წმინდა სუსანა პალესტინაში ცხოვრობდა დიოკლეტიანეს მმართველობისას, დაახლოებით 305 წელს.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქრისტიანობა მიიღო და სრულყოფილებისკენ მიმავალ ვიწრო გზას შეუდგა. მან ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი მამაკაცის სამოსი ჩაიცვა, იოანე დაირქვა და იერუსალიმში მამათა მონასტერში დასახლდა. ოცწლიანი უსიტყვო მონაზვნური მორჩილებისა და მკაცრი ასკეტური ცხოვრების შემდეგ მას ცილი დასწამეს, თითქოს ხორციელად შესცოდა მეზობელ დედათა მონასტრის მონაზონთან. წმინდა სუსანამ თავი არ იმართლა მაშინაც კი, როცა სასტიკად დასაჯეს. მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა თავისი დედაკაცობა, როცა ელევთერეპოლის ეპისკოპოსმა "ჩადენილი ცოდვის" გამო ეკლესიიდან განკვეთა დაუპირა. ეპისკოპოსმა ის დიაკონისად აკურთხა და თან წაიყვანა.
მალე წმინდა სუსანა, რომელსაც ხალხში სახელი გაუვარდა, ალექსანდრიის მმართველმა საპყრობილეში ჩააგდო, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯა.
წმინდა სუსანას ბიზანტიური სვინაქსარი იხსენიებს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი