წმინდა სტეფანე აღმსარებელი, სუროჟის მთავარეპისკოპოსი (+750) - 15 (28) დეკემბერი
წმინდა სტეფანე აღმსარებელი, სუროჟის მთავარეპისკოპოსი (+750) - 15 (28) დეკემბერი
ღირსი მამაჲ ჩვენი სტეფანე დაიბადა დიდებულ კაპადო¬კიაში, ქრისტიანულ ოჯახში, სადაც ის კეთილგონივრულად აღიზარდა. ყრმობიდანვე მაღალი ზნეობით გამოირჩეოდა და ბავშვურ თამაშებში არ ერეოდა. შვიდი წლისა მშობლებმა წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარეს; ყმაწვილი ძალზე გონიერი მოწაფე გამოდგა და მალე გაიწაფა საღმრთო წერილის კითხვაში. როცა თხუთმეტი წელი შეუსრულდა, დატოვა სამშობლო და კონსტანტინოპოლში ჩავიდა, რათა იქ დაესრულებინა სწავლა-განათლება. ამ დროს ბიზანტიაში მეფობდა თეოდოსი III (715-716), ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახლდათ წმინდა გერმანე (ხსენება 12 მაისს). იქ წმინდა სტეფანემ გულმოდგინედ განაგრძო მეცადინეობა, ფილოსოფიური მეცნიერებები შეისწავლა და მრავალთ, თვით თავის მასწავლებლებსაც კი, აღემატა სიბრძნით, რომლითაც ყველას განაცვიფრებდა.

სტეფანეს შესახებ შეიტყო წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, თავისთან იხმო, აკურთხა და ჰკითხა სადაურობა. სტეფანე ყველაფერს მოუყვა საკუთარ თავზე. პატრიარქმა შეიყვარა მისი კეთილზნეობა, სიბრძნე, თავმდაბლობა და სტეფანე საცხოვრებლად თავისთან დაიტოვა. რამდენიმე წელი დაყო სტეფანემ პატრიარქთან, ემსახურე¬ბოდა წმინდა ეკლესიას და თავშეკავებით და წმინდა სინდისით ცხოვრობდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან გაიპარა, რომელიღაც მონასტერში მივიდა, აღიკვეცა მონაზვნად და მოსაგრეობდა. შემდეგ კი მყუდრო ცხოვრება მოისურვა, დატოვა მონასტერი, მოძებნა ერთი უცნობი ადგილი და იქ საკმაოდ დიდხანს იცხოვრა, ემსახურებოდა ღმერთს ლოცვითა და მარხვით. ამ დროს გარდაიცვალა ქალაქ სუროჟის ეპისკოპოსი (სუროჟი, ანუ სუგდეია, სუდაკი ძველი ბერძნული ქალაქი იყო ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე). სუროჟელები მივიდნენ წმინდა პატრიარქ გერმანესთან და თავიანთ ქალაქისთვის ეპისკოპოსის დადგენა სთხოვეს. დიდი დავა-კამათი ატყდა იმაზე, თუ ვინ აერჩიათ. ვერ შეთანხმდნენ და მეფესა და პატრიარქს სთხოვეს, ეპისკოპოსად ისეთი ადამიანი დაედგინათ, რომელიც კარგად გაუძღვებოდა ეკლესიას. "რამეთუ ჩვენს ქალაქში ერესი გამრავლდაო", - ამბობდნენ ისინი. ერთხელ, როცა წმინდა გერმანე ღამით ლოცულობდა, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

- ხვალ ხალხი გააგზავნე იმ უდაბნოში, სადაც ღვთის რჩეული სტეფანე ცხოვრობს: ის დაადგინე სუროჟის ეპისკოპოსად, რამეთუ მას შეუძლია კარგად მწყემსოს ქრისტეს ფარა და ერეტიკოსები ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მოაქციოს. მე მასთან გამაგზავნა ღმერთმა და უბრძანა, რომ შენ არაფერში გეურჩოს.

- ჰოი, უფალო, - უთხრა მას პატრიარქმა, - როგორ შევიტყობ იმ ადგილს, სადაც ღვთის რჩეული სტეფანე ცხოვრობს?

მაშინ ანგელოზმა პატრიარქის ერთ-ერთი მსახური წაიყვანა და წმინდანის ადგილსამყოფელი აჩვენა, ხოლო როცა მსახური დაბრუნდა, პატრიარქს ყველაფერს მოუყვა.

სწორედ ამ დროს დაფარულ ადგილას მლოცველ წმინდა სტეფანეს, იგივე თეთროსანი ანგელოზი გამოეცხადა. წმინდა სტეფანე შეშინდა, აკანკალებული მის წინ მიწაზე დაემხო.

ანგელოზმა წმინდანს ხელი მოჰკიდა, დაამშვიდა და უთხრა:

- მე უფლის ანგელოზი ვარ და შენთან ქრისტე მაცხოვარმა გამომგზავნა, რათა გახარო და გიბრძანო, რომ წახვიდე ქალაქ სუროჟში და ხალხს ქრისტეს რწმენა ასწავლო. ხვალ პატრიარქი მიგიხმობს, გაკურთხებს და იქ მთავარეპისკოპოსად გაგგზავნის. შენ კი ნუ ეურჩები, რათა ღმერთი არ განარისხო.

შემდეგ ანგელოზმა დატოვა და ზეცაში ამაღლდა.

მეორე დღეს პატრიარქმა მსახურთან ერთად ორი ხუცესი გაგზავნა წმინდა სტეფანესთან და მათაც ის დიდი პატივით წმინდა გერმანეს მიუყვანეს.

პატრიარქი დიდი სიხარულით შეხვდა წმინდა სტეფანეს, აკურთხა, სუროჟის მთავარეპისკოპოსად დაადგინა, ხომალდზე დასვა და ჩაბარებულ ეპარქიაში გაგზავნა.

წმინდა სტეფანე ჩავიდა სუროჟში და ავიდა მთავარეპისკოპოსის საყდარზე; იგი ხალხს უქადაგებდა წმინდა წერილს და ხუთი წლის განმავლობაში ქალაქ სუროჟის და მის გარშემო მცხოვრებნი ყველანი მონათლა.

ამ დროს კონსტანტინოპოლში ლეონ ისავრიელი გამეფ¬და და ეკლესიის წინააღმდეგ ხატმებრძოლობის ერესი აღ¬ძრა, რომელიც მას ორმა ებრაელმა ასწავლა. თავიდან მან ხატების მაღლა ჩამოკიდება ბრძანა და თქვა:

- დაე, ის ეამბოროს, ვინც წმინდააო.

შემდეგ ბრძანა, ხატები ჰაერში ჩამოეკიდათ, ეს კი იმით ახსნა, რომ არ შეიძლება ხატების კედელზე მიმაგრებაო. და მრავალი სხვა რამ მოიმოქმედა ამ სულგაყინულმა წმინდა ხატების წინააღმდეგ. წმინდა გერმანე არიგებდა მას, ხელი აეღო ამ ბოროტ განზრახვაზე. ამასთან, პატრიარქმა გერმანემ ხელი არ მოაწერა იმპერატორის ხატსაწინააღმდეგო ბრძანებას, ამბობდა, რომ ეკლესიის მსოფლიო კრების გარეშე არავის შეუძლია რწმენის საკითხებში სიახლეების შემოტანაო. რაზეც ხატმებრძოლი განრისხდა და ცხადად გამოაჩინა თავისი გესლი, რასაც აქამდე გულში მალავდა და გამალებით დაიწყო ტაძრებიდან ხატების გამოყრა-შეურაცხყოფა.

შემდეგ ლეონმა ბრძანა, ყველგან ასე მოქცეოდნენ წმინდა ხატებს. ამბობდა:

- თუ ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, მას სხვადასხვა სატანჯველს მივცემ და შემდეგ მოვკლავო.

ამ დროს კონსტანტინოპოლში ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი აწამეს. უწმინდურმა მეფემ პატრიარქი გერმანე გადაასახლა და მის ნაცვლად თავისი თანამოაზრე ერეტიკოსი ანასტასი ასური დაადგინა.

შემდეგ მეფემ და პატრიარქმა თავიანთი ელჩები სურო¬ჟში გაგზავნეს წმინდა მთავარეპისკოპოს სტეფანესთან და უბრძანეს, რომ ხატებისა და ჯვრებისთვის თაყვანი აღარ ეცა. წმინდა სტეფანემ ელჩებს უპასუხა:

- ნუ იყოფინ ესე; არ დავუშვებ, რომ ჩემმა ხალხმა ქრისტეს სჯულს უღალატოს. არ დავემორჩილები არც მეფეს და არც სულგაყინულ პატრიარქს.

შუაღამისას ის ელჩებთან მივიდა ხომალდზე და მათთან კონსტანტინოპოლში ჩავიდა. წმინდა სტეფანე სამღვდელმთავრო შესამოსლით წარდგა მეფის წინაშე. მეფემ ჰკითხა:

- ვინ ხარ?

წმინდანმა უპასუხა:

- სუროჟის ეპისკოპოსი სტეფანე.

- ხედავ ამ კრებულს, ჩემ გვერდით რომ ზის დიდი პატივით? მათ დაწვეს და დაჭრეს ხატები: შენც დამიჯერე და ამგვარ პატივში იქნებიო, - უთხრა მეფემ.

წმინდა სტეფანემ უპასუხა:

- დაე, ნუ იყოფინ ესე. გინდა ცეცხლი წამიკიდო, გინდა ამკუწო, ანდა სხვა რაიმე ჭირს შემამთხვიო, მზად ვარ ყველაფერი დავითმინო ხატებისა და ქრისტეს ჯვრისთვის.

შემდეგ წმინდანმა მეფეს უთხრა:

- ძველ წიგნებში ვნახეთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება, რომ კონსტანტინოპოლში გამოჩნდება უწმინდური მეფე, ხატმებრძოლი, რომელიც წმინდა ხატებს დაწვავს. დაე, ნუ დაუშვებს ღმერთი, რომ ეს შენი მეფობის დროს მოხდეს.

- იმ მეფის სახელი თუ შეიტყვე? - ჰკითხა მეფემ.

- მისი სახელია კონოპი, - უპასუხა წმინდა სტეფანემ.

- მართალი ყოფილა სტეფანე, ჩემი სახელი გიპოვიათ, რამეთუ ჩემი მშობლები კონოპს მეძახდნენ.

- ჰოი, მეფეო! - შესძახა წმინდა სტეფანემ, - დაე, ნუ მოხდება ეს შენი მმართველობისას, თუ შენ ამას გააკეთებ, ანტიქრისტეს წინამორბედი იქნები!

ეს რომ მოესმა, განრისხებულმა მეფემ რკინის ხელთათმანით შეუმუსრა სახე, ბაგეები და კბილები, თან უყვიროდა:

- როგორ გაბედე, რომ ანტიქრისტეს წინამორბედი დამიძახე?

მეფის ბრძანებით, წმინდა სტეფანე თმა-წვერით მიწაზე ათრიეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ ჩამწყვდეულნი. წმინდა სტეფანე ამისთვის მადლობდა ღმერთს. მეფემ კვლავ ბრძანა წმინდა სტეფანე მასთან მიეყვანათ: - სუროჟის ეპისკოპოსმა ამის თქმა როგორ გამიბედა, აქ ცემით მომითრიეთო.

წმინდანი წარდგა მეფის წინაშე შვიდ ეპისკოპოსთან ერთად. მეფეს ხელთ ღვთისმშობლის და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატები ეჭირა. მან წმინდანს ჰკითხა:

- რატომ დამიძახე ანტიქრისტეს წინამორბედი?

წმინდანმა უპასუხა:

- იმიტომ, რომ მის საქმეს აკეთებ. მე უკვე გითხარი ეს და კვლავ გაგიმეორებ.

მაშინ მეფემ ხატს შეაფურთხა და სტეფანეს უთხრა:

- ხატს შენც ასე მოექეცი.

წმინდანს ცრემლი მოერია და უთხრა:

- ღვთის მტერო და მეფობის უღირსო! როგორ არ დაგიბრმავდა ბოროტი თვალნი და არ გაგიხმა ურჯულო ხელები? დაე, ღმერთმა მალე წაგართვას მეფობა და შეწყვიტოს შენი ცხოვრება.

ეს რომ გაიგონა, განრისხებულმა მეფემ წმინდა სტეფანეს ცემა ბრძანა. შემდეგ კი ცხენის კუდზე მოაბეს და დილეგისკენ წაათრიეს. დილეგში ჩამწყვდეული ტუსაღები ღმერთს ევედრებოდნენ. მალე, წმინდანების ლოცვით, მეფე მოკვდა, მის ნაცვლად მისი ვაჟი კონსტანტინე კოპრონიმი გამეფდა. დედოფალმა, რომელსაც წმინდა სტეფანეს სათნოებების და სასწაულების შესახებ გაეგონა, თავის ქმარს სთხოვა წმინდა სტეფანე საყდარში დაებრუნებინა. სწორედ ამ პერიოდში მეფე კონსტანტინეს ვაჟი შეეძინა და წმინდა სტეფანემ ის მოუნათლა. მეფემ წმინდა სტეფანე დაასაჩუქრა და თავის სამწყსოსთან დიდი პატივით გაუშვა. წმინდა სტეფანე კვლავ დაუბრუნდა თავის ეპარქიას და კარგა ხანს მწყსიდა ღვთისაგან მისთვის ჩაბარებულ სამწყსოს. შემდეგ კი აღსასრულის მოახლოება რომ შეიტყო, სუროჟის მთავარეპისკოპოსად თავის ნაცვლად ეკლესიის მსახური ფილარეტი დაადგინა, თვითონ კი წარდგა ღვთის წინაშე 15 დეკემბერს (წმინდა სტეფანე VIII საუკუნეში ცხოვრობდა).

სუროჟში ერთი კაცი ცხოვრობდა, ბრმა ეფრემი. ის უსინათლო იყო დედის მუცლიდან. წმინდა სტეფანე მას საჭმელ-სასმლით და ტანსაცმლით ეხმარებოდა ხოლმე. თავისი ქველისმოქმედის გარდაცვალება რომ შეიტყო, ატირდა და თქვა:

- ახლა ჩემზე ვინღა იზრუნებს? წამიყვანეთ, მის წმინდა ფეხებს მაინც ვეამბორებიო.

როცა ის წმინდანის ცხედართან მიიყვანეს, კაცი ქვითინით დაემხო მის ფეხებთან და მაშინვე აეხილა თვალი. ამით ღმერთმა აჩვენა, რომ წმინდა სტეფანე შეირაცხა სასწაულმოქმედთა და აღმსარებელთა დასში. წმინდა მღვდელმთავრის სხეული სუროჟის მთელმა მოსახლეობამ დიდი პატივით და ცრემლთა ფრქვევით დაკრძალა
....................
ამავე დღეს არის ყირიმელ წმინდანთა კრება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat