წმინდა ნიკოლოზ დვალი - 12 (25) თებერვალი
წმინდა ნიკოლოზ დვალი - 12 (25) თებერვალი
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი. ქართული ეკლესია ნიკოლოზ დვალის ხსენებას აღნიშნავს 12 (ახალი სტილით 25) თებერვალს - იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს.

წმინდა ნიკოლოზ დვალის ცხოვრებისა და მოწამებრივი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს ნიკოლოზის სვინაქსარული (მოკლე) "ცხოვრება", რომელიც დაწერილია XIV საუკუნეში, უცნობი ავტორის მიერ. წმინდა ნიკოლოზ დვალის "ცხოვრების" ტექსტი ჩაკინძულია XI საუკუნის წერილობით ძეგლში, გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილ "დიდ სვინაქსარში". სხვა წერილობითი თხზულება წმინდა ნიკოლოზ დვალის შესახებ შემორჩენილი არ არის.

1975 წელს გამოქვეყნდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი არქეოლოგის, ვ. ჯობაძის გამოკვლევა ჟალიას (ღალიის) ქართული მონასტრის შესახებ, რომელიც კუნძულ კვიპროსზე მდებარეობს. მონასტრის გათხრებისას ვ. ჯობაძემ, მიაკვლია რამდენიმე ქართულ ასომთავრულ წარწერას. დაზიანების გამო მათი ბოლომდე ამოკითხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც XIV ს-ით თარიღდება, კარგად გაირჩევა სახელი "ნიკოლოზ". ვ. ჯობაძის აზრით, ეს წარწერა უნდა მოიხსენიებდეს წმინდა ნიკოლოზ დვალს, რომელიც ერთხანს, როგორც ცნობილია, კუნძულ კვიპროსს აფარებდა თავს და იქაური ქართული სამონასტრო კოლონიის სტუმარი იყო.

გთავაზობთ წმინდა ნიკოლოზ დვალის წამებას.

ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზი დაიბადა დვალეთში, სოფელში, რომელსაც წაი ეწოდებოდა.

ნიკოლოზის ღვთისმოსავმა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის შემყვარებელმა მშობლებმა იგი დაბადებამდე შესწირეს ღმერთს. 12 წლის ნიკოლოზი მონაზვნად აღიკვეცა და მცირე ხანს კლარჯეთის უდაბნოში მოღვაწეობდა. მაგრამ შემდეგ წმინდა ადგილების თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა და პალესტინას მიაშურა.

იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ ღვთის მადლიერ ნიკოლოზს ქრისტეს სახელით წამების დათმენის სურვილი გაუჩნდა, ერთი სპარსი კაცი აიყვანა თარჯიმნად და იერუსალიმის ყადთან (მუსლიმი მოსამართლე) მოტყუებით მიიყვანა. ყადის წინაშე წარმდგარმა ნიკოლოზმა ქრისტეს ღმრთაება აღიარა, და ბევრი საგმობი სიტყვა უთხრა მაჰმადის რჯულისა, რის გამოც მრავალნი ცემაი და ტანჯვაი დაითმინა.

იერუსალიმში მოღვაწე სულიერმა ძმებმა ნიკოლოზი გამოიხსნეს და კუნძულ კვიპროსზე გააგზავნეს, სადაც მან დიდი სულიერი ღვაწლი აჩვენა. აქვე დაახატვინა იოანე ნათლისმცემლის ხატი და მის წინაშე შესწირავდა ღმერთს თავის ლოცვებს. ლოცულობდა მხურვალედ.

მალე ნიკოლოზს მთაწმინდაზე წასვლის სურვილი გაუჩნდა, რათა იქ დასახლებულიყო, მაგრამ ერთხელ, ლოცვისას, როდესაც იგი ნათლისმცემლის ხატის წინ პირქვე იყო დამხობილი, მას ხატიდან ხმა მოესმა:

- ნიკოლოზ, მთაწმინდაზე რა საქმე გაქვს, ადექი და იერუსალიმში წადი. მანდ არის ქართველი ბერი, რომელიც გასწავლის ცხონების გზას და მოწამეობის ღვაწლში განგამტკიცებს, რამეთუ მას ღვთსაგან ებრძანა შენთვის, თუ რა უნდა გააკეთო.

ნიკოლოზი იერუსალიმში გაეშურა, მოძებნა ქართველი ბერი, მაგრამ მცირე ხანს დაბრკოლებული იყო მის მიმართ, მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ღმერთმა დააჯერა (ბერის სიწმინდეში.) გამოუცხადა მას თავისი მოღვაწეობის საქმე. ბერი შეევედრა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, რა მოემოქმედა ნიკოლოზს ღვთის წინაშე სათნოდ გამოსაჩენად.

ღამე, ძილის დროს, ბერს გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, რომლებმაც უბრძანეს ბერს, დამასკოში (სირია) გაეგზავნა ნიკოლოზი, სადაც ღირსი შეიქნებოდა სანატრელი ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილისა.

ბერმა ნიკოლოზი დამასკოში გააგზავნა. ქალაქში ჩასვლისთანავე ნიკოლოზი მაჰმადიანთა სალოცავისაკენ გაეშურა და იქ დამსწრე მუსლიმთა წინაშე აღიარა ქრისტე და დაგმო მაჰმადის რჯული. რის გამოც ნიკოლოზი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილიდან ნიკოლოზი დამასკოს მიტროპოლიტისა და ადგილობრივი ქრისტიანების დახმარებით გაათავისუფლეს.

მაგრამ იგი გათავისუფლებისთანავე გაემართა მაჰმადიანთა სალოცავში და უფრო უარესი სიტყვებით დაგმო მათი სჯული, იგი ხელმეორედ იგვემა - ნიკოლოზს ხუთასი შოლტი დაარტყეს და ისევ დააპატიმრეს. საპყრობილეში ნიკოლოზს გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც ქრისტეს რჯულისათვის გვემული სასწაულებრივად განკურნა წყლულებისაგან. საპყრობილეში ორი თვე დაჰყო.

ორი თვის შემდეგ ნიკოლოზი ციხიდან გათავისუფლდა ქრისტიანთა დახმარებით, რომელთაც ნიკოლოზის იერუსალიმში გაგზავნა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ ამ დროს დამასკოში იმყოფებოდა ამირა. ამირამ იცნო მაჰმადის რჯულის მაგინებელი ნიკოლოზი, შეიპყრო იგი, წარადგინა ამირათა ამირას წინაშე და იქ განაცხადა ნიკოლოზის საქმეების შესახებ, ყველაფერს მოუყვა რაც მას ეთქვა და ექმნა. ამირთამირა, სახელად თენგიზი, თავდაპირველად ნიკოლოზის ცდუნებას შეეცადა - ტკბილად დაუწყო ლაპარაკი და უდიდესი პატივის მინიჭება აღუთქვა მას ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ. ნიკოლოზმა აღთქმული პატივი არაფრად ჩააგდო, აღიარა ქრისტეს ღმრთაება მათ წინაშე და უპატიოდ მოიხსენია მუჰამედ წინასწარმეტყველი.

ნიკოლოზს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ამირა ფეხზე ადგა, რათა თავი მოეკვეთა მისთვის. ნიკოლოზი აღმოსავლეთისაკენ შეტრიალდა, სიხარულით ქედი მიუპყრა მახვილს და თქვა:

- დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა!

ნიკოლოზის მოკვეთილმა თავმაც შვიდგზის წარმოთქვა ხმამაღლა:

- დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!

რამაც ყველა იქ მყოფი მაჰმადიანი განაცვიფრა. იმ ადგილს კი, სადაც ნიკოლოზი ეწამა, სამი დღის განმავლობაში ადგა ნათლის სვეტი.

ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს.

ნიკოლოზის მოწამებრივი აღსასრულის გაგების შემდეგ ნიკოლოზის სულიერი მოძღვარი, იერუსალიმელი ქართველი ბერი მადლობას სწირავდა ღმერთს, მხურვალე ლოცვით შესთხოვდა უფალს, ეუწყებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი მოწამეთა შორის.

ერთხელ, როდესაც ბერი წიგნს კითხულობდა, ანაზდეულად საოცარი ჩვენება წარმოუდგა თვალწინ: ბერმა იხილა საოცარი ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი წმინდა მოწამეთა გუნდი. მოწამეთა შორის უდიდესმა და უბრწყინვალესმა, წმინდა გიორგიმ, ბერის დანახვისთანავე ორგზის წარმოთქვა ხმამაღლა:

- ნიკოლოზ! გამოდი და იხილე ეს შენი მოძღვარი ბერი, რამეთუ მრავალი ცრემლი დაღვარა მან შენ გამო!".

მოწამეთა გუნდიდან გამოვიდა გვირგვინით შემკობილი ნიკოლოზი, რომელმაც მოიკითხა ბერი და უთხრა:

- აი, მიხილე მეც და ჩემი ადგილიც (სადაც ვიმყოფები. ამიერიდან ნუღარ წუხარ ჩემ გამო!

მისი მეოხებით, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი!

ხატის წყარო

აქვე წაიკითხეთ

წმინდა ნიკოლოზ დვალი (+1314) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)

წმინდა ნიკოლოზ დვალის წამება


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.06.2023
ეს წმინდა ქალწულნი სპარსეთს, სოფელ კაშაზში შაბურ მეორის (დაახლოებით, 347 წელი) დევნის ჟამს ცხოვრობდნენ,
08.06.2023
ეს წმინდა ქალწული იმპერატორ დეციუსის (250 წელი) ჟამს ცხოვრობდა და სხეულებრივად მშვენიერი სულიერადაც განბრწყინდა.
08.06.2023
ეს წმინდანები ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და ჯარში მსახურობდნენ.
08.06.2023
წმინდა პავლე VIII საუკუნეში იშვა, განათლება კონსტანტინოპოლს მიიღო და იქვე შემონაზვნდა.
08.06.2023
ქრისტეს ეს რჩეული XVI საუკუნეში ცხოვრობდა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სოფელ ზაპანტში იშვა და ნათლობისას სახელად თეოდორე მიიღო.
08.06.2023
წმინდა თევდორე კველთელი XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანის გავლენისქვეშ იმყოფებოდა.
06.06.2023
ეს აფრიკელი მოწამენი ქრისტესთვის ეწამნენ უზალში (ახლანდელ ელ-ალიაში, ტუნისში).
06.06.2023
წმინდა მოწამე პეტრე, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლში პეტრას სავანის მონაზონი იყო.
02.06.2023
ღირსი მიქაელი წარმოშობით ქალაქ ედესიდან იყო. იგი IX საუკუნის მოღვაწეა. მიქაელი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car mit bijuteri hot air balloon cappadocia

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper