წმინდა ნიკოლოზ დვალი (+1314) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
წმინდა ნიკოლოზ დვალი (+1314) - 19 ოქტომბერი (1 ნოემბერი)
ნიკოლოზ დვალი დაიბადა დვალეთში, სოფელში, რომელსაც წაი ეწოდებოდა. ნიკოლოზის ღვთისმოსავმა მშობელებმა იგი დაბადებამდე შესწირეს ღმერთს. 12 წლის ნიკოლოზი მონაზვნად აღიკვეცა და ერთხანს კლარჯეთის უდაბნოში მოღვაწეობდა, მაგრამ შემდეგ წმინდა ადგილების თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა და პალესტინას მიაშურა.

იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ ნიკოლოზს ქრისტეს სახელით წამების დათმენის სურვილი გაუჩნდა, ერთი სპარსი კაცი აიყვანა თარჯიმნად და იერუსალიმის ყადთან (მუსლიმი მოსამართლე) მიიყვანა. ყადის წინაშე წამდგარმა ნიკოლოზმა უშიშრად დაგმო მაჰმადის რჯული, რის გამოც იგი სასტიკად ცემეს და ტანჯეს.

იერუსალიმში მოღვაწე სულიერმა ძმებმა ნიკოლოზი გამოიხსნეს და კუნძულ კვიპროსზე გააგზავნეს. კვიპროსზე ყოფნისას ნიკოლოზმა დიდი სულიერი ღვაწლი აჩვენა, დაახატვინა იოანე ნათლისმცემლის ხატი და მის წინაშე ლოცულობდა მხურვალედ. მალე ნიკოლოზს მთაწმინდაზე წასვლის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ ერთხელ, ლოცვისას, როდესაც იგი ნათლისმცემლის ხატის წინ პირქვე იყო დამხობილი, მას მოესმა ხატის ხმა, რომელმაც ნიკოლოზს უბრძანა, წასულიყო იერუსალიმში და იქ დამოწაფებოდა ერთ ქართველს ბერს, რათა მისგან ესწავლა სულიერი ცხოვრების გზა და განმტკიცებულიყო წამების ღვაწლში.

ნიკოლოზი იერუსალიმში გაეშურა, მოძებნა ქართველი ბერი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გამოუცხადა მას თავისი მოღვაწების საქმე. ბერი შეევედრა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, რა მოემოქმედა ნიკოლოზს ღვთის წინაშე სათნოდ გამოსაჩენად. ღამე, ძილის დროს, ბერს გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, რომლებმაც უბრძანეს ბერს, დამასკოში (სირია) გაეგზავნა ნიკოლოზი, რათა მას იქ ეტვირთა სანატრელი მოწამეობრივი სიკვდილი.

ბერმა ნიკოლოზი დამასკოში გააგზავნა. ქალაქში ჩასვლისთანავე ნიკოლოზი მაჰმადიანთა სალოცავისაკენ გაეშურა და იქ დამსწრე მუსლიმთა წინაშე დაგმო მაჰმადის რჯული. ნიკოლოზი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილიდან ნიკოლოზი დამასკოს მიტროპოლიტისა და ადგილობრივი ქრისტიანების დახმარებით გაათავისუფლეს, მაგრამ იგი გათავისუფლებისთანავე გაემართა მაჰმადიანთა სალოცავში და ხელმეორედ იგვემა - ნიკოლოზს ხუთასი შოლტი დაარტყეს და ისევ დააპატიმრეს. საპყრობილეში ნიკოლოზს გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც ქრისტეს რჯულისათვის გვემული სასწაულებრივად განკურნა წყლულებისაგან.

ორი თვის შემდეგ ნიკოლოზი ციხიდან გათავისუფლდა ქრისტიანთა დახმარებით, რომელთაც ნიკოლოზის იერუსალიმში გაგზავნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ ამ დროს დამასკოში იმყოფებოდა ამირა. ამირამ იცნო მაჰმადის რჯულის მაგინებელი ნიკოლოზი, შეიპყრო იგი, წარადგინა ამირათა ამირას წინაშე და იქ განაცხადა ნიკოლოზის საქმეების შესახებ. ამირთა ამირა, სახელად თენგიზი, თავდაპირველად ნიკოლოზის ცთუნებას შეეცადა - ტკბილად დაუწყო ლაპარაკი და უდიდესი პატივის მინიჭება აღუთქვა მას ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ. ნიკოლოზმა აღთქმული პატივი არაფრად ჩააგდო, აღიარა ქრისტეს რჯული და უპატიოდ მოიხსენია მუჰამედ წინასწარმეტყველი.

ნიკოლოზს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ამირა ფეხზე ადგა, რათა თავი მოეკვეთა ნიკოლოზისათვის. ნიკოლოზი აღმოსავლეთისაკენ შეტრიალდა და მადლობა აღუვლინა იესოს იმისათვის, რომ იგი მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულების ღირსი გახადა.

ნიკოლოზს თავი მოკვეთეს და მისი გვამი დაწვეს. ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს. ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ ერაერთი სასწაული აღსრულდა.

საქართველოს ეკლესია ნიკოლოზ დვალის ხსენებას აღნიშნავს 12 თებერვალს (ახ. სტ. 24 თებერვალს), იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს.

ნიკოლოზ დვალის ცხოვრებისა და მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს ნიკოლოზის სვინაქსარული (მოკლე) "ცხოვრება", რომელიც დაწერილია XIV საუკუნეში, უცნობი ავტორის მიერ. ნიკოლოზ დვალის "ცხოვრების" ტექსტი ჩაკინძულია XI საუკუნის წერილობით ძეგლში, გიორგი მთაწმიდლის მიერ შედგენილ "დიდ სვინაქსარში". სხვა წერილობითი თხზულება ნიკოლოზ დვალის შესახებ შემორჩენილი არ არის.

1975 წელს გამოქვეყნდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი არქეოლოგის, ვ. ჯობაძის გამოკვლევა ჟალიას ქართული მონასტრის შესახებ, რომელიც კუნძულ კვიპროსზე მდებარეობს. მონასტრის გათხრებისას ვ. ჯობაძე, სხვათა შორის, მიაკვლია რამდენიმე ქართულ ასომთავრულ წარწერას. დაზიანების გამო მათი ბოლომდე ამოკითხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც XIV ს-ით თარიღდება კარგად გაირჩევა სახელი "ნიკოლოზ". ვ. ჯობაძის აზრით, ეს წარწერა უნდა მოიხსენიებდეს ნიკოლოზ დვალს, რომელიც ერთხანს, როგორც ცნობილია, კუნძულ კვიპროსს აფარებდა თავს და იქაური ქართული სამონასტრო კოლონიის სტუმარი იყო.

სასწაულები:

ნიკოლოზის მოკვეთილმა თავმა შვიდგზის წარმოთქვა ხმამაღლა: "დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო", რამაც ყველა იქ მყოფი მაჰმადიანი განაცვიფრა. იმ ადგილს კი, სადაც ნიკოლოზი ეწამა, სამი დღის განმავლობაში ადგა ნათლის სვეტი.

ნიკოლოზის მოწამეობრივი აღსასრულის გაგების შემდეგ ნიკოლოზის სულიერი მოძღვარი, იერუსალიმელი ქართველი ბერი, მხურვალე ლოცვით შესთხოვდა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი მოწამეთა შორის. ერთხელ, როდესაც ბერი წიგნს კითხულობდა, ანაზდეულად საოცარი ჩვენება წარმოუდგა თვალწინ:^ ბერმა იხილა საოცარი ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილ მოწამეთა გუნდი. მოწამეთა შორის უბრწყინვალესმა, წმინდა გიორგიმ, ბერის დანახვისთანავ ორგზის წარმოთქვა ხმამაღლა: "ნიკოლოზ! გამოდი და იხილე შენი მოძღვარი, რომელმაც მრავალი ცრემლი დაღვარა შენ გამო!". მოწამეთა გუნდიდან გამოვიდა გვირგვინით შემკობილი ნიკოლოზი, რომელმაც მოიკითხა ბერი და უთხრა: "აი, მიხილე მეც და ჩემი ადგილიც. ამიერიდან ნუღარ წუხარ ჩემ გამო!".
........................
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი, 1946, გვ. 254-255; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, გვ. 348-351;

Д. Кипшидзе, Житие Прохора..., Известия Кавказского Историко-Археологического Института, II, 1917-1925, გვ. 63-65.

კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტეარტურის ისტორია, I, თბილისი, 1980, გვ. 541-542;

ე. მეტრეველი, მასალები პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბილისი, 1962, 32-33;

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, გვ. 119-125;

W. Djobadze, Observations on the Georgian monastery of Jalia (Galia) in Cyprus, Oriens Christianus, N 68 (1984).

მოამზადა თინა ცერაძემ

სტატიის წყარო: ნიკოლოზ დვალი (+1314 წ.)

ხატის წყარო: НИКОЛАЙ ДВАЛИ

........................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ნიკოლოზ დვალის წამება

წმინდა ნიკოლოზ დვალი - 12 (25) თებერვალი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat