წმინდა პოლიკარპე სმირნელი (+167) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა პოლიკარპე სმირნელი (+167) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.

სიყმაწვილის ასაკში პოლიკარპე უსმენდა მოციქულებს და იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე. ირინეოსი გვაუწყებს, რომ წმინდა პოლიკარპე ფეხთით უჯდა იოანე ღვთისმეტყველს. მოციქულთა გადაწყვეტილებით, იგი სამღვდელო ხარისხში აიყვანა სმირნის ეპისკოპოსმა, წმინდა ვუკოლემ. პოლიკარპეს კურთხევის დროს სასწაულებრივმა ხილვამ ანიშნა ერს, რომ ის ღვთის რჩეული იყო. გადმოცემა გვაუწყებს, რომ მას უცებ მოეფინა უჩვეულო სინათლე, მის ზემოთ კი თეთრი მტრედი დაფარფატებდა; რომ მრავალმა მართალმა იხილა იგი დიდებით გაბრწყინებული, სხვებმა კი მეომრულად აღჭურვილი, თითქოს საბრძოლველად გამზადებული დაინახეს. მოგვიანებით პოლიკარპე მოციქულთა მიერ სმირნის ეპისკოპოსადაც იკურთხა.

უმძიმესი იყო ის პერიოდი ეკლესიისათვის, რომელშიც წმინდა პოლიკარპეს უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ქრისტიანები წარმართი იმპერატორების მიერ ცხადდებოდნენ უღმერთოებად, ვინაიდან ისინი თაყვანს არ სცემენ კერპებს და არ მონაწილეობდნენ მსხვერპლშეწირვაში. ერთი მხრივ, განუკითხავად იღვრებოდა უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი, მეორე მხრივ კი - ეკლესიას სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა სხვადასხვა მწვალე-ბლობა. ფართო ასპარეზი იყო გაშლილი ქრისტესათვის მოღვაწეობისა და თავდადებისათვის. წმინდა პოლიკარპემ უმძიმეს შრომასა და საშიშროებას გაუძლო თავისი მრავალწლიანი მსახურების განმავლობაში. დომიციანეს, ტრაიანეს, ადრიანესა და ანტონინეს დროინდელი დევნის პერიოდში იყო ეკლესიის მტკიცე და უშიშარი მწყემსი და ქრისტესთვის თავდადებული მოღვაწე. მაგრამ დევნა ჩაცხრა და ღვთის წყალობით იგი დიდხანს დარჩა მორწმუნეთათვის ქრისტიანული სათნოებების ცოცხალ მაგალითად. პოლიკარპე უშიშრად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, ამხელდა ერეტიკოსებს, გულმოდგინედ იღვწოდა სახარების გასავრცელებლად თავის სამწყსოშიც და შორეულ ქვეყნებშიც. მან თავისი რამდენიმე მოწაფე გააგზავნა საქადაგებლად გალიაში (ახლანდელი საფრანგეთი). უკვე ღრმად მოხუცმა იმოგზაურა რომში იქაურ ეპისკოპოს ანიკიტესთან მოსათათბირებლად აღდგომის დღესასწაულის დროის დადგენის შესახებ. სმირნისა და მცირე აზიის ზოგიერთი ეკლესია აღდგომას აღნიშნავდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. რომის ეკლესიაც ამავე თვეში დღესასწაულობდა, ოღონდ მთვარის აღვსებიდან პირველ კვირადღეს. თითოეული ეკლესია თავის ტრადიციას ასაბუთებდა მოციქულთა გადმოცემებზე დაყრდნობით. თათბირზე დავა ჭეშმარიტად ქრისტიანულად - სიყვარულისა და მშვიდობის სულით გადაწყდა. რამდენადაც ეს არ იყო დოგმატური საკითხი, არამედ ადგილობრივ ტრადიციას ეხებოდა, დაადგინეს, თითოეულ ეკლესიას შეენარჩუნებინა თავისი ჩვეულება და ამ მიზეზით არ დარღვეულიყო მშვიდობა.

რომში ყოფნის დროს პოლიკარპე უდიდესი ძალისხმევით განაქიქებდა ერეტიკოსთა, განსაკუთრებით მარკიონეს, ცრუსწავლებებს და გულმოდგინედ ცდილობდა, მორწმუნენი დაეცვა ცდომილებათაგან.

სმირნაში მისი დაბრუნებიდან მალევე განახლდა დევნა. დევნა დაუნდობელი იყო. სმირნაში უამრავი იუდეველი ცხოვრობდა, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი საძულველი ქრისტიანების განადგურებას. მრავალი მორწმუნე აწამეს, ზოგი ცემით მოკლეს, ზოგი ტანჯვა-წამების შემდგომ მხეცებს მიუგდეს... სწორედ ასეთი სიკვდილი ერგო ერთ მოწამეს, გერმანეს. ეს ასე მოხდა: დასასჯელად მიყვანილი ჭაბუკი გუბერნატორს შეებრალა და დაუწყო დარწმუნება, განდგომოდა ქრისტეს. გერმანემ ღიმილით მიუგო, რომ ურჩევნია, ათასჯერ მოკვდეს, ვიდრე ქრისტეს შეაქციოს ზურგი და ამით იხსნას სიცოცხლე. ამის შემდგომ თავისი ნებით მივიდა ლომთან, რომელმაც თვალის დახამხამებაში დაგლიჯა იგი. ერთი ქრისტიანი, სახელად კვინტუსი, არ დაუბარებიათ სასამართლოზე - მან თავად გასცა თავი; მაგრამ როდესაც მხეცები დაინახა, შეშინდა და რწმენას განუდგა, რითაც დაადასტურა, რომ წინდაუხედავად და უგუნურად ძიება საფრთხისა არ არის ღვთისთვის სათნო. ქრისტიანთა ტანჯვა-წამების ყურება ართობდა წარმართებსა და იუდეველებს, ისინი ყოველდღე ელოდნენ ახალ-ახალ მსხვერპლს, ბოლოს კი ცირკში ხმამაღლა მოითხოვეს პოლიკარპეს დასჯაც.

წმინდა ეპისკოპოსი ქალაქში არ იმყოფებოდა. მას არ ეშინოდა მოწამებრივი სიკვდილისა, პირიქით, ბედნიერებად თვლიდა ქრისტესთვის სიცოცხლის შეწირვას, მაგრამ მეგობრებმა დაარწმუნეს, დროებით გასცლოდა ქალაქს. პოლიკარპემაც თავის მოვალეობად მიიჩნია, განგებ არ ჩაეგდო თავი საფრთხეში და შეეფარა ქალაქგარეთ მდებარე სახლს, სადაც დღედაღამ ევედრებოდა უფალს ეკლესიის მშვიდობისთვის. ერთხელ, ლოცვის დროს, იხილა, რომ მისი სასთუმალი ცეცხლის ალში გიზგიზებდა; მიხვდა, რომ მარტვილობის ჟამი ახლოს იყო და მშვიდად უთხრა იქ მყოფთ: "მე დამწვავენ უფალ იესოსთვის". ასეც მოხდა.

მტრებმა მეომრები დაგზავნეს მის მოსაძებნად. მეგობრებმა იგი სხვა სოფელში დამალეს, მაგრამ მდევრები იქაც მივიდნენ. პოლიკარპეს შეეძლო, არ გამოსულიყო სახლიდან, მაგრამ თქვა: "იყავნ ნება უფლისა!" და გაეშურა მძებნელთა შესახვედრად, რომლებიც განაცვიფრა მოხუცის დიდებულმა და მშვიდმა იერმა. პოლიკარპემ ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, რომელთაც სთხოვა, ერთი საათი მიეცათ ლოცვისთვის. სანამ მდევნელები საჭმელს შეექცეოდნენ, ეპისკოპოსი შეევედრა ღმერთს, მიენიჭებინა მისთვის ძალა, ბოლომდე აღესრულებინა უფლის ნება და მშვიდობა მიემადლებინა მთელ მსოფლიოში დევნული ეკლესიისთვის. ამის შემდეგ მეომრებმა პოლიკარპე სახედარზე შესვეს და სმირნაში წაიყვანეს.

გზად მიმავალთ წამოეწია ორი სმირნელი დიდებული. მართალია, ისინი წარმართები იყვნენ, მაგრამ ეპისკოპოსს პატივს სცემდნენ და მისი გადარჩენა სურდათ. მათ პოლიკარპე გადასვეს თავიანთ ეტლში, დაუწყეს დარწმუნება, დასთანხმებოდა მსაჯულთა მოთხოვნებს და ამით ეხსნა სიცოცხლე. როგორც ცნობილია, დაკითხვის დროს ქრისტიანს აიძულებდნენ ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას ან იმპერატორის გენიუსისადმი (რომაელთა წარმოდგენით, კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს. ითვლებოდა ადამიანის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში, - რედ.) ფიცის წარმოთქმას. "რა დაშავდება, რომ კეისრის გენიუსს შეჰფიცო?!" - ეკითხებოდნენ თანამგზავრები. მას შემდეგ, რაც მისგან ცივი უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა ხელი ჰკრეს და ეტლიდან გადმოაგდეს. პოლიკარპემ დაცემისას ფეხი იღრძო, მაგრამ მაინც მხნედ განაგრძო გზა.

როდესაც პოლიკარპე მიიყვანეს მოედანზე, სადაც სისხლიანი სანახაობები იმართებოდა, მას და იქ მდგომ ზოგიერთ ქრისტიანს, ზეციდან მოესმათ სიტყვები: "მხნედ დეგ, პოლიკარპე!" ცირკში მყოფმა იუდეველებმა და წარმართებმა ეპისკოპოსის დანახვაზე საშინელი ხმაური და ყიჟინა ატეხეს: "შეიპყრეს უღმერთო პოლიკარპე!"

სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა პოლიკარპემ მტკიცედ აღიარა, რომ ქრისტიანია. პროკონსულმა, ჩვეულებისამებრ, მოსთხოვა, ფიცი მიეცა იმპერატორ გენიუსისთვის, თავი დამნაშავედ ეცნო და სიტყვიერად დაეგმო ქრისტე.

- მე ოთხმოცი წელიწადია (ანუ ნათლობის დღიდან) ვემსახურები ქრისტეს, მას ჩემთვის არასდროს უქმნია ბოროტება. როგორ შემიძლია, დავგმო ჩემი მეუფე და მაცხოვარი?! - უპასუხა პოლიკარპემ.

- თუ გონს არ მოეგები, შენს თავს მხეცებს მივუგდებ, - დაემუქრა პროკონსული.

- ნება შენია! მე კი უკეთესს უარესზე მაინც არ გავცვლი. მხოლოდ ბოროტების სიკეთით შეცვლაა კარგი.

- არ გეშინია მხეცებისა? მაშინ ცეცხლში ჩაგბუგავ, თუ არ დამემორჩილები...

- შენ მემუქრები ცეცხლით, რომლის ჩაქრობაც შეიძლება, მაგრამ არაფერი იცი სამომავლო სამსჯავროს ცეცხლზე, რომელიც უღმერთოებს გელოდებათ. თუმცა, რაღას აყოვნებ?! ჰქმენ, რაც გსურს!..

პოლიკარპე მშვიდად საუბრობდა და სახე არაამქვეყნიური სიხარულით უბრწყინავდა. ამ მძიმე წუთებში უფალმა თავისი ძალითა და მადლმოსილებით მხნეობა შთაბერა ერთგულ მსახურს. როდესაც პროკონსულს ყოველგვარი იმედი გადაეწურა პოლიკარპეს დაყოლიებისა, ბრძანა, გამოეცხადებინათ, რომ ეპისკოპოსი ქრისტიანობას არ განუდგა. ამას მოჰყვა მაყურებელთა ბრბოს გაავებული შეძახილები: "ეგ ქრისტიანთა მამაა! აზიის მასწავლებელია და ჩვენი ღმერთების გამანადგურებელი! მან შთააგონა მრავალთ, არ შეეწირათ მსხვერპლი და არ ეცათ თაყვანი ღმერთებისთვის!" მთელი ხალხი მიაწყდა აზიარქ ფილიპეს და მოსთხოვა - ლომი მიეშვათ პოლიკარპეზე; აზიარქმა ეს უკანონობად მიიჩნია, რადგან გასართობი თამაშები დასრულებული იყო. მაშინ მაყურებელმა ერთხმად მორთო ღრიალი: "ცოცხლად დაიწვას პოლიკარპე!" ამას კი დაეთანხმა პროკონსული.

ხალხმა დაუყოვნებლივ იწყო შეშისა და ფიცრების გამოტანა ახლომახლო აბანოებიდან და ფარდულებიდან, თვალის დახამხამებაში ყველაფერი მზად იყო კოცონის დასანთებად. ყველაზე მონდომებით იუდეველები ირჯებოდნენ. გადაწყდა, ეპისკოპოსი ჯაჭვებით მიებათ ძელზე და ისე დაეწვათ, მაგრამ წამების წინ პოლიკარპემ, თავადვე გაიხადა ზედა სამოსი, სთხოვა აგზნებულ ბრბოს: "არ არის საჭირო; მან, ვინც ინება, მისთვის მეტანჯა, კოცონზე გაუნძრევლად დგომის ძალასაც მომცემს". მოხუცს სურვილი შეუსრულეს - მხოლოდ ზურგს უკან შეუკრეს ხელები. ის თავად ავიდა კოცონზე, ახედა ზეცას და ხმამაღლა შესძახა: "მამაო, საყვარელისა და კურთხეულისა ძისა შენისა, იესო ქრისტესი, რომლის მიერაც გამოგვეცხადე, გმადლობ, რამეთუ შემრაცხე შენთვის მარტვილად და ღირს-მყავ, შემესვა შენი ქრისტეს წამების თასი!.. დაე, მასთან ერთად თანავეზიარო მარადიულ ცხოვრებას. აწ მიმიღე, როგორც ღვთისსათნო მსხვერპლი. გმადლობ და გაკურთხებ ყოველივესთვის!.."

ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა, კოცონი დაანთეს. მაგრამ მოხდა გამაოგნებელი სასწაული - ალი გარს ერტყმოდა მოხუცს, თაღივით გადადიოდა მის თავზე, სხეულს კი არ ეხებოდა - ის კი იდგა უვნებლად და კეთილსურნელებას აფრქვევდა. მაშინ მთავრებმა ბრძანეს, გრძელი შუბით განეგმირათ იგი; როცა ეს აღასრულეს, ჭრილობიდან იმდენი სისხლი გადმოდინდა, რომ კოცონი ჩააქრო - წარმართთა გაოცება უსაზღვრო იყო...

იუდეველებმა შენიშნეს, რომ ქრისტიანებს სურდათ პოლიკარპეს ცხედრის წასვენება, ამიტომ პროკონსული დაითანხმეს, წმინდანის სხეულის დაწვის ბრძანება გაეცა, რადგან, მათი აზრით, მოსალოდნელი იყო, რომ ქრისტიანებს პოლიკარპე მეორე ქრისტედ ეღიარებინათ და მისთვის თაყვანი ეცათ.

მოწამის ვნებათა თვითმხილველები თავიანთ ეპისტოლეს ასე ასრულებენ:

"მათ (იუდეველებმა) არ უწყიან, რომ ჩვენ არ ძალგვიძს, განვუდგეთ ქრისტეს, რომელიც ეწამა ყველას გადასარჩენად, და თაყვანი ვცეთ სხვას. ჩვენ მუხლს ვიდრეკთ მის, როგორც ღვთის ძის, წინაშე. ხოლო მარტვილნი სამართლიანად გვიყვარს, როგორც უფლის მოწაფეები და მისი მიმბაძველნი. გვიყვარს მათი უცვალებელი ერთგულებისთვის თავისი მეუფისა და მასწავლებლისადმი. დაე, ღირს-ვიქმნათ მათი თანამოაზრეობისა და თანამოწაფეობისა!

იუდეველთა დაჟინებული მოთხოვნით ასისთავმა ცხედარი ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ ჩვენ შევაგროვეთ მისი დამწვარი ძვლები - ბაჯაღლო ოქროსა და პატიოსან თვლებზე უძვირფასესი საუნჯე - და დავასვენეთ, სადაც ეგებოდა. როგორც კი შევძლებთ, იქ შევიკრიბებით სიხარულით. უფალი ნებას დაგვრთავს, ზეიმით აღვნიშნოთ მისი მოწამეობაში შობის დღე; ამით გავიხსენებთ ყველას, ვინც უკვე აღასრულა თავისი ღვაწლი, რაც წაადგება მომავალ მოსაგრეთა განსწავლასა და განმტკიცებას. ამას გიგზავნით ძმა მარკოზის ხელით. წაკითხვის შემდეგ გადაეცით ეს ეპისტოლე დანარჩენ ძმებსაც, რათა მათაც განადიდონ ღმერთი, რომელმაც წარმოგვიჩინა ასეთი ერთგული რჩეული და რომელსაც ხელეწიფება, ჩვენც აღგვავსოს თავისი მადლით და დაგვამკვიდროს მარადიულ სასუფეველში თავის ძესთან, მხოლოდშობილ იესო ქრისტესთან, რომელსა შვენის პატივი, სუფევა და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

შედგენილია ნინო ბელთაძის თარგმანის "თხრობანი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან I-XI საუკუნეებიის" მიხედვით.
...........

მღვდელმოწამე პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის კონდაკი

ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლნი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად მღდელმთავრად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყუათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat