წმინდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
წმინდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
სტეფანე პირველმოწამე ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წმინდანია. მის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით საქმე მოციქულთაში. წმ. სტეფანე იყო პირველი და უპირველესი შვიდ რჩეულ დიაკვანთაგან, რომელნიც თვით მოციქულებმა გამოარჩიეს და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმ. სტეფანე კი მთავარდიაკვნად აკურთხეს. მის სახელს უკავშირდება პირველი მოწამეობა ქრისტიანობის ისტორიაში.

იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო. მორწმუნეები თავიანთ ქონებას ყიდდნენ და საფასურს აბარებდნენ მოციქულებს, რომლებიც ამ საერთო მონაგებიდან თითოეულს აძლევდნენ იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა. მოციქულები შეძლებისამებრ იცავდნენ სამართლიანობას, მაგრამ ძმობის გაფართოებასთან ერთად ეს საქმეც თანდათანობით რთულდებოდა და მძიმდებოდა. დაიწყო დრტვინვა ელინ ებრაელებში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ ქვრივებს ნაკლებ შემწეობას აძლევდნენ. ელინ ებრაელებს უწოდებდნენ იუდეური რჯულისა და წარმომავლობის პირებს, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სხვა ქვეყნებში და ლაპარაკობდნენ ბერძნულად. როდესაც ელინი ებრაელების დრტვინვის შესახებ შეიტყვეს, მოციქულებმა მოიწვიეს მოწაფეები და მთელ კრებულს შესთავაზეს, აერჩიათ თავიანთ შორის შვიდი სანდო ადამიანი, რომელთაც დაავალებდნენ შემწეობის დარიგებას. ამით მოციქულები თავისუფლდებოდნენ და შეძლებდნენ, მთლიანად ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის მიეძღვნათ თავი. ყველამ მოიწონა ეს წინადადება და მორწმუნეებიდან აირჩიეს შვიდი კაცი: სტეფანე, ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი. ყველა მათგანი მართალი და მტკიცე რწმენის ადამიანი იყო. ისინი წარადგინეს მოციქულთა წინაშე, რომლებმაც ილოცეს და მათ ხელნი დაასხეს, უწოდეს დიაკვნები და დაავალეს შემწეობის დარიგება. წმინდა სტეფანე, "კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა" - მთავარდიაკვნად აკურთხეს. მათ ჰქონდათ უფლება, ექადაგათ ღვთის სიტყვა და მოენათლათ ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა.

მისი ძალისხმევით ბევრი იუდეველი მღვდელიც კი მოიქცა, რამაც სხვათა უდიდესი რისხვა გამოიწვია - სინაგოგებში, სადაც სალოცავად და წმინდა წერილის მოსასმენად იკრიბებოდნენ და რჯულსაც განმარტავდნენ, გაჩაღდა ცხარე დავა ახალი სწავლების თაობაზე. სინაგოგები არსებობდა ყველაზე უმნიშვნელო ქალაქებშიც კი, ხოლო იერუსალიმში მათი რაოდენობა ხუთასს აღწევდა; მათ შორის იყო კვირინელთა, ალექსანდრიელთა, კილიკიელთა, მცირე აზიის იუდეველთა, ლიბერტინელთა სინაგოგებიც (იხ. საქმე 6,9).

ერთ-ერთ ასეთ სინაგოგაში დაუწყეს დავა სტეფანეს, რომელიც ისეთი უდიდესი შემართებით იცავდა ქრისტეს სწავლებას, რომ მტრებმა ვერ შეძლეს "წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი" (საქმე 6,10). რაკი ვერ მოახერხეს მისი დამარცხება, ცილისწამებას მიმართეს; იპოვეს ცრუ მოწმეები, დაარიგეს - ეთქვათ, თითქოს მოისმინეს, სტეფანე როგორ გმობდა რჯულს. მათი სიტყვებით: "გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან დაარღვიოს ადგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე" (საქმე 6,14). ამან ძლიერ აღაშფოთა უხუცესნი, მწიგნობარნი და თავად ხალხიც, რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა თავის რჯულს. მათ შეიპყრეს სტეფანე და სინედრიონში მიიყვანეს.

ყველამ სტეფანეს მიაპყრო მზერა - იგი მშვიდად იყო, რაკი უფლის სულმა განამტკიცა და თავისი ნათლით გააცისკროვნა.

- ეს სიმართლეა? - ჰკითხა მას მღვდელთმოძღვარმა.

ნაცვლად იმისა, რომ თავი დაეცვა, სტეფანემ უამბო იუდეველთა გადარჩენის საღვთო განგებულების შესახებ. შეახსენა ღმერთის მიერ აბრამისთვის მიცემული აღთქმა, რჩეული ერის ეგვიპტიდან სასწაულებრივად გამოყვანა, სინას მთაზე მიცემული რჯული; ამხილა ისრაელელთა ურჩობა, რომლებიც ივიწყებდნენ ღმერთს და მის წინასწარმეტყველებს ქვებით ქოლავდნენ. სიტყვის დასასრულს გულისწყრომით აღვსილმა სტეფანემ შესძახა: "ქედ-ფიცხელნო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომლისა-იგი აწ თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით, რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ" (საქმე 7,51-53).

თავიდან მშვიდად უსმენდნენ, მაგრამ უკანასკნელ სიტყვებზე მსმენელებს ბრაზისაგან თვალთ დაუბნელდათ - ისინი კბილებალესილნი იწევდნენ სტეფანეზე, ის კი, სულიწმიდით გაძლიერებული, მშვიდად იდგა. შემდეგ ახედა ცას, მის მზერას საოცარი ხილვა წარმოუდგა და სიხარულით შესძახა: "აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა" (საქმე 7,56).

აქ დამსწრეთ უკვე ვეღარ შეიკავეს აღშფოთება, ყურები დაიცვეს, ყვირილით ეცნენ სტეფანეს და ქალაქგარეთ გაათრიეს, რათა ქვებით ჩაექოლათ, როგორც ღვთისმგმობი.

სტეფანეს მოწინააღმდეგეთა შორის ერია ერთი ყმაწვილი, სახელად სავლე, ტარსოსის მკვიდრი და რომის მოქალაქე. იგი გამალიელმა აღზარდა ფარისეველთა მკაცრი კანონების მიხედვით. სავლეს მგზნებარე სულს უკიდურესად სძულდა ქრისტეს სწავლება და მორწმუნეთა დევნა ღვთისსათნო საქმედ მიაჩნდა. სტეფანეს სიტყვები მან საშინელ მკრეხელობად ჩათვალა და დაუფარავად მიემხრო მის მოკვლას. რჯულის თანახმად, პირველად მოწმეებს უნდა ესროლათ ქვები მსჯავრდადებულისთვის; მათ ზედა სამოსი გაიხადეს და სავლეს ფერხთით დააწყვეს. სანამ ისინი თავიანთ სასტიკ საქმეს ასრულებდნენ, სავლე ამ ტანსაცმელს დარაჯობდა. სტეფანეს ქვები დაუშინეს, ის კი ლოცულობდა და ღაღადებდა: "უფალო, შეივედრე სული ჩემი!"; შემდეგ მუხლი მოიდრიკა და დასძინა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას!" ამ სიტყვების შემდგომ პირველმოწამე აღესრულა. მორწმუნეებმა იგი დაკრძალეს და დიდად იგლოვეს.

იუდეველთაგან ქვით ჩაქოლვის მერე წმინდა სტეფანეს პატიოსანი სხეული ერთი დღე-ღამე გარეთ ეგდო. მისთვის არც ცხოველებს დაუკარებიათ პირი, არც სიცხისგან გახრწნილა. მეორე ღამეს ცნობილმა იერუსალიმელმა რჯულის-მოძღვარმა გამალიელმა, რომელიც უკვე იხრებოდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ და წმინდა მოციქულთა მეგობარი გამხდარიყო, წმინდა სტეფანეს ცხედარი მალულად თავის სოფელში გადაასვენა, რომელიც იერუსალიმიდან თორმეტი სარბიელის მანძილზე მდებარეობდა. მან წმინდანის სხეული თავისთვის გამზადებულ კუბოში ჩაასვენა და საგვარეულო აკლდამაში დაასვენა. მალე მის გვერდით "იუდეველთა მთავარი" ნიკოდიმოსიც დაასვენა. გამალიელმა წმინდა პეტრე და იოანე მოციქულების ხელთაგან ნათელიღო თავის ვაჟთან ერთად და გარდაცვალების მერე იმავე აკლდამაში დაასვენეს.

გავიდა რამდენიმე საუკუნე. ეს წმინდა ადგილი ყველამ მიივიწყა.

დადგა კონსტანტინე დიდის ხანა. ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ქრისტიანებს უკვე აღარ დევნიდნენ. სწორედ ამ დროს ინება ღმერთმა ამ აკლდამის გამოჩინება.

ხსენებული სოფლის დეკანოზს, ლუკიანეს, ძილსა შინა წარმოუდგა მაღალი, გრძელწვერა, ჭაღარით დამშვენებული სასიამოვნო შესახედაობის მამა, თეთრ სამოსზე ოქროსფერი ჯვრები ჰქონდა გამოსახული. მან სამჯერ დაუძახა ლუკიანეს და უთხრა: "წადი და გადაეცი იერუსალიმის მთავარეპისკოპოს იოანეს: "როდემდე ვიქნებით ჩაკეტილნი? რატომ არ გახსნი ჩვენს საფლავს? შენი მეუფების დროს უნდა გამომჟღავნდეს იგი". იჩქარე ამის გაკეთება, თორემ მე ჩემთვის კი არ ვზრუნავ, უფრო ჩემ გვერდით მწოლი წმინდა ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი პატივის ღირსნი არიან. გახსენი ჩემგან მითითებული აკლდამა, რომ ღმერთმაც თავისი მოწყალების კარი განუღოს მრავალი უბედურებით აღსავსე სოფელს".

შეძრწუნებულმა დეკანოზმა ჰკითხა: "ვინ ხარ, ბატონო, და შენ გვერდით მყოფებში ვის გულისხმობ?"

"მე გამალიელი ვარ, - უთხრა უცნობმა, - აღმზრდელი და მოძღვარი პავლე მოციქულისა. ჩემ გვერდით განისვენებს სტეფანე არქიდიაკონი, იუდეველთაგან ქრისტეს რწმენისთვის ჩაქოლილი. მისი სხეული ცხოველ-ფრინველთა შესაჭმელად დააგდეს. მე შუაღამისას მოვიპარე წმინდანის სხეული და ჩემთვის გამზადებული კუბოთი ჩემს მღვიმეში დავკრძალე, რადგან მსურს, საყოველთაო აღდგომისას მისი ხვედრი გავიზიარო. იმავე მღვიმეში, მეორე კუბოში ასვენია ბატონი ნიკოდიმოსი, რომელიც რწმენაში თვით უფალმა იესო ქრისტემ დამოძღვრა. იგი მოციქულთაგან მოინათლა. ეს რომ იუდეველებმა გაიგეს, მისი მოკვლა მოისურვეს, მაგრამ ჩემი ხათრით ვერ გაბედეს, რადგან ნიკოდიმოსი ნათესავად მერგებოდა. იუდეველებმა ერისმთავრობა, სახლი და ქონება ჩამოართვეს, დაწყევლეს და ქალაქიდან გააძევეს. ჩემთან წავიყვანე და სიკვდილამდე მასზე ვზრუნავდი. როცა მოკვდა, წმინდა სტეფანეს სიახლოვეს დავკრძალე. მესამე კუბოში ასვენია ჩემი ოცი წლის ვაჟი აბიბოსი, რომელიც მოციქულთა ხელით მოინათლა. მეოთხე კუბოში კი, ანდერძისამებრ, მე ჩამასვენეს".

სად გეძებოთო, - ჰკითხა ლუკიანემ. გამალიელმა ბრძანა, - დელაგავრის ყანის სამხრეთითო.

გაიღვიძა დეკანოზმა, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: - უფალო, ეს ხილვა თუ შენგანაა, მაშინ ბრძანე, სამჯერ განმეორდესო.

მეორე პარასკევს კვლავ გამოეცხადა გამალიელი და უსაყვედურა: - რატომ არ წახვედი მთავარეპისკოპოსთან ჩემი სათქმელის გადასაცემადო. ლუკიანემ თავი იმართლა: - შემეშინდა, ეშმაკის საცთური ხომ არ იყო და ღმერთს ვთხოვე, კიდევ ორჯერ გამომცხადებოდიო.

"ლუკიანე, შენ იმაზე ფიქრობ, როგორ მოიპოვო ნაწილები და როგორ იცნო ისინი, ჰოდა, მიცქირე და გულისხმაყავ, რასაც გაჩვენებ", - გამალიელმა მოიტანა ოთხი კალათა - სამი ოქროსი და ერთი ვერცხლისა. ერთი ოქროს კალათა სავსე იყო წითელი ყვავილებით, მეორესა და მესამეში თეთრები ეწყო, ვერცხლისაში კი ყვითელი სურნელოვანი ყვავილები. პირველი კალათა გამალიელმა დეკანოზის მარჯვნივ, აღმოსავლეთ მხარეს დადგა, მეორე - ჩრდილოეთ მხარეს, მესამე და მეოთხე - პირველის მოპირდაპირედ, დასავლეთით. "რას ნიშნავს ეს, ბატონო?" - ჰკითხა ლუკიანემ. ეს ჩვენი კუბოებია, სადაც განვისვენებთ. აღმოსავლეთით დადგმული წითელყვავილებიანი ოქროს კალათა წმინდა სტეფანეს კუბოა, ქრისტესთვის მოწამებრივი სისხლით მეწამულქმნილი. მეორე, თეთრყვავილებიანი ოქროს კალათა ბატონი ნიკოდიმოსის კუბოა, დასავლეთით მდგარი ოქროს კალათა - ჩემი და ვერცხლის კალათა, ყვითელი სურნელოვანი ყვავილებით სავსე, ჩემი ძისა, რომელიც წმინდა გახლდათ ხორციელი ცოდვისგან და ქალწული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე როგორც სულით, ისე ხორცით".

ლუკიანემ მარხვა და ლოცვა გააგრძელა და მესამე პარასკევსაც ღირსი შეიქნა მისი ხილვისა. გამალიელმა განრისხებულმა უთხრა: "რატომ აყოვნებ და მღვდელმთავართან არ მიდიხარ? ნუთუ ვერ ხედავ, ცისქვეშეთში რამხელა გვალვაა და უბედურება?! შენ ხომ ეს არ გიხარია? განა უდაბნოში არ არიან შენზე უკეთესი კაცნი, მაგრამ მათ გვერდი ავუარე - შენგან გვინდა თავის გამოცხადება. ასე რომ, ადექი, მიდი მთავარეპისკოპოსთან და უთხარი: გახსნას ის მღვიმე, სადაც ჩვენ განვისვენებთ, აქვე აგვიგოს ტაძარი, რომ უფალი მოწყალე ექმნეს თავის ხალხს ჩვენი ლოცვით!"

დეკანოზი მაშინვე გაეშურა იერუსალიმში მთავარეპისკოპოს იოანესთან და აუწყა სამჯერ ნანახი ხილვის შესახებ. მღვდელმთავარი სიხარულით ატირდა და ბრძანა: "კურთხეულ არს უფალი, ღმერთი კაცთმოყვარე, რომელმაც თავისი წყალობის გამოცხადება ინება თავისი წმინდანების მიერ! როცა ღირსი შევიქნებით მათ წმინდა ნაწილთა მოპოვებისა, მაშინ წმინდა პირველმოწამის ნაწილები უნდა გადმოვასვენო აქ, ამ ქალაქში, სადაც ის იუდეველთა წინააღმდეგ იღვწოდა, სადაც იხილა განღებული ცანი და ქრისტე ღმერთი დიდებითა თვისითა. შენ კი, ჩემო შვილო, - მიუბრუნდა დეკანოზს, - წადი და ხსენებულ ყანასთან მოძებნე მათი საფლავები. როცა კუბოებამდე მიაღწევ, შეჩერდი და დამიძახე".

დეკანოზი დაბრუნდა სოფელში, მოუხმო ღვთისმოშიშ კაცებს და წავიდნენ დელაგავრის ყანასთან. შუა ყანაში ბორცვი იყო. იფიქრა, წმინდანები ალბათ აქ განისვენებენო და სანამ მის გათხრას შეუდგებოდა, ის ღამე ლოცვაში გაატარა. იმავე ღამეს გამალიელი გამოეცხადა მახლობლად მცხოვრებ მონაზონ ნუგენტს და უთხრა: "წადი და უთხარი ლუკიანე დეკანოზს: ტყუილად ირჯები, მანდ ნუ გათხრი, ჩვენ მანდ არ ვწევართ. სამხრეთით, ტევრთან გვეძებოს. ბორცვის ადგილას დაგვასვენეს, როცა დასაკრძალად მივყავდით. აქ, ამ ადგილას, ძველი ტრადიციით დაგვიტირეს. ამის დასტურია ეს ბორცვიც - ჩვენი დატირების ადგილას მოგროვილი მიწა".

წამოდგა ბერი და ხსენებულ ბორცვთან მივიდა, სადაც ლუკიანეს და ღვთისმოშიშ კაცებს გათხრები დაეწყოთ, და ნანახი უამბო. გახარებული მღვდელი ტევრისკენ გაეშურა, სადაც მალევე წააწყდნენ ქვას ებრაული წარწერით: "ხელიილ" ანუ "ღვთის მონები". გამოთხარეს ქვა, გადასწიეს და მღვიმეც იპოვეს. აანთეს სანთელი და რა ნახეს: კედლებზე გამოკვეთილ თაროებზე კუბოები ეწყო, მათში კი წმინდა ნაწილები ესვენა. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ასე რომ, მარჯვნივ, აღმოსავლეთით წმინდა სტეფანეს კუბო იდგა, შესასვლელის საპირისპიროდ, ჩრდილოეთით - ნიკოდიმოსისა, დასავლეთით კი, როგორც ეუწყა დეკანოზს, გამალიელისა და მისი ძისა. მაშინვე შეატყობინეს იერუსალიმის მთავარეპისკოპოსს. ეს მოხდა 415 წელს.

მთავარეპისკოპოსმა ხელი მოჰკიდა ორ ეპისკოპოსს - ელეფთერ სებასტიელს და ელეფთერ იერიქონელს და წმინდა ნაწილების ადგილს მიაშურა. გააფართოვეს მღვიმის შესასვლელი, შევიდნენ შიგნით. როცა პირველმოწამის კუბო გახსნეს, მაშინვე შეირყა მიწა და ღირსეულ ადამიანებს ზეცითგან ანგელოზების გალობა შემოესმათ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა!" წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიდან ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, რომ ხალხს ასეთი რამ არასოდეს შეუყნოსავს. ეს გამოუთქმელი კეთილსურნელება ჰაერში ათი სტადიონის მანძილზე გავრცელდა. ეგონათ, სამოთხეში ვართო. იერუსალიმიდან და ახლომახლო ადგილებიდან უამრავი ადამიანი მოაწყდა აქაურობას. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სნეულებით გატანჯულნი: ბრმები, კოჭლები, შინაგანი სენით თუ ეშმაკით შეპყრობილნი... ყველა მათგანმა კურნება პოვა. 73 კაცი იყო ასეთი.

გამოიტანეს ოთხი ღვთის კაცის ნაწილი ფსალმუნთა და სხვა საღმრთო ჰიმნთა გალობით და ბორცვზე დაასვენეს. მალევე ამ ბორცვზე არქიეპისკოპოსმა იოანემ ეკლესია ააგებინა და მასში დააბრძანა ნიკოდიმოსის, გამალიელისა და აბიბოსის ნაწილნი. წმინდა არქიდიაკონ სტეფანეს ნაწილნი კი საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში და სიონის მთაზე მდებარე ეკლესიაში დაასვენა.

სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლიდან იერუსალიმში სიწმინდეების თაყვანსაცემად ჩამოვიდა სენატორი ალექსანდრე და მისი მეუღლე იულიანა. მან ნახა წმინდა სტეფანეს კუბოსთან აღსრულებული სასწაულები და ქალაქში ქვის ეკლესია ააგებინა მის სახელზე. მერე კი გულმხურვალედ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს ნაწილნი ამ ტაძარში დაესვენებინათ. მთავარეპისკოპოსმა შეუსრულა თხოვნა. მალე იერუსალიმში ალექსანდრე ავად გახდა და სიკვდილის პირას მისულმა ცოლი დააფიცა, მისთვის ისე თივე კუბო დაემზადებინა, როგორშიც წმინდა სტეფანე ესვენა. ცოლმა თხოვნა შეუსრულა და დიდებულად დაკრძალა ეკლესიაში. თვითონ ტაძრის ახლოს დასახლდა, რადგან სწამდა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო ღვთის წინაშე.

ალექსანდრეს ქვრივი ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარიც იყო, მრავალი შეაწყენდა და მეორედ გათხოვებას სთავაზობდა, მაგრამ მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქმრის ერთგულება. როცა ერთმა გავლენიანმა კაცმა ცოლად გაყოლა სთხოვა, ქალმა გადაწყვიტა, ქმრის ცხედარი კონსტანტინოპოლში, სამშობლოში გადაესვენებინა. მთავარეპისკოპოსი უარზე დადგა. მაშინ იულიანამ მამას მისწერა წერილი კონსტანტინოპოლში და სთხოვა, მეფესთან ეშუამდგომლა. მალე იერუსალიმში სანატრელი ნებართვაც ჩამოვიდა. მღვდელმთავარი წინ ვეღარ აღუდგა მეფის სურვილს და იულიანას საფლავის გათხრის ნება მისცა. გათხარეს. გამოჩნდა ორი ერთნაირი კუბო (კიდობანი). იულიანამ, შეცდომით, წმინდა სტეფანეს ნაწილებიანი კუბო აიღო, დაასვენა ჯორებშებმულ ოთხთვალაზე და გზას გაუდგა. საღამო ხანი იყო, როცა მან იერუსალიმი დატოვა. ამ დროს კიდობნის თავზე ანგელოზების გალობა მოესმათ, რომლებიც ღმერთს განადიდებდნენ, კიდობნიდან კი საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა. შორიდან მოესმათ ეშმაკთა ყვირილიც: "ვაი ჩვენდა, რადგან სტეფანე მოდის და გვცემსო". იულიანას მსახურებს შეეშინდათ: რას ნიშნავს, ქალბატონო, ეს ხმები, სტეფანეს რომ ახსენებენ? წმინდა პირველმოწამის კიდობანი ხომ არ მიგვაქვსო. სიხარულით აცრემლებულმა ქალბატონმა უთხრა: "იყუჩეთ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ღმერთს უნდა და მის მონასო". მიაღწიეს ზღვისპირა ქალაქ ასკალონამდე და იქიდან გემით კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ.

ატყდა საშინელი ქარიშხალი, ხომალდს ჩაძირვა ელოდა. მაგრამ მეზღვაურებს ხილულად წარმოუდგა პირველ-მოწამე სტეფანე და უთხრა: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ!" და კვლავ უხილავი შეიქნა. ზღვა უმალ დაწყნარდა. ღამით კიდობანს ღვთაებრივი ნათელი დაადგა, იქიდან კი კეთილსურნელება იფრქვეოდა, ჰაერში ანგელოზთა გალობა ისმოდა.

ქალაქ ქალკედონის ნავმისადგომში ჩაუშვეს ღუზა. გადაწყვიტეს, ხუთი დღე დარჩენილიყვნენ. ქალაქელებმა შეიტყვეს წმინდა სტეფანეს ნაწილთა შემობრძანება და უამრავი სნეული მოიყვანეს გემთან. ეშმაკეულებს ეშმაკები ყვირილით ტოვებდნენ: ურიათაგან ჩაქოლილი სტეფანე მოვიდა და საშინლად გვტანჯავს, არსად გვინდობს, არც ცაში და არც მიწაზეო.

ქალკედონიდან გემმა მშვიდობიანად მისცურა კონსტანტინოპოლამდე. იულიანა წავიდა მამასთან და შეატყობინა სასიხარულო ამბავი. მერე ერთად მივიდნენ მეფესთან და პატრიარქთან და ახარეს წმინდა სტეფანეს ნაწილთა შემობრძანება. პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად მივიდა ნავსადგურში. გადაასვენეს კიდობანი, დადეს სამეფო ეტლზე და ფსალმუნთგალობით მეფის სასახლისკენ წააბრძანეს. როცა საზეიმო მსვლელობამ კონსტანტინოპოლის აბანოს მიაღწია, ჯორები შედგნენ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ეტლი ვერ დაძრეს. ერთი ჯორი ბალაამის ვირივით აამეტყველა უფალმა: "ტყუილად რად გვირტყამთ? სწორედ ამ ადგილას სურს წმინდა პირველმოწამე სტეფანეს დასვენებაო". მეფის ბრძანებით იმ ადგილას ქვის ეკლესია ააგეს წმინდა სტეფანეს სახელზე და მისი წმინდა ნაწილებიც იქ დაასვენეს.
................................

სტეფანე მთავარდიაკონის

ტროპარი:

ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

კონდაკი:

გუშინ მეუფე ხორცითა იშვა ჩვენთვის და დღეს მონაი ქრისტესი ხორცთაგან განვიდა, გუშინ მეუფე ხორცითა გამოგვიჩნდა და დღეს მონაი ქვითა დაიქოლა; ამისთვის აღესრულა პირველმოწამე, ღირსი სტეფანე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat