მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287) - 14 (27) დეკემბერი
მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287) - 14 (27) დეკემბერი
იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, დაახლოებით 305 წელს, როცა მან ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეგვიპტის ქალაქ თებეში 37 ქრისტიანი შეიპყრეს და მმართველ არიანეს ბრძანებით საპყრობილეში ჩაყარეს, რათა სასამართლოზე წარედგინათ. ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მას წამების შეეშინდა, მაგრამ არ სურდა რწმენისთვის ეღალატა და გადაწყვიტა, ხერხისთვის მიემართა: იქვე საპყრობილეში მყოფ წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ამისთვის მას ოთხ ოქროს მონეტას დაჰპირდა.

ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როგორც კი აპოლონის ტანსაცმელი ჩაიცვა, მასზე უეცრად ღვთის მადლი გადმოვიდა, რომელმაც მას გონება გაუნათლა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე და კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა თავისი ქრისტიანობა.

მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მუსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, წარმართები არწმუნებდნენ მონათლული არა ხარ და ჯერ კიდევ შეგიძლია ქრისტიანობაზე უარი თქვაო. ფილიმონი გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და იმავე წამს წამოვიდა წვიმა და, ამ წვიმით ფილიმონი სასწაულებრივად მოინათლა. წმინდანის ლოცვით ოთხი მონეტა ხელში რომ ეჭირა, ყველას თვალწინ ღვთაებრივი ცეცხლით სასწაულებრივად გალღვა და აორთქლდა.

არიანე გააფთრდა, ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდადებულის შეწყალება ითხოვა.

ამ დროისათვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და როცა ხელახლა წარდგა სასამართლოს წინაშე, მხნედ აღიარა ქრისტე და უშიშრად შეეგება მოწეულ განსაცდელს. მაშინ ფილიმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა დასაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები დაუშინეს, მაგრამ ისრები სასწაულებრივ სცდებოდნენ სამიზნეს, ერთ-ერთი კი ასხლტა და მმართველს მოხვდა თვალში.

არიანე შეძრწუნდა და ფილიმონს შეევედრა, ჩემი განკურნებისთვის ილოცეო. წმინდანმა კი თანაგრძნობით უთხრა: "ჯერ მზად არა ხარ. როცა მე დამკრძალავენ, შენ ჩემს საფლავზე მოხვალ, ქრისტეს სახელს მოუხმობ საშველად, ჭრილობაზე ჩვენი საფლავის მიწას დაიდებ და განიკურნები". ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით წმინდა მოწამეებს, ფილიმონსა და აპოლონს თავები მოჰკვეთეს.

არიანეს საშინლად სტკიოდა თვალი. გაიხსენა წმინდა ფილიმონის ნათქვამი, მიეახლა წმინდანთა საფლავს, მიწა აიღო, ჭრილობაზე მიიდო და იესო ქრისტეს შესთხოვა განკურნება. მას დაშავებული თვალი იმავ წამს მოურჩა, მაშინ არიანემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა: "მე ქრისტიანი ვარ!" მთელი სახლეულითურთ მოინათლა, შეპყრობილი ქრისტიანები კი გაათავისუფლა. არიანეს მოქცევის შესახებ დიოკლეტიანემაც შეიტყო და მხედრები გაგზავნა მმართველის შესაპყრობად და რომში ჩასაყვანად. წასვლის წინ წმინდა არიანემ მოწამეთა საფლავზე ილოცა და უეცრად ფილიმონის ხმა მოესმა: "გამხნევდი, არიანე, და ნუ გეშინია, რამეთუ უფალი თავისთან მოგიწოდებს და მოწამის გვირგვინს გიმზადებს. ხოლო შენს წასაყვანად მო¬სული მხედრებიც ირწმუნებენ და ქრისტესთვის ეწამებიან".

წმინდა არიანემ რომში იმპერატორთანაც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული, ლოდები მიებათ მისთვის, ღრმა ორმოში ცოცხლად დაემარხათ. როცა მისი ბრძანება შეასრულეს, მან მიწით ამოვსებულ ორმოზე ტახტი დადგა და თქვა: "ვნახოთ, თუ მოვა ქრისტე მის საშველად".

როცა სასახლეში დაბრუნებული დიოკლეტიანე თავის საწოლ ოთახში შევიდა, იხილა, რომ არიანე მის სარეცელზე იწვა, ისევ ჯაჭვებით იყო შეკრული და ისევ ის ლოდები ჰქონდა მიბმული. მოწამემ დიოკლეტიანეს მიუგო: "შენ არ გჯეროდა, რომ ქრისტე დამიხსნიდა, მაგრამ აი, მოვიდა, გამათავისუფლა და შენს სარეცელზე მოსვენება მიბრძანა". მეფე შეძრწუნდა, მაგრამ მაინც არ ისურვა თავი დამარცხებულად ეცნო და, გაკერპებულმა, არიანეს მოკვლა ბრძანა. მასთან ერთად ტომრებში ჩასვეს ის ოთხი მხედარი, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ნეტარი მოწამის ლოცვით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და მათაც იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ხუთივე, დიოკლეტიანეს ბრძანებით, ზღვაში დაახრჩვეს, როგორც ჯადოქრები.

თუმცა წმინდანთა ნაწილები არ დაკარგულა, უფალმა დიდი დელფინი გაგზავნა, რომელმაც ხუთივეს სხეული, ალექსანდრიის სიახლოვეს ნაპირზე გამოიტანა. ისინი არიანეს უკვე გაქრისტიანებულმა მსახურებმა აიღეს და საზეიმოდ ჩაასვენეს ანტინოეში.

"ეგვიპტელ მონაზონთა ცხოვრებაში" მოვლენის სხვა ვერსიაა მოთხრობილი. ქრისტიანი ბერ-დიაკვანი აპოლონი შეიპყრეს და მას წარმართები დასცინოდნენ, მათ შორის გამოირჩეოდა ფლეიტისტი ფილიმონი. პასუხად წმინდა აპოლონი ლოცავდა ფილიმონს. ამან ისე იმოქმედა ამ უკა¬ნასკნელზე, რომ ისიც ქრისტეს რწმენაზე მოიქცა. მათ ორივეს ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს. მაგრამ წმინდა აპოლონის ლოცვით კოცონი ჩაქვრა, რამაც ყველა გააოცა. მაშინ ისინი ალექსანდრიაში გააგზავნეს, რათა მმართველის წინაშე წარმდგარიყვნენ, გზაში მათ თავიანთი მცველებიც მოაქციეს ქრისტეს რწმენაზე. ხოლო ალექსანდრიის მმართველის ბრძანებით, ტყვეები და მათი მცველები ზღვაში ჩაახრჩვეს. შემდგომში მოწამეთა სხეულები დასვენებული აღმოაჩინეს ტაძარში, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი IV-V საუკუნეებში.
......................
აქვე წაიკითხეთ:

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287) - 14 (27) დეკემბერი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri