვერ ნახავდი. ეს სიმდიდრეა, უფლის წინაშე რომ განგამართლებს. მხოლოდ ერთს გევედრები, უფალო ჩემო: მტკიცედ იდექი ქრისტეს სარწმუნოებაზე, არ შეგეშინდეს არც ტანჯვის, არც რისხვის. ნუ გაცდუნებენ ამა სოფლის საცდურით. უარყავი წარმართთა უკეთური სწავლა, ნუ მიხედავ წარმავალს, თვალნი ზეცისკენ გქონდეს აპყრობილი, უცქირე მხოლოდ უფალს და მის მოწამეებს, შენთან ერთად რომ სხედან საპყრობილეში. მიბაძე მათ მოთმინებას... ნუ გენაღვლება ნურც შენი სილამაზე და ნურც ახალგაზრდობა, ამ ყოველივეს ხომ მატლი შეჭამს! ნურც ოქრო-ვერცხლი მოგატყუებს, რამეთუ განკითხვის დღეს მას ვერ მოიხმარ - იქ ხომ ქრთამს არავინ იღებს, სიწმინდეა ერთადერთი ქრთამი ღვთის წინაშე". ასე ამხნევებდა ქმარს ნატალია. ბოლოს დადუმდა. რომ მოსაღამოვდა, დუმილი ადრიანემ დაარღვია: "წადი სახლში, დაო ჩემო ნატალია, და შეგატყობინებ, მეფის წინაშე რომ წარმადგენენო". ქალი ახლა ქრისტეს მოწამეებთან შევიდა, ბორკილებზე ეამბორა და თავისი მეუღლე შეავედრა. სთხოვა, მოთმინება ესწავლებინათ ადრიანესთვის და რწმენაში გაეძლიერებინათ. მათგან გამოსულმა ისევ ქმარს მიაკითხა, კიდევ ერთხელ გაამხნევა და შინ წავიდა, სადაც დაუცხრომლად ლოცულობდა ადრიანესთვის.

რამდენიმე დღის შემდეგ ადრიანემ შეიტყო, რომ მალე სხვა მოწამეებთან ერთად დასასჯელად გაიყვანდნენ, მივიდა ქრისტიანებთან და სთხოვა: "მაკურთხეთ, რათა წავიდე და მოვიყვანო მსახური იგი თქვენი და დაი ჩემი ნატალია, რათა იხილოს ჩემი მოწამებრივი აღსასრულიო". მოწამეებმა აკურთხეს. ადრიანემ მცველები მოისყიდა და შინისკენ გაემართა. იგი მისმა თანამოქალაქემ დაინახა და ნატალიასთან გაიქცა, რომ ეს ამბავი ეხარებინა. ქალმა ქმარი რომ დაინახა, კარი დაკეტა და მწარედ ატირდა. ეგონა, რომ ადრიანემ ქრისტეს უღალატა. "განმეშორე, ღვთისაგან განვრდომილო, შენი დანახვაც არ მინდა! - გამოსძახა შიგნიდან, - საცოდავო, რატომ მოჰკიდე ხელი საქმეს, რომელსაც ვერ აღასრულებდი? როგორ ვიფიქრე, რომ უღვთო ქალაქიდან და უსჯულო მშობელთაგან კეთილი ნაყოფი გამოვიდოდა! რა ვქნა მე უბედურმა, ამისთანა უსჯულოს ცოლმა! ვაი, რომ მხოლოდ ერთი ჟამი ვიწოდე მოწამის ცოლად!" ნატალიას გოდებას ადრიანე მოთმინებით უსმენდა და სახეზე ნათელი ეფინებოდა, სასურველი მოწამეობისთვის ძლიერდებოდა და უკვირდა ცოლისა - განა სულ ერთი წლის წინ არ დაქორწინდნენ? ქრისტეს სიყვარულისთვის როგორ დავიწყებია ხორციელი სიყვარული!.. ცოტა ხანსაც აცადა და უთხრა: "გამიღე კარი, ჩემო დედოფალო, უფალსა და წმინდანებს კი არ ვუღალატე, შენს წასაყვანად მოვედი, რომ ჩემს ნეტარ აღსასრულს უცქირო. ვიცი, არ გჯერა, მაგრამ თუ არ გამიღებ, წავალ და ვეღარასოდეს მიხილავ... თუ დროზე არ დავბრუნდები, ტუსაღებს ჩემს მაგივრად კიდევ ერთხელ აწამებენ, მათ კი სული ძლივსღა უდგათო". გაიგო ეს თუ არა, ნატალიამ უმალვე გააღო კარი და ქმარს გადაეხვია. კარგა ხანს ასე იყვნენ. შემდეგ ადრიანემ უთხრა: "სანატრელი ხარ შენ დედათა შორის! შენ მხოლომან მოიპოვე ქმარი შენი. ღმერთმან აკურთხოს გვირგვინი შენი. თუმცაღა ხორცით არ ეწამები, მაგრამ მოწამეთა ტანჯვის თანაგრძნობისთვის მათ გვირგვინთა თანაზიარი შეიქმნებიო". "ნუ, უფალო ჩემო, - უპასუხა ნატალიამ, - ნუღარაფერი გინდა ამა სოფლისა, განიშორე მისი გულისსიტყვანიო", - და საპყრობილეში გაჰყვა.

დაინახა ქალმა, რომ წმინდანებს წყლულებზე მატლი დახვეოდათ, მსახურებს დიდძალი სასყიდლის ჩვარი მოატანინა, მობანა ჩირქი წამებულებს და ხელ-ფეხი შეუხვია. შვიდი დღე დარჩა მათთან და ყოვლითა საღვაწითა იღვწოდა წმინდათათვის.

დადგა ის დღეც, როცა მაქსიმიანეს ქრისტიანთა დასჯა გადაეწყვიტა. დაუძლურებული მოწამენი ერთი რკინის საკვრელით შეკრეს, შესხეს ჯორებზე და მტარვალთან მიიყვანეს. ნატალია გვერდით მიჰყვებოდა ქმარს, ვით მფარველი ანგელოზი, და სასიკვდილოდ გამზადებულს განამხნევებდა.

მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდა მოწამეები გაეშიშვლებინათ და ერთმანეთის თვალწინ ეწამებინათ - იქნებ შეშინებულიყო ვინმე. საპყრობილის უფროსმა უთხრა გალერუსს: "ისინი, ვინც უკვე ვტანჯეთ, მცირე წამებასაც ვეღარ გაუძლებენ, დაე, ოდნავ მომჯობინდნენ და მერე ვაწამოთ, როგორც დიდად ძვირისმოქმედებს შეეფერებათ. ახლა კი ტანჯვა ადრიანეს შევამთხვიოთ, ის ჯერჯერობით მყარად დგასო ფეხზე". წმინდა ადრიანეც გააშიშვლეს და ხელებშეკრული წარუდგინეს მაქსიმიანეს. "აჰა, ღირს იქმენ ჯვრის ტვირთვისა და ქრისტეს კვალზე შედგომისა. ნუ შეგეშინდება მათი, განბასრე ზაკულებაი მზაკვრისა მის!" - გაამხნევეს მოწამეებმა. ნატალიაც მოეხვია და თითქოს თავისი სულის ნაწილი გადასცაო, უთხრა: "უფალო ჩემო, მცირედ ჟამს დაითმინე და აჰა, ანგელოზთა დასს შეერთვიო..."

"კიდევ გჯერა შენი უგუნურების? ისევ გსურს, წამებით ამოგხადონ სული? - ჰკითხა მეფემ ადრიანეს, - იქნებ გადაიფიქრე? მაშ, წავიდეთ და ღმერთებს მსხვერპლი შევწიროთ". წმინდანმა უპასუხა: "უგუნურო, ცდები, სხვასაც აცდუნებ და თავს წარიწყმედ, რამეთუ ცისა და ქვეყნის შემოქმედი დაგიტევებია და არარაობას სცემ თაყვანს". მეფე განრისხდა და ბრძანა, ეწამებინათ. ნატალია მაშინვე წმინდა მოწამეებთან გაიქცა (ისინი ცალკე გაეყვანათ). "წმინდანო, ჩემი ქმრის წამება დაიწყეს, ევედრეთ ღმერთს, რათა განაძლიეროსო", - შეევედრა მათ. ქრისტიანნი მყისვე წამოდგნენ და ლოცვა დაიწყეს.

"შეიბრალე თავი, ნუთუ არ გენანება შენი ახალგაზრდობა?" - განაგრძობდა შეგონებას მაქსიმიანე, ქრისტეს მხედარი კი მიუგებდა: "თავი მე მხოლოდ საუკუნოდ წარწყმედისათვის მენანებაო". "შეევედრე ღმერთებს, რათა გაპატიონ და ძველი დიდება დაიბრუნოო", - სთხოვდა, მაგრამ უდრეკი იყო ადრიანე. ის სულით უკვე სხვა სამყაროს ჭვრეტდა. მაქსიმიანემ ოთხ კაცს მისი ცემა უბრძანა. იქამდე სცემეს, სანამ მუცელი არ გაეხსნა და ნაწლავები არ გადმოეფანტა. გალერუსმა ბრძანა, ადრიანეს ცემა შეეწყვიტათ და "ალერსიანად" მიმართა: "ხედავ, რაოდენ მოწყალე ვარ? დამიჯერე, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და ახლავე ვუხმობ ექიმებს, რათა განგკურნონო". "რაკი ასე გებრალები, - მიმართა ადრიანემ, - მითხრან შენმა ღმერთებმა, რა სურთ ჩემგან და თაყვანს ვცემო მათ". "ჩემს ღმერთებს საუბარი არ შეუძლიათ", - უპასუხა მეფემ. "ჰოი, ურჯულოვ! რატომ მსახურებ პირუტყვთ შენ, პირმეტყველი?" - აღმოხდა ადრიანეს. ამ სიტყვების პასუხად მოწამე ისევ საპყრობილეში წაიყვანეს. მასთან ერთად წაათრიეს სხვა მოწამეებიც. ნატალია გვერდით მიჰყვებოდა ქმარს, ეალერსებოდა და ნუგეშს სცემდა: "ნეტარ ხარ, ჩემო უფალო, რამეთუ ეწამე მისთვის, ვინც ჩვენი გულისთვის ტანჯვა დაითმინა. აჰა, ცოტაც და მის დიდებას იხილავ, რამეთუ ვინც ეზიარნეს ვნებათა მისთა, დიდებისაცა მისისა ზიარ ყოფად არიანო".

ადრიანე საპყრობილის იატაკზე დააგდეს. მიხოხდნენ მასთან მოწამეები და ეამბორნენ "ამბორისყოფითა სიწმინდისაითა", ხოლო ნატალია სისხლს სწმენდდა და თვითონ იცხებდა. "ილოცეთ ჩემთვის, - შეევედრა წმინდა ადრიანე ქრისტიანებს, - რათა მზაკვარმა რაიმე უკეთურება არ შემამთხვიოს". "ჩვენ მაშინ გვეშინოდა, კაცთა ბუნების რომ იყავი, - მიუგეს წამებულებმა, - მაგრამ ახლა აღემატე კაცთა ბუნებას და ეშმაკი ვერ მოგერევაო".

წმინდა ნატალიასთან ერთად უამრავი ქალი ემსახურებოდა ახალმოწამეებს - ბანდნენ, წყლულებს უხვევდნენ. მაქსიმიანემ მათ საპატიმროში შესვლა აუკრძალა. მაშინ დედებმა მამაკაცური სამოსი გადაიცვეს და ასე განაგრძეს მსახურება.

წმინდა ნატალია ადრიანეს ფეხებთან ჩამოუჯდებოდა ხოლმე და ნუგეშის სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. ბოლოს სთხოვა: "ჩემო ბატონო, როცა უფლის წინაშე წარდგები, გაიხსენე ჩვენი ცოლქმრობა, ჩემი ღვაწლი, სურვილი, რომ მოწამედ შეირაცხო და პირველი ლოცვა უფლის წინაშე ჩემთვის წარმოთქვი, რათა მეც წამიყვანოს ამ ქვეყნიდან. ვიცი, რომ შენი სიკვდილის შემდეგ ჩემს ცოლად შერთვას მოინდომებენ და არ მინდა, შენი წმინდა სარეცელი შევაგინო. მიხსენ, რათა შენთან ერთად აღვესრულო და ჩემი ცხოვრება სხვა დედებისთვის მაგალითად იქცეს".

მაქსიმიანეს შეატყობინეს, მოწამეები სიკვდილის პირას არიან და ისე საშინლად ყარან, ქალების გარდა მათთან ვერავინ შედისო. გალერუსმა ბრძანა, ისინი საპყრობილეშივე დაეხოცათ. მჭედლებს გრდემლი და ურო მიატანინეს, რათა მოწამეებისთვის წვივები გადაემტვრიათ - ასე უფრო მალე დალევდნენ სულს.

ადრიანეს გრდემლზე ფეხის დადების თავიც არ ჰქონდა. ქმარს ნატალია მიეხმარა, ფეხები ააწევინა და გრდემლზე დააწყობინა. ჯალათის ურომ ადრიანეს წვივები გადაუმტვრია. ცოლმა სთხოვა: "გევედრები, სანამ ცოცხალი ხარ, ხელებიც დააწყვე გრდემლზე, რათა ისინიც წარგკვეთონ და შენზე მეტად წამებულთა თანასწორი გახდეო". ძლივძლივობით ასწია ხელები ადრიანემ და გრდემლზე დააწყო. წარკვეთეს ჯალათებმა ის უკანასკნელი საკრველნიც, რომლებითაც მიწას იყო მიჯაჭვული და სული მისი, ხორცთაგან თავდახსნილი, ზეცად აღვიდა.

სხვა მოწამეებიც ამოხოცეს. მაქსიმიანემ ცხედრების დაწვა ბრძანა. წმინდა ნატალიამ ქმრის მოკვეთილი ხელი ჩუმად აიღო და უბეში შეინახა. უზარმაზარი კოცონი აანთეს, მაგრამ უეცრად საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ისე გაწვიმდა, ლამის ცა ჩამოიქცა. ცეცხლი დაიშრიტა. ქრისტიანთა გარდა ყველა გაიფანტა. მათ კი წმინდანთა ნაწილები აიღეს და გადამალეს. ნატალიასაც შესთავაზეს, მოგვეცი შენი ქმრის წმინდა ნეშტი, მაქსიმიანეს აღსასრულამდე დავმალავთ, შემდეგ კი ქალაქ ბიზანტიას, სამშვიდობოს, გადავასვენებთო. ქალი დათანხმდა, თავისთვის მხოლოდ მეუღლის ხელი დაიტოვა, სცხო ძვირფასი ნელსაცხებელი, ძოწეულში გაახვია და ბალიშქვეშ შეინახა.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა დიდგვაროვანმა მეფისგან ნებართვა აიღო და ნატალიას ცოლობა სთხოვა. გონიერმა ქალმა შუამავლებს მიუგო: "ძალზე გამიხარდა, მაგრამ მეუღლე ახალი გარდაცვლილი მყავს. სამი თვე მაცალოს, რათა მისი ცოლობისთვის მოვემზადოო". იმედი ჰქონდა, ამ ხნის მანძილზე გაქცევას მოახერხებდა. დაიდო წინ წმინდა ადრიანეს ხელი და უფალს შეჰღაღადა. დიდხანს ილოცა, ევედრა სახიერს, უსჯულოს სარეცელს განმაშორეო და ლოცვისას მიეძინა. ძილში ვინმე მოწამეთაგანი გამოეცხადა და უთხრა: "მშვიდობა შენთანა, მხევალო ქრისტესო! არა უგულებელს გყო შენ ღმერთმან, არც ჩვენ დავივიწყეთ შენი ჩვენდა მომართ ღვაწლი, ვევედრეთ უფალს და შენი სახელიც მოწამეთა შორის დაიწერა. ახლა ადექი, ჩაჯექი ნავში, რათა მოგიძიოს უფალმა და ჩვენთან მოგიყვანოსო".

ნატალიამ გაიღვიძა, აიღო თავისი უძვირფასესი საუნჯე - ქმრის ხელი, ჩაჯდა ნავში და მაქსიმიანესგან დევნილ სხვა ქრისტიანებთან ერთად ბიზანტიისკენ გაცურა. გზად განსაცდელი შეემთხვათ, მაგრამ დევნილნი წმინდა ადრიანემ იხსნა, გამოეცხადა და გზააბნეულთ კურსის შეცვლა ურჩია.

განთიადისას მიაღწიეს ქალაქ ბიზანტიას. ნატალია ეამბორა იქაურ ქრისტიანებს და წმინდა მოწამეთა ნაწილებს წმინდა ადრიანეს ხელიც შეუერთა. მორწმუნეებმა სთხოვეს, მცირე ხანს დაესვენა. მგზავრობით დაღლილ ქალს ღრმად ჩაეძინა. ძილში საყვარელი მეუღლე გამოეცხადა და უთხრა: "ნატალია, მხევალო ქრისტესო და ასულო მარტვილთაო, მოდი ჩვენთან, უფლის მიერ შენთვის გამზადებულ განსასვენებელში და მიიღე შრომათა შენთა საფასური".

წმინდა ნატალიას გამოეღვიძა, სიზმარს იქ მყოფ ქრისტიანებს მოუყვა და კვლავ მიიძინა, ახლა უკვე საუკუნოდ. ქრისტიანებმა წმინდა ნატალიაც მოწამეებთან ერთად დაასვენეს და წმინდათა შორის ჰყვეს მისი ხსენება, ხოლო ცხოვრება მათი იქცა სახედ და მაგალითად ყველა დროის ქრისტიანთათვის, მათი წმინდა ნაწილნი კი ყოველნაირ სნეულებათაგან განმკურნებლად. ცნობისათვის - თბილისში, წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, სხვა სიწმინდეებთან ერთად დაბრძანებულია წმინდა ადრიანეს წმინდა ნაწილიც.

წმინდა ადრიანე და წმინდა ნატალია განსაკუთრებით თანამედროვე, აპოკალიფსური დროის ქრისტიანულ ოჯახებს შეეწევიან; განამხნევებენ, თავიანთ სულს შთაბერავენ, მოწამეობის სურვილით აღაგზნებენ... შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა.

...............

კონდაკი:

დედაკაცისა ღმრთივგანბრძნობილისა საღმრთონი იგი სიტყუანი გულსა დაიდევ, ადრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულსმოდგინედ შებმა უყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.

სხვა კონდაკი:

მოწამეთა საღმრთო ხსენებაი გამობრწყინდა და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული.

ბეჭდვაელფოსტა
27.09. 2016
ნატალია
წმ.ნატალიას ხსენების დღე ახალი სტილით 8 სექტემბერსაა. გფარავდეთ და შეგეწიოთ
08.09. 2016
Natalias
წმინდა ნატალია ჩაბრძანებულია ლუსკუმაში მილანში. Cologne ჰქვია ადგილს სადაც ეკლესიაა და იქ არის დაბრძანებული მისი სხეული.
11.09. 2015
მამუკა
"მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა" - როგორც მსმენია დ ა ო სატრფოს შეიძლება დაუძახო იმ გაგებით, რომ, მართალია ის შენი სატრფოა ანუ ბუნებით მეუღლე ხარ შენი მეუღლისა, მაგრამ პიროვნულად დ ა არის შენი იმიტომ, რომ ერთად მიდიხართ ქრისტესკენ.
08.09. 2015
naTia
მე რამდენადაც ვიცი წმინდა ნატალიას ხსენების დღე არის 27 ივლისს,ჩემ უძვირფასეს ქალიშვილს ქვია ნატალია.ჩემი გოგონაც 27 ივლისს არის დაბადებული
08.09. 2015
Gio
Aseti coltan gurdit uplis gulistvis martla girs mochmeobrivat shikvdili,,shiyvarvlit,,!
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat